თურმანიძე პლ25გ ბალზ.ბუას.აპლიკატ

139908
-28%
მარაგშია
12.54 
8.97 
დანაზოგი: 3.57 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური, ანთების საწინააღმდეგო, კერატოლიტიური და სხვა პრეპ. ჯენერიკიTurmanidze * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
12.54 
8.97 
დანაზოგი: 3.57 ₾ (28%)

თურმანიძე +

 ბალზამი ბუასილისთვის

პარასამკურნალო საშუალება

შემადგენლობა

ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი, ვარდის არომატიზატორი, წყალი.

გამოყენება

ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ჩვენება

გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, კონსერვატიული მკურნალობის მიზნით შიგნითა და გარეთა ბუასილის, ანალური ნაპრალის, ანალური ქავილის და წვისას.  ბალზამი ხელს უწყობს ჰემოროიდული კვანძების გაწოვას, აგრეთვე ანალურ მიდამოზე ოპერაციების შემდგომ პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური აბაზანის შემდეგ. ამოვიღოთ კოლოფიდან ტუბი და აპლიკატორი. აპლიკატორს მოვხსნათ დამცავი ხუფი და დავამაგროთ ტუბზე. გამოვდენოთ მცირე რაოდენობით მალამო, რათა მოხდეს აპლიკატორის გაპოხვა. შემდეგ აპლიკატორის საშუალებით  ხდება მალამოს ფრთხილად დადება დაზიანებულ უბნებზე გარედან, ან მისი ფრთხილად შეყვანა უკანა ტანში. გამოიყენება დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ ყოველი დეფეკაციის შემდეგ. გამოყენების შემდეგ აპლიკატორი უნდა გაირეცხოს და დაეხუროს დამცავი ხუფი.

უკუჩვენება: არ გამოვლენილა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

არ გამოვლენილა. არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.

განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილება

12 წლამდე ბავშვებში გამოყენებისათვის საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენება არ აღინიშნება.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ბალზამი მოთავსებულია 25 გ ალუმინის ტუბში აპლიკატორთან ერთად.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს +25°C ტემპერატურის პირობებში.

გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

შპს „თურმანიძე პლიუსი“.