მულტიჯინ ფლორა პლუსი 50მლ+5აპლ
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი
შემადგენლობა
ძირითადი კომპონენტები
2QR-კომპლექსი*, პრებიოტიკები (ლაქტიტოლი და ფრუქტო-ოლიგოსაქარიდი (FOS)).
*მიღებულია ალოეს (Aloe barbadensis) ფოთლის ექსტრაქტისგან.
გამოყენება
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი გამოირჩევა დადებითი მოქმედებით ვაგინალური კანდიდოზის დროს. კერძოდ, მისი გამოყენების სარგებელია:
– ქავილის, გაღიზიანების და ხაჭოსებრი თეთრი გამონადენის ალაგება;
– შეიცავს პრებიოტიკებს;
– გააჩნია საშოსთვის იდეალური pH;
– დაფუძნებულია ნატურალურ ინგრედიენტებზე.
ჩვენებები
ქალებში ხშირია ვაგინალურ გამონადენთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომები. მულტი-ჯინ ფლორა პლიუსიძალიან ეფექტურია შემდეგი პრობლემების დროს: ვაგინალური გამონადენი და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი, როგორიცაა ქავილი, გაღიზიანება და ხაჭოსებრი თეთრი გამონადენი.
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი არ წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალო და საპრევენციო საშუალებას.
მოქმედების მექანიზმი
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებსა და
2QR-კომპლექსზე პრებიოტიკებთან კომბინაციაში. 2QR-კომპლექსი მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი ინგრედიენტია, რომელსაც გააჩნია უნიკალური უნარი, საშოს ლორწოვანი გარსიდან აალაგოს მავნე ბაქტერიები და კანდიდას სოკოები. პრებიოტიკები ხელს უწყობს "კარგ" ლაქტობაქტერიებს ოპტიმალური ვაგინალური ფლორის აღსადგენად. ამ უნიკალური კომბინაცის წყალობით მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი იდეალურია ვაგინალური კანდიდოზის და მასთან დაკავშირებული სიმპტომების ასალაგებლად.
გამოყენების ინსტრუქცია
ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ გამოიყენეთ 1 ცალი ერთჯერადი ტუბი ძილის წინ, ზედიზედ 5 დღე. თუ ჩივილები გრძელდება ან მეორდება, უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის გამოყენება არ შეიძლება ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი არ შეიცავს ჰორმონებს, ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს ან სუნის მიმცემ დანამატებს.
ინფორმაცია ალერგიის შესახებ
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის კომპონენტების მიმართ ალერგია ძალიან იშვიათია. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მცირე რაოდენობა დატესტეთ წინამხრის შიდა ზედაპირზე. თუ ქავილი, წითელი ლაქა ან გამონაყარი გაჩნდება, თავი უნდა შეიკავოთ მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის გამოყენებისგან.
გვერდითი მოვლენები
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსს საშოსთვის ოპტიმალური მჟავიანობა (დაბალი pH) გააჩნია. ამან შეიძლება შეამციროს სპერმის აქტივობა, რომელიც არის ტუტე (მაღალი pH). ამის გამო, თუკი ორსულობას გეგმავთ, მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის გამოყენება ოვულაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითება
გამოყენების შემდეგ თუ იგრძნობთ წვის ან/და ჩხვლეტის შეგრძნებას – არ ინერვიულოთ, ეს ნორმალურია და სწრაფად გაივლის.
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან არ არის ცნობილი.
ორსულობა და ლაქტაცია
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის და ძუძუთი კვების დროს უკუჩვენების შესახებ არ არის ცნობილი.
გამოყენების შესაძლებლობა განიხილეთ ექიმთან.
გამოყენება პრეზერვატივთან და პესართან
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის ეფექტი პესარზე და პრეზერვატივზე უცნობია.
გამოყენება ტამპონთან და ვაგინალურ შხაპთან ერთად
რეკომენდებული არ არის მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის ერთდროულად გამოყენება
ტამპონთან და ვაგინალურ შხაპთან. მათი გავლენით შესაძლოა მოშორდეს მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის გარკვეული ნაწილი საშოდან და ამით შეამცირდეს პროდუქტის ეფექტი.
შენახვის პირობები
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი შეინახეთ 10-25˚C-მდე ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურა).
შეინახეთ მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ზოგადი ინფორმაცია
ჯანმრთელ საშოში წარმოადგენილია სხვადასხვა ბაქტერიების ერთობლიობა – ვაგინალური ფლორა. როდესაც საშოს ბუნებრივი გარემო ან pH დარღვეულია, შეიძლება განვითარდეს მავნე ბაქტერიები და მიკრობები. ამ ბალანსის დარღვევის შესამჩნევ სიმპტომს ხშირად წარმოადგენს ვაგინალური გამონადენი. ყველაზე გავრცელებულია მავნე ბაქტერიების რაოდენობის ჭარბი ზრდა, რომელიც ცნობილია როგორც ბაქტერიული ვაგინოზი (B.V.) და ვაგინალური კანდიდოზი (Candida). ბაქტერიულ ვაგინოზს უმეტესად თან ახლავს თევზის სუნი, ხოლო ვაგინალურ კანდიდოზს – ქავილი, წვის შეგრძნება და ხაჭოსებრი თეთრი გამონადენი. ორივე მდგომარეობა ადვილად განკურნებადია და შესაძლებელია უმოკლეს დროში ნორმალური მდგომარეობის აღდგენა.
გამოყენების წესი
მულტი-ჯინ ფლორა პლიუსი პრებიოტიკური ვაგინალური გელია, რომელიც გამოიყენება პირდაპირ საშოში. თითოეული ტუბი ერთჯერადი აპლიკაციისთვის არის გათვალისწინებული.
ქვემოთ მოყვანილ ნახატებზე ნაჩვენებია ერთჯერადი დოზირების ტუბის გამოყენების წესი. ჰიგიენური მოტივის გამო, გამოყენების შემდეგ მილი გადააგდეთ.
1. შეანჯღრიეთ ტუბის შიგთავსი მილის წვერისკენ.
2. გატეხეთ მილის წვერი მისი გადაწევით.
3. აპლიკატორის (მილის) თხელი ბოლო ნაზად მოათავსეთ საშოში.
4. ნაზად გამოწურეთ ტუბს, რომ გელი საშოში მოხვდეს.
5. ტუბის გამოწურვა განაგრძეთ მის გამოღებამდე.
შენიშვნა
ტუბის დიზაინი შექმნილია რეკომენდებული რაოდენობის გელის გამოსაყენებლად. ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას, გელის მცირე რაოდენობა ტუბში რჩება.
რაიმე სერიოზული ინციდენტის შემთხვევაში, აცნობეთ მწარმოებელს
და სახელმწიფოს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს, საცხოვრებლის მიხედვით.
განადგურების წესი
ამ პროდუქტის გადაგდება შესაძლებელია საერთო საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. მეტი ინფორმაციისთვის ასევე იხილეთ ადგილობრივი რეგულაციები.
გამოშვების ფორმა
ერთჯერადი აპლიკატორი N5.
მწარმოებელი
BioClin BV, Blaak 555, 3011 GB
როტერდამი, ნიდერლანდები.