ფეროსომ ფორტე 200მლ სიროფი

140959
მარაგშია
85.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიანემიური საშუალებები ჯენერიკიFerrous pirophosphate გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
85.00 

                                ფეროსომ ფორტე სიროფი                                   

სასურსათო დანამატი 

შემადგენლობა

სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს:

რკინა (რკინის პიროფოსფატი მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ რკინის სახით).

დამხმარე კომპონენტები: წყალი, სუკრალოზა, გუმფისი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, მალტოდექსტრინი, ლეციტინი, არომატიზატორი (Bubble Gum Flavor).

ფეროსომ ფორტე სიროფი – ეს არის რკინის პიროფოსფატი, მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ ფორმით, C ვიტამინთან ერთად.

LCE ლიპოსომური™ ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის სრულყოფილ და უცვლელი ფორმით ტრანსპორტირებას კუჭიდან.

აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას, არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები.

ფეროსომ ფორტე სიროფის მახასიათებლებია:

–         მაქსიმალური ბიოშეღწევადობა;                                                                            

–         არ აღიზიანებს კუჭს;

–         არ იწვევს შეკრულობას;                                                                                    

–         არ ტოვებს რკინის გემოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რკინა – როგორც ჰემოგლობინის შემადგენელი კომპონენტი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჟანგბადის ტრანსპორტში. რკინას ასევე შეიცავს კუნთის მიოგლობინი და ღვიძლი. რკინის ნაკლებობა იწვევს ანემიას.

გამოყენების რეკომენდაციები

  • სისხლწარმოქმნის სტიმულირება;
  • ჰემოგლობინისა და ჟანგბადის ტრანსპორტის სტიმულირება;
  • რკინადეფიციტური ანემიები;
  • სისხლის ქრონიკული დანაკარგი;
  • ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევა;
  • ინფექციური დაავადებებით გამოწვეული ანემია;
  • იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულირება;
  • რკინადეფიციტური ანემიები ბავშვებში;
  • ჭიით ინვაზიით გამოწვეული რკინადეფიციტური ანემია;
  • მოზარდობის პერიოდი.

დოზირება და მიღების წესი

გამოყენებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.

ბავშვები 12 წლის ზევით და მოზრდილები: 3 მლ 2-ჯერ დღეში, საკვებთან ან მის გარეშე.

ბავშვები 12 წლამდე: 2 მლ 2-ჯერ დღეში, საკვებთან ან მის გარეშე.

ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას.

ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდგომ.

პროდუქტი არის სასურსათო დანამატი, შესაბამისად, ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.

ფეროსომ ფორტე სიროფი შესაძლოა შერეული იქნას ხილის წვენთან ან სხვა სითხეებთან.

განსაკუთრებული მითითებები

ნუ მიიღებთ ფეროსომ ფორტე სიროფს უზმოზე (მშიერზე).

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან

ორალური რკინა ამცირებს ტეტრაციკლინიების შეწოვას.

ორსულობა, ლაქტაცია

ფეროსომ ფორტე სიროფი შესაძლოა მიღებული იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

შენახვის წესი

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15–25 ̊C). მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.

გამოშვების ფორმა

სიროფი 200 მლ ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი ჭიქით.

მწარმოებელი

Atlas R&D,

ტორონტო, კანადა.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

United Pharma Canada.

180 Werlich Dr, Unit 02. Cambridge ON N1T 1N6.

ტორონტო, კანადა 

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში

შპს. ,,ნ-ფარმა“,

თბილისი, საქართველო.

მსგავსი პროდუქტები