დექსარისი 15მლ ნაზ.სპრეი
დექსარისი
1. დექსარისის ზოგადი დახასიათება და მისი გამოყენება
დექსარისი სპეციალური პრეპარატია, რომელსაც გააჩნია ძლიერი ეფექტი ადგილობრივად გამოიყენებისას ცხვირის მუდმივი და მძიმე გაჭედილობის შემთხვევაში. ის ორ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდსა და დექსამეტაზონი-21-იზონიკოტინატს.
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი სიმპათომიმეტური საშუალებაა, რომელიც ავიწროებს ცხვირის სისხლძარღვებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეგუბების გახსნის გზით, რაც უზრუნველყოფს ცხვირის გაჭედილობის სწრაფ და ხანგრძლივ შემსუბუქებას. ის ხელს უწყობს ცხვირის საჰაერო გზების გახსნას და დახშული (გაჭედილი) ცხვირის მქონე პაციენტებს აძლევს უკეთესად სუნთქვის საშუალებას.
დექსამეტაზონი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით კორტიკოსტეროიდები (კორტიზონის ტიპი), რომლებიც გამოიყენება ანთების შესამცირებლად და პროფილაქტიკისთვის. დექსამეტაზონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული თვისებები და ცხვირში ადგილობრივად გამოყენებისას ის ამცირებს და ახდენს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებისა და შეშუპების პრევენციას.
დექსარისი ნაჩვენებია 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგიული რინიტი (თივის ცხელება), ვაზომოტორული რინიტი, მწვავე რინიტი და ნაზოფარინგიტი, სინუსიტი და ცხვირის პოლიპები.
2. დექსარისის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
დექსარისი არ გამოიყენოთ
- თუ ხართ ალერგიული ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის, დექსამეტაზონის იზონიკოტინატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
-თუ გაწუხებთ:
* ცხვირის, პირის ღრუს, თვალისა და ზედა სასუნთქი გზების არანამკურნალევი ინფექციები (მაგ. ჰერპესი, ძროხის ყვავილი, ჩუტყვავილა, ცხვირის სოკოვანი ინფექცია და ა.შ.);
* ტუბერკულოზი;
* მშრალი რინიტი;
* გლაუკომა (დახურულ-კუთხოვანი გლაუკომის ჩათვლით) (მაღალი თვალშიდა წნევა).
- თავის ქალაზე ცხვირის ღრუს გავლით ქირურგიული ოპოერაციის შემდეგ.
- თუ ერთდროულად ღებულობთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო-ს ინჰიბიტორებს), ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს (რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), ბრომოკრიპტინს (პარკინსონის დაავადების, ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის, მამაკაცის ჰიპერპროლაქტინემიის, ლაქტაციის დასათრგუნი და ჰიპოფიზის ადენომების სამკურნალოდ) და სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება პოტენციურად გაზარდოს არტერიული წნევა (ჰიპერტენზიული კრიზის რისკი).
- თუ გაწუხებთ ატროფიული და ვაზომოტორული რინიტი, ან რინიტი, რომელიც გამოწვეულია ლორწოვანის სიმშრალით.
- როგორც ყველა სხვა ვაზოკონსტრიქტორის შემთხვევაში, ტრანს-სფენოიდული ჰიპოფიზექტომიის შემდეგ (ჰიპოფიზის ჯირკვლის ცხვირის გავლით ქირურგიული მოცილება) ან ცხვირის და პირის ღრუს ოპერაციის შემდეგ, რომლის დროსაც ხდება ზემოქმედება თავის ტვინის მაგარ გარსზე.
დექსარისი არ არის შესაფერისი და არ უნდა დაინიშნოს 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გარდა ამისა, პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დექსარისის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დექსარისის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, განსაკუთრებით შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, როგორიცაა კორონარული არტერიის დაავადება ან ჰიპერტენზია (მაღალი არტერეიული წნევა);
- თუ გაწუხებთ მეტაბოლური დარღვევები, როგორიცაა ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტივობა), შაქრიანი დიაბეტი (სისხლში შაქრის მაღალი დონე), თანდაყოლილი პორფირია (იშვიათი, როგორც წესი, მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება პორფირინის მაღალი დონით განავალსა და შარდში) ან ოსტეოპოროზი;
- თუ გაწუხებთ პროსტატის ჰიპერტროფია (გადიდებული პროსტატა) ან ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე).
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ, არ გამოიყენოთ დექსარისი ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციამდე.
დექსარისი არ უნდა იქნას გამოყენებული 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში. თუ სიმპტომები გრძელდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გახანგრძლივებულმა ან გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეგუბება (რიკოშეტული ფენომენი) და მედიკამენტოზური რინიტი ან ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია.
ცხვირის დეკონგესტანტების ხანგრძლივმა ან გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მათი ეფექტურობა.
სიფრთხილეა ასევე საჭირო ხანდაზმულებში და ბავშვებში, რადგანაც ისინი შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ამ პრეპარატის გვერდითი ეფექტების მიმართ.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
თითოეული კონტეინერი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ და საქშენი უნდა გაიწმინდოს ყოველი გამოყენების შემდეგ ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციების გადაცემის რისკის შესამცირებლად.
კორტიკოსტეროიდების რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკორტიკოიდიზმი და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. ნაზალური კორტიკოსტეროიდების რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების კლინიკურად მნიშვნელოვანი დათრგუნვა. თუ არსებობს მტკიცებულება რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენების შესახებ, მაშინ განხილული უნდა იქნას დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდებით დაცვა სტრესის ან ელექტიური ოპერაციის დროს.
სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის შესხურებისას, რათა დექსარისი არ შევიდეს კონტაქტში თვალებთან, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, ასევე თვალის წნევის მომატება და გამონაკლის შემთხვევებში თვალის ბროლის დაბინდვა (კატარაქტა). ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
პერორალურიდან ადგოლობრივ სტეროიდებზე გადასვლისას, შესაძლოა თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია დაირღვეს და ნებისმიერი არსებული ალერგია გამწვავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
დექსარისის კორტიკოსტეროიდული კომპონენტის გამო, ინფექციის რისკი (მაგ., ტუბერკულოზი, სპეციფიკური ვირუსული ინფექციები, როგორიცაა ჰერპეს ზოსტერი, მარტივი ჰერპესი, ძროხის ყვავილი) ან თუნდაც ოპორტუნისტული ინფექციების რისკი, შეიძლება გაიზარდოს. თუ გაქვთ ინფექცია, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
შეიძლება განვითარდეს ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები, განსაკუთრებით მაღალი დოზების დანიშვნისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.ამ ეფექტების განვითარება გაცილებით ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების შემთხვევა შიდა შეიძლება განსხვავდებოდეს ცალკეულ პაციენტებსა და სხვადასხვა კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს შორის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატებით რიტონავირით ან კობიცისტატით. ისეთი ეფექტები, როგორიცაა კუშინგის სინდრომი, კუშინგო იდურითვისებები (შესაძლოა შეშუპება და წონის მომატება ტორსსა და სახეზე, რადგანაც ეს ჩვეულებრივ კუშინგის სინდრომის პირველი ნიშნებია), თირკმელზე და ჯირკვლების დათრგუნვა (ეს შეიძლება განვითარდეს დექსარისით ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ არ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა თვითნებურად, არამედ ჯერ უნდა მიმართოთ ექიმს), ზრდის შეფერხება ბავშვებში და მოზარდებში, კატარაქტა, გლაუკომა და უფროიშვიათად, მთელი რიგი ფსიქოლოგიური და ქცევითი ეფექტები, მათ შორის შეიძლება განვითარდეს ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, დეპრესია ან აგრესია (განსაკუთრებით ბავშვებში). ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
ასევე დაფიქსირდა ზრდის შეფერხება ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ნაზალურ კორტიკოსტეროიდებს რეკომენდებული დოზებით. ამ მიზეზით, ექიმი რეგულარულად ამოწმებს ბავშვის სიმაღლეს, რომელიც მკურნალობს ნაზალური კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თუ ზრდა შენელდება, თერაპია უნდა გადაიხედოს ნაზალური კორტიკოსტეროიდის დოზის შემცირების მიზნით, თუ ეს შესაძლებელია, ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნდება სიმპტომების ეფექტური კონტროლი. გარდა ამისა, შეიძლება დაგჭირდეთ პედიატრი სპეციალისტის რჩევა.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაწუხებთ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნე, თუ გაქვთ სიმსივნური ლიზისის სინდრომის სიმპტომები, როგორიცაა კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, ცნობიერების არევა, მხედველობის დაკარგვა ან სუნთქვის დარღვევები და გაძნელება.
ბავშვები
დექსარისი არ არის შესაფერისი 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
რეკომენდირებულია დექსარისის გამოყენება 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.
რეკომენდებულია, რომ რეგულარულად კონტროლდებოდეს ნაზალური კორტიკოსტეროიდებით გახანგრძლივებულ მკურნალობაზე მყოფი ბავშვების ზრდა (იხ. ზემოთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
სხვა პრეპარატები და დექსარისი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები, ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.
არ უნდა გამოიყენოთ დექსარისი, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:
• მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები): თუ ამჟამად ღებულობთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი-ები) ან იღებდით მაოი-ებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში;
• ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
• ბრომოკრიპტინი;
• ვაზოკონსტრიქტორი პრეპარატები;
• სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა;
• თიროქსინი;
• ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, განსაკუთრებით, რომელთა მოქმედება მოიცავს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას;
• β2-სიმპათომიმეტური პრეპარატები;
• ციტოქრომ CYP3A4-ს ინჰიბიტორები (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, რიტონავირიანკობიცისტატი, ციკლოსპორინი, ეთინილესტრადიოლი, ტროლეანდრომიცინი, კლარითრომიცინი, ციმეტიდინი, დილთიაზემი, ინდინავირი), რადგანაც შეუძლიათ გაზარდონ დექსამეტაზონის დონე სისხლში;
• ციტოქრომ CYP3A4-ს ინდუქტორები (მაგ., კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, რიფამპიცინი).
თუ თქვენ იღებთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, არ გამოიყენოთ დექსარისი ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციამდე.
ორსულობა, ძუძუთიკვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დექსარისი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ავტომობილის მართვადა მექანიზმებთან მუშაობა
კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ არ ჩატარებულა. თუმცა, დექსარისით მკურნალობის დროს შეიძლება განიცადოთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ჰალუცინაციები, ძილიანობა, სედაცია, თავბრუსხვევა და დაღლილობა ან ნერვული ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სხვა გვერდითი ეფექტები. ამ შემთხვევაში, არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები და, ზოგადად, მოერიდოთ პოტენციურად სახიფათო საქმიანობებს.
დექსარისი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და ბენზილის სპირტს
დექსარისი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს კონსერვანტის სახით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის შიგნით გაღიზიანება ან შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. პრეპარატი ასევე შეიცავს ბენზილის სპირტს კონსერვანტის სახით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანება.
3. დექსარისის გამოყენების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილებიდა 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
300 დოზიანი შეფუთვა
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, საკმარისია 2-3 შესხურება (თითოეული 50 მკლ) თითოეულ ნესტოში 1-3-ჯერ დღეში.
ბავშვებში გამოყენება შეიძლება განმეორდეს 2-ჯერ 24 საათის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად (იხ. პუნქტი 2).
მკურნალობის ყოველი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, თუ სხვაგვარად არ დანიშნავს მკურნალი ექიმი.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი დიდი ხნის განმავლობაში და არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას (იხილეთ პუნქტი "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები").
თუ ექიმი იძლევა ხანგრძლივი მკურნალობის რეკომენდაციას, ცხვირის ლორწოვანი გარსი უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
დექსარისი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
რეკომენდებულია დექსარისის გამოყენება 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ
გამოყენების მეთოდი
ადგილობრივად ნაზალური გამოყენებისთვის.
ინსტრუქციებიგამოყენების შესახებ:
1. კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი.
2. მოხსენით დამცავი თავსახური სპრეის წვერიდან.
დექსარისის ცხვირის სპრეის პირველად გამოყენებამდე, სპრეის ტუმბო უნდა მომზადდეს, რათა პროდუქტმა იმუშაოს სათანადოდ. ამისათვის დაიჭირეთ ფლაკონი, ცერა თითი მოათავსეთ ფლაკონის ძირზე და საჩვენებელი და შუა თითები საქშენის გარშემო რგოლზე. დარწმუნდით, რომ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაშია თვალებიდან მოშორებით. მტკიცედ და სწრაფად დააჭირეთ ფლაკონის ძირს ცერით 3-ჯერ. ტუმბო ახლა მომზადებულია და მზად არის გამოსაყენებლად. თუ პროდუქტს არ იყენებთ 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ტუმბო ასევე უნდა მომზადდეს სანამ არ გამოიფრქვევა წვრილი ჭავლი.
3. საჭიროების შემთხვევაში მოიწმინდეთ ცხვირის ნესტოები.
4. დაიჭირეთ კონტეინერი ვერტიკალურ მდგომარეობაში. გამოიყენეთ თითი ნესტოს დასახურად იმ მხარეს, რომელშიც არ იშვებთ პრეპარატს. თავი ოდნავ წინ დახარეთ, ჩაიდეთ სპრეის წვერი მეორე ნესტოში და მტკიცედ და სწრაფად დააჭირით ფლაკონის ძირს ცერა თითით, ხოლო „მხარეები“ დაიჭირეთ საჩვენებელ და შუა თითებს შორის და ამავე დროს ფრთხილად შეისუნთქეთ ცხვირით.
5. გაიმეორეთ მე-4 ეტაპი მეორე ნესტოში.
6. არ მოწმინდოთ ცხვირი შესხურებისთანავე.
7. სპრეის წვერი რეგულარულად უნდა გასუფთავდეს თბილი წყლით.
8. დაახურეთ დამცავი თავსახური.
ფლაკონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციების გადაცემის რისკი.
თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი დექსარისი
მნიშვნელოვანია დოზის მიღება ისე, როგორც ეს აღწერილია შეფუთვაში დართულ გამოყენების ინსტრუქციაში ან ექიმის მითითების შესაბამისად. ის რაოდენობა უნდა გამოიყენოთ, რამდენიც დაგინიშნათ ექიმმა: მეტი ან ნაკლები პროდუქტის გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს თქვენი სიმპტომები.
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი
დექსარისი განკუთვნილია მხოლოდ ცხვირში ადგილობრივი გამოყენებისთვის და, რეკომენდებული დოზებით, ოქსიმეტაზოლინის რაოდენობა, რომელიც შედის სისტემურ მიმოქცევაში, უმნიშვნელოა.
ოქსიმეტაზოლინის გადაჭარბებულმა ადგილობრივმა გამოყენებამ ან შემთხვევითმა ჩაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი ეფექტები:
ჰიპერტენზია (არტერიული წნევის მომატება), ტაქიკარდია (გულისცემის სიხშირის მომატება), გულის ფრიალი, გულის არითმიები (არარეგულარული გულისცემა), გულის გაჩერება, ოფლიანობა (ჭარბი ოფლიანობა), შფოთვა, აგზნება, კრუნჩხვები, მიდრიაზი (გუგის გაფართოება), გულისრევა, ღებინება, ციანოზი (კანის სიფერმკრთალე), ცხელება, ცირკულატორული შოკი, ფილტვების შეშუპება, რესპირატორული დარღვევები, მათ შორის, სუნთქვის უკმარისობა, ფსიქიკური დარღვევები, ლეთარგია, ძილიანობა, მიოზი (გუგის შეკუმშვა), ჰიპოთერმია, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება), უეცარი ჰიპოტენზია (არტერიული წნევის ვარდნა), სუნთქვის დათრგუნვა (ზედაპირული სუნთქვა), სუნთქვის გაჩერება და კომა.
მცირეწლოვანი ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან ტოქსიკურობის მიმართ, ვიდრე მოზრდილები.
ბავშვებში ოქსიმეტაზოლინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს: კრუნჩხვები, ბრადიკარდია, კომა ან სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპერტენზია, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ჰიპოტენზია.
თუ ეჭვი გაქვთ დოზის გადაჭარბებაზე ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან შხამების ცენტრს (ათენის შხამების ცენტრის ტელეფონის ნომერია: 210 7793777).
დექსამეტაზონი
დექსამეტაზონის ქრონიკულმა არასწორად გამოყენებამ და დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური ღერძის დათრგუნვა და ზრდის შეფერხება ბავშვებში.
შესაძლოა მიზანშეწონილად ჩაითვალოს სიმპტომური მკურნალობა.
თუ დაგავიწყდათ დექსარისის გამოყენება
თუ საჭიროა პრეპარატის რეგულარულად მიღება და გამოგრჩათ დოზა, ეს დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ გამორჩენილი დოზა და გააგრძელეთ გრაფიკი.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ განუვითარდება.
კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ რეკომენდებულზე მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს სისტემური სიმპტომები.
ჰორმონული პრობლემები: სხეულზე ზედმეტი თმის ზრდა (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე და განლევა, მეწამული სტრიები სხეულის კანზე, არტერიული წნევის მატება, არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია, ორგანიზმში ცილის და კალციუმის დონეების ცვლილება, შეშუპება და წონის მომატება სხეულსა და სახეზე (ე.წ. "კუშინგის სინდრომი") (იხილეთ პუნქტი 2, "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები").
აღინიშნა ზრდის შეფერხება ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ინტრანაზალურ სტეროიდებს.
ასევე დაფიქსირდა აქტიური ინგრედიენტების გამოყენებით გამოწვეული შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- ჰიპერმგრძნობელობა (რეაქციების განვითარება, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება ან კანის მხრივ რეაქციები), შენიღბული ინფექცია (ყურის, ცხვირსა და ხორხის შენიღბული ადგილობრივი ინფექციის ნიშნები);
- კორტიზოლის მაღალი დონე (რაც მიუთითებს ჰიპერკორტიზოლემიაზე);
- ჰალუცინაციები, უძილობა, მოუსვენრობა (ძირითადად ბავშვებში);
- თავის ტკივილი, ძილიანობა, სედაცია, თავბრუსხვევა, დისგევზია;
- თვალშიდა წნევის მომატება, კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა), მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა;
- გულის პათოლოგიური რითმი (არითმიები), გულის ფრიალი, სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია);
- ცხვირის ძგიდის პერფორაცია და დაწყლულება, ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის შეშუპება, ცხვირში დისკომფორტი, წვისა და სიმშრალის შეგრძნება ცხვირის ან ლოყის ლორწოვანში, სურდო, ცემინება, ყელის გაღიზიანება;
- კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში);
- გულისრევა;
- გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ოფლის სეკრეციის მომატება (ჰიპერჰიდროზი);
- დაღლილობა;
- არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია) .
გახანგრძლივებულმა ან გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეგუბება (რიკოშეტული ფენომენი), ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება, მედიკამენტოზური რინიტი ან ცხვირის ლორწოვანის ატროფია (იხ. პუნქტი "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები").
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
რაიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ, ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით: „მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაცია“.
მესოგეიონის გამზირი # 284,
GR-15562 ჰოლარგოსი, ათენი
ტელ: + 30 213 2040380/337
ფაქსი: + 30 210 6549585
ვებსაიტი: http://www.eof.gr
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
5. დექსარისის შენახვის წესი
შეინახეთ 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ არავითარი მედიკამენტები კანალიზაციის ან საყოფაცხოვრებო ნაგავის საშუალებით. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
დექსარისის შემცველობა
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონის იზონიკოტინატი (0.2028 მგ/მლ) და ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი (0,5 მგ/მლ).
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის კარმელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი/ჰიდროქლორის მჟავა, დისტილირებული წყალი.
დექსარისის გარეგნული იერსახე დაშეფუთვის შიგთავსი
15 მლ ქარვისფერი მინის ფლაკონი აღჭურვილია დოზირების ტუმბოთი, რომელიც აწვდის 300 50 მკლ დოზას.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
„გალენიკა ს.ა.“ (Galenica S.A.)
ელეფტერიასის ქ. #4,
14564 კიფისია, საბერძნეთი
მწარმოებელი
„ვან ფარმა ს.ა.“ (One Pharma S.A.)
ათენი-ლამიას ეროვნული გზის 60-ე კმ, 32009
შიმატარი, ვიოტია
საბერძნეთი