პლატიფილინი ჰ/ტ0.2%1მლ#10(ბიოფ

2334
მარაგშია
5.32 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიM ქოლინორეცეპტორების ბლოკატორები ჯენერიკიPlatyphyllinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
5.32 

პლატიფილინის ჰიდროტარტრატი 0,2% საინექციო ხსნარი

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1 ამპულა (1 მლ) შეიცავს:
პლატიფილინის ჰიდროტარტრატს – 2 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: საინიექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პლატიფილინს აქვს სპაზმოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და სედატიური მოქმედება. პრეპარატი ბლოკავს მ-ქოლინორეცეპტორებს. იგი აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს სანაღვლე სადინრების, ნაღვლის ბუშტისა და ბრონქების გლუვი კუნთების ტონუსს, იწვევს მიდრიაზს. პლატიფილინს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს ცნს-ზე, განსაკუთრებით, სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრზე. 
იგი ნაკლებად აქტიურია, ვიდრე ატროპინი, მაგრამ შესაბამის დოზებში მისი მოქმედება უტოლდება ატროპინის ეფექტს. ატროპინთან შედარებით, მას უფრო კარგი ამტანობა ახასიათებს

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მუცლის ღრუს ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმის დროს; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ბრონქული ასთმის დროს; თირკმლის, ღვიძლის, ნაწლავური კოლიკის დროს. იგი ასევე ამცირებს სისხსლძარღვთა სპაზმს (ჰიპერტონიის, სტენოკარდიის და თავის ტვინის სისხსლძარღვთა სპაზმის დროს).
პრეპარატი ასევე გამოიყენება თვალის გუგის გასაფართოებლად (მოქმედება გრძელდება 5-6 სთ). ატროპინთან შედარებით აკომოდაციაზე მოქმედება ნაკლებად შესამჩნევია. თვალის გუგაზე უფრო ნაკლები ხანგრძლივობით მოქმედებს, ვიდრე ატროპინი (6-7 დღე) და ჰომატროპინი (10-20 სთ).

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ. 
კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს მწვავე ტკივილის კუპირებისათვის, ასევე ნაწლავური, ღვიძლის ან თირკმლის კოლიკის დროს კანქვეშ შეჰყავთ 1-2 მლ 0.2% ხსნარი. 
მკურნალობის კურსია 10-20 დღე. 
მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 10 მგ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 30 მგ.

გვერდითი მოვლენები
პლატიფილინს კარგი ამტანობა ახასიათებს.
პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება, აკომოდაციის დარღვევა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, ნაწლავების ატონია, შარდის შეკავება, აგზნებადობა, კრუნჩხვები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პლატიფილინის მიმართ, გლაუკომა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და თირკმლის ორგანული დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია
მონაცემები პლატიფილინის გამოყენების შესახებ ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ნაწლავების ატონიის, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, მიასთენიის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენების პერიოდში საჭიროა თავის არიდება პოტენციურად საშიში ქმედებებისათვის, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: ფორსირებული დიურეზი, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების (ფიზოსტიგმინი, გალანტამინი ან პროზერინი) შეყვანა; მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია ნატრიუმის ოქსიბუტირატის შეყვანა, ოქსიგენოთერაპია

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პლატიფილინი პროზერინის ანტაგონისტია.
პლატიფილინი აძლიერებს ფენობარბიტალის, ნატრიუმის ეტამინალის, მაგნიუმის სულფატის, დიგოქსინისა და რიბოფლავინის მოქმედებას.
პლატიფილინისა და სხვა მ-ქოლინობლოკატორების, ამანტადინის, გალოპერიდოლის, ფენოთიაზინის, მაო-ს ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. 
მორფინი აძლიერებს პლატიფილინის დამთრგუნველ მოქმედებას გულ-სისხლძაღვთა სისტემაზე.
მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება დადებითი ქრონოტროპული და ბათმოტროპული ეფექტი; საგულე გლოკოზიდებთან - დადებითი ბათმოტროპული ეფექტი.
გლუვი კუნთების სპაზმით გამოწვეული ტკივილების დროს პლატიფილინის მოქმედებას აძლიერებენ ანალგეტიკები, სედატიური და ანქსიოლიზური საშუალებები, სისხლძარღვოვანი სპაზმის დროს - ჰიპიტენზიური და სედატიური საშუალებები.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით (II ჯგუფი).

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
სამგორი
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
კახეთი
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ქვემო ქართლი
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
იმერეთი
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
გურია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
აჭარა
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ჩუღურეთი
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები