დარდუმბაქტი 1გ #1ფლ

22789
მარაგშია
9.25 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიIII გენერაციის ცეფალოსპორინები ჯენერიკიCefoperazonum+sulbactamum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
9.25 

დარდუმბაქტი - ავერსი 1გ
(DARDUMBACT)


ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ცეფოპერაზონი, სულბაქტამი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი;

შემადგენლობა:

1 ფლაკონი შეიცავს:
ნატრიუმის ცეფოპერაზონს, 0.5 გ ან 1 გ ცეფოპერაზონის ეკვივალენტურს;
ნატრიუმის სულბაქტამს, 0.5 გ ან 1 გ სულბაქტამის ეკვივალენტურს.

გამოშვების ფორმა:
სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან კომბინაციაში. ათქ-კოდი: J01DD62.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეფოპერაზონი წარმოადგენს ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისთვის. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით აქტიური გამრავლების ფაზაში. ცეფოპერაზონი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით.
სულბაქტამს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული აქტივობა (გამონაკლისია Neisseriaceae და Acinetobacter). იგი შეუქცევადად აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზას, რომელსაც წარმოქმნის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმები; ხელს უშლის მდგრადი მიკროორგანიზმების ბეტა-ლაქტამაზას მიერ პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების დესტრუქციას. სულბაქტამი უკავშირდება პენიცილინშემაკავშირებელ ცილას, რითაც ავლენს სინერგიზმს პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთან კომბინაციაში გამოყენებისას.
დარდუმბაქტი აქტიურია ყველა მიკროორგანიზმის მიმართ, რომელიც მგრძნობიარეა ცეფოპერაზონის მიმართ. აგრეთვე იგი სინერგიულად მოქმედებს სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებზე: Haemophylus influenzae, Bacteroidess spp., Staphylococcus spp., Acinetobacter calcoaceticus, Enterobacter  aerogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Citrobacter freundii, Enterobacter cloacae, Citrobacter diversus.
დარდუმბაქტი ინ ვიტრო აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), Streptococcus agalactiae (B ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების შტამების უმრავლესობა, Streptococcus faecalis-ის (ენტეროკოკი) მრავალი შტამი; გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp., Citrobacter spp., Haemophylus influenzae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia spp., Serratia spp. (S. marcescens-ის ჩათვლით), Salmonella spp., Shigella spp., Pseudomonas aeruginosa და ზოგიერთი სხვა Pseudomonas spp., Acinetobacter calcoaceticus, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Bordetella pertussis, Yersinia enterocolitica; ანაერობული მიკროორგანიზმები: გრამუარყოფითი ჩხირები (Bacteroides fragilis, სხვა Bacteroides spp. და Fusobacterium-ის სახეობების ჩათვლით), გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკები (Peptococcus, Peptostreptococcus და Veillonella-ს სახეობების ჩათვლით), გრამდადებითი ჩხირები (Clostridium spp., Eubacterium spp. და Lactobacillus spp).

ფარმაკოკინეტიკა:
ცეფოპერაზონი, ისევე როგორც სულბაქტამი, კარგად ნაწილდება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ნაღველში, ნაღვლის ბუშტში, კანში, აპენდიქსში, ფალოპის მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოში. პრეპარატი გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღინიშნება ამნიონურ სითხეში.
2 გ დარდუმბაქტის (1 გ სულბაქტამი და 1 გ ცეფოპერაზონი) 5 წთ-ის განმავლობაში ინტრავენური შეყვანის შემდეგ სისხლის შრატში მიიღწევა სულბაქტამისა და ცეფოპერაზონის მაქსიმალური კონცენტრაციები საშუალოდ 130.2 მკგ/მლ და 236.8 მკგ/მლ შესაბამისად. ასეთი კონცენტრაციები ადასტურებს სულბაქტამის განაწილების უფრო მეტ მოცულობას (VD = 18.0-27.6 ლ) ცეფოპერაზონის განაწილების მოცულობასთან (VD = 10.2-11.3 ლ) შედარებით. დარდუმბაქტის კუნთში შეყვანის შემდეგ სულბაქტამისა და ცეფოპერაზონის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის შრატში მიიღწევა 15 წთ-დან 2 სთ-მდე ინტერვალში.
სისხლის პლაზმიდან სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 1 სთ-ს, ცეფოპერაზონის – 1.7 სთ-ს. კონცენტრაცია სისხლის შრატში შეყვანილი დოზის პროპორციულია. დაახლოებით სულბაქტამის დოზის 84% და ცეფოპერაზონის დოზის 25% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ცეფოპერაზონის დარჩენილი უდიდესი ნაწილი ძირითადად ნაღველთან ერთად გამოიყოფა. პრეპარატის ყოველ 8-12 სთ-ში შეყვანისას კუმულაცია არ აღინიშნება.
ცეფოპერაზონი არ არღვევს კავშირს ბილირუბინსა და პლაზმის ცილებს შორის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და/ან სანაღვლე გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტებში ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, ამავე დროს იზრდება მისი შარდთან ერთად ექსკრეცია. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაშიც კი ნაღველში მიიღწევა ცეფოპერაზონის თერაპიული კონცენტრაცია, ნახევარგამოყოფის პერიოდი კი ხანგრძლივდება მხოლოდ 2-4-ჯერ.  
თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ლოკალიზაციის ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
 ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მძიმედ მიმდინარე ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოპნევმონია, ფილტვის აბსცესი და პლევრის ემპიემა;
 შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ენდომეტრიტი, გონორეა, ვულვოვაგინიტი;
 ინტრააბდომინალური ინფექციები: ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პერიტონიტი;
 ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ყურის მწვავე ანთება, სინუსიტი;
 კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფურუნკულოზი, აბსცესი, პიოდერმია, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი;
 ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
 სეპტიცემია;
 მენინგიტი;
 ნეიტროპენიის ფონზე განვითარებული ინფექციები;
 თორაკო-აბდომინალური, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციების ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.
 
მიღების წესი და დოზირება:
დარდუმბაქტი შეყავთ ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად.
მოზრდილებში დარდუმბაქტის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-4 გ-ს, რომელიც ინიშნება თანაბრად დაყოფილი დოზებით 12 სთ-ში ერთხელ. მძიმე შემთხვევებში დარდუმბაქტის სადღეღამისო დოზას ზრდიან 8 გ-მდე, რაც რეკომენდებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას შეადგენს.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სულბაქტამის დაქვეითებული კლირენსის კომპენსირებისთვის საჭიროა დარდუმბაქტის დოზის კორექცია. თუ კრეატინინის კლირენსია 15-30 მლ/წთ, დარდუმბაქტის მაქსიმალური დოზა შეადგენს 2 გ-ს 12 სთ-ში ერთხელ (სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 2გ), ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 15  მლ/წთ – დარდუმბაქტის მაქსიმალური დოზაა 1 გ ყოველ 12 სთ-ში (სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 1 გ).
ბავშვებში დარდუმბაქტის სადღეღამისო დოზა შეადგენს 40-80 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც თანაბრად დაყოფილი დოზებით შეყავთ 6-12 სთ-ში ერთხელ. პრეპარატის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას ბავშვებში შეადგენს 160 მგ/კგ სხეულის მასაზე, ინიშნება თანაბრად დაყოფილი დოზებით 6-12 სთ-იანი ინტერვალით.
ახალშობილებში სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში დარდუმბაქტის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც ინიშნება თანაბრად დაყოფილი დოზებით 12 სთ-ში ერთხელ.
მძიმე ინფექციების დროს მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა შესაძლებელია ცეფოპერაზონის დამატებითი დოზის შეყვანით.
ინტრავენური შეყვანა. ინტრავენური ინფუზიისათვის ხსნარის მომზადება ხდება ორ ეტაპად: დარდუმბაქტის 1 გ ჯერ იხსნება 3.4 მლ, 2 გ კი – 6.7 მლ სტერილურ საინექციო წყალში, ხოლო შემდეგ განზავდება 20 მლ საინექციო წყალში. მიღებული ხსნარი შეყავთ 15-60 წთ-ის განმავლობაში.
ინტრავენური ინექციისათვის ფლაკონის შიგთავსი იხსნება ზემოთ აღნიშნული წესით. მომზადებული ხსნარი შეყავთ ნელა, 3-5 წთ-ის განმავლობაში.   
ინტრამუსკულარული შეყვანა. დარდუმბაქტი იხსნება ზემოთ აღწერილი ხსნარის მომზადების პირველი ეტაპის შესაბამისად. ცეფოპერაზონის 250 მგ/მლ და მეტი კონცენტრაციის მიღებისთვის, დარდუმბაქტს სტერილურ წყალში გახსნის შემდეგ ემატება 2%-იანი ლიდოკაინის ხსნარი 0.5%-იანი ლიდოკაინის ხსნარის მიღებისთვის საჭირო ოდენობით.

მომზადებული ხსნარი ვარგისია 24 სთ-ის განმავლობაში 25ºC ტემპერატურაზე და 48 სთ-ის განმავლობაში 2-8ºC ტემპერატურაზე.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: მაკულოპაპულოზური გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია, წამლისმიერი ცხელება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, იშვიათად - ანაფილაქსიური შოკი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული კოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის და ბილირუბინის დონის გარდამავალი მატება;
სისხლის სურათის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას - შექცევადი ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპოპროთრომბინემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაბალი მაჩვენებელი, კუმბსის დადებითი რეაქცია;
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია - მტკივნეულობა კუნთში პრეპარატის შეყვანის ადგილას, ინტრავენური შეყვანისას - ფლებიტის განვითარება;
სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოტენზია, ვასკულიტი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰემატურია, მეტად იშვიათად – ვიტამინ K-ს დეფიციტი (სისხლდენა).

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა სულბაქტამის, ცეფოპერაზონის, სხვა ცეფალოსპორინების ან პენიცილინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რინგერის ლაქტატის ან 2%-იანი ლიდოკაინის ხსნარის გამოყენება დარდუმბაქტის პირველადი გახსნის მიზნით მათი შეუთავსებლობის გამო არ არის რეკომენდებული.
ანტიკოაგულანტებთან და ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სალიცილატები, სულფინპირაზონი), ერთდროული გამოყენებისას მატულობს სისხლდენის განვითარების რისკი.
დარდუმბაქტისა და ამინოგლიკოზიდების ხსნარების შერევა მათი შეუთავსებლობის გამო რეკომენდებული არ არის. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ხსნარები შეყავთ თანმიმდევრობით ორი იზოლირებული სისტემით. შეყვანებს შორის ინტერვალში აუცილებელია შესაბამისი გამხსნელით ინტრავენური კათეტერის გამორეცხვა. ინტერვალი დარდუმბაქტისა და ამინოგლიკოზიდების ხსნარების შეყვანებს შორის დღე-ღამის განმავლობაში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი.
მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენება ზრდის ნეფროტოქსიკური ეფექტის განვითარების რისკს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ეთანოლთან ერთად გამოყენებისას ვითარდება დისულფირამის მსგავსი ეფექტი.
ერთდროული გამოყენებისას პრობენეციდი აქვეითებს სულბაქტამის მილაკოვან სეკრეციას თირკმელებში და ზრდის სულბაქტამის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. 

ჰიპერდოზირება: 
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება. თავ-ზურგ-ტვინის სითხეში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მაღალმა კონცენტრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ნევროლოგიური დარღვევები, მათ შორის კრუნჩხვები. ასეთ შემთხვევაში წყდება პრეპარატის გამოყენება და ტარდება სიმპტომური მკურნალობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჰემოდიალიზმა შესაძლოა გააძლიეროს  პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფა.
 
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ცეფოპერაზონი და სულბაქტამი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში,  ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.

გამოყენების თავისებურებები:
დარდუმბაქტის მოქმედების ფართო სპექტრი იძლევა მონოთერაპიული მკურნალობის საშუალებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია კომბინაცია სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან.
დარდუმბაქტი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, სანაღვლე გზების ნაწილობრივი ობსტრუქციის ან ღვიძლის დაავადებების დროს, ახალშობილ და დღენაკლულ ბავშვებში, ხანდაზმულებში, აგრეთვე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მცირე დოზებით.
ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
დარდუმბაქტის მაღალი დოზით გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ცეფოპერაზონის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი სისხლის შრატში.
დარდუმბაქტის გამოყენების შედეგად შესაძლებელია ვიტამინ K-ს დეფიციტის განვითარება, რაც გამოწვეულია აღნიშნული ვიტამინის მასინთეზირებელი ნაწლავური მიკროფლორის დათრგუნვით. რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან არასრულფასოვან დიეტაზე მყოფი ან მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტები (მაგ. მუკოვისციდოზის დროს), აგრეთვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში პარენტერულ კვებაზე მყოფი პაციენტები. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი და საჭიროებისას – ეგზოგენურად ვიტამინ K-ს მიღება.
ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, დარდუმბაქტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვა და Clostridium diდიფფიცილე-ს ჭარბი ზრდა, რაც ხშირად ხდება დიარეისა და ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების მიზეზი. შესაბამისად, დარდუმბაქტი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, განსაკუთრებით კოლიტის მქონე პაციენტებში.
ერთდროულად ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აუცილებელია ცეფოპერაზონის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში, საჭიროებისას – დოზის კორექცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ცეფოპერაზონის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
ამინოგლიკოზიდებთან კომბინირებული მკურნალობის დროს რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
ჰემოდიალიზის დროს რამდენადმე მცირდება ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი და მნიშვნელოვნად იცვლება სულბაქტამის ფარმაკოკინეტიკა. ამიტომ, პრეპარატის შეყვანა უნდა წარმოებდეს დიალიზის დამთავრების შემდეგ. 
მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრისას ბენედიქტის ან ფელინგის რეაქტივებით შეიძლება ცრუ დადებითი მაჩვენებლის მიღება.
მკურნალობის პერიოდში და მისი დამთავრებიდან 5 დღის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან და ეთანოლის შემცველი პრეპარატების გამოყენებისგან.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
დარდუმბაქტის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არის გამოვლენილი.

შეფუთვა:
1 გ ან 2 გ სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, 50 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:                                                                                          
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
შიდა ქართლი
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ვაკე
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ჩუღურეთი
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ქვემო ქართლი
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
გლდანი
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები