ედოლოქსი 60მგ #28ტ

128454
მარაგშია
29.05 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიEtoricoxibum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
29.05 

ედოლოქსი 60მგ 28 ტაბლეტი

1.ედოლოქსი და მისი გამოყენება 

ედოლოქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ეტორიკოქსიბს. ედოლოქსი მიეკუთვნება ე.წ. სელექციური COX-2 (ციკლოოქსიგენაზა-2) ინჰიბიტორ მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ მედიკამენტებს (NSAID).

გამოყენება
– ედოლოქსი ამცირებს სახსრებისა და კუნთების ტკივილსა და შეშუპებას (ანთებას) 16 წლის და ზემოთ ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი და პოდაგრა;
– ედოლოქსი, ასევე, გამოიყენება ხანმოკლე მკურნლობის სახით სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ ზომიერი ტკივილის დროს 16 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში.

ოსტეოართრიტი

ოსტეოართრიტი სახსრების დაავადებაა. ის იწვევს ძვლების დამაბოლოებელი ხრტილების თანდათანობით დაშლას, რაც თავის მხრივ იწვევს შეშუპებას (ანთებას), ტკივილს, დაჭიმულობას, გაშეშებას და მოძრაობის შეზღუდვას.

რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი სახსრების ხანგრძლივი ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს ტკივილს, გაშეშებას, შეშუპებას და დაზიანებული სახსრების მოძრაობის თანდათანობით შეზღუდვას. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების ანთება.

პოდაგრა

პოდაგრა დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების ანთების უეცარ, რეციდიულ შეტევებს. შეტევებს თან ახლავს ძლიერი ტკივილი და სიწითლე, რაც გამოწვეულია სახსრებში მინერალების კრისტალების დაგროვებით. 

მაანკილოზებელი სპონდილიტი

მაანკილოზებელი სპონდილიტი ხერხემლისა და მსხვილი სახსრების ანთებითი დავადებაა.

2.     ედოლოქსის მიღებამდე პაციენტისათვის საჭირო ინფორმაცია

დაუშვებელია ედოლოქსის მიღება:
•    თუ პაციენტი ალერგიულია ეტორიკოქსიბის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
•    თუ პაციენტი ალერგიულია ანტიანთებითი  არასტეოროიდული მედიკამენტების, მათ შორის, აცეტილსალიცილის მჟავის და ციკლოქოსიგენაზა-2-ის (COX-2) ინჰიბიტორების, მიმართ (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები, პარაგრაფი 4);
•    თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის რეციდიული წყლული ან სისხლდენა;
•    თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება;
•    თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე დაავადება;
•    თუ პაციენტი არის ან შეიძლება იყოს ფეხმძიმედ ან ძუძუთი კვების დროს (იხ. “ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა);
•    თუ პაციენტი 16 წელზე ნაკლები ასაკისაა;
•    თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების ანთებითი დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან კოლიტი;
•    თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მკურნალობით (საჭიროა ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია, სათანადოდ არის თუ არა გაკონტროლებული არტერიული წნევა);
•    თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის დაავადებები, მათ შორის გულის უკმარისობა (საშუალო ან მძიმე ხარისხის), სტენოკარდია (მკერდის არეში ტკივილი);
•    თუ პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, გაკეთებული აქვს აორტო-კორონარული შუნტირება, აღენიშნება პერიფერიული არტერიული დაავადება (ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევა არტერიების შევიწროების ან ბლოკირების გამო);
•    თუ პაციენტს გადატანილი აქვს ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის ჰემორაგიული ან ტრანზიტორული იშეიმიური ინსულტი);
ეტორიკოქსიბმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკი, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გულის პრობლემების ან ინსულტის ანამნეზის შემთხვევაში.

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მას ეხება.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ედოლოქსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
•    თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლულის ან სისხლდენის ანამნეზი;
•    თუ პაციენტს აღენიშნება დეჰიდრატაცია, მაგ.: გახანგრძლივებული ღებინება ან დიარეა;
•    თუ პაციენტს აღენიშნება შეშუპება სითხის შეკავების გამო;
•    თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადება;
•    თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა. ედოლოქსმა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, განსაკუთრებით, მაღალი დოზებით მიღებისას და ექიმმა პერიოდულად შეიძლება შეამოწმოს არტერიული წნევა;
•    თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები;
•    თუ პაციენტი მკურნალობს ინფექციის გამო, ედოლოქსმა შეიძლება შენიღბოს ცხელება, რომელიც წარმოადგენს ინფექციის ნიშანს;
•    თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან მწეველია – ამ მდგომარეობებმა შეიძლება გაზარდოს გულის დაავადებების რისკი;
•    თუ პაციენტი ცდილობს დაფეხმძიმებას;
•    თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა.

ედოლოქსის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ზემოთ ჩამოთვლილი მას ეხება თუ არა, რადგან მედიკამენტის მიღება შეიძლება არ იყოს რეკომენდებული.

ედოლოქსი თანაბრად ეფექტურია, როგორც ასაკოვან, ისე ახალგაზრდა პაციენტებში. თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა, ექიმმა შეიძლება გამოკვლევა ჩაუტაროს მას. 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები და მოზარდები

მედიკამენტი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ედოლოქსის მიღება სხვა მედიკამენტებთან 
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
 
განსაკუთრებით, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს. ედოლოქსით მკურნალობის დაწყებისას შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი, რათა შემოწმდეს მიღებული მედიკამენტების ეფექტურობა. ეს მედიკამენტებია:
•    სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები), როგორიცაა მაგ.: ვარფარინი;
•    რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);
•    მეტოტრექსატი (მედიკამენტი, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას და ხშირად გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს);
•    ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად);
•    ლითიუმი;
•    აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ, მაგ.: ენალაპრილი და რამიპრილი, ლოსარტანი და ვალსარტანი;
•    დიურეტიკები;
•    დიგოქსინი (გამოყენება გულის უკმარისობისა და არითმიის დროს);
•    მინოქსიდილი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს);
•    სალბუტამოლის ტაბლეტები ან შიგნით მისაღები ხსნარი (ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტები);
•    პერორალური კონტრაცეპტივები (ამ კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი);
•    ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ამ კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი);
•    აცეტილსალიცილის მჟავა, კუჭის წყლულების რისკი უფრო მაღალია, თუ ედოლოქსის მიღება ხდება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად.
–   აცეტილსალიცილის მჟავა გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის პრევენციისათვის:
ედოლოქსის მიღება შეიძლება აცეტილსალიცილის მჟავის დაბალ დოზებთან ერთად. თუ პაციენტი იღებს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზებით მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის პრევენციისათვის, არ უნდა შეწყდეს მისი მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
–    აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტები: დაუშვებელია მაღალი დოზებით აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მიღება ამ მედიკამენტთან ერთად.

ედოლოქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ედოლოქსის ეფექტი შეიძლება უფრო სწრაფად დადგეს, თუ მისი მიღება მოხდება საკვებთან ერთად.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობა
დაუშვებელია ედოლოქსის მიღება ფეხმძიმობის დროს. ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში დაუშვებელია ამ ტაბლეტების მიღება. ფეხმძიმობის დადგომისას, უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება და საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ან თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექითან კონსულტაცია.

ძუძუთი კვება
არ არის ცნობილი ედოლოქსი აღწევს თუ არა დედის რძეში. ედოლოქსის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის მეძუძური დედა ან გეგმავს ძუძუთი კვებას. ედოლოქსის მკურნალობისას დაუშვებელია ძუძუთი კვება.

რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ედოლოქსი არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ფეხმძიმობას.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

თავბრუსხვევა და ძილიანობა აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში მედიკამენტის მიღებისას. დაუშვებელია ავტომობილის მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან ძილიანობა.
დაუშვებელია სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან ძილიანობა.

ედოლოქსი შეიცავს ნატრიუმს

მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.

3. ედოლოქსის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. 

დაუშვებელია მდგომარეობის მიხედვით რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება. დროდადრო ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს მკურნალობის სქემას. მნიშვნელოვანია მოხდეს უმცირესი დოზის მიღება, რომელიც საკმარისია ტკივილის გასაკონტროლებლად და არ უნდა გაგრძელდეს ედოლოქსის მიღება საჭიროზე მეტად, რადგან გახანგრძლივებული და განსაკუთრებით, მაღალი დოზებით მკურნალობის დროს შეიძლება გაიზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკი.

ხელმისაწვდომია სამკურნალო პროდუქტის სხვადასხვა დოზები და დაავადების მიხედვით ექიმი დანიშნავს შესაბამისი დოზის ტაბლეტს.

რეკომენდებული დოზებია:
ოსტეოართრიტი
რეკომენდებული დოზაა 30 მგ ერთხელ დღეში, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 60 მგ-მდე ერთხელ დღეში საჭიროების მიხედვით.

რევმატოიდული ართრიტი
რეკომენდებული დოზაა 60 მგ ერთხელ დღეში, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 90 მგ-მდე ერთხელ დღეში საჭიროების მიხედვით.

მაანკილოზებელი სპონდილიტი
რეკომენდებული დოზაა 60 მგ ერთხელ დღეში, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 90 მგ-მდე ერთხელ დღეში საჭიროების მიხედვით.

მწვავე ტკივილის მკურნალობა
ეტორიკოქსიბი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მწვავე ტკივილის დროს.

პოდაგრა
რეკომენდებული დოზაა 120 მგ ერთხელ დღეში, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მწვავე ტკივილის დროს. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 8 დღე.

სტომატოლოგიური პოსტოპერაციული ტკივილი
რეკომენდებული დოზაა 90 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 3 დღე.

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
•    თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის სუსტი დაზიანება, არ არის რეკომენდებული 60 მგ-ზე მეტის მიღება დღეში;
•    თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის საშუალო ხარისხის დაავადება, არ არის რეკომენდებული 30 მგ-ზე მეტის მიღება დღეში.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
ედოლოქსის ტაბლეტები არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ხანდაზმულები
არ არის საჭირო დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში. როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას.

მიღების მეთოდი
ედოლოქსი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტები მიიღება ერთხელ დღეში. ედოლოქსის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.

ედოლოქსის დოზის გადაჭარბებისას

დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებულზე მეტი ტაბლეტების მიღება. ედოლოქსის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ედოლოქსის დოზის გამოტოვებისას

მნიშვნელოვანია ედოლოქსის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. დოზის გამოტოვებისას, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მომდევნო დღეს ჩვეული სქემით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ედოლოქსის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა (იხ. პარაგრაფი 2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ედოლოქსის მიღებამდე)
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას:

•    ქოშინი, ტკივილი მკერდის არეში ან კოჭების შეშუპება, ან მათი გაუარესება;
•    კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე) – ღვიძლის პრობლემების ნიშნები;
•    კუჭის ძლიერი ან ხანგრძლივი ტკივილი ან კუპრისფერი განავალი;
•    ალერგიული რეაქცია – მოიცავს კანის პრობლემებს, როგორიცაა წყლულების ან ბუშტუკების განვითარება სახეზე, ტუჩებზე, ენაზე ან ხახაზე, რომელმაც შეიძლება გამოივიოს სუნთქვის გაძნლება.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია მათი განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
არახშირი: აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
იშვიათი: აღინიშნება 1 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

ედოლოქსით მკურნალობის დროს აღინიშნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი: 
•    კუჭის ტკივილი.

ხშირი:
•    ალვეოლიტი (ანთება და ტკივილი კბილის ამოღების შემდეგ);
•    ფეხების და/ან ტერფების შეშუპება სითხის შეკავების გამო (შეშუპება);
•    თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
•    გულის ფრიალი (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), არარეგულარული გულის რითმი (არითმია);
•    მაღალი არტერიული წნევა;
•    ხმაურიანი სუნთქვა ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი);
•    ყაბზობა, მეტეორიზმი (ჭარბი აირები), გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), გულძმარვა, დიარეა, დისპეფსია და(ან) დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, საყლაპავის ანთება, კუჭის წყლული;
•    ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები სისხლის ანალიზებში;
•    სისხლჩაქცევები;
•    სისუსტე და დაღლილობა, გრიპის მსგავსი დაავადება.

არახშირი: 
•    გასტროენტერიტი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, რომელიც მოიცავს როგორც კუჭს, ისე წვრილ ნაწლავებს), ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები;
•    ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები (ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება);
•    ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია ჭინჭრის ციების ჩათვლით, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას);
•    მადის მომატება ან დაქვეითება, წონაში მომატება;
•    შფოთვა, დეპრესია, აზროვნების სიმახვილის დაქვეითება; მხედველობითი, სმენითი ჰალუცინაციები;
•    გემოს ცვლილება, უძილობა, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, ძილიანობა;
•    მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება და სიწითლე;
•    ყურებში ხმაური, ვერტიგო (ტრიალის შგრძნება უმოძრაობის დროსაც);
•    არითმია (წინაგულების ფიბრილაცია), ტაქიკარდია, გულის უკმარისობა, მოჭერის, ზეწოლის ან სიმძიმის შეგრნება მკერდის არეში (სტენოკარდია), მიოკარდიუმის ინფარქტი;
•    ალები, ინსულტი, მინი-ინსულტი (ტრანზიტორული იშემიური შეტევა), არტერიული წნევის მკვეთრი მომატება, სისხლძარღვების ანთება;
•    ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ცხვირიდან სისხლდენა;
•    ბოყინი, ნაწლავების მოქმედების ცვლილება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე და გამოიწვიოს სისხლდენა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პანკრეასის ანთება;
•    სახის შეშუპება, გამონაყარი კანზე ან ქავილი, კანის სიწითლე;
•    კუნთების სპაზმები, კუნთების ტკივილი ან გაშეშება;
•    სისხლში კალიუმის მაღალი დონე, თირკმლის ფუნქციის, სისხლის ან შარდის ანალიზების ცვლილებები, თირკმლის მძიმე პრობლემები;
•    ტკივილი მკერდის არეში.

იშვიათი:
•    ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებით, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას), ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას);
•    დეზორიენტაცია, მოუსვენრობა;
•    ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
•    ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში;
•    ღვიძლის უკმარისობა, კანის და/ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე);
•    კანის მძიმე რეაქციები.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელისათვის.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5.ედოლოქსის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეფუთვაზე აღნიშნული “EXP” მიუთითებს შენახვის ვადას, ხოლო “LOT” სერიის ნომერს.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს. ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

შემცველობა
აქტიური ნივთიერებაა ეტორიკოქსიბი.  აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 30 მგ, 60 მგ ან 90 მგ ეტორიკოქსიბს;
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: 
ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: 
ედოლოქსი 30 მგ, 60 მგ: პოლივინილის სპირტი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), გლიცერინის მონოსტეარინი, ინდიგოტინი ალუმინის ლაკი (E132), რკინის ყვითელი ოქსიდი E172, ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
ედოლოქსი 90 მგ: პოლივინილის სპირტი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), გლიცერინის მონოსტეარინი, ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

 

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#98ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
ტყვიავი
გორი, სოფ.ტყვიავი
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 179
წყნეთი, რუსთაველის#50
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
სამგორი
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის 1 შესახვევიN12
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N20
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
კახეთი
ახმეტა 1
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
ჩუმლაყი
გურჯაანის რ-ნი,სოფ.ჩუმლაყი
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 25
აღმაშენებლის N1
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
თერჯოლა 1
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა 2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ქვემო ქართლი
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი 1
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ოზურგეთი 5
ჭანტურიას ქ.N3
მარაგშია
ლანჩხუთი 3
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 173
დაბა კოჯორი,იუნკერთა ქ.31
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები