ქსინოკარდი #30ტ

61712
-28%
მარაგშია
61.50 
44.49 
დანაზოგი: 17.01 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები ჯენერიკიLevocarnitine+Coerzyme+Dihydroquercet გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
61.50 
44.49 
დანაზოგი: 17.01 ₾ (28%)

ქსინოკარდი

შემადგენლობა:

L-კარნიტინი – 500 მგ;

კოენზიმი Q-10 - 40 მგ;

დიჰიდროქვერციტინი – 25 მგ.

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: მეტაბოლური და ენერგეტიკული პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ჰიპოქსიის შემამცირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიურიმოქმედება:

L-კარნიტინი (ვიტამინი B11) - მონაწილობს ატფ-ის სინთეზში, ახდენს რა ცხიმოვანი მჟავების გადატანას ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან ჟანგვას ენერგიის წარმოქნით.

L-კარნიტინის ხანგძლივი გამოყენება ხელს უწყობს ქოლსტერინის დონის დაქვეითებას, ზრდის უჯრედის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, მიტოქონდრიების მატრიქსიდან გამოდევნის მეტაბოლიტებსა და თავისუფალ რადიკალებს, ახდენს ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლის რეგულაციას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს ანაერობულ გლიკოლიზს და კეტომჟავების წარმოქმნას, ზრდის მოტორულ აქტივობას და გამძლეობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვას და ღვიძლში მისი მარაგის გაზრდას.

კოენზიმიQ-10  (უბიქინონი) - მონაწილეობს ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესებში, ატფ-ის სინთეზში, ასევე ახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას.

კოენზიმ Q-10 – ხასიათდება შემდეგი თვისებებით: უჯრედში ენერგეტიკული პროცესების მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი, იმუნომასტიმულირებელი, ჰეპატოპროტექტორული და ანტიარითმიული. აგრეთვე მას გააჩნია სისხლის რეოლოგიური თვისებების გამაუმჯობესებელი და ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტი.

დიჰიდროქვერციტინი - არის ფლავანოიდი, მიღებულია ციმბირული ლარიქსის მერქანისაგან. დიჰიდროქვერციტინი მიეკუთვნება ვიტამინისებური ნივთიერებების ჯგუფს. ხასიათდება ანტიჰიპოქსიური, ანტიოქსიდანტური, კაპილაროპროტექტორული, რეგენერაციის პროცესების მასტიმულირებელი და დეზინტოქსიკაციური თვისებებით, ასევე გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი.

დიჰიდროქვერციტინი ხელს უშლის (ანელებს) ლიპიდების პეროქსიდული ჟანგვის პროცესებს უჯრედულ მემბრანაზე, ამცირებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების მავნე ეფექტს და ანელებს უჯრედის დაბერების პროცესს. იგი ახდენს სისხლძარღვთა კედლის გამაგრებას, მიკროცირკულაციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებს ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს.

 

ჩვენებები:

კარდიოლოგია_ გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული დაავადება, კარდიომიოპათია, არითმია.

ნევროლოგია – თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ნევრიტი, ნევრალგია, პოლინეიროპათია, გაფანტული სკლეროზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კონცენტრირების უნარის დარღვევა, ძილიანობა, დეპრესიული მდგომარეობები, ნევრასთენია.

გინეკოლოგია – ინფექციური დაავადებების შედგომი რეაბილიტაციის პერიოდი.

ენდოკრინოლოგია – სიმსუქნე, ჰორმონალური დისბალანსი.

ქირურგია – ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის მოსამატებლად დასუსტებულ პაციენტებში.

გასტროენტეროლოგია – ქრონიკული ანაციდური გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია.

პულმონოლოგია – სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები.

გამოყენებისწესიდადოზირება:

პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ინიშნება 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, მწვავე გლომერულონეფრიტი, გამწვავებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ბრადიკარდია (< 50 დარტყმა/წთ-ში).

გვერდითიმოვლენები: იშვიათად: გულძმარვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა, დიარეა, ალერგიული რეაქციები.

გამოყენებაორსულობისადალაქტაციისპერიოდში – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია. 

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან:

პრეპარატში შემავალი კომპონენტები აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ნიტრატებისა და დიურეზული საშუალებების მოქმედების ეფექტს. აინჰიბირებს ვარფარინის ანტიაგრეგანტულ და ანტითრომბოზულ აქტივობას.

გამოშვებისფორმა: ქსინოკარდი #30. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვისპირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ,  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25 OC ტემპერატურაზე.

შენახვისვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

აფთიაქიდანგაცემისპირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქტისდასავაჭრომარკისმფლობელიკომპანია “NOVATOR PHARMA” დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი “GRICAR CHEMICAL” S.R.L ვია სან ჯუზეპპე, 18/20 - Brugherio(MI) – იტალია.

არის საკვები დანამატი

 

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები