კრისტალვაგი #20კაფს

140832
-28%
მარაგშია
41.50 
29.68 
დანაზოგი: 11.82 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატები ჯენერიკიBifidumbacterium,Lactobacterium * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
41.50 
29.68 
დანაზოგი: 11.82 ₾ (28%)

კრისტალვაგი

შემადგენლობა

1 კაფსულა კრისტალვაგის შემცველობაა: 140 მგ ფრუქტოოლიგოსაქარიდები; მიკროკაფსულირებული პრობიოტიკური მიკროორგანიზმები: 1×109 ცოცხალი

Lactobacillus crispatus LCR01 უჯრედები (DSM 24619), 1x109ცოცხალი უჯრედები

Lactobacillus acidophilus LA02 (DSM 21717), 5x108 ცოცხალი Lactobacillus უჯრედები

fermentum LF10 (DSM 19187), 1x109 ცოცხალი Lactobacillus rhamnosus უჯრედები

LR06 (DSM 21981), 1x109 ცოცხალი უჯრედი Bifidobacterium breve BR03 (DSM

16604).

დამხმარე ნივთიერებები: შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი); კაფსულის გარსი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ფერი (რედიშის კონცენტრატი).

კრისტალვაგი არ შეიცავს ალერგენებს (დაპატენტებული ტექნოლოგია Probiotic S.p.A.-სგან); კერძოდ, პროდუქტი არ შეიცავს მოქმედი ევროპული კანონმდებლობით (EU 1169/2011) მითითებულ ალერგენებს: გლუტენის შემცველ მარცვლეულებს (ხორბალი, ჭვავი, ქერი, შვრია, კამუტი და მათი ნამყენი ჰიბრიდები და წარმოებულები), ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა კვერცხი და კვერცხზე დაფუძნებული პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები, არაქისი და არაქისის პროდუქტები, სოიო, რძე და რძის პროდუქტები (ლაქტოზის ჩათვლით), თხილი, ნიახური, მდოგვი, სეზამის თესლი, ლუპინი, მოლუსკები, აგრეთვე გოგირდის დიოქსიდი და სულფიტები 10 მგ/კგ ან 10 მლ/ლ-ზე მეტი კონცენტრაციით, რომელიც დანიშნულია როგორც SO2.

გამოყენება

კრისტალვაგი არის სიმბიოტიკი (პრობიოტიკი + პრებიოტიკი), რომელიც შეიცავს მიკროკაფსულირებულ სიცოცხლისუნარიან ლაქტო- და ბიფიდობაქტერიებს: Lactobacillus rhamnosus, Lactobacillus crispatus, Lactobacillus fermentum, Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium breve და fructooligosaccharides.

კრისტალვაგი ახდენს ნაწლავის და ვაგინალური მიკროფლორის შემადგენლობის ნორმალიზებას და წარმოადგენს ნაწლავისა და ვაგინალური მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსის წყაროს.

ნაწლავებში კოლონიზაციის უნარისა და, შედეგად, პათოგენური ბაქტერიების პასიურად გადაადგილებისა და მიკროფლორის ნორმალური ბალანსის აღდგენის გამო, ლაქტობაცილები ითვლება მიკრობიომში ადგილისა და საკვების სუბსტრატისთვის ბუნებრივ კონკურენტებად. ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ზრდის ორგანიზმის არასპეციფიკურ წინააღმდეგობას და აქვთ იმუნომოდულატორული ეფექტი.

ნორმალური მიკროფლორის ბაქტერიები, რომლებიც კრისტალვაგის ნაწილია, ააქტიურებენ ნაწლავში პარიეტულ მონელებას, მონაწილეობენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ფერმენტულ დაშლაში, აგრეთვე ნაღვლის მჟავების და ქოლესტერინის მეტაბოლურ პროცესებში. ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ასინთეზებენ ამინომჟავებს, პანთოტენის მჟავას, K ვიტამინს და B ჯგუფის ვიტამინებს, ხელს უწყობენ რკინის, კალციუმის, D ვიტამინის შეწოვას. მათი გავლენით იბლოკება ოპორტუნისტული მიკროორგანიზმების  ნაწლავიდან საშოში შეღწევა, ხდება ნაწლავისა და ვაგინალური ლორწოვანის ლოკალური იმუნიტეტის ნორმალიზება და იზრდება პათოგენური და ოპორტუნისტული მიკროფლორის მიმართ  წინააღმდეგობა.

კრისტალვაგის შემადგენელი ლაქტობაცილების გავლენით ხდება საშოში ნახშირწყლების დაშლა და რძემჟავას წარმოქმნა. მჟავა გარემო კი ორგანოს ნორმალური მდგომარეობისა და ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ვაგინალური შიგთავსის მჟავიანობა განისაზღვრება რძემჟავას, ძმარმჟავას და დაბალმოლეკულური ცხიმოვანი მჟავების არსებობით, რომლებიც წარმოიქმნება ეპითელური უჯრედების ნახშირწყლებიდან. Lactobacillus-ის გვარის ბაქტერიების გავლენით ხდება ნახშირწყლების ფერმენტული გარდაქმნა ალიფატურ ცხიმოვან მჟავებად და მათი ნორმალური დონის შენარჩუნება.

ნორმალური ვაგინალური pH არის მჟავა,  3.7-4.5 დიაპაზონში.

მჟავა გარემოში ლაქტობაცილები აქტიურ კონკურენციას უწევენ სხვა მიკროორგანიზმებს ვაგინალური ეპითელური უჯრედების ადჰეზიის შესაძლებლობისთვის, მასტიმულირებელ მოქმედებას ავლენენ იმუნურ სისტემაზე, სეკრეტორული იმუნოგლობულინის (sIgA), ლიზოზიმის, კომპლემენტის და ადგილობრივი იმუნიტეტის სხვა ფაქტორების წარმოქმნაზე.

ვაგინალური pH დონე შეიძლება გაიზარდოს ასაკთან ერთად, საკვერცხის სტეროიდული ჰორმონების გავლენით, მენსტრუალური ციკლის დროს და ორსულობის დროს. ცვლილებები შეიძლება მოხდეს სხვა ფაქტორების გავლენითაც: სხეულის მასის ინდექსი, საშვილოსნოს ყელის და საშოს დაავადებები, სექსუალური აქტივობის დონე, ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღება, ორგანიზმში ინფექციური პროცესების არსებობა; სისტემური დაავადებები, სისტემური ან ადგილობრივი ანტიბაქტერიული თერაპია, პირადი ჰიგიენის დარღვევა და ა.შ. ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების, მათ შორის ტემპერატურისა და ჟანგბადის გავლენით.

სიმბიოტიკი კრისტალვაგი შეიცავს პრობიოტურ კულტურებს, რომელთა თითოეული უჯრედი დაცულია ლიპიდური მატრიცით მიკროინკაფსულაციის ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს მეთოდი უზრუნველყოფს მიკროორგანიზმების მაღალ გასტრორეზისტენტობას და ნაწლავში სიცოცხლისუნარიან მდგომარეობაში მოხვედრას, სასარგებლო თვისებების გამოვლენას,  ფიზიოლოგიური არსებობის ადგილებში (ნაწლავები, საშო)  ნორმალური მიკროფლორისათვის დამახასიათებელ აქტივობას, ნაწლავისა და ვაგინალური მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას.

მიკროკაფსულაციის ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვნად იყოს დაცული მიკროორგანიზმები და  შტამის სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნებული ყველაზე რთულ პირობებში გამოყენებისას. მიკროკაფსულებში არსებული მიკროორგანიზმების 100% აღწევს ნაწლავებში, განსხვავებით ჩვეულებრივისაგან, როცა არ არის ამგვარად დაცული.  ნაწლავის კოლონიზაციაში მიკროინკაფსულირებული ფორმის მაღალ ეფექტურობას ადასტურებს კლინიკურ კვლევა დაფარული და დაუფარავი ფორმით ერთი და იგივე შტამების გამოყენებით. შედეგებმა აჩვენა, რომ კოლონიზაცია  ერთსა და იმავე დროს მიიღწევა  პრობიოტიკის სხვადასხვა რაოდენობით გამოყენებისას. შედარებულია ორივე ფორმა (2 მილიარდი CFU/დღეში მიკროკაფსულირებული პრობიოტიკი წინააღმდეგ 10 მილიარდი CFU/დღეში დაუფარავი პრობიოტიკური უჯრედები).

კრისტალვაგის კომპონენტების აღწერა

Lactobacillus  rhamnosus (L. rhamnosus) – განეკუთვნება ქალის ვულვისა და საშოს ნორმალურ ობლიგატურ ფლორას; სხვა სახის ლაქტობაცილებთან ერთად (მათ შორის L. acidophilus, L. fermentum) არსებობს ქალის ნორმალურ ფლორაში და უზრუნველყოფს დამცავ ფუნქციას.

 L. rhamnosus აქვს ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური და ოპორტუნისტული ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ (როგორიცაა, Staphylococcus spp., Proteus spp., ენტეროპათოგენური Escherichia coli), საფუარისმაგვარი, Candida გვარის სოკოები მიმართ (სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებების სეკრეციის გამო, ვაგინალური ეპითელური უჯრედების მიმაგრების დათრგუნვა, ზრდისა და გამრავლების დათრგუნვა), აუმჯობესებს ადგილობრივ მეტაბოლურ პროცესებს და ხელს უწყობს ბუნებრივი ადგილობრივი იმუნიტეტის აღდგენას.

Lactobacillus acidophilus (L. acidophilus) – ბაქტერიებია, რომლებიც მსხვილი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ნაწილია. Acidophilus ბაქტერია ახდენს საჭმლის მონელების ნორმალიზებას, ამცირებს ჭარბი აირების წარმოქმნას და აღმოფხვრის უსიამოვნო სუნს; მნიშვნელოვან როლს ასრულებს B ჯგუფის ვიტამინებისა და K ვიტამინის სინთეზში.

L. acidophilus ხელს უწყობს ლაქტოზის დაშლას და რძის პროდუქტების მონელებას.  იგი  საშოს დამცავი მიკროფლორის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს სოკოების და პათოგენური მიკროორგანიზმების სიცოცხლისთვის შეუფერებელი მჟავა გარემოს შენარჩუნებას.

Lactobacillus fermentum (L. fermentum)  – ანტაგონისტური აქტივობა აქვს პათოგენური და ოპორტუნისტული მიკროორგანიზმების მიმართ (რომლებიც თავს იჩენს და აქტიურდება ნაწლავის ხანგრძლივი დისფუნქციის ფონზე), რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორის განვითარებისათვის L. fermentum-ის მითითებული თვისებები

დაკავშირებულია ძლიერი ანტისეპტიკის – რძემჟავას დაგროვებასთან. ამ ტიპის ბაქტერიას აქვს უნარი შეამციროს სისხლში ქოლესტერინის დონე მის უჯრედულ მემბრანაში ქოლესტერინის ინკორპორაციის გზით და ამით ავლენს ანტიათეროგენულ ეფექტს.

Bifidobacterium breve (B. breve) – აფერხებს პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ნაწლავებში, რაც ხელს უწყობს ნორმალური ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას და დისბიოზის აღმოფხვრას; გავლენას ახდენს საჭმლის მონელების რეგულირებაზე, კუჭ-ნაწლავის მოძრაობის გააქტიურებაზე, საკვების სუბსტრატების გამოყენებაზე და პარიეტალური საჭმლის მონელების გააქტიურებაზე; ხელს უწყობს ამინომჟავების და ცილების, ვიტამინი K-ს, პანთოტენის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინების, ნეიროპეპტიდების, აზოტის ოქსიდის, ანტიოქსიდანტების, ჰორმონების სინთეზს. ვაგინალურ ბიოტოპში ბიფიდობაქტერიები გამოკვლეულთა დაახლოებით 10%-ში აღმოჩნდა. ისინი ასევე ხელს უშლიან სეკრეტორული იმუნოგლობულინის (sIgA) დაშლას, ასტიმულირებენ ინტერფერონის წარმოქმნას და ლიზოციმის სინთეზს.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები – ბოჭკოებია, რომლებიც წარმოიქმნება დუღილის შედეგად. ეს ნივთიერება არ შეიწოვება, მაგრამ სწრაფად ფერმენტდება მსხვილი ნაწლავის მიკროფლორით, რის შედეგადაც გამოიყოფა დაბალი მოლეკულური წონის ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ცნობილია როგორც აქროლადი ცხიმოვანი მჟავები. ფრუქტოოლიგოსაქარიდები დუღილის გზით ხდება მსხვილი ნაწლავის ეპითელური უჯრედების კვების პირდაპირი წყარო. ფრუქტოოლიგოსაქარიდები  მკვებავი სუბსტრატია ორგანიზმისთვის სასარგებლო ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების ზრდისა და რეპროდუქციისთვის; გარდა ამისა, გააჩნია პროკინეტიკური ეფექტი (ასტიმულირებს ნაწლავის მოძრაობას).

ფრუქტოოლიგოსაქარიდები ზრდის კალციუმის და მაგნიუმის შეწოვას, ხელს უწყობს ლიპიდური და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და გლუკოზის კონცენტრაციას.

გამოყენების რეკომენდაციები

კრისტალვაგის გამოყენება რეკომენდებულია როგორც ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების წყარო ნაწლავისა და საშოს მიკროფლორას ნორმალიზებისთვის შემდეგი მიზნით:

– საჭმლის მონელების გაუმჯობესება;

– იმუნიტეტის გაზრდა და ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ამაღლება;

– გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;

– ადგილობრივი და/ან სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკების ან ანტისეპტიკური საშუალებების  გამოყენებისას და მის შემდეგ, დისბიოზისა და ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის პროფილაქტიკისათვის;

– ჰორმონული და სხვა სახის თერაპიის შემთხვევაში ვაგინალური მიკროფლორის დარღვევის რისკის პრევენციისათვის;

– ქალებში ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;

– ქალებში პრე- და პოსტმენოპაუზის დროს, რათა თავიდან იყოს აცილებული საშოს მიკროფლორის დარღვევის რისკი სასქესო ჰორმონების დონის ცვლილების გამო;

– ქალებში სხვადასხვა ეტიოლოგიის ვაგინიტის (კანდიდოზური, ბაქტერიული, ტრიქომონა) და ვაგინოზის გამოვლინებით ვაგინალური მიკრობიომის აღდგენის მიზნით;

– საშოში რძემჟავა ბაქტერიების რაოდენობის გაზრდის მიზნით, ვაგინალური სეკრეციის ბუნებრივი მჟავა გარემოს აღდგენისათვის;

– ორსულობის დროს ვაგინალური დისბიოზის მქონე ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ვაგინალური დისბიოზის პროფილაქტიკისთვის ქალებში:

– სისტემური, განსაკუთრებით ორალური ან ვაგინალური (ადგილობრივი) კონტრაცეპტივების გამოყენება;

– საშოს გაწმენდა ადგილობრივი გინეკოლოგიური ჩარევების წინ;

– ტამპონების გამოყენება, პირადი ჰიგიენის არასაკმარისი დაცვა.

გამოყენების ინსტრუქცია და რეკომენდებული დღიური დოზა

მოზრდილება და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში, სასურველია საკვების გარეშე, 14-20 დღის განმავლობაში ან ექიმის რეკომენდაციით.

თუ ბავშვს ან სხვა ადამიანს არ შეუძლია გადაყლაპოს მთლიანი კაფსულა, შესაძლებელია მისი გახსნა, შიგთავსის შერევა მცირე რაოდენობით სასმელ წყალში და ხსნარის სახით მიღება. მიკროკაფსულაციის წყალობით პრობიოტიკების აქტივობა არ იკარგება. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად. საჭიროების შემთხვევაში, კურსი შეიძლება განმეორდეს, ერთი თვის შემდეგ მკურნალობის პირველი კურსის დასრულებიდან.

თუ ექიმი ასევე დანიშნავს ანტიბაქტერიულ თერაპიას, კრისტალვაგის  და ანტიბიოტიკის მიღების შორის პერიოდი უნდა იყოს მინიმუმ 1-2 საათი.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

არ დალიოთ ცხელი სასმელები ან  ალკოჰოლი. საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ ყოველდღიური მოხმარებისთვის რეკომენდებულ რაოდენობას.

კრისტალვაგი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატია, არ არის წამალი. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება

1 კაფსულა შეიცავს: ცილებს 7,2 მგ, ცხიმებს 1,53 მგ, ნახშირწყლებს 115 მგ; 0,94 კკალ/3,94 კჯ.

შენახვის პირობები

პროდუქტი შეიცავს ცოცხალ პრობიოტიკურ მიკროორგანიზმებს, რომლებიც მგრძნობიარეა სითბოს მიმართ: შეინახეთ პროდუქტი თავდაპირველ შეფუთვაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს.

ვარგისობის ვადა:  2 წელი.

გამოშვების ფორმა

მყარი კაფსულები 356 მგ;

20 კაფსულა თითო პაკეტში.

მწარმოებელი

Probiotic S.p.A., Via Mattei 3, 28100 Novara,

იტალია.

დამზადებულია:

Amaxa Ltd, 31 John Islip Street, London SW1P 4FE,

დიდი ბრიტანეთი.

მსგავსი პროდუქტები