ადრიმიცინი10მგ ფხვ.#1ფლ

89376
მარაგშია
18.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკები ჯენერიკიDoxorubicinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული

ამ მედიკამენტის ონლაინ შეძენა არ არის შესაძლებელი.

  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
18.50 

ადრიმიცინი 10 მგ ლიოფილიზებული

საინექციო ფხვნილის შემცველი ფლაკონი

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 10 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს. რეკომენდირებული ფორმით აღდგენისას თითოეულ მლ-ზე  2 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი მიიღება.

დამხმარე ნივთიერებები: ფხვნილი:ლაქტოზის მონოჰიდრატი(წარმოებულია ძროხის რძისგან), მეთილის პარაბენი, გამხსნელი: საინექციო წყალი.

 

  1. 1.     ადრიმიცინის დახასიათება და გამოყენება

ადრიმიცინი მოქმედი ნივთიერების სახით დოქსორუბიცინის შემცველი,  უფერო მინის ფლაკონებში წარმოდგენილი ნარინჯისფერი-წითელი ფერის წამალია. გამოიყენება ქიმიოთერაპიისთვის (სიმსივნის მკურნალობა) და ციტოტოქსიკური (სიმსივნური უჯრედის გამანადგურებელ) წამლების სახელით ცნობილ ჯგუფში შედის. აღნიშნული წამალი იწვევს როგორც სიმსივნური უჯრედების, ასევე სიმსივნური უჯრედების მსგავსად აქტიურად ზრდადი უჯრედების ზრდის შენელებას ან  შეჩერებას და ამ უჯრედების სიკვდილის (განადგურების) ალბათობას ზრდის. ადრიმიცინით მკურნალობისას   ნორმალურ და ჯანმრთელ ქსოვილებთან შედარებით, უფრო მეტად ხდება სიმსივნური ქსოვილების სელექტიური (შერჩევითი) განადგურება. ადრიმიცინი გამოიყენება როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში.

  • ადრიმიცინი გამოიყენება როგორც მარტო (მონოთერაპიის სახით), ასევე სხვადასხვა სიმსივნეების  საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ერთად.  გამოყენების მეთოდი დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე.
  • ადრიმიცინი გამოიყენება ძუძუს, ფილტვების, შარდის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლის, საკვერცხეების სიმსივნის, ძვლის სარკომის და რბილ ქსოვილოვანი სარკომის, ჰოჩკინის და არა-ჰოჩკინის ლიმფომების, ნეირობლასტომის, ვილმსის სიმსივნის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, მწვავე მიელოიდური ლეიკემიის მსგავს სხვადასხვა ნეოპლაზიური (სიმსივნურ) დაავადებების სამკურნალოდ, უნდა ითქვას, რომ ადრიმიცინით მკურნალობის ფონზე დაფიქსირებულია სიმსისვნური პროცესის შეჩერება და მიღებულია დადებითი შედეგები. ადრიმიცინით მკურნლობა კარგ შედეგებს იძლევა, როგორც ტრანსურეთრალური რეზექციის (საშარდე გზებით შესვლა და ჩატარებული ქირურგიული ჩარევა) შემდეგ, ასევე სამკურნალო მიზნით ინტრავეზიკალური გზით შეყვანისას. ამ დროს შარდის ბუშტის ზედაპირული სიმსივნეების მკურნალობით დადებითი შედეგები მიიღება.

 

2.  ადრიმიცინის გამოყენებამდე  გასათვალისწინებელი ინფორმაცია

ადრიმიცინი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

  • თუ ადრიმიცინის ან  მისივე ჯგუფის მოქმედი ნივთიერებების  ან ინექციის ნივთიერებებიდან რომელიმეს  მიმართ  ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ.
  • თუ სისხლის უჯრედების რაოდენობის დაბალი მაჩვენებელია (რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს  ამ მაჩვენებელების უფრო მეტად დაცემა).
  • დოქსორუბიცინის და ფარმორუბიცინის, იდარუბიცინის, ეპირუბიცინის ან დანუორუბიცინის მსგავსი ქიმიოთერაპიული წამლებით მკურნალობა ადრე უკვე ჩატარებული აქვთ (რადგანაც, თუ ამ ჯგუფის წამლებით მკურნლობა უკვე ჩატარებული აქვთ, ამ წამლებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების რისკი მატულობს).
  • წარსულში გულის სერიოზული პრობლემების გქონდათ ან  ამასთან დაკავშირებით ამჟამად მკურნალობის პროცესში ხართ.
  • ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს.
  • გულის რითმის დარღვევების დროს.
  • საშარდე გზების ინფექციების დროს.
  • შარდის ბუშტის ჩირქოვანი ანთების დროს.
  • შარდში სისხლის არსებობისას.
  • შარდის ბუშტის სიმსივნეების დროს.

ადრიმიცინი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:

ამ წამლის გამოწერამდე ექიმი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით შეაფასებს. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები თქვენთან ვლინდება, ადრიმიცინის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ექიმს თქვენს შესახებ ინფორმაცია სრულად მიაწოდეთ.

  • თუ გულის ფუნქციების დარღვევა გაქვთ,
  • თუ  სისხლთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ (ჰემატოლოგიური ტოქსიურობა),
  • თუ ლეიკემიის წინა ფაზის შემცველი ან არ შემცველი სისხლის მეორადი სიმსივნე გაქვთ,
  • კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ,
  • ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ,
  • თუ ბოლო პერიოდში აცრა გაიკეთეთ ან აცრის გაკეთებას გეგმავთ.

თუ აღნიშნული გაფრთხილებები, თუნდაც წარსულის რომელიმე პერიოდში თქვენთან გამოვლინდა, აცნობეთ თქვენს ექიმს.

 

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ ამ წამალით თქვენ ან თქვენი მეუღლე მკურნალობთ, ორსულობისგან თავი დაიცავით. თუ სქესობრივად აქტიური ხართ,  სქესის მიუხედავად,  ორსულობის თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენეთ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი. თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, აცნობეთ თქვენს ექიმს. ამ წამლების ფონზე ორსულობისას შეიძლება ნაყოფის თანდაყოლილი მანკები გამოვლინდეს.

ამ წამლის გამოყენების დროს, ქალებში შეიძლება ნაყოფიერების (გამრავლების უნარის) დაკარგვა გამოვლინდეს. წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ დაფიქსირდა მენსტრუალური ციკლის და გამრავლების უნარის აღდგენა.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ძუძუთი კვებაზე ხართ, წამალი დედის რძეში გადავა და ბავშვზე მავნე ზემოქმედებას მოახდენს, ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ.

ძუძუთი კვების დროს ნებისმიერი წამლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

განსაკუთრებული ზომების მიღება საჭირო არ არის,  საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ თუ თავს გამოჯანმრთელებულად და კარგად გრძნობთ, ავტომობილისა და მექანიზმების მართვა  შეგიძლიათ. ამ თემასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.

ადრიმიცინის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

აღნიშნული პროდუქტი მეთილ პარაბენს შეიცავს, ამ მდგომარეობამ ალერგიული რეაქციების (დიდი ალბათობით დაყოვნებული ტიპის) და გამონაკლისის სახით, ბრონქოსპაზმის განვითარებაც შეიძლება გამოიწვიოს.

 

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ან  ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს. აცნობეთ თქვენს ექიმს თუ  ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდნ რომელიმეს ღებულობთ:

  • ციკლოსპორინი: ადრიმიცინის ეფექტი შეიძლება უფრო მეტად გააძლიეროს.
  • კალციუმის არხების ბლოკერები: გულის სამკურნალო წამლები.
  • სორაფენიბი: გამოიყენება ისეთი ღვიძლის სიმსივნის და პროგრესირებადი თირკმლის სიმსივნეების სამკურნალოდ, რომლის დროსაც ოპერაცია ვერ კეთდება.

სხვა ქიმიოთერაპიული წამლები:

თუ ადრიმიცინის გამოყენებამდე ან ადრიმიცინთან პარალელურ რეჟიმში მაღალი დოზით ქიმიოთერაპიული წამლები უკვე მიღებული გაქვთ, გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა უფრო მეტია. ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ქიმითერაპიული წამლის გვერდითი ეფექტების ალაგების მიზნით თქვენ დრო მოგეცემათ. ამ დროს მკურნალობის პროცესში და მკურნალობის შემდეგ თქვენი ექიმის დაკვირვების ქვეშ იქნებით.

თუ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ან  ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

 

3. ადრიმიცინის გამოყენების წესი

თუ მკურნალობისთვის ადრიმიცინი დაგენიშნათ, ამ პროცესს განახორციელებს  მხოლოდ ქიმიოთერაპიული პროცედურის გაკეთებაში გამოცდილი ექიმები ან/და  ექთნები.

მიღების გზა და მეთოდი

აღნიშნულ წამალს ვენური გზით, წვეთოვანით (ინფუზიით) ექიმი ან ექთანი  გაგიკეთებთ. დოზის რაოდენობას და მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი მდგომარეობის შესაბამისად შეარჩევს.

დოზა წონის, სიმაღლის და მდგომარეობის გათვალისწინებით გამოითვლება. ექიმი სიმაღლის და წონის მაჩვენებლების საშუალებით განსაზღვრავს  სხეულის ზედაპირის ფართს და ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით  გამოითვლება დოზა.

ზოგჯერ მკურნალობისთვის ერთი კურსი საკმარისია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ექიმი  ერთ, ორ  ან ოთხ კვირაში დამატებითი კურსის ჩატარების რეკომენდაციას მოგცემთ. სანამ  დაავადება  კონტროლს არ დაექვემდებარება და თავს უკეთესად არ იგრძნობთ, შეიძლება მკურნალობის რამდენიმე კურსი დაგჭირდეთ.

ადრიმიცინის ორალური (პირის) გზით მიღება არაეფექტურია, ასევე ინტრამუსკულარულად და ინტრათეკალურადაც არ კეთდება. ადრიმიცინი ინტრავენური  ან კათეტერის საშუალებით ტოპიკალურად ინტრავეზიკალურად შეიყვანება. უფრო კარგი ტოლერანტობისთვის და ხსნარის მიღებისთვის პრეპარატი ფიზიოლგიურ ხსნარში იხსნება.

ადრიმიცინი ფიზიოლოგიურ ხსნარში სრულად  და სწრაფად იხსნება. ინტრავენური გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ნემსი ვენაში სწორადაა ჩასმული, შემდეგ ფიზიოლოგიური ხსნარის შემცველი ინტრავენური ინფუზიის ნაკრების საშუალებით 5-10 წუთის განმავლობაში  გადაუსხით. ეს ტექნიკა სერიოზული ცელულიტის ან  ნეკროზის, ასევე თრომბოზის ან პერივენური ექსტრავაზაციის საშიშროებას შეამცირებს. წვრილ სისხლძარღვებში ინექციამ ან  ერთსა და იგივე ვენაში ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ვენური სკლეროზი. აღნიშნული ტექნიკა წამლის გაჟონვის საშიშროებას ამცირებს და  გამოყენების შემდეგაც ვენის გამორეცხვის საშუალებას იძლევა.

ინტრავეზიკალური მკურნალობისთვის რეკომენდირებულია წამლის შემდეგი დოზით შეყვანა: 1მგ/მლ-ზე.

თუ ფიქრობთ, რომ ადრიმიცინის  ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

რეგულარული საკონტროლო გამოკვლევები, რომელიც ადრიმიცინის ხსნარით მკურნალობის პროცესში ექიმის კონტროლით უნდა გაკეთდეს:

მკურნალობის პროცესში ექიმის რეკომენდაციით ქვემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევები რეგულარულად  უნდა გაკეთდეს:

  • სისხლი:  საჭიროა სისხლის უჯრედების რაოდენობის განსაზღვრა, თუ რაოდენობრივი მაჩვენებელი დაბალია, საჭიროებს მკურნალობას.
  • გულის ფუნქციები: ადრიმიცინის მაღალი დოზით მიცემისას, შეიძლება გულის დაზიანება განვითარდეს.

აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ გამოავლინოთ, ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში საჭიროა გულის ფუნქციების რეგულარული გამოკვლევა.

  • ღვიძლი: სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევით ექიმი დაადგენს ამ წამლის ღვიძლის ფუნქციებზე მავნე ზემოქმედების საკითხს.
  • სისხლში შარდმჟავას დონე:  ადრიმიცინმა  შეიძლება სისხლში შარდმჟავას დონე მოამატოს, აღნიშნულმა მდგომარეობამ კი შეიძლება პოდაგრა გამოიწვიოს. თუ სისხლში შარდმჟავას დონე ძალიან მაღალია, შეიძლება სხვა წამალი დაგიმატოთ.

 

თუ ადრიმიცინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ

მაღალი დოზებით ადრიმიცინის მიღებამ  შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გვერდითი ეფეტები: პირის ღრუში იარების გაჩენა ან  სისხლის თეთრი უჯრედების (ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი) და თრომბოციტების (სისხლის შედედებაში მონაწილე) რაოდენობის შემცირება. ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ანტიბიოტიკოთერაპია  ან სისხლის ტრანსფუზია დაგჭირდეთ. პირის ღრუს წყლულების მორჩენისთვის კი მკურნალობა იქნება საჭირო. 

თუ ადრიმიცინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

 

თუ ადრიმიცინის  მიღება დაგავიწყდათ

დავიწყებული დოზის  აღდგენისთვის   ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა წამლის,  ადრიმიცინის  გამოყენების დროსაც შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან ხშირი: 10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

ხშირი: 10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ  100 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან  შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად ხშირი: 100 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, ადრიმიცინის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ და  თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს (ემერჯენსის) განყოფილებას მიმართეთ.

ძალიან გავრცელებული:

  • ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება) - დაღლილობას და სისუსტის შეგრძნებას განაპირობებს.
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის (ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი) დაცემა და ინფექციის ალბათობის რისკის გაზრდით სხეულის ტემპერატურის მომატებას განაპირობებს.
  • თრომბიციტების (სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედები) დაზიანებისას შეიძლება გამოვლინდეს სისხლჩაქცევები  დალურჯებით და სისხლდენა. ასეთ მდგომარებაში საჭიროა შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღება. მკურნალობის პროცესში ექიმი სისხლის მაჩვენებლებს რეგულარულად გააკონტროლებს.
  • ადრიმიცინმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ტვინის უჯრედების წარმოქმნის (სისხლწარმოქმნის) დათრგუნვა.

უცნობი:

  • თავბრუსხვევა, ტემპერატურის მომატების შეგრძნება, მკერდში ან ყელში მოჭერის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა, ქავილი, გამონაყარი. ამ სახის ალერგიული რეაქციები შეიძლება ძალიან სერიოზული ფორმით გამოვლინდეს.

ყველა ზემოთ აღნიშნული წარმოადგენს ძალიან სერიოზულ გვერდით ეფექტებს.

ამ დროს საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან საავადმყოფოში დაწოლა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფოს განყოფილებას. ასეთი მოვლენებია:

 

ძალიან გავრცელებული:

  • ღვიძლის ენზიმების (სისხლის ანალიზით  გამოვლინებისას) მომატების დონე განსაზღვრავს წამლის ღვიძლზე არანორმალური ზემოქმედების არსებობის საკითხს.
  • არანორმალური ეკგ (გულის ელექტრული დაკვირვება) შედეგები.
  • თმის ცვენა, რომელიც გავრცელებულია და საკმაოდ ძლიერი შეიძლება იყოს. მამაკაცებში წვერის ზრდა შეიძლება შეჩერდეს. მკურნალობის კურსის დასრულებისას, თმა ნორმალურ ზრდას დაუბრუნდება.
  • შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა, ღებინება), დიარეა. თუ ღებინება ძალიან ძლიერია, შეიძლება ანტიემეტური წამლების დანიშვნა.

გავრცელებული:

  • სუნთქვის გაძნელება და კოჭების შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია გულის უკმარისობასთან.
  • კონიუქტივიტი (ძირითადად განაპირობებს თვალის სიწითლეს და მომატებულ ცრემლიანობას).
  • ადრიმიცინით მკურნალობისას ასევე შეიძლება გამოვლინდეს: კანზე გამონაყარი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ფეხებსა და ხელის გულებში დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება. კანის და ფრჩხილების ფერი ნორმასთან შედრებით უფრო მუქი ფერისაა.

უცნობი:

  • შარდის ფერის გაწითლება (ნორმალურია და წამლის ფერთან არის დაკაშირებული). თუ რამდენიმე დღის შემდეგ არ გადაივლის და იფიქრებთ, რომ შარდში სისხლია,  აცნობეთ ექიმს. თუ აღნიშნული ნიშნები თქვენთან გამოვლინდება, აცნობეთ თქვენს ექიმს.
  • შეიძლება შეამჩნიოთ გულისცემის, პულსის არანორმალური გახშირება. ზოგიერთ შემთხვევებში, წამლის მიღების დასრულებიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ შეამჩნევთ, რომ გულის პრობლემა გაქვთ.
  • სისხლძარღვების ჩირქოვანი ანთება, თრომბით სისხლძარღვის დახშობა (თრომბოემბოლია), შეხურების შეგრძნება.
  • ადრიმიცინის მკურნალობის პერიოდში ქალებში შეიძლება უშვილობა გამოვლინდეს, შეიძლება მენსტრუალური ციკლის შეჩერებაც აღინიშნოს, თუმცა აღნიშნული პრობლემები მკურნალობის დასრულებისას აღდგება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადრეული მენოპაუზის განვითარება განაპირობოს.

ადრიმიცინის მკურნალობის პერიოდის განმავლობაში მამაკაცებში შეიძლება გამოვლინდეს სპერმის რაოდენობის შემცირება, თუმცა აღნიშნული პრობლემა მკურნალობის დასრულების შემდეგ აღდგება.  ქალებმა და მამაკაცებმა, რომლებიც ადრიმიცინს ღებულობენ, აუცილებლად ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.

  • ცრემლის  ჭარბი სეკრეცია და რქოვანას ჩირქოვანი ანთება.
  • უმადობა, სითხის დაკარგვა და შარდში შარდმჟავას მომატება.
  • კანზე მზის სხივების მომატებული მავნე ზემოქმედება.
  • მკურნალობიდან 3-10 დღის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს პირის ღრუს იარები და წყლულები, კუჭის მჟავიანობის მომატება, ნაწლავების გაღიზიანება ან სისხლდენა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი  სერიოზული გვერითი ეფექტებია და შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

 

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ან არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  ან ფარმაცევტს.  ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ  აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr   ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში  დაკლიკებით ან დარეკეთ  ტელეფონის ნომერზე: 0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს  ცენტრს (TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის  მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ან არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს  ანდა ფარმაცევტს.

 

5. ადრიმიცინის  შენახვა

ადრიმიცინი შეინახეთ ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში.

ფლაკონის გახსნის შემდეგ შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში, მაცივარში (2-80 C  შორის) 48 საათი შეიძლება შენახვა.

მომზადების შემდეგ თუ ხსნარი შემღვრეულია, ფარმაცევტი წამალს უსაფრთხოდ გაანადგურებს.

კოლოფზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის  შემდეგ  ადრიმიცინი  არ გამოიყენოთ.

ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამედიცინო პროდუქციის მოხმარების შემდეგ დაცლილი შიგა შეფუთვების ნარჩენები ,,საშიში ნარჩენების’’ ყუთში  ინახება, ნარჩენების მართვა 2/4/2015  დათარიღებული და  29314-ე ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ნარჩენების მეთოდების მართვის  შესაბამისად ხორციელდება.

ვადაგასული  ან  გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

 

ლიცენზიის მფლობელი

ს.ს. საბა ილაჩ სან ვე თიჯ

ტელ: 0212 692 92 20; ფაქსი: 0212 697 70 85;

ელ.ფოსტა: [email protected];

 

წარმოების ადგილი

ს.ს. დევა ჰოლდინგი. ქაფქლი/თექირდაღი

ქართეფე/ქოჯაელი

გამხსნელის წარმოების ადგილი: ს.ს. დევა ჰოლდინგი. ქაფქლი/თექირდაღი

ქართეფე/ქოჯაელი

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია  სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც განახორციელებს წამლის ინფუზიას

ადრიმიცინის ორალური გზით მიღება ეფექტური არ არის. ინტრამუსკულარულად და ინტრათეკალურადაც არ კეთდება. ადრიმიცინი ინტრავენური  ან კათეტერის საშუალებით ტოპიკალურად ინტრავეზიკალურად შეიყვანება. უფრო კარგი ტოლერანტობისთვის და ხსნარის მიღებისთვის სასურველია ფლაკონის ფიზიოლგიურ ხსნარში გახსნა. ადრიმიცინი ფიზიოლოგიურ ხსნარში სრულად  და სწრაფად იხსნება. ინტრავენური გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ნემსი ვენაში სწორადაა ჩასმული, შემდეგ ფიზიოლოგიური ხსნარის შემცველი ინტრავენური ინფუზიის ნაკრების საშუალებით 5-10 წუთის განმავლობაში  გადაუსხით. ეს ტექნიკა სერიოზული ცელულიტის ანდა  ნეკროზის, ასევე თრომბოზის ან პერივენური ექსტრავაზაციის საშიშროებას შეამცირებს. წვრილ სისხლძარღვებში ინექცია ან  ერთსა და იგივე ვენაში ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ვენური სკლეროზი. აღნიშნული ტექნიკა წამლის გაჟონვის საშიშროებას ამცირებს და  გამოყენების შემდეგაც ვენის გამორეცხვის საშუალებას იძლევა.

ინტრავეზიკალური მკურნალობისთვის რეკომენდირებულია წამლის შემდეგი დოზით შეყვანა: 1მგ/მლ-ზე კონცენტრაციით.

შეინახება  <250 C ოთახის ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას.

ფლაკონის გახსნის შემდეგ შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში, მაცივარში (2-80C  შორის) 48 საათი შეიძლება შენახვა.

PAP CKY1163KT-03

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

 

 

 

                                                                                          

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
კახეთი
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
შიდა ქართლი
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები