მულტიჯინ ვაგინალური დუში+N10ტ

140524
მარაგშია
98.90 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ჯენერიკი2QR comp(Extr.Aloe barbadens) გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
98.90 

მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი

შემადგენლობა

ლაქტოზა, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი, რძემჟავა, ალოეს (Aloe barbadensis) ფოთლის ექსტრაქტი*, ასკორბინის მჟავა.

ძირითადი ინგრედიენტი 2QR-კომპლექსის ფხვნილი*: ალოეს (Aloe barbadensis) ფოთლის ექსტრაქტისგან მიღებული.

გამოყენება

მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი საშოს ოპტიმალური ჰიგიენისთვის გამოყენების სარგებელია:

–          უზრუნველყოფსსაშოსსუფთა, ეფექტურ და ნაზ გამორეცხვას;

–         მისი სპეციალური სარქველი შეუძლებელს ხდის სითხის უკან შეწოვას, ამცირებს წნევის დაგროვებას და ქმნის იდეალური გამორეცხვის ეფექტს;

–         ერგონომიული სარეცხი მოწყობილობაა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა პოზიციაში.

ჩვენებები

ადამიანის ინტიმურ ჯანმრთელობას დროდადრო  ყურადღების მიქცევა ესაჭიროება. მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი და ტაბლეტები იდეალურია ზოგადი ვაგინალური ჰიგიენისთვის, მაგრამ ძირითადად გამოიყენება დისკომფორტის დროს, როგორიცაა ჭარბი გამონადენი ან უსიამოვნო სუნი, ქავილი, გაღიზიანება და წვის შეგრძნება.

ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენების ინსტრუქცია

 მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი შექმნილია კომფორტისთვის, ამიტომ  მისი გამოყენება შესაძლებელია მოსახერხებელ პოზიციაში. რეომენდებულია მისი გამოყენება უმთავრესად  აბაზანაში, საშხაპეში ან ტუალეტში.  მულტი-ჯინ ტაბლეტები უზრუნველყოფს ვაგინალური სანაციისთვის იდეალური ხსნარის მიღებას.

 მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპის გამოყენება უნდა მოხდეს შემდეგი თანმიმდევრული საფეხურებით:

1. შეავსეთ მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი ნელთბილი წყლით ფლაკონზე გამოსახული ხაზების დონემდე;

2. გატეხეთ ერთი მულტი-ჯინ ტაბლეტი და დაამატეთ წყალში;

3. მოარგეთ აპლიკატორი ბოთლს და დაელოდეთ სანამ მულტი-ჯინ ტაბლეტი მთლიანად გაიხსნება და შეწყვეტს შუშხუნს;

4. აპლიკატორი ნაზად მოათავსეთ საშოში;

 5. სითხე გამოწურეთ ბოთლიდან ბოლომდე.

ნორმალურია, რომ სითხის გარკვეული რაოდენობა  დარჩეს ბოთლში*

6. მოხსენით ბოთლს აპლიკატორი და კარგად გარეცხეთ თბილი წყლით. დატოვეთ გასაშრობად (სასურველია მშრალ ადგილას).

 *სითხის რაოდენობა საკმარისია საშოს გასაწმენდად.

განსაკუთრებული მითითებები

-         მუდმივი ან განმეორებითი ვაგინალური ჩივილების შემთხვევაში, ყოველთვის მიმართეთ ექიმს;

-         მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი არ არის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება;

-         არასოდეს გამოიყენოთ მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპისთვის მდუღარე წყალი და არ გაწმინდოთ მდუღარე წყლით, ბოთლი განიცდის დეფორმაციას;

-         მულტი-ჯინ ტაბლეტები შეინახეთ ორიგინალურ ტუბში მშრალ ადგილას.

მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი და ორსულობა

თუ გეგმავთ ორსულობას, რეკომენდებულია არ გამოიყენოთ მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი სქესობრივ აქტამდე 3 დღე.  ორსულობის და ძუძუთი კვების დროს მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპთან დაკავშირებით უკუჩვენებები არ არის ცნობილი. გამოყენების შესაძლებლობა განიხილეთ თქვენს ექიმთან.

მულტი-ჯინ ვაგინალური ტაბლეტისგან მიიღება ბუნებრივი და რბილი ხსნარი საშოს ოპტიმალური ჰიგიენისთვის

-         ერთი ტაბლეტი საკმარისია შხაპის სითხის ერთი ბოთლისთვის;

-         შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს და არ აქვს სუნის მიმცემი დანამატები;

-         ტაბლეტებს აქვს მარცვლოვანი ზედაპირი და შეიძლება ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდებოდეს  ფერით. ეს მცირე ვარიაციები ეხება ძირითადი აქტიური ნივთიერების – 2QR-კომპლექსის ბუნებრივ თვისებებს. ეს განსხვავება გავლენას არ ახდენს პროდუქტის ეფექტურობასა ან უსაფრთხოებაზე.

შენახვის პირობები

შხაპის მოსამზადებელი ტაბლეტები შეინახეთ 10-25°C-მდე ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურა).

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

შხაპის მოსამზადებელი ტაბლეტები N10.

შხაპის მოსამზადებელი ბოთლი აპლიკატორით, N1.

მწარმოებელი

 BioClin BV, Blaak 555, 3011 GB

როტერდამი, ნიდერლანდები.