იანგერ-3 #2კაფს

140798
მარაგშია
29.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიერექციის დარღვევის დროს ხმარებული პრეპარატი ჯენერიკიExtr.Ginseng,Radix Atractilis,Reman * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
29.50 

იანგერ-3

YanGeR-3

პარასამკურნალო საშუალება

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია (ები):

1.ჟენ_შენის (ინსამის ქერქის) მშრალი ექსტარაქტი  – 60 მგ,

2. ატრაქტილისის ფესვის მშრალი ექსტარაქტი –  8 მგ,

3. კორეული ჟოლოს თესლების მშრალი – 12 მგ,

4. კორეული ყავისფერი ხის ქერქის ექსტარაქტი – 5 მგ,

5. ჟენ_შენის(ველური ინსამის) მშრალი ექსტარაქტი – 5 მგ,

6. რემანიას მშრალი ექსტარაქტი – 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

laqtoza Saccharum lactis.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ერექციის დისფუნქციის საწინააღმდეგო, როგორც ძირითადი მედიკამენტოზური მკურნალობის დამხმარე და პროფილაქტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პარასამკურნალო საშუალებაში შემავალი სამკურნალო მცენარეების სპეციალური კომბინაციისთვის დამახასიათებელი თვისებების მეშვეობით პროდუქტი მაღალეფექტურია სხვადასხვა მიზეზებით  გამოწვეული იმპოტენციისას. პარასამკურნალო დამხმარე საშუალება აძლიერებს სექსუალურ პოტენციას, ახანგძლივებს სქესობრივი აქტის პროცესს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, გამოიყენება როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში.

ჩვენება

სქესობრივი ფუნქციის სტიმულირებისათვის მამაკაცებში (როგორც დამხმარე საშუალება ერექციის დაქვეითებისას, ნაადრევი ეაკულაციის დროს) და სქესობრივი დისფუნქციისას ქალებში (როგორც დამხმარე საშუალება ლიბიდოს დაქვეითებისას და  ფრიგიდულობისას).

უკუჩვენება

პარასამკურნალო საშუალების გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მძიმე ფორმის ჰიპერტონიითა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისათვის.

დაუშვებელია იანგერ-3-ის ალკოჰოლთან და წნევის დამწევ საშუალებებთან ერთად მიღება.

გვერდითი მოვლენები

სახის ჰიპერემია 30 წთ-დან 3 სთ-მდე 3%-ში, თავის ტკივილი 2%-ში.

განსაკუთრებული მითითებები

სრული ეფექტურობის შესანარჩუნებლად ცხიმიანი საკვებისა და ხორცის მიღება არ არის სასურველი, აგრეთვე იანგერ-3-ის გამოყენების დროს არ უნდა იქნეს მიღებული არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები.

მიღების წესი და დოზირება

მამაკაცებში სქესობრივი უძლურობის დროს სქესობრივი აქტის სტიმულირებისათვის: გამოიყენება 2 კაფსულა სქესობრივ აქტამდე 30-50წთ-ით ადრე თბილი წყლის მიყოლებით. მიიღება დღეში ერთხელ, ჭამიდან არანაკლებ 1სთ-ის შემდეგ.

თუ იანგერ-3-ის მიღებიდან 5-8 სთ-ს შემდეგ ერექცია სუსტია, შესაძლებელია დამატებით 1 კაფსულის მიღება. იანგერ-3-ის გამოყენება შეიძლება ყოველ 1-3 დღეში ერთხელ.

მამაკაცებში არასრულფასოვანი სქესობრივი ფუნქციით (1-2 სქესობრივი აქტი 1-2 თვის განმავლობაში) შესაძლებელია, დამხმარე საშუალების დამატებით მიღების გამეორება (2 კაფსულა 2-3 დღეში ერთხელ).

ქალებში გამოიყენება სექსუალური დარღვევების დროს (სექსუალური აგზნების დაქვეითება, ფსიქოლოგიური ხასიათის სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება). იანგერ-3 ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი ტონუსის მომატებას, შესაძლებელია, როგორც მამაკაცებში – განმეორებით მიღების კურსის გამეორება: (2 კაფსულა 2-3 დღეში ერთხელ). მ

იღების წესი ისეთივეა როგორც მამაკაცებში.

შეფუთვა

2 კაფსულა ბლისტერზე, 1 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (25°C), ბავშვებისაგან მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი:  აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

სს ,,ბიოქიმფარმი’’

შპს”ჯორჯიან კორეან ფარმაცეუტიკალ კომპანი”-სთვის 

საქართველო, თბილისი, გოთუას ქ.# 3.

ტელ: +995 555903000.

მსგავსი პროდუქტები