ეტოთემი 100მგ+10მგ/გ 50გ კრემი

138331
მარაგშია
30.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიBenzylnicotinat+Etofenamate გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
30.00 

ეტოთემი® %10+%1 კრემი

გამოიყენება კანზე წასასმელად

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: კრემის ყოველი გ შეიცავს 100მგ ეტოფენამატს და 10მგ ბენზილ ნიკოტინატს.

დამხმარე ინგრედიენტები: ბენზილის სპირტი, იზოპროპილ მირისტატი, გლიცეროლ მონოსტეარატი, პოლიოქსიეთილენ 100 სტეარატი, ცეტილის სპირტი, ნატრიუმის ციტრატი, დეიონიზებული წყალი.

 

გამოყენება

ეტოთემი წამლის აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ეტოფენამატს და ბენზილ ნიკოტინატს.

ეტოფენამატი მიეკთვნება არასტეროიდულ ანტირევმატულ (რევმატიზმის სამკურნალო) საშუალებას და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) თვისებები.

 

ჩვენებები

ეტოთემი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების სამკურნალოდ:

ძვალ-კუნთოვანი სისტემის რბილი ქსოვილების ხანგრძლივად მიმდინარე რევმატიული დაავადებები:

  • · რევმატიზმი;
  • · მხრის სახსრის პერიართრიტი;
  • · ლუმბაგო, წელის ტკივილი;
  • · საჯდომი ნერვის ტკივილი;
  • · სახსრების ირგვლივ რბილი ქსოვილების ანთებითი დაავადება  (ტენდინიტი, ბურსიტი) ;
  • ·დაავადებები, რომლებიც განვითარებულია ზურგის ძვლების ან სახსრების დატვირთვით ან ეროზიით (სპონდილოზი, ოსტეოართრიტი, სახსრების კალციფიკაცია).

 

უკუჩვენებები

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ეტოთემი არ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • · ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ეტოფენამატის, ფლუფენამის მჟავას, ბენზილ ნიკოტინატის, ეტოთემის რომელიმე ინგრედიენტის  ან სხვა ანალგეზიური ან ანტირევმატული პრეპარატების მიმართ (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები);
  • · ორსულობის გვიან პერიოდში (6 თვის შემდეგ);
  • ძუძუთი კვება;
  • 18 წლამდე ასაკი.

 

გაფრთხილება

  • ·განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თუ გამოყენების ადგილი დაზიანებულია, არის ღია ჭრილობა, ეგზემა, ან ეგზემის მსგავსი მდგომარეობა.
  • ·არ გამოიყენოთ ლორწოვნზე, როგორიცაა: ტუჩები, ინტრანაზალური მიდამო და თვალები.


თუ ეს გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ, მიმართეთ ექიმს.

 

ეტოთემის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მედიკამენტის გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ გააჩნია.

 

ორსულობა

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეტოთემი არ გამოიყენოთ ორსულობის 6 თვის შემდეგ.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნელივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ლაქტაცია

ნებისმიერი  პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეტოთემი არ გამოიყენოთ ლაქტაციის პერიოდში.

 

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არსებობს ინფორმაცია ეტოთემის გავლენის შესახებ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეტოთემის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეტოთემის შემადგენლობაში შემავალმა ბენზილ ნიკოტინატმა შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე და წვის შეგრძნება.

ეტოთემი შეიცავს ცეტილის სპირტს. ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი).

 

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

რეკომენდაციების შესაბამისად ეტოთემის კანზე გამოყენებისას, მოხსენებული არ არის წამალთაშორისი ურთიერთქმედება.  აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რაიმე მედიკამენტი, რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების ჩათვლით.

 

გამოყენების წესი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ

ეტოთემის დოზას განსაზღვრავს ექიმი დაავადების მიხედვით. თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ, დაიცავით შემდეგი ინსტრუქციები.

დაიტანეთ თხილის ზომის ეტოთემის კრემი მტკივნეულ ადგილზე, დღეში 3-4-ჯერ.

 

გამოყენების გზა და მეთოდი

ეტოთემი განკუთვნილია მხოლოდ კანზე, გარეგანი გამოყენებისთვის.

ეტოთემის წასმისას გამოიყენეთ მასირების ხუფი, კრემი ნაზად უნდა შეიზილოს კანში წრიული მოძრაობით. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირამდე. ჩივილების გახანგრძლივების შემთხვევაში  მიმართეთ ექიმს, რათა განსაზღვროთ გჭირდებათ თუ არა მკურნალობის გაგრძელება.

 

განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ეტოთემი ბავშვებში არ გამოიყენება, რადგან არ არსებობს კლინიკური გამოცდილება. 

 

გამოყენება ხანდაზმულებში (65 წელზე უფროსი ასაკის)

დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

 

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის/ღვიძლის დაზიანება

დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

თუ თვლით, რომ ეტოთემის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

დოზის გადაჭარბება

როდესაც კანზე  რეკომენდებულზე მაღალი დოზა გამოიყენება, საჭიროა ეტოთემის მოშორება და კანის წყლით დაბანა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობა  მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

დოზის გამოტოვება

გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

 

მკურნალობის შეწყვეტა

არ არის წარმოდგენილი.

 

გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტისმსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ეტოთემის შემთხვევაშიც იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

არასასურველი ეფექტების შეფასება დაფუძნებულია შემდეგ ინფორმაციაზე:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში,

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ არა უმეტეს 100-დან 1 პაციენტში.

ნაკლებად ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ არა უმეტეს 1000-დან 1 პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ არა უმეტეს 10000-დან 1 პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.

 

ეტოთემის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას იმ შემთხვევაში, თუ ვითარდება მოვლენა:

–         მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

 

თუ  გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია ეტოთემზე, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში გადაყვანა. ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები გვხვდება ძალიან იშვიათად.

 

თუ ეტოთემი გამოიყენება სხეულის დიდ ფართობზე და ხანგრძლივად, შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს სპეციფიკურ ორგანოთა სისტემაზე ან მთელ ორგანიზმზე, ისე როგორც აღინიშნება ეტოფენამატის სისტემური გამოყენებისას.

 

ნაკლებად ხშირი

  • ·კანის სიწითლე
  • ·წვის შეგრძნება

 

ძალიან იშვიათი

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი).

 

კანის რეაქციები სწრაფად იკლებს მედიკამენტების მიღების შეწყვეტისას. ამიტომ, არ არის საჭირო რაიმე კონკრეტული ქმედება.

 

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც ზემოთ არ არის აღნიშნული, აცნობეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გაესაუბრეთ  ექიმს ან ფარმაცევტებს რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის ზემოთ. გარდა ამისა, შეატყობინეთ გვერდითი ეფექტების შესახებ "წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება"  ნიშნის დაწკაპუნებით ან გვერდითი ეფექტის შეტყობინების ცხელ ხაზზე: 0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TUFAM). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ  მეტი ინფორმაციის მიწოდებას იმ წამლის შესახებ, რომელსაც იყენებთ.

 

შენახვის წესი

ეტოთემი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C.

 

ვარგისობის ვადა

არ გამოიყენეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადაადგოთ ვადაგასული ან არასაჭირო მედიკამენტები! გადაეცით შეგროვების სისტემას, რომელიც განსაზღვრულია გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ.

 

შეფუთვა

ეტოთემი წარმოდგენილია ალუმინის ტუბებში, შეიცავს 50გ კრემს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

რეკორდატი ილაჩ სან. ვე ტიკ. ას.

კ.ო.ს.ბ. კარააგაც მაჰ. ათათურქ კად.

N:36, კაპაკლი /ტეკირდაგ

ტელ:0 282 999 16 00

 

წარმოების ადგილი

რეკორდატი ილაჩ სან. ვე ტიკ. ას.

კ.ო.ს.ბ. კარააგაც მაჰ. ათათურქ კად.

N:36, კაპაკლი /ტეკირდაგ.