ჯოკარტილი 75მლ კრემი

138556
მარაგშია
34.95 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჯენერიკიGlucosamin.Extr.Boswelli,Mentae,Camphor გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
34.95 

 

შემადგენლობა

ქაფურის ზეთი ..................................................... ......................................20 მგ

მენთოლი..................................................... .................................................20 მგ

ბოსველიის (Boswellia serrate) ექსტრაქტი………………………………5 მგ

მიხაკის ზეთი ..................................................... .........................................5 მგ

როზმარინის ზეთი ..................................................... ................................2 მგ

გლუკოზამინის სულფატი ..................................................... ...................2 მგ

ქონდროიტინის სულფატი ..................................................... .................. 2 მგ

მეთილსულფონილმეთანი ..................................................... ...................2 მგ

ევკალიპტის ზეთი ..................................................... ..................................1 მგ

ბეგქონდარას ზეთი..................................... ..................................................1 მგ

მეთილსულფონილმეთანი (მსმ) – ადვილად ათვისებადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა. იგი ორგანული გოგირდის წყაროა. მსმ  მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მოქმედებას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან, შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილებისა და ძვლების აღდგენას; გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მსმ  ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს ტრავმის შემდგომი მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე  გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს.

ბოსველიისექსტრაქტს (Boswellia Extract)  ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აჩერებს ლეიკოტრიენების სინთეზს; ასას-საგან განსხვავებით, ბოსველიას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.

ევკალიპტისზეთს  გააჩნია ძლიერი ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და რეგენერაციული თვისებები. ევკალიპტის ზეთის  ღრმად შეღწევის უნარი ხელს უწყობს  შემადგენელი კომპონენტების კანის ზედაპირზე, ინტრადერმალურ და მოლეკულურ-უჯრედულ დონეზე მოქმედებას. 

ბეგქონდარას ზეთს აქვს ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; ეფექტურია მიოზიტის, პოდაგრის, რევმატიზმის, ართრიტისა და ნევრალგიების დროს.

მიხაკისზეთს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმის მომხსნელი მოქმედება; ეფექტურია ართრიტებისა და მიოზიტების დროს.

როზმარინისზეთს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი  თვისებები; გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

გლუკოზამინისსულფატი  - გლუკოზამინი საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებისთვის. შეწოვის შემდეგ გლუკოზამინი ხვდება ხრტილოვან ქსოვილში, სადაც იწყებს ყველაზე მნიშვნელოვანი მუკოპოლისაქარიდების წარმოქმნის სტიმულირებას. გლუკოზამინი მოქმედებს  

დაავადების მიზეზზე და არა დაავადების სიმპტომებზე (განსხვავებით ასას-გან). გლუკოზამინი ასევე მოქმედებს  გოგირდის ფიქსაციის პროცესზე (გოგირდის წყარო ამ შემთხვევაში მეთილსულფონილმეთანია), რის გამოც ხდება ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების გაძლიერება. გლუკოზამინს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც აუმჯობესებს (აღმოფხვრის) სახსრების ძვლების ხახუნის შედეგად გამოწვეულ მტკივნეულ შეშუპებას.

ქონდროიტინისსულფატი  - გლიკოზამინების კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, მდგრადობას, მოქნილობასა და დრეკადობას; აჩქარებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას. მისი გამოყენების დროს ტკივილი და შეშუპება მინიმუმამდეა დაყვანილი.

ქაფურის ზეთი აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას, ავლენს გამახურებელ და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას (თრგუნავსმტკივნეულდაბოლოებებს). მისი მოქმედების შედეგს წარმოადგენს კანის გაწითლება და სისხლძარღვების გაფართოება.

მენთოლი  პიტნის შემადგენელი კომპონენტია. პიტნა შეიცავს ორგანულ მჟავებს, ვიტამინ B, C -ს და სხვა ბევრ სასარგებლო ნივთიერებას.

მენთოლი, რომელიც უხვადაა პიტნის ფოთლებში, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, გააჩნია სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედება. გარდა ამისა, მენთოლი  შეიცავს კაროტინს, ბეტაინს, ფლავონოიდებს.

დამხმარე ინგრედიენტები: არომათერაპიის ზეთები (ჯინჯერის ზეთი, ლავანდის ზეთი, ცილის ზეთი, კაკლის ზეთი, პიტნის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, ფორთოხლის ზეთი), გლიცერინი.

გამოყენების ჩვენებები

გარეგანი გამოყენების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატული ტკივილების, ნევრალგიის, რადიკულიტის სამკურნალოდ, ასევე  დაავადებები ტკივილის სინდრომის თანხლებით.

დოზირება და გამოყენების წესი

გარეგანი გამოყენების  კრემი შეიზილეთ დაზიანების კერაში წრიული მოძრაობით რამდენიმე წუთის განმავლობაში, მინიმუმ 2-3-ჯერ დღეში. პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას კანის გაწმენდის შემდეგ.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური მგრძნობელობა წამლის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გამოშვების ფორმა

კრემი.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი

FITOLAB LLC.