ნეო პეკეს-ომეგა 3 DHA გამიN30

140143
მარაგშია
43.90 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიOmega-3,Vit.B3,B6,B12,C გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
43.90 

 ნეო პეკეს ომეგა 3 -DHA გამი

Neo peques Omega 3 - DHA Gummies

შემადგენლობა

წყალმცენარე Schizochytrium- დან მიღებული ომეგა 3,

ვიტამინი B3, B6, B12, C,

ლიმონის წვენის კონცენტრატი,

გლუკოზა.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები /ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ომეგა-3 ნახევრადუჯერ ცხიმოვანი მჟავების შემადგელობაში შემავალი ეიკოზანოიდების სისტემა (DHA –დოკოზაჰექსაენური და  EPA – ეიკოზაპენტაენური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები) განაპირობებს ცენტრალური ნერვული სისტემისა და მხედველობის აპარატის განვითარებაში მონაწილეობის, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციური და ანტიალერგიული მოქმედების უნარს.

წყალმცენარე Schizochytrium – DHA-ს  წყაროს წარმოადგენს.DHA და EPA მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინისა და მხედველობის აპარატის განვითარებაში, რადგან ისინი წარმოადგენენ ტვინის უჯრედული მემბრანისა და თვალის ბადურის საშენ მასალას.

ამასთან DHA და EPA

  • მნიშვნელოვანი კომპონენტებია  ყურადღების კონცენტრაციის ზრდისა და მეხსიერების გაუმჯობესებისთვის,  რაც გამყარებულია მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით;
  • კონკურენტულ ანტაგონისტურ მოქმედებას ავლენს არაქიდონის მჟავას მიმართ  ციკლოოქსიგენაზურ-ლიპოოქსიგენაზურ დონეზე, რაც ვლინდება პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სპექტრის მოდიფიკაციით;
  • პასუხისმგებელი ფაქტორებია კანის თვითდატენიანებაზე და ძირითად როლს ასრულებს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენაში; ხელს უწყობს კანის, თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღების პროცესების გააქტივებას.

ომეგა-3-ის გარკვეული რაოდენობა ორგანიზმში აუცილებელია მოზარდის კბილების ნორმალური განვითარებისთვის, ასევე კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროქიმიური ნაერთების სინთეზში, რომელთა პასუხისმგებლობაა ტვინის ნორმალური ფუნქციონირება.

ვიტამინი B3 (ნიაცინი) – მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინის ქერქის განვითარებაში და კოგნიტური უნარების ჩამოყალიბებაში; აუმჯობესებს მეხსიერებას.

ვიტამინი B12  (მეთილკობალამინი) - უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. იგი მონაწილეობს ლიპოტროპული ფაქტორის – ქოლინის სინთეზში. ვიტამინი B12-ს გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – იცავს ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს დაჟანგვისგან.

ჩვენება

  • თავის ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორი განვითარება და ფუნქციონირება;
  • კოგნიტური და წერა–კითხვის უნარების გაუმჯობესება;
  • მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება.

მიღების წესი და დოზირების მეთოდი

  • 3-10 წელი: 1 გამი 1-ჯერ დღეში;
  • 10 წლის ზემოთ ბავშვები: 2 გამი 1-ჯერ დღეში.            

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 15-20 დღე.  კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.       

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

გამოშვების ფორმა

ვარსკვლავის ფორმის, შაქრის ფენით დაფარული, ლიმონის არომატით, გამი  4 გ №30.

შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 5-250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ მოქმედებას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე.

მწარმოებელი

NEOVITAL DISTRIBUCION SL, 

ბარსელონა, ესპანეთი.     

კომპანია

ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი.

მსგავსი პროდუქტები