რესპენზიმო 100მლ სიროფი
რესპენზიმო
პედიატრიული სიროფი
შემადგენლობა
ბრომელაინი Bromelain |
100mg
|
რუტოზიდი Rutoside |
15მგ |
მულეინი (ქერიფქლა) Verbascum thapsus |
80მგ |
ცოცხანა Verbena officinalis L |
160მგ |
აფრიკული გერანის ფესვი Pelargonium sidoides DC |
120მგ |
ანწლის ექსტრაქტი Elderberry sambucus |
100მგ |
თუთია Zinc |
5მგ |
პროდუქტის დახასიათება
რესპენზიმო ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატია, რომელიც წარმოადგენს სამკურნალო მცენარეების მიერ წარმოებულ ნივთიერებების ნაკრებს და გააჩნია იმუნო მოდულატორული, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სეკრეტოლიზური თვისებები. იგი სასუნთქ სისტემას იცავს პათოგენური ბაქტერიების და ვირუსების შეტევებისგან, ამცირებს ოქსიდაციური სტრესის უარყოფით ეფექტებს, უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალებისგან ეფექტურ დაცვას; ბლოკავს ვირუსის შეღწევას უჯრედში, ხელს უშლის მის შემდგომ რეპროდუქციას; ანტივირუსულ მოქმედებას ავლენს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ; აძლიერებს პათოგენური მიკროორგანიზმების დაშლას იმუნური სისტემის უჯრედების მიერ; ინარჩუნებს პარანაზალური სინუსების ნორმალურ ფუნქციურ მდგომარეობას; უზრუნველყოფს პარანაზალური სინუსების დრენაჟის და ვენტილაციის აღდგენას; ხელს უწყობს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის მუშაობის ნორმალიზებას; გააჩნია პროტეოლიზური აქტივობის ფართო სპექტრი.
საკვებ დანამატში გამოყენებული თითეული კომპონენტი მიიღება მხოლოდ ბუნებრივი გზით; პროდუქტის წამოებისას გამოყენებული არ არის მავნე ქიმიურ გამხსნელები, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს მისი ყველა უნიკალური თვისება და საბოლოო პროდუქტის სისუფთავის მაღალი ხარისხი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბრომელაინი – პროტეოლიზური ფერმენტია, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო აქტივობა. იგი ამცირებს ქსოვილოვან შეშუპებას და გამოიყენება ბრონქიალური ხის, ოროფარინგეალური და რინოსინუსური ლორწოვანი გარსის დეკონგესტატად მწვავე კატარალური ანთებების, მწვავე ბრონქიტის დროს.
ხელს უწყობს ადგილობრივი ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას.
რუტოზიდი – P- ვიტამინის აქტივობა გააჩნია. მას აქვს ანგიოპროტექტორული მოქმედება, ამცირებს შეშუპებას და ანთებას,ახდენს კაპილარების გამტარობის ნორმალიზებას, აძლიერებს სისხლძარღვთა კედელს.
მულეინი (ქერიფქლა, ასევე უწოდებენ იაკობის კვერთხს) – გამოიყენება რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ, ეფექტურად ხსნის ბრონქული შეგუბებით გამოწვეულ გამაღიზიანებელ ხველას, მშრალ სპაზმურ ხველას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება ლორწოვან გარსზე; ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო თვისება, რომელიც განპირობებულია მცენარის შემადგენელი ირიდოიდული გლიკოზიდებით და ფლავონოიდებით.
ცოცხანას – გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანალგეზიური, მსუბუქი ანქსიოლიზური, სედაციური მოქმედება.
ანწლის ექსტრაქტი – ძლიერი ანტივირუსული მოქმედება აქვს, განსაკუთრებით გრიპის ვირუსების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. იგი ჰემაგლუტინის დათრგუნვას და შესაბამისად, ვირუსის რეაპლიკაცის შეფერხებას იწვევს; განაპირობებს მაკროფაგების აქტივობის მოდულირებას და ეფექტურია სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ; მნიშვნელოვნად ამცირებს ცხელების ეპიზოდებს.
აფრიკული გერანის ფესვი – ახასიათებს სეკრეტოლიზური თვისებები, ხელს უწყობს პარანაზალური სინუსების ნორმალური ფუნქციური მდგომარეობის შენარჩუნებას, ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის მუშაობის ნორმალიზებას, პარანაზალური სინუსების დრენაჟისა და ვენტილაციის აღდგენას.
თუთია – ხელს უწყობს რესპირატორული ინფექციების სიმპტომების მართვას და დაავადების ხანგრძლივობის შემცირებას.თავის მხრივ, თუთია ცნობილია თავისი ძირითადი როლით იმუნიტეტის, ანთების, ქსოვილების დაზიანებისა და ჰიპოქსის რეგულაციაში; აქტუალურია რესპირატორული დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში.
გამოყენების ჩვენება
- რესპირატორული სისტემის ვირუსული ინფექციები;
- ანტივირუსული, იმუნომოდულატორი.
დოზირება
ბავშვებში 1 დან-3 წლამდე – 2,5 მლ 1-2-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-დან-10 წლამდე – 5მლ 2-ჯერ დღეში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.
ვარგისია შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე.
შეფუთვა
ფლაკონი 100 მლ.
არ შეიცავს ალერგენებს, გლუტეინს, ლაქტოზას, საღებავებს.
მწარმოებელი
Strada delle Seriole, 41/43 - 47894 Chiesanuova (RSM)
PHARMALUCE S.r.l. იტალია.
www.pharmaluce.com - [email protected]
იმპორტირებულია საქართველოში IM PLUS PHARMA-ს მიერ