ეტარინი 50მკგ/დ 16.8გ ნაზ/სპრ

85639
-30%
მარაგშია
47.68 
33.61 
დანაზოგი: 14.07 ₾ (30%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგლუკოკორტიკოსტეროიდები ჯენერიკიMometasonum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
47.68 
33.61 
დანაზოგი: 14.07 ₾ (30%)

 ეტარინი

ETARIN

 

 

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: 50 მკგ მომეტაზონის ფუროატი (მონოჰიდრატის სახით).

დამხმარე ნივთიერებები:მიკროკრისტალური ცელულოზა და  ნატრიუმის  კარბოქსიმეთილცელულოზა, გლიცერინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ფენილეთილის სპირტი,  დისტილირებული წყალი.

წამლის ფორმა:

ნაზალური სპრეი, სუსპენზია

თეთრი   ან მოთეთრო   ფერის გაუმჭვირვალე სუსპენზია

თერაპიული ჩვენებები

ეტარინი 0.05% ნაზალური სპრეი გამოიყენება მოზრდილებსა და 3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში სეზონური ალერგიული ან  ან პერინეალური რინიტის სამკურნალოდ.

ეტარინი 0.05% ნაზალური სპრეი ინიშნება 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში  ცხვირის პოლიპების  სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი

ეტარინი 0.05% ნაზალური სპრეის ტუმბოს მოქმედებაში მოყვანით მიეწოდება  დაახლოებით 100 მგ  მომეტაზონის ფუროატის სუსპენზია, რაც შეიცავს 50მკგ მომეტაზონის ფუროატს (მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატის სახით).

დოზირება

სეზონური ალერგიული ან პერინეალური რინიტი

მოზრდილებსა (მათ შორის ხანდაზმული პაციენტები)და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში: სტანდარტული რეკომენდირებული დოზა არის 200 მკგ დღეში 2 შესხურებით 50 მკგ თითო ნესტოში დღეში ერთხელ. სიმპტომების კონტროლის შემდეგ, შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება შემცირდეს 100 მკგ - მდე დღეში ერთი შესხურებით თითოეულ ნესტოში. თუ სიმპტომების კონტროლი ვერ ხერხდება, მაქსიმალური დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მკგ - მდე, დღეში ერთხელ ოთხი შესხურებით თითო ნესტოში. დოზის შემცირება რეკომენდებულია სიმპტომების კონტროლის შემდეგ

3- დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში: სტანდარტული დოზა არის ერთი შესხურება (50 მკგ ) თითო ნესტოში  დღეში ერთხელ (მთლიანი დოზა - 100 მკგ).

სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზოგიერთ პაციენტში მომეტაზონის ფუროატი 0.05% ნაზალური სპრეი  მოქმედებას იწყებს  პირველი დოზის მიღებიდან  12 საათში; თუმცა მკურნალობის სრული ეფექტის მიღება შეუძლებელია პირველი 48 საათის განმავლობაში. შესაბამისად, სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია პრეპარატის რეგულარული გამოყენება .

ეტარინი 0.05% ნაზალური სპრეით პროფილაქტიკის დაწყება რეკომენდებულია ალერგიული სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სეზონური ალერგიული რინიტის საშუალო სიმძიმის და ძლიერი  სიმპტომები.

ცხვირის პოლიპები

სტანდარტული რეკომენდირებული დოზა არის 200 მკგ დღეში 2 შესხურებით 50 მკგ თითო ნესტოში დღეში ერთხელ. თუ 5-6 კვირის შემდეგ სიმპტომების კონტროლი ვერ ხერხდება, მაქსიმალური დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მკგ-მდე, დღეში ორჯერ ორი შესხურებით თითო ნესტოში. თუ 5-6 კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ მიღების შემთხვევაში არ შეინიშნება გაუმჯობესება, პაციენტის მდგომარეობა განმეორებით უნდა შეფასდეს და მკურნალობის სტრატეგია უნდა გადაიხედოს.

მომეტაზონის ფუროატი 0.05% ნაზალური სპრეის ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევები ცხვირის პოლიპების მკურნალობასთან დაკავშირებით ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბავშვები

სეზონური ალერგიული ან პერინეალური რინიტი

 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ეტარინი 0.05% ნაზალური სპრეის გამოყენების  ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

ცხვირის პოლიპები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ეტარინი 0.05% ნაზალური სპრეის გამოყენების  ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

მიღების წესი

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. 14 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში გამოუყენებლობის შემთხვევაში სპრეის ტუმბო მოქმედებაში მოიყვანეთ და შეასრულეთ 2 შესხურება   ერთგვაროვანი ნაკადის მიღებამდე .

გამოყენებამდე ყოველ ჯერზე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. არ გამოიყენოთ პროდუქტი პირველი გამოყენებიდან 2 თვის შემდეგ.

უკუჩვენებები

ეტარინი 0.05% ნაზალური სპრეის აქტიური ნივთიერების, მომეტაზონის ფუროატის ან  ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. ეტარინი 0.05% ნაზალური სპრეი არ გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის ლოკალიზებული არანამკურნალევი ინფექციის (როგორიცაა უბრალო ჰერპესის) არსებობისას.

რადგან კორტიკოსტეროიდები აინჰიბირებენ ჭრილობის შეხორცებას, ნაზალური ქირურგიის ან ტრავმის შემდეგ ნაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენება ნაწიბურის შეხორცებამდე არ შეიძლება.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

იმუნოსუპრესია

ეტარინი 0.05% ნაზალური სპრეი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ  სასუნთქი გზების აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზური ინფექცია , ან არანამკურნალევი სოკოვანი, ბაქტერიული, სისტემური ვირუსული ინფექციები.

პაციენტები, რომლებიც ღებულობენ კორტიკოსტეროიდებს და შესაძლოა ჰქონდეთ დასუსტებული იმუნიტეტი, გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ გარკვეული ინფექციების გამოვლენის (მაგ.: ჩუტყვავილა, წითელა) რისკის და აღნიშნულის შემთხვევაში სამედიცინო დახმარების მიღების თაობაზე.

ადგილობრივი ეფექტები

პერინეალური რინიტის მქონე პაციენტებში მომეტაზონის ფუროატის 0.05% ნაზალური სპრეით 12-თვიანი მკურნალობის შემდეგ, არ აღინიშნებოდა ცხვირის ლორწოვანის ატროფიის ნიშნები; ასევე, მომეტაზონის ფუროატს შეუძლია ცხვირის ლორწოვანი დაუბრუნოს ნორმალურ ჰისტოლოგიურ ფენოტიპს. მიუხედავად ამისა, მომეტაზონის ფუროატის 0.05% ნაზალური სპრეის რამდენიმე თვის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას პაციენტებს პერიოდულად უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევები  ცხვირის ლორწოვანის შესაძლო ცვლილებების გამო.  ცხირში ან ცხვირხახაში ლოკალიზებული სოკოვანი ინფექციის განვითარებისას, შეიძლება საჭირო გახდეს მომეტაზონის ფუროატის  0.05% ნაზალური სპრეით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ნაზოფარინგიალური გაღიზიანების შემთხვევაში საჭიროა მომეტაზონის ფუროატის  0.05% ნაზალური სპრეით მკურნალობის შეწყვეტა.

ეტარინის 0.05% ნაზალური სპრეის გამოყენება არ არის რეკომენდირებული  ცხვირის ძგიდის პერფორაციის დროს.

კლინიკური  კვლევების თანახმად, ცხვირიდან სისხლდენა უფრო მაღალი სიხშირით ვითარდება პლაცებოსთან შედარებით. ცხვირიდან სისხლდენა სპონტანურად ქრება და ძირითადად მსუბუქი ხარისხისაა.

ეტარინის 0.05% ნაზალური სპრეი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის გაღიზიანება.

კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები

ნაზალური  კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების განვითარება შესაძლებელია განსაკუთრებით ხანგრძლივად და მაღალი დოზებით გამოყენებისას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი სისტემური ეფექტების განვითარების შესაძლებლობა ბევრად დაბალია, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს. შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ ნიშნებს, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითებას, ბავშვებსა და მოზარდებში სიმაღლეში ზრდის შეფერხებას,  კატარაქტას,  გლაუკომას და უფრო იშვიათად ფსიქოლოგიურ  ან ქცევით  ეფექტებს, მათ შორის ფსიქომოტორულ  ჰიპერაქტიურობას, ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიასა და აგრესიას (განსაკუთრებით ბავშვებში).

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ  დაფიქსირდა თვალშიდა წნევის მომატების შემთხვევები.

პაციენტები, რომლებიც სისტემურად აქტიური კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობიდან გადავიდნენ მომეტაზონის ფუროატის 0.05% ნაზალურ სპრეიზე , სათანადო მეთვალყურეობას საჭიროებენ. ასეთ პაციენტებში სისტემური კორტიკოსტეროიდების მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა რამდენიმე თვის განმავლობაში, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური (HPA) ღერძის ფუნქციის აღდგენამდე. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ პაციენტებს გამოუვლინდათ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები ან მოხსნის სიმპტომები (მაგ. სახსრების და/ან კუნთების ტკივილი, დაღლილობა, დეპრესია) ნაზალური სიმპტომების  შემსუბუქების მიუხედავად, სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღება უნდა განახლდეს და დაიწყოს სხვა სახის თერაპიისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ასეთმა გადასვლამ შეიძლება გამოავლინოს ადრე არსებული ალერგიული მდგომარებები, როგორიცაა ალერგიული კონიუქტივიტი და ეგზემა, და რომლებიც სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობით იყო დათრგუნული .

რეკომენდირებულ დოზაზე მეტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება. ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდები სტრესის და გეგმიური ოპერაციის დროს.

ცხვირის პოლიპები

მომეტაზონის ფუროატის 0.05% ნაზალური სპრეის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი ცალმხრივი პოლიპების, კისტური ფიბროზთან დაკავშირებული პოლიპების  მკურნალობის მიზნით გამოყენებისას.

ცალმხრივი პოლიპები, რომლებიც გარეგნულად უჩვეულო და არასიმეტრიულია, განსაკუთრებით დაწყლულების და სისხლდენის დროს, დამატებით უნდა იქნეს გამოკვლეული.

გავლენა ბავშვების სიმაღლეში ზრდაზე

რეკომენდებულია სიმაღლეში ზრდის რეგულარული კონტროლი იმ ბავშვებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ნაზალური კორტიკოსტეროიდებით. თუ ზრდა შეფერხებულია, უნდა გადაიხედოს მკურნალობა და, თუ შესაძლებელია, უნდა შემცირდეს ნაზალური კორტიკოსტეროიდების დოზა. გარდა ამისა, პაციენტი უნდა გასინჯოს პედიატრმა.

არანაზალური სიმპტომები

მიუხედავად იმისა, რომ ეტარინის 0.05% ნაზალური სპრეი აკონტროლებს ნაზალურ  სიმპტომებს უმეტეს შემთხვევაში, შესაბამისი დამატებითი მკურნალობა უზრუნველყოფს სხვა სიმპტომების, განსაკუთრებით ოკულარული სიმპტომების დამატებით  შემსუბუქებას.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

(იხილეთ განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებით)

კვლევა ჩატარდა ლორატადინთან დაკავშირებით. არანაირი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

CYP3A4 ინჰიბიტორების, მათ შორის  კობიცისტატის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია სისტემური გვერდითი ეფექტების რისკის ზრდა. კომბინაციაში მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი  ეფექტების გაზრდილ რისკს, აღნიშნულ შემთხვევაში პაციენტებს უნდა გაეწიოთ მონიტორინგი სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი  ეფექტების გამოვლენის თვალსაზრისით.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ პაციენტებში მომეტაზონის ფუროატის გამოყენებასთან დაკავშირებით არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდების მსგავსად, ორსულებში   ეტარინი 0.05% ნაზალური სპრეი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.იმ დედის ახალშობილს, რომელიც ორსულობის პერიოდში ღებულობდა კორტიკოსტეროიდებს, უნდა ჩაუტარდეს ინტენსიური გამოკვლევა ჰიპოადრენალიზმთან დაკავშირებით.

ლაქტაცია

უცნობია, გამოიყოფა თუ არა მომეტაზონის ფუროატი ადამიანის რძეში. სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდების მსგავსად, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ეტარინი 0.05% ნაზალური სპრეით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ რა დადებით ზემოქმედებას ახდენს ძუძუთი კვება ბავშვზე და მკურნალობა კი დედაზე.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს მომეტაზონის ფუროატი ფერტილობაზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა, მაგრამ, არავითარი ზეგავლენა ფერტილობაზე.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

არ არის ცნობილი

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოება

ცხვირიდან სისხლდენა სპონტანურად ქრება და ძირითადად მსუბუქი ხარისხისაა. იგი უფრო მაღალი სიხშირით ვითარდება პლაცებოსთან (5%) შედარებით, თუმცა უფრო დაბალი სიხშირით აქტიურ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით (15%-მდე) ალერგიული რინიტთან დაკავშირებული კლინიკური კვლევების შესაბამისად. სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე იყო ისეთივე, რაც პლაცებოს გამოყენების დროს. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ნაზალურ პოლიპოზს,  გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე იყო ისეთივე, რაც ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში.

ნაზალური  კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები შესაძლებელია განსაკუთრებით ხანგრძლივად და მაღალი დოზებით გამოყენებისას.

გვერდითი მოქმედება

ალერგიული რინიტის ან ნაზალურ პოლიპოზის მქონე პაციენტებში კლინიკური კვლევებით გამოვლენილი  გვერდითი რეაქციები  (≥ 1% ) წარმოდგენილია ცხრილში 1.  გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA ) ორგანოთა სისტემის კლასების შესაბამისად. ორგანოთა სისტემის თითოეულ კლასში, გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1 000, <1/100), უცნობი (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებით).

 

ცხრილი1. გვერდითი რეაქციები  ორგანოთა სისტემის კლასისა და სიხშირის მიხედვით

 

ძალიან ხშირი

ხშირი

უცნობი

ინფექციები და ინვაზიები

 

ფარინგიტი

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია**

 

იმუნური სისტემის დარღვევები

 

 

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიური რეაქციის, ანგიონევროზული შეშუპების, ბრონქოსპაზმისა და დისპნოეს ჩათვლით

ნერვული

სისტემის დარღვევები

 

თავის ტკივილი

 

თვალთან დაკავშირებული დარღვევები

 

 

მომატებული თვალის შიდა წნევა

გლაუკომა; კატარაქტა

რესპირატორული,

გულმკერდისა და მედიასტინალური დარღვევები

ცხვირიდან სისხლდენა*

ცხვირიდან სისხლდენა

ცხვირის ღრუს წვა

ცხვირის ღრუს გაღიზიანება

ცხვირის ღრუს დაწყლულება 

ცხვირის ძგიდის პერფორაცია

კუჭ-ნაწლავის

სისტემის  დარღვევები

 

ყელის გაღიზიანება*

გემოს და ყნოსვის დარღვევები

*დაფიქსირდა „ნაკლებად ხშირი“ სიხშირით ნაზალური პოლიპოზის დროს დღეში ორჯერ გამოყენებისას.

** დაფიქსირდა ნაზალური პოლიპოზის დროს დღეში ორჯერ გამოყენებისას.

 ბავშვები

ბავშვებში კლინიკური კვლევებით დადგენილი გვერდითი მოქმედებების სიხშირე, მაგ.: ცხვირიდან სისხლდენა (6%), თავის ტკივილი(3%), ცხვირის ღრუს გაღიზიანება (2%) და  ცემინება იყო ისეთივე, რაც პლაცებოს დროს.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ 

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ  დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

კორტიკოსტეროიდების შესუნთქვამ და გადაყლაპვამ ჭარბი დოზით შეიძლება გამოიწვიოს HPA ღერძის ფუნქციის დათრგუნვა .  

მართვა

მომეტაზონის ფუროატი 0.05% ნაზალური სპრეის სისტემური ბიოშეღწევადობის (<0.1%) გამო, ჭარბი დოზირება არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ ზომებს პაციენტზე დაკვირვებისა და სიმპტომური თერაპიის გარდა .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები

დეკონგესტანტები და სხვა ნაზალური პრეპარატები, ადგილობრივი გამოყენების  კორტიკოსტეროიდები.

ATC Code: R01AD09

მოქმედების მექანიზმი

მომეტაზონის ფუროატი ადგილობრივი გლუკოსტეროიდია, რომელიც ამჟღავნებს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო თვისებებს სისტემურად არაეფექტური დოზებით.

მომეტაზონ ფუროატის ანტი - ალერგიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მექანიზმი განპირობებულია მისი მაინჰიბირებელი ზემოქმედებით ალერგიული რეაქციის მედიატორებზე. მომეტაზონის ფუროატი მნიშვნელოვნად აინჰიბირებს ალერგიული პაციენტების ლეიკოციტებიდან ლეიკოტრიენების გამონთავისუფლებას. ქსოვილოვან კულტურაში, მომეტაზონის ფუროატს გააჩნია ძლიერი უნარი მოახდინოს IL-1, IL-5, IL-6 და TNFα – ს ინჰიბირება და გამოთავისუფლება; იგი ასევე ლეიკოტრიენების წარმოქმნის ძლიერი ინჰიბიტორია. გარდა ამისა, იგი აინჰიბირებს ადამიანის СВ 4+ T უჯრედებიდან TH2 ციტოკინების, IL-4 და IL-5 წარმოქმნას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ცხვირში ანტიგენის შეყვანის ტესტში, მომეტაზონის ფუროატის 0.05% ნაზალურმა სპრეიმ ალერგიული რეაქციის საწყის და მოგვიანებით ფაზებში ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი გამოავლინა. ეს გამოვლინდა ჰისტამინისა და ეოზინოფილების აქტივობის შემცირებით (პლაცებოსთან შედარებით), და ეოზინოფილების, ნეიტროფილებისა და ეპითელური უჯრედების ადჰეზიური ცილების დაქვეითებით ( ძირითადთან შედარებით ).

სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 28%-ში, მომეტაზონის ფუროატის 0.05% ნაზალური სპრეი  ავლენს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს პირველი დოზის მიღებიდან 12 საათში. საშუალო მოქმედების (50%) დრო იყო 35.9სთ

ბავშვები

პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევებით, როდესაც ბავშვები ღებულობდნენ მომეტაზონის ფუროატის 0.05% ნაზალური სპრეის 100მკგ ყოველდღიურად ერთი წლის განმავლობაში, არ გამოვლინდა  ზრდის სიჩქარის შემცირება.

ინფორმაცია 3 -5 წლამდე ასაკის ბავშვებში მომეტაზონის ფუროატის 0.05% ნაზალური სპრეის გამოყენების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე შეზღუდულია და შესაბამისი დოზირება დადგენილი არ არის. კვლევის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა 3 -5 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ღებულობდნენ  ინტრანაზალურ  მომეტაზონის ფუროატს 50,100 ან 200მკგ ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში, არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავებები პლაზმაში კორტიზოლის დონეზე.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ვალდებულებაზე, წარადგინოს ბავშვებში მომეტაზონის ფუროატის 0.05% ნაზალური სპრეის კვლევების შედეგები სეზონური და პერენიალური რინიტთან დაკავშირებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

მომეტაზონის ფუროატს, შეყვანილი ნაზალური გზით, გააჩნია უმნიშვნელო სისტემური ბიოშეღწევადობა < 0.1% პლაზმაში,  ანალიზის მეთოდის მგძნობიარეობის ქვედა ზღვარი - 0.25 პგ/მლ;

განაწილება

მომეტაზონი ცუდად შეიწოვება ცხვირიდან.

მეტაბოლიზმი

მომეტაზონის ფუროატის მცირე რაოდენობა გადაყლაპვისა და აბსორბციის შემდეგ  განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს (ღვიძლში “პირველი გავლის” ეფექტი).

გამოყოფა

შეწოვილი მომეტაზონის ფუროატი მეტაბოლიზდება და მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა ნაღველსა და შარდში .

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

მომეტაზონის ფუროატის გამოყენებამ არ გამოავლინა ტოქსიკური მოქმედება. ყველა გამოვლენილი მოქმედება დამახასიათებელია ამ კლასის ნაერთებისთვის  და დაკავშირებულია გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიური ეფექტების გაძლიერებასთან.

პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მომეტაზონის ფუროატს არ აქვს  ანდროგენური, ესტროგენული და ანტიესტროგენული მოქმედება, მაგრამ სხვა გლუკოკორტიკოიდების მსგავსად, ავლენს antiuterotrophic მოქმედებას.

 სხვა გლუკოკორტიკოიდების მსგავსად, მომეტაზონის ფუროატმა აჩვენა კლასტოგენური პოტენციალი ინ ვიტრო მაღალი კონცენტრაციით. თუმცა, მუტაგენური  მოქმედება არ არის მოსალოდნელი შესაბამისი დოზირების შემთხვევაში.

რეპროდუქციული ფუნქციის კვლევისას, 15მკგ/კგ კანქვეშა მომეტაზონის ფუროატის მიღებამ გამოიწვია ვადაგადაცილებული ორსულობა  და გახანგრძლივებული, რთული  მშობიარობა, ახალშობილის გადარჩენის და სხეულის წონის შემცირება. ფერტილობაზე გავლენა არ აღინიშნა. 

სხვა გლუკოკორტიკოიდების მსგავსად, მომეტაზონის ფუროატი ტერატოგენურად მოქმედებს მღრღნელებსა და კურდღლებში. აღინიშნა ჭიპის თიაქარი ვირთხებში, თაგვებში მაგარი სასის შეუხორცებლობა და ნაღვლის ბუშტის აგენეზია, ჭიპის თიაქარი და წინა თათების დეფორმაცია კურდღლებში. აგრეთვე აღინიშნა დედის წონის მომატება, გავლენა ნაყოფის ზრდაზე (ნაყოფის უფრო მცირე მასა და/ან ოსიფიკაციის შეფერხება) ვირთხებში, კურდღლებსა და თაგვებში და შთამომავლობის გადარჩენის შემცირება თაგვებში.

თაგვებისა და ვირთხების კანცეროგენობის ხანგრძლივ კვლევებში მომეტაზონის ფუროატის საინჰალაციო ფორმით გამოყენებისას (აეროზოლი CFC) 0.25-2.0 მკგ/ლ კონცენტრაციით 24 თვის განმავლობაში  აღინიშნა ტიპიური გლუკოკორტიკოიდული ეფექტები, მათ შორის არასიმსივნური დაზიანებები. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დოზის და ეფექტის დამოკიდებულება არ გამოვლენილა სიმსივნურ ტიპებზე.

შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი

შენახვის ვადა: 3 წელი

შენახვის განსაკუთრებული პირობები:

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე თავდაპირველ შეფუთვაში.

შეფუთვა:

ეტარინი 0.025% ნაზალური სპრეი დაფასოებულია თეთრ პოლიეთილენის ფლაკონში სპრეის ტუმბოთი და თავსახურით. 

უტილიზაცია

გამოუყენებელი ფარმაცევტული პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L.

რუმინეთი, 075100, ოტოფენი, ეროილორის ქ.#1ა

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/რეგისტრაციის უფლების მქონე სუბიექტი

შპს „ნექსტრა გრუპი“

საქართველო, თბილისი, 0154,  იროდიონ ევდოშვილის ქ. #18

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
სენაკი N6
სენაკი 6
რუსთაველის ქ.#170
მარაგშია
ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები