ფეროსომ ფორტე #20პაკ

140958
მარაგშია
74.95 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიანემიური საშუალებები ჯენერიკიFerrous pirophosphate,Vit.C,B6,B9,B12,D3 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
74.95 

ფეროსომ ფორტე საშეტი  

სასურსათო დანამატი

შემადგენლობა

თითოეული საშეტი შეიცავს:

რკინა (რკინის პიროფოსფატი) 21 მგ,

ფოლიუმის მჟავა 400 მკგ,

ვიტამინი B12 1,75 მკგ,

ვიტამინი B6 1 მგ,

ვიტამინი C 70 მგ,

ვიტამინი D3 10 მკგ.

დამხმარე კომპონენტები: სორბიტოლი, სუკრალოზა, მალტოდექსტრინი, ლეციტინი, სილიკონის დიოქსიდი, ლიმონმჟავა, ხილის არომატიზატორი.

ფეროსომ ფორტე საშეტი – ეს არის რკინის პიროფოსფატი, მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ ფორმით, C ვიტამინთან ერთად.

LCE ლიპოსომური™ ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის სრულყოფილ და უცვლელი ფორმით ტრანსპორტირებას კუჭიდან.

აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას, არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები.

ფეროსომ ფორტე საშეტის მახასიათებლებია:

–         მაქსიმალური ბიოშეღწევადობა;                                                                           

–         არ აღიზიანებს კუჭს;

–         არ იწვევს შეკრულობას;                                                                                    

–         არ ტოვებს რკინის გემოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რკინა - როგორც ჰემოგლობინის შემადგენელი კომპონენტი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჟანგბადის ტრანსპორტში. რკინას ასევე შეიცავს კუნთის მიოგლობინი და ღვიძლი. რკინის ნაკლებობა იწვევს ანემიას.

ვიტამინი D – აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კალციუმისა და ფოსფორის შეწოვისა და ტრანსპორტირებისთვის. დადგენილია D ვიტამინის როლი კალციუმის მეტაბოლიზმსა და ძვლების კალციფიკაციაში. D ვიტამინის დეფიციტი ბავშვებში იწვევს რაქიტს.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – შეწოვის შემდგომ გარდაიქმნება პირიდოქსალ ფოსფატად და პირიდოქსამინ ფოსფატად და  უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ცილების მეტაბოლიზმში. პირიდოქსინის დეფიციტის ფონზე ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვა და ჰიპოქრომული ანემია. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ორგანიზმში არსებობს მეთილკობალამინის, ადენოზილკობალამინისა და ჰიდროქსოკობალამინის სახით. B12 აუცილებელია ჰომოცისტეინის ტრანს-მეთილირებასა და მეთიონინად გარდაქმნაში; ასევე მეთილმალონილ კოენზიმისსუქცინილ კოენზიმად  იზომერიზაციაში და ფოლატების მეტაბოლიზმში. B12 ვიტამინის დეფიციტის ფონზე შესაძლოა დაირღვეს სისხლწარმოქმნა  და განვითარდეს მეგალობლასტური ანემია.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – არ სინთეზდება ორგანიზმში. ამიტომ აუცილებელია მისი გარედან მიღება. იგი მონაწილეობს ბიოლოგიურ პროცესებში, მათ შორის პროლინის  ჰიდროქსიპროლინად ჰიდროქსილირებაში. C ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში ირღვევა კოლაგენის წარმოქმნა. C ვიტამინი აუცილებელია დოფამინის ჰიდროქსილირებისთვის და ნორადრენალინად გარდაქმნისთვის, ასევე თირკმელზედა ჯირკვალში სტეროიდების ჰიდროქსილირებისთვის. ვიტამინი C თიროზინის სინთეზში წარმოადგენს აღმდგენ აგენტს, ფოლიუმის მჟავას ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად გარდაქმნის პროცესში არის ელექტრონების დონორი; არაპირდაპირი გზით არის ჩართული პურინებისა და თიმინის სინთეზში. ვიტამინი C აუცილებელია რკინის ინკორპორირებისთვის ფერიტინში. ვიტამინი C ასტიმულირებს ლეიკოციტების ფაგოციტურ ფუნქციას; გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას. C ვიტამინის ნაკლებობა იწვევს სკორბუტს, რომლის სიმპტომებსაც წარმოადგენს შეშუპებული და ანთებადი ღრძილები, პეტექიური ჰემორაგიები და კანქვეშა სისხლჩაქცევები. კოლაგენის დეფიციტი ათხელებს სისხლძარღვთა კედლებს, რაც განაპირობებს მათ ადვილად დაზიანებას (მსხვრევას). ასკორბინის მჟავას დეფიციტი განაპირობებს ძვლების გამყიფებას,  მოტეხილობების განვითარების გაადვილებას,  კბილების დაზიანებას (კბილები ირყევა). C ვიტამინის ნაკლებობის ფონზე შესაძლოა განვითარდეს ანემია, რკინის მეტაბოლიზმში ასკორბინის მჟავას აქტიური მონაწილეობის გამო.

ფოლიუმის მჟავა – ორგანიზმში აღდგება ტეტრაჰიდროფოლატად, რომელიც წარმოადგენს კო-ენზიმს მრავალი მეტაბოლური პროცესისთვის. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ნუკლეოტიდების – პურინებისა და პირიმიდინების, შესაბამისად, დნმ-ის სინთეზში. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს მთელი რიგი ამინომჟავების გარდაქმნაში. ფოლიუმის დეფიციტი იწვევს მეგალობლასტურ ანემიას.

გამოყენების რეკომენდაციები

  • სისხლწარმოქმნის სტიმულირება;
  • ჰემოგლობინისა და ჟანგბადის ტრანსპორტის სტიმულირება;
  • რკინადეფიციტური ანემიები, სისხლის ქრონიკული დანაკარგი, ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევა, ინფექციური დაავადებებით განპირობებული ანემია;
  • ქრონიკული დაღლილობა (მეტაბოლიზმის ნორმალიზებისთვის);
  • იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულირება;
  • რკინადეფიციტური ანემია ორსულებსა და მეძუძურ ქალებში;
  • ჭარბი მენსტრუალური გამონადენის დროს;
  • სისხლის დონაციის დროს აღდგენის პერიოდი;
  • მოზარდობის პერიოდი;
  • რკინადეფიციტური ანემია ასაკოვან პირებში.

დოზირება და მიღების წესი

ერთი საშეტი დღეში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

საშეტის შიგთავსი (ფხვნილი) შესაძლოა მიიღოთ პირდაპირ (დაიყაროთ ენაზე და გადაყლაპოთ) ან შეგიძლიათ გახსნათ წყალში და ასე დალიოთ.

ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას.

ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდგომ.

პროდუქტი არის სასურსათო დანამატი, შესაბამისად, ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.

განსაკუთრებული მითითებები

ნუ მიიღებთ ფეროსომ ფორტე საშეტს უზმოზე (მშიერზე).

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან

ორალური რკინა ამცირებს ტეტრაციკლინიების შეწოვას.

ორსულობა, ლაქტაცია

ფეროსომ ფორტე საშეტები შესაძლოა მიღებული იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

შენახვის წესი

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15–25 ̊C). მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.

გამოშვების ფორმა

მოთეთრო-მოყვითალო ფხვნილი საშეტებში (პაკეტებში).

შეფუთვაშია N20 საშეტი.

მწარმოებელი

Atlas R&D,

ტორონტო, კანადა.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

United Pharma Canada.

180 Werlich Dr, Unit 02.

Cambridge ON N1T 1N6.

ტორონტო, კანადა.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში

შპს. ,,ნ-ფარმა“,

თბილისი, საქართველო.

მსგავსი პროდუქტები