სინორესტი 240მლ ბოთლი+20პაკ

139946
მარაგშია
40.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი გამოყენების ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიNa.chol+Na.bicarbon+Na.Hyalur გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
40.00 

SINOREST

სინორესტ

სინორესტი - ცხვირის ღრუსა და წიაღების   გამოსარეცხი  ნაკრები.

გამოშვების ფორმა

ერთი 240 მლ-იანი ბოთლი

20 პაკეტი

ერთი პაკეტის შიგთავსი:

   0,106 გ ნატრიუმის ბიკარბონატი

   2,531 გ ნატრიუმის ქლორიდი

   0,013 გ ჰიალურონის მჟავა

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ნატრიუმის ქლორიდისა და ნატრიუმის ბიკარბონატის მარილები არბილებენ ცხვირის ღრუში არსებულ სეკრეტს და აადვილებენ მის გამოდევნას, (ზრდიან მუკოცილიარულ კლირენსს.) ამცირებენ ცხვირის ღრუს ლორწოვანის  შეშუპებას და აუმჯობესებენ სუნთქვას.

ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ქსოვილების მთავარ სტრუქტურულ ერთეულს. ის დიდი რაოდენობით გვხვდება სინოვიალურ სითხეში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფორმირებაში, ხელს უწყობს  რეგენერაციას და ატენიანებს მას. ამცირებს ცხვირის სიმშრალის ინტენსივობას „მშრალი ცხვირის სინდრომის“ დროს. ხელს უშლის პოსტოპერაციულ დეფექტური ნაწიბურის ფორმირებას და აადვილებს ფუფხის მოშორებას

ჩვენებები

სინორესტი - ცვხვირის წიაღების გამოსარეცხი სისტემა შეიცავს: ნატრიუმის მარილებს (ნატრიუმის ქლორიდი და ნატრიუმის ბიკარბონატი) და ჰიალურონის მჟავის ნარევს, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ საშუალებას ცხვირის ღრუსა და სინუსების დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებისათვის, შემდგომი პათოლოგიების დროს:

l  გაციება და გრიპი

l  სინუსიტთან დაკავშირებული ობსტრუქცია

l  ალერგიული რინიტი და სხვა ალერგიული დაავადებები

l  ცხვირის სიმშრალე

l  „უკან წვეთის“ სინდრომი

l  ცხვირისა და სინუსების ქირურგიული ჩარევის დაწყებამდე და  შემდგომი პერიოდი

l  ცხვირის ლორწოვანის გასაწმენდად და დასატენიანებლად  რინოსკოპიის პროცედურის გაადვილების მიზნით

l  ჰაერის მაღალი კონცენტრაციით დაბინძურების და ვირუსით დაინფიცირების საშიშროების დროს საპროფილაქტიკოდ  ცხვირის ღრუს ჰიგიენის მიზნით

უკუჩვენებები

სინორესტი - არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ:

ყურის დახშობა ან  ინფექცია

ძლიერად  გაჭედილი ცხვირი

ლეთარგია (ძილიანობა)

ლოგინს მიჯაჭვულობა

გამოყენების წესი

l  გამოყენებამდე საჭიროა მოამზადოთ საკმარისი წყალი მარილიანი ხსნარის მისაღებად

ასევე ბოთლის გასაწმენდად გამოყენების შემდეგ. ამისათვის ონკანის წყალი უნდა ადუღოთ 3-5 წუთის განმავლობაში და გააგრილოთ +30°C-დან +35°C-მდე ტემპერატურამდე, ან ალტერნატივის სახით აფთიაქში შეიძლება შეიძინოთ  გამოხდილი წყალი

l  შეამოწმეთ, რომ წიაღის გამოსარეცხი სისტემა არის სუფთა და მთლიანად მშრალი

სინორესტის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები.

l  ბოთლს მოხსენით თავსახური და მოათავსეთ სუფთა ადგილას.

l  დაამატეთ პაკეტის შიგთავსი ბოთლში და დაუმატეთ 240 მლ-მდე თბილი წყალი.

შეანჯღრიეთ სანამ ფხვნილი მთლიანად არ გაიხსნება

l  30°კუთხით დახარეთ თავი წინ, ნიჟარისკენ  და მოათავსეთ ბოთლის თავი

ერთ ნესტოში. ნაზად მოუჭირეთ ბოთლის ძირს, ისე რომ ხსნარი შევიდეს ცხვირის ღრუში ხსნარი უკან გამოვა თქვენი ნესტოებიდან

l  გამორეცხვის დროს ისუნთქეთ ღია პირით

l  გამორეცხვის შემდეგ ცოტა ხანი გაჩერდით წინ გადახრილი თავით, ნაზად    გამოიფერთხეთ ცხვირი

l  იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე ნესტოში

l  ბოთლიდან გადმოასხით დარჩენილი ხსნარი და გაწმინდეთ მომზადებული წყლის  გამოყენებით. გააშრეთ შიგნიდან

დოზირება:

გამოიყენება 12 წლიდან დღეში 2-ჯერ. დღის ბოლო პროცედურის ჩატარება სასურველია დაძინებამდე 1 ან 2 საათით ადრე

გვერდითი მოვლენები

სინორესტის გამოყენებისას გვერდთი მოვლენების გამოვლინების ფაქტები არ დაფიქსირებულა

ორსულობა ლაქტაცია:

სინორესტის გამოყენება ნებადართულია ორსულობისა და ლაქტაციის დროს

განსაკუთრებული მითითებები

l  მოამზადეთ ხსნარი გამოყენებამდე ცოტა ხნით ადრე გამზადებული ხსნარი ინახება არა უმეტეს 12 საათისა

l  წინასწარ ადუღებული წყალი უნდა ინახებოდეს დახურულ ჭურჭელში  არ გამოიყენება 24 საათის  გასვლის შემდეგ

l  არ გამოიყენოთ  ხსნარი ინსტრუქციაში მითითებულზე მაღალი ტემპერატურით

l  ყურის დაგუბების ან ყურში წნევის მომატების შეგრძნების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

l  გამოიყენეთ ექიმის მითითებით

l  თითო ბოთლი განკუთვნილია მხოლოდ 1 ადამიანისთვის

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

İyon Sağlık Medikal Kozmetik İthalat İhr. ve San. Tic. Ltd. Şti.

Yukarı Dudullu Mah. İmes Sanayi Sitesi 205 Sk. No: 4

უმრანიე/სტამბული/თურქეთი ტელ.: +90 216 365 38 83

[email protected]  www.iyonmedical.com

დისტრიბუციისა და მარკეტინგის ავტორიზაცია:

Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A.Ş.

Çamlık Mah. Pamuk Sk. A Blok Apt. No: 12-16/17

უმრანიე/სტამბული/თურქეთი

ტელ.: +90 216 365 41 47 Fax: +90 216 365 41 48

ელ.ფოსტა: [email protected]