ინსულ-აპიდრა-SOLO100სე/მლ3მლ#5

29105
-13%
მარაგშია
198.94 
172.50 
დანაზოგი: 26.44 ₾ (13%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიინსულინები ჯენერიკიInsulin Human soluble გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
198.94 
172.50 
დანაზოგი: 26.44 ₾ (13%)
აპიდრა
APIDRA
 
 
საერთაშორისო დასახელება - insulin glulisine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A10AB06

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- კუჭკვეშა ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები
; ხანმოკლე მოქმედების ინსულინები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

 საინექციო ხსნარი 100 სე/1მლ,
 საინექციო ხსნარი კარტრიჯებში 3 მლ 5 ც
 საინექციო ხსნარი კალმებში "SoloStar" 3 მლ: 5 ც.

მიღების წესები და დოზები
აპიდრა მიიღება ჭამამდე 0_15 წუთით ადრე ან ზუსტად ჭამის შემდეგ.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო აპიდრას დოზას, თქვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე და სისხლში შაქრის მაჩვენებლის (გლუკოზა) ანალიზების შედეგისა და მანამდე მოხმარებული ინსულინის მიხედვით.
აპიდრა არის ხანმოკლე მოქმედების ინსულინი. თქვენს ექიმს შეუძლია გთხოვოთ მისი გამოყენება ხანგრძლივი მოქმედების ინსულინთან ან ჰიპოგლიკემიურ ტაბლეტებთან. იმ შემთხვევაში, თუ სხვა ინსულინიდან გადადიხართ გლულიზინის ინსულინზე, მაშინ აუცილებელია თქვენმა ექიმმა თავიდან გამოთვალოს თქვენი დოზა.
შესაძლებელია ბევრმა ფაქტორმა მოახდინოს გავლენა თქვენს გლიკემიაზე. კარგად უნდა გაეცნოთ ამ ფაქტორებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სწორად იმოქმედოთ გლიკემიის ცვლილებაზე და თავიდან აიცილოთ გლიკემიის დონის მომატება ან მისი ძლიერი დაქვეითება. იხილეთ მე-4 პარაგრაფის ჩარჩოში მოცემული ტექსტი დამატებითი ინფორმაციისათვის.
A აპიდრას ინექცია წარმოებს კანქვეშ (კანქვეშ შეყვანის გზით).
ექიმი მიგითითებთ, თუ რომელ ზონაში უნდა გაიკეთოთ აპიდრა. აპიდრას ინექცია შესაძლებელია გაკეთდეს მუცლის კედელში, ბარძაყში ან მკლავის ზედა ნაწილში. ეფექტი იქნება შედარებით უფრო სწრაფი, თუ ინსულინს შევიყვანთ მუცლის კედელში. როგორც ყველა სახის ინსულინის შემთხვევაში, უნდა ვცვალოთ შეყვანის ადგილები, იქნება ეს კანქვეშ თუ პერფუზიით, მოცემული შეყვანის ზონაში (მუცლის კედელში, ბარძაყში თუ მკლავის ზედა ნაწილში).
როგორ დავამუშაოთ “SoloStar
“Solostar” წარმოადგენს ნახევრად სავსე, ერთჯერადი გამოყენების კალამს, რომელიც შეიცავს გლულიზინის ინსულინს.
ყურადღებით წაიკითხეთ “Solostar”– ის გამოყენების ინსტრუქცია”, რომელიც მოცემულია ამ ანოტაციაში. ეს კალამი უნდა გამოიყენოთ ისე, როგორც არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციებში.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ავადმყოფობის სავარაუდო გავრცელება, თითოეული კალამი უნდა გამოიყენოს მხოლოდ ერთმა პაციენტმა.
გამოყენებამდე, გაუკეთეთ ახალი ნემსი და ჩაატარეთ უსაფრთხოების ტესტი. გამოიყენეთ მხოლოდ “Solostar”- ისთვის გათვალისწინებული ნემსები (იხილეთ “Solostar”– ის გამოყენების ინსტრუქცია”).
გამოყენებამდე დააკვირდით საინექციო, ერთჯერადი გამოყენების კალამში დალუქულ ფილტრს. გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო და არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს. აპიდრა წარმოადგენს ხსნარს და გამოყენებამდე არ არის აუცილებელი მისი შენჯრევა.
ყოველთვის გამოიყენეთ ახალი კალამი, თუ შეატყობთ, რომ სისხლში შაქრის კონტროლი უარესდება მოულოდნელი ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ მიგაჩნიათ, რომ პრობლემა დაკავშირებულია “Solostar”- თან, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ენდოკრინოლოგს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ოდენობით აპიდრა ან თუ შეიყვანეთ აპიდრას დიდი დოზა, სისხლში შაქრის რაოდენობა შეიძლება ძალიან შემცირდეს (ჰიპოგლიკემია). ხშირად აკონტროლეთ სისხლში შაქრის რაოდენობა. ძირითადად, ჰიპოგლიკემიის პრევენციისათვის, უფრო კარგად უნდა იკვებოთ და გააკონტროლოთ გლიკემია. ჰიპოგლიკემიის მკურნალობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მე-4 პარაგრაფის ბოლოს, ჩარჩოში მოცემულ ტექსტში.
თუ დაგავიწყდათ აპიდრას მიღება, გამოტოვეთ დოზა ან შეიყვანეთ მისი მცირე დოზა, სისხლში შაქრის რაოდენობამ შესაძლებელია ძალიან მოიმატოს (ჰიპერგლიკემია). ხშირად აკონტროლეთ გლიკემია. ყურადღებით წაიკითხეთ მე-4 პარაგრაფის ბოლოს, ჩარჩოში მოთავსებული ტექსტი, სადაც მოცემულია რჩევები ჰიპერგლიკემიის შესახებ.
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა იმ მიზნით, რომ აანაზღაუროთ გამოტოვებული დოზა.

უკუჩვენება
როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, აპიდრასაც შეიძლება თან ახლდეს არასასურველი ეფექტები.
გლიკემიის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია გონების დაკარგვა. ძლიერმა ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს ცერებრული დაზიანება. უნდა შეგწევდეთ უნარი, რომ გლიკემიის ძლიერად შემცირების დროს მიმართოთ შესაბამის ზომებს. იხილეთ ამ თავის ბოლოში ჩარჩოში მოცემული ტექსტი, სადაც გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰიპოგლიკემიაზე და მის მკურნალობაზე.
ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დიდი რაოდენობა) აღნიშნავს, რომ სისხლში შაქრის რაოდენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
თუ გლიკემია ძალიან მაღალია, ეს ნიშნავს, რომ ინსულინის დოზა, რომელიც თქვენ მიიღეთ, შეიძლება არ იყო საკმარისი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ამ თავის ბოლოში ჩარჩოში მოცემული ტექსტი.
მხედველობის ფუნქციის მოშლა
გლიკემიის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ (შემცირებამ ან მომატებამ) შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის ფუნქციის დროებითი მოშლა. თუ თქვენ გაქვთ ბადურის პროლიფერაცია (გაზრდით გაყოფა), მაშინ ძლიერმა ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაკარგვა.
კანის მხრივ არასასურველი ეფექტები და ალერგიული რეაქციები
თუ კანის ერთსა და იმავე ადგილას ხშირად შეგყავთ ინსულინი, შეიძლება ამ ადგილას კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი უფრო გათხელდეს ან გასქელდეს (რეაქცია, რომელსაც ლიპოდისტროფიას უწოდებენ). თუ ასეთ ზონაში შეგყავთ ინსულინი, შეიძლება მან არ გამოავლინოს სათანადო ეფექტი. საჭიროა შევცვალოთ ადგილი თითოეული ინექციისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ კანის ამგვარი მოდიფიკაცია.
არსასურველმა რეაქციებმა შესაძლებელია თავი იჩინონ ინექციის ადგილას (მაგალითად: სიწითლე, ინექციისას უჩვეულო, ინტენსიური ტკივილი, მადის დაკარგვა, ჭინჭრის ციება, შეშუპება და ანთება). ეს რეაქციები შეიძლება აგრეთვე გავრცელდეს ინექციის წერტილის გარშემო. ინსულინის მიმართ რეაქციების უმრავლესობა ვლინდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ინსულინის მიმართ გავრცელებულმა ალერგიამ, რომელსაც შედარებით იშვიათი ხასიათი აქვს, მაგრამ ძალიან მწვავეა, შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი (ძლიერი ქავილით) მთელს სხეულზე, სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რიტმის აჩქარება ან ოფლიანობა. ალერგიის მძიმე შემთხვევები, როგორიცაა ანაფილაქსური შოკი, შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტებიდან ერთ-ერთი ან სხვა რომელიმეს არსებობის თაობაზე. ძლიერი რეაქციების პრევენციისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის, რათა თავიდან აიცილოთ მათი გამწვავება.
თუ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია)
გლიკემია შეიძლება იყოს ძალიან მაღალი, თუ:
- თქვენ არ მიიღეთ ან საკმარისი დოზით არ მიიღეთ ინსულინი , ან თუ იგი ნაკლებად ეფექტურია, არასათანადო პირობებში შენახვის გამო,
- ნაკლებად მისდევთ ფიზიკურ ვარჯიშს, იმყოფებით სტრესულ სიტუაციაში (ემოციური ღელვა, გაღიზიანება), ან გაქვთ ჭრილობა, გაიკეთეთ ოპერაცია, აღგენიშნებათ ციებ-ცხელება ან სხვა სახის დაავადება,
- იღებთ ან ღებულობდით სხვა მედიკამენტებს (იხილეთ მე-2 პარაგრაფი, “სხვა მედიკამენტების მიღება/გამოყენება”).
სიმპტომები, რომლებიც მიგითითებთ გლიკემიის შესახებ შემდეგია: წყურვილის შეგრძნება, შარდვის მოთხოვნილების მომატება, დაღლილობა, კანის გამოშრობა, სახის სიწითლე, მადის დაკარგვა, არტერიული წნევის შემცირება, გულის ცემის აჩქარება, სისხლში შაქრის რაოდენობის მომატება, კეტონური სხეულების და/ან შარდში შაქრის არსებობა, კუჭის არეში ტკივილები, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, აგრეთვე გონების დაკარგვა მიუთითებს სერიოზულ მდგომარეობაზე (აციდო –კეტოზი), რომელიც გამოწვეულია ინსულინის ნაკლებობით.
აკონტროლეთ გლიკემია და შარდში კეტონური სხეულების სავარაუდო არსებობა, როგორც კი შეამჩნევთ ჰიპერგლიკემიის ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთერთს. ძლიერი ჰიპერგლიკემიის ან აციდო-კეტოზის მკურნალობა ყოველთვის წარმოებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ძირითადად საავადმყოფოში.
თუ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან დაბალია (ჰიპოგლიკემია)
შაქრის რაოდენობა სისხლში შეიძლება შემცირდეს უკიდურესად, თუ, მაგალითად:
- საჭიროზე მეტ ინსულინს ღებულობთ,
- გამოტოვეთ სადილი ან გვიან სადილობთ,
- არ ჭამთ საკმარისად ან იღებთ ისეთ საკვებს, რომელიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს (შაქარს და მსგავს ნივთიერებებს ეწოდებათ ნახშირწყლები; ამავდროულად ხელოვნურად დამტკბარი ნივთიერებები არ წარმოადგენენ ნახშირწყლებს),
- კარგავთ ნახშირწყლებს პირღებინების ან დიარეის შედეგად,
- სვამთ ალკოჰოლურ სასმელებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არასაკმარისი რაოდენობის საკვებს ღებულობთ,
- ჩვეულებრივზე მეტი ინტენსივობით გიწევთ ფიზიკური აქტივობა,
- იტარებთ მკურნალობის კურსს სხვა სახის სამედიცინო ჩარევიდან ან სტრესიდან მიღებული ტრავმის სამკურნალოდ,
- გიწევთ განკურნება ციებ-ცხელებისაგან ან სხვა სახის დაავადებისაგან,
- იღებთ ან შეწყვიტეთ სხვა მედიკამენტების მიღება (იხილეთ მე-2 პარაგრაფი, “სხვა მედიკამენტების მიღება/გამოყენება”).
ჰიპოგლიკემიამ (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი რაოდენობა) შეიძლება თავი იჩინოს აგრეთვე, თუ:
- ცოტა ხნის წინ დაიწყეთ ინსულინით მკურნალობა ან გადახვედით ინსულინის სხვა პრეპარატზე,
- სისხლში შაქრის რაოდენობა ნორმალური ან არასტაბილური გაქვთ,
- შეცვალეთ კანქვეშა ზონა, სადაც შეგყავთ ინსულინი (მაგალითად: ბარძაყიდან მხრის ზედა ნაწილზე),
- გაგაჩნიათ თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადება ან სხვა სახის ავადმყოფობა, როგორიცაა ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება),
სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სისხლში შაქრის ოდენობა მცირდება ძალიან ან ძალიან სწრაფად, შეიძლება იყოს, მაგალითად: ოფლის დენა, კანის სისველე, შიში, წუხილი, გულის აჩქარებული რიტმი, არტერიული წნევის მომატება, ცახცახი, არარეგულარული გულისცემა. ეს სიმპტომები ხშირად წინ უძღვის სიმპტომებს, რომლებიც გამოწვეულია თავის ტვინში შაქრის ნაკლებობით. სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ტვინში შაქრის ნაკლებობით, შემდეგია: თავის ტკივილები, ინტენსიური შიმშილის გრძნობა, გულისრევა, პირღებინება, დაღლილობა, უძილობა, შფოთვა ძილის დროს, მღელვარება, აგრესიული მოქმედება, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ცვალებადი რეფლექსები, დეპრესია, დაბნეულობა, მეტყველების მოშლა (შეიძლება სიტყვების საერთოდ დავიწყება), მხედველობის მოშლა, კანკალი, დამბლა, ჟრუანტელის შეგრძნება (ჭინჭრის ციება), დაბუჟება და პირის ღრუს დაბუჟება, თავბრუსხვევა, საკუთარის თავის კონტროლის დაკარგვა, საკუთარ თავზე ზრუნვის უუნარობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა.
პირველი სიმპტომები, რომლებიც მიგანიშნებთ ჰიპოგლიკემიაზე შეიძლება შეიცვალოს, იყოს ნაკლებად ინტენსიური ან ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ გამოვლინდეს, თუ:
- თქვენ ხართ ასაკოვანი,
- დიდი ხანია რაც დაავადებული ხართ დიაბეტით,
- დიაბეტის მიზეზით აღგენიშნებათ ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადება,
- ცოტა ხნის წინ გქონდათ ჰიპოგლიკემია (მაგალითად, წინა დღეს) ან ნელა იჩენს თავს ჰიპოგლიკემია,
- გაქვთ ნორმალური გლიკემია, ან ძალიან გაუმჯობესებული,
- იღებთ ან ღებულობდით სხვა მედიკამენტებს (იხილეთ მე-2 პარაგრაფი, “სხვა მედიკამენტების მიღება/გამოყენება”).
ამ სიტუაციებში შესაძლებელია თავი იჩინოს ძლიერმა ჰიპოგლიკემიამ (ასევე გონების დაკარგვამ), ისე, რომ ვერც შეამჩნიოთ. ყოველთვის ყურადღებით იყავით მიმანიშნებელ სიმპტომებზე. საჭიროების შემთხვევაში, გლიკემიის უფრო ხშირი კონტროლი დაგეხმარებათ ფარული ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების გამოსავლენად. თუ თქვენ არ შეგიძლიათ გამოიცნოთ მიმანიშნებელი სიმპტომები, ჰიპოგლიკემიის გამო ერიდეთ ისეთი სიტუაციებს (მაგალითად მანქანის მართვა), რომლის დროსაც საფრთხეში ჩააგდებთ როგორც საკუთარ თავს ასევე სხვებსაც.
ჰიპოგლიკემიის დროს გასატარებელი ზომები
1. არ გაიკეთოთ ინსულინი. დაუყოვნებლივ მიიღეთ 10-20 გრ. შაქარი, მაგალითად გლუკოზა, შაქრის ნატეხები ან ტკბილი სასმელი (წინასწარ განსაზღვრეთ მათი რაოდენობა კოვზის, ნატეხების ან გლუკოზის ტაბლეტების მიხედვით იმისათვის, რომ იცოდეთ რამდენს შეადგენს).
ყურადღებით: ხელოვნურად დამტკბარი საშუალებები ან საკვები, რომელიც მათ შეიცავს (როგორიცაა დიეტური სასმელები) არ გამოიყენება ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში.
2. შემდეგ მიიღეთ ისეთი საკვები, რომელიც ხელს შეუწყობს სისხლში შაქრის რაოდენობის მომატებას (მაგალითად პური). თქვენი ექიმი ან ექთანი წინასწარ გაგაცნობენ ინფორმაციას.
3. ჰიპოგლიკემიის განმეორების შემთხვევაში თავიდან მიიღეთ 10-20 გრ. შაქარი.
4. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენ ვერ შეძლებთ ჰიპოგლიკემიის გაკონტროლებას, ან თუ მას განმეორებითი ხასიათი აქვს.
ყოველთვის თან იქონიეთ შაქარი (სულ მცირე 20გრ.).
გააფრთხილეთ თქვენს გარშემო მყოფები შემდეგზე: თუ თქვენ არ შეგიძლიათ, აუცილებელია გაგიკეთონ გლუკოზა ან გლუკაგონი (ფერმენტი – მედიკამენტი, რომელიც სისხლში შაქრის რაოდენობას მოუმატებს). ამ დროს მედიკამენტის გაკეთება გამართლებულია, მიუხედავად იმისა იქნებით თუ არა დარწმუნებული, რომ ჰიპოგლიკემიას აქვს ადგილი.
რეკომედირებულია, რომ შაქრის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ განსაზღვროთ სისხლში მისი დონე, რათა შეამოწმოთ ნამდვილად გაქვთ თუ არა ჰიპოგლიკემია.
ყოველთვის თან იქონიეთ საბუთი, სადაც მითითებული იქნება, რომ დიაბეტით დაავადებული ბრძანდებით. თუ შეამჩნევთ არასასურველ ეფექტებს, რომლებიც ამ ინსტრუქციაში არ არის მოცემული, ან თუ იგრძნობთ არასასურველი ეფექტებიდან ერთ-ერთს, როგორც ყველაზე სერიოზულს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს მოსალოდნელი ფეხმძიმობის შესახებ ან იმ ფაქტის თაობაზე, თუ უკვე ფეხმძიმედ ხართ. შეიძლება აუცილებელი გახდეს ინსულინის დოზის შეცვლა ფეხმძიმობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ. დიაბეტის მკაცრ კონტროლსა და ჰიპოგლიკემიის პრევენციას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვილის ჯანმრთელობისათვის.
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში აპიდრას გამოყენების თაობაზე.
თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან შეიძლება აუცილებელი გახდეს ინსულინის დოზისა და კვების რეჟიმის ადაპტაცია.

განსაკუთრებული მითითებები

რას შეიცავს აპიდრა
- აქტიური ნივთიერებაა გლულიზინის ინსულინი. ერთი მილილიტრი ხსნარი შეიცავს 100 ერთეულ აქტიურ ნივთიერებას, გლულიზინის ინსულინს (3,49 მგ. ეკვივალენტი).
- დანარჩენი კომპონენტებია: მეტაკრეზოლი, ნატრიუმის ქლორიდი, ტრომეტამოლი, პოლისორბატი 20, კონცენტრირებული მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი პრეპარატების გასამზადებლად.
რა არის აპიდრა და გარე შეფუთვის შემადგენლობა
აპიდრა 100 ერთეული/მლ საინექციო სითხე ნახევრად სავსე კალამში Solostar წარმოადგენს გამჭვირვალე ხსნარს, უფერო, ხილვადი ნაწილაკების გარეშე.
თითოეული კალამი შეიცავს 3 მლ (300 ერთეული) ხსნარს. მოთავსებულია 3 მლ. 1, 3, 4, 5, 6, 8, 9 და 10 კალმის ყუთებში.
ისინი შესაძლებელია ყველგან არ იყვნენ გაყიდვაში.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბევშვებისგან მოშორებით.
არ გამოიყენოთ აპიდრა ყუთზე და ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
გახსნამდე: შეინახეთ მაცივარში (2° C და 8°C შორის ტემპერატურაზე).
შეინახეთ ნახევრად სავსე კალამი გარე კოლოფით სინათლისგან დაცვის მიზნით. არ გაყინოთ.
არ მოათავსოთ “Solostar “ მაცივრის საყინულეში და არც უნდა ეხებოდეს მას. გამოყენებამდე ახალი კალამი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 1-2 საათით.
გამოყენების დროს:
თუ კალამი გამოღებულია მაცივრიდან გამოყენების მიზნით, შეგიძლიათ ის შეინახოთ 4 კვირამდე. ამ დროის მანძილზე, ის უნდა ინახებოდეს ტემპერატურაზე, რომელიც არ აღემატება 25°C–ს, სინათლისგან დაცულად და არ უნდა მოათავსოთ მაცივარში. ამ პერიოდის შემდეგ აღარ გამოიყენოთ.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ წყალსადინარ მილში, ან ოჯახის ნაგავთან ერთად. რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ გამოუყენებელი მედიკამენტების შემთხვევაში. ეს ზომები საშუალებას გვაძლევს დავიცვათ გარემო.
2 წელი. პირველი გამოყენების შემდეგ 4 კვირა.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით

მწარმოებელი ქვეყანა
გერმანია

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
სამგორი
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
შიდა ქართლი
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
იმერეთი
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
კახეთი
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ქვემო ქართლი
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
გურია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები