უნიფლექს-დუალი #3ა

56401
მარაგშია
59.46 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგლუკოკორტიკოსტეროიდები ჯენერიკიDexamethasonum+phenylbutazon+cyanoc+Lido გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
59.46 

უნიფლექს-დუალი

 

გენერიული დასახელება:

Dexamethasone, Phenylbutazone, Cyanocobalamin

გამოშვების ფორმა:

საინიექციო ხსნარი. ორმაგი ამპულები #3.

შემადგენლობა:

ამპულა „A”  შეიცავს:

დექსამეტაზონი - 3,32 მგ,

ფენილბუტაზონი - 375,0 მგ,

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 4,00 მგ,

ნატრიუმის ჰიდროქსიდი - 49,08 მგ,

ნატრიუმის ძმარმჟავა სალიცილამიდი - 150,0 მგ,

საინიექციო წყალი - 1675,92 მგ.

 ამპულა  „ B”   შეიცავს:

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) - 2,50 მგ,

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 2,0 მგ,

საინიექციო წყალი - 996,5 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატია. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ანალგეზური და რევმატიზმის საწინააღმდეგო მოქმედება.

დექსამეტაზონი – გლუკოკორტიკოსტეროიდი, ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ფენილბუტაზონი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზური და სიცხის დამწევი მოქმედება, იწვევს ურიკოზულ ეფექტს.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) –ააქტიურებს ნუკლეინის მჟავების სინთეზს.

ნატრიუმის ძმარმჟავა სალიცილამიდი ახდენს ანალგეზურ მოქმედებას, ზრდის პრეპარატის ხსნადობის ეფექტს.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – საშუალებას იძლევა ინიექცია გაკეთდეს უმტკივნეულოდ.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის კუნთებში შეყვანის შემდეგ დექსამეტაზონი სწრაფად აბსორბირდება. ფენილბუტაზონს აქვს პლაზმის ცილებთან დაკავშირების მაღალი ხარისხი, მეტაბოლური დაშლა ხდება ნელა, რაც უზრუნველყოფს ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივ პერიოდს.

დექსამეტაზონი და ფენილბუტაზონი აღწევენ პლაცენტაში და გამოიყოფიან დედის რძესთან ერთად.

ჩვენებები:

მწვავე დაავადებების ხანმოკლე მკურნალობა:

  • სახსრების სინდრომი რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის, პოდაგრის დროს.
  • ნევრიტი, ნევრალგია, რადიკულიტი (მათ შორის ხერხემლის რეგენერაციული დაავადების დროს) და სხვა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება 1 ინიექცია დღე-ღამეში ყოველ დღეს ან ყოველ მეორე დღეს, არა უმეტეს კვირაში 3 ინიექციისა. მკურნალობის განმეორებითი კურსების ჩატარების დროს ინტერვალი მათ შორის უნდა იყოს არა ნაკლებ 2 კვირისა. ინიექციას აკეთებენ ღრმად კუნთებში, ნელა. პაციენტი უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შპრიცით იღებენ ჯერ „A” ხსნარს, ხოლო შემდეგ „ B”    ხსნარს. ხსნარის ტემპერატურა ახლოს უნდა იყოს სხეულის ტემპერატურასთან.

გვერდითი მოვლენები:

თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, იშვიათად - ფსიქოზი, მხედველობის, სმენისა და მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, ორთოსტატიკური კოლაპსი, ლეიკოპენია, თრომბოემბოლია, სასუნთქი გზების შევიწროება, ანურია, იშვიათად - ლოკალური ტკივილი ინიექციის არეში, მიკოზი, ციებ-ცხელება.

უკუჩვენება:

მწვავე გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; გლაუკომა; შეგრენის სინდრომი; წითელი მგლურა; პანკრეატიტი; ქრონიკული ართრიტი; ბაქტერიული ინფექციები; თრომბოემბოლია. ორსულობა და ლაქტაცია. ბავშვები 14 წლამდე, ხანდაზმული ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს თირკმელების ფუნქციის დარღვევით, შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, ეპილეფსიით, ფსიქიური დაავადებებით, ბრონქიალური ასთმით, ქრონიკული ბაქტერიული ინფექციებით, არტერიული ჰიპერტენზიით ან ჰიპოტენზიით, თრომბოემბოლიით.

მკურნალობის კურსის დაწყების წინ საჭიროა პაციენტის საგულდაგულოდ შემოწმება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების გამორიცხვის მიზნით.

აუცილებელია ინიექციები გაკეთდეს ღრმად, სხვადასხვა ადგილზე და სტერილურ პირობებში.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არტერიული ჰიპოტენზია, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა, ბრადიკარდია, თავის ტვინისა და ფილტვების შეშუპება, ლეიკოპენია, აპლასტიური ანემია, გულის უკმარისობა, კრუნჩხვები, კომა.

მკურნალობა: ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და სხვა სარეანიმაციო ღონისძიებები; ჩვენების მიხედვით კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ: ვენაში დიაზეპამის შეყვანა); ჰემოდიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ანოდინ-დუალის ერთდროულად მიღებისას:

სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან, არაპირდაპირი მოქმედების კოაგულანტებთან და ჰეპარინთან, სულფინპირაზონთან იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი.

 ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ან ინსულინთან შესაძლოა ჰიპერ- ან ჰიპოგლიკემია.

ფენითიონთან შესაძლოა გაიზარდოს უკანასკნელის ტოქსიკურობა.

გულის გლიკოზიდებთან შესაძლოა დეგიტალიზაციის შენელება ან აჩქარება.

ჰიპოტენზურ საშუალებებთან ქვეითდება უკანასკნელების მოქმედება.

დიურეტიკებთან შესაძლოა დიურეზის შემცირება, ჰიპო- ან ჰიპერკალიემიის განვითარება.

ანაბოლური სტეროიდები აძლიერებენ ანოდინ-დუალის მოქმედებას. ანოდინ–დუალი აძლიერებს ბარბიტურატების საძილე მოქმედებას.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
მთაწმინდა
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ისანი
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 24
პუშკინის ქ.#162
მარაგშია
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 23
მაზნიაშვილისN68/ჭავჭავაძისN18
მარაგშია
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
მარაგშია
კახეთი
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
ჩუღურეთი
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ქვემო ქართლი
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია