პოლიტენზა 5მგ/5მგ/25მგ #30კ

137755
მარაგშია
16.27 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიკალციბლოკატორები ჯენერიკიRamipril,Amlodipin,Hydroclorthiazide გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
16.27 

პოლიტენზა

შემადგენლობა

პოლიტენზა 2.5 მგ/5 მგ/12.5 მგ მყარი კაფსულა

ერთი კაფსულის შემცველობაა 2.5 მგ რამიპრილი, 5 მგ ამლოდიპინი (6.934 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.

პოლიტენზა 5 მგ/5 მგ/12.5 მგ მყარი კაფსულა

ერთი კაფსულის შემცველობაა 5 მგ რამიპრილი, 5 მგ ამლოდიპინი (6.934 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.

პოლიტენზა 5 მგ/5 მგ/25 მგ მყარი კაფსულა

ერთი კაფსულის შემცველობაა 5 მგ რამიპრილი, 5 მგ ამლოდიპინი (6.934 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.

პოლიტენზა 5 მგ/10 მგ/25 მგ მყარი კაფსულაa

ერთი კაფსულის შემცველობაა 5 მგ რამიპრილი, 10 მგ ამლოდიპინი (13.868 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.

პოლიტენზა 10 მგ/5 მგ/25 მგ მყარი კაფსულა

ერთი კაფსულის შემცველობაა 10 მგ რამიპრილი, 5 მგ ამლოდიპინი (6.934 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.

პოლიტენზა 10 მგ/10 მგ/25 მგ მყარი კაფსულა

ერთი კაფსულის შემცველობაა 10 მგ რამიპრილი, 10 მგ ამლოდიპინი (13.868 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.

დამხმარე ნივთიერებები

კაფსული შემადგენლობა: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი,  პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპიA), ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

კაფსულის გარსი (2.5 მგ/5 მგ/12.5 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

 კაფსულის გარსი (5 მგ/5 მგ/25 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

 კაფსულის გარსი (5 მგ/10 მგ/25 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

 კაფსულის გარსი (10 მგ/5 მგ/25 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

კაფსულის გარსი (10 მგ/10 მგ/25 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

კაფსულის გარსი (5 მგ/5 მგ/12.5 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

გამოყენება

პოლიტენზა შეიცავს სამ აქტიური ნივთიერებას - რამიპრილი, ამლოდიპინი და ჰიდროქლორთიაზიდი.

რამიპრილი მიეკუთვნება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ჯგუფს.

რამიპრილის მოქმედება:

–         ამცირებს  ორგანიზმში იმ ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის წნევის მომატება;

–         ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს;

–         აძლიერებს გულის მუშაობას, რათა სრულფასოვნად მომარაგოს ორგანიზმი სისხლით.

ამლოდიპინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ე. .წ  კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს.

ამლოდიპინის მოქმედება:

–         ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც სისხლს აძლევს საშუალებას მარტივად იმოძრაოს სისხლძარღვებში.

ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენებს  ე.წ. „თიაზიდური დიურეტიკების“ ჯგუფს.

ჰიდროქლორთიაზიდის მოქმედება:

–          აძლიერებს შარდის დენას , რითაც ამცირებს სისხლის წნევას.

პოლიტენზას დანიშვნა შეიძლება ზრდასრულ პაციენტებში სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, რომლებიც ერთდროულად, იმავე დოზით, იღებენ აღნიშნულ პრეპარატებს ინდივიდუალურად, რაც კომბინირებულ პრეპარატშია, და ადექვატური მოქმედება ვლინდება როგორც კომბინაციაში, ასევე ცალ-ცალკე.

უკუჩვენებები

პოლიტენზას გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

–         ალერგია რამიპრილის, ამლოდიპინის ან ჰიდროქლორთაიზიდის, კალციუმის ანტაგონისტების,  აგფ ინჰიბიორების ან სულფონამიდის წარმოებულების მიმართ, ასევე პრეპარატ პოლიტენზას ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პრეპარატის შემადგენლობაში;

–         აორტის სარქვლის სერიოზული შევიწროვება, რომელიც ხელს უშლის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადინებას (მძიმე ხარისხის აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი, რომლის დროსაც გულს არ შეუძლია მოამარაგოს ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სისხლით;

–         წარსულში გამოვლენილი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), რომლის ნიშნებია ქავილი, ალერგიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებზე და კისერზე. ყელის და ენის შეშუპება, შეშუპებები თვალების და ტუჩების გარშემო, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება;

–         მანამდე და მიმდინარე პერიოდში პრეპარატ საკუბიტრილ/ვალსარტანით მკურნალობა, რომელიც მოზრდილებში გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ, – რადგან იზრდება ანგიონერვოზული შეშუპების (კანქვეშა შეშუპება ყელის მიდამოში) რისკი;

–          დიალიზის, ან სისხლის ფილტრაციის ნებისმიერი სხვა მეთოდისას, პრეპარატ პოლიტენზას მიღება, გამოყენებული აპარატურიდან ან მემბრანების სახეობიდან გამომდინარე, შესაძლოა არ იყოს რეკომენდებული;

–          თირკმლის მწვავე პრობლემები;

–          ღვიძლის უკმარისობა;

–          სისხლში  მარილების (კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი) რაოდენობრივი შემცველობა თუ არ შეესაბამება ნორმის მაჩვენებელს;

–          თირკმლების დაავადება, როცა შემცირებულია სისხლით თირკმლების მომარაგება (თირკმლის არტერიის სტენოზი);

–          არტერიული წნევის დაბალი ან არასტაბილური მაჩვენებელი – ამ შემთხვევაში მკურნალობას გადაწყვეტს  მკურნალი ექიმი;

–         ორსულობის ბოლო 6 თვე (იხ. „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

–         არტერიული წნევის ძალიან დაბალი ან არასტაბილური მაჩვენებელი;

–          გულის უკმარისობა მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ;

–          დიაბეტი ან თირკმლის დისფუნქცია და არტერიული წნევის შემცირების მიზნით ალისკირენით მკურნალობის დანიშნულება.

პრეპარატი პოლიტენზა უკუნაჩვენებია პაციენტისთვის, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთიმდგომარეობა მაინც ეხება.   პრეპარატ პოლიტენზა მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია  მკურნალ ექიმთან.

გაფრთხილებებიდასიფრთხილისზომები

პრეპარატ პოლიტენზას მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია  მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ  მკურნალ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

–         ხანდაზმული ასაკი, პრეპარატის დოზის გაზრდის აუცილებლობა;

–         გულის, ღვიძლის, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

–         მკვეთრად მაღალი  არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი);

–         წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა (სითხის და მარილების დაკარგვა ღებინების, ფაღარათის, მომატებული ოფლიანობის, ან შარდმდენი პრეპარატების მიღების გამო, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ასევე დაბალ-მარილიან დიეტაზე ყოფნისას, ან დიალიზის ჩატარებისას).;

–         ძუძუთი კვება;

–         ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად (დესენსიბილიზაცია) კურსის ჩატარების საჭიროებისას;

–         ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღების საჭიროებისას, მაგალითად, ქირურგიული ან სტომატოლოგიური ოპერაციის დაგეგმვისას. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს წინასწარ, დანიშნულ პროცედურამდე ერთი დღით ადრე, პრეპარატ პოლიტენზას მიღების შეწყვეტა. რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია;

–         სისხლში კალიუმის მომატებული დონე (ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე);

–         პრეპარატებით მკურნალობით ან  დაავადებით გამოწვეული სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება. ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს სისხლის ლაბორატორიული ანალიზის რეგულარული ჩატარება, სისხლში ნატრიუმის დონის შემოწმების მიზნით, განსაკუთრებით, ხანდაზმულებში.

–         ქვემოთ  ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმე მათგანით მკურნალობა, როგორიცაა:

რაცეკადოტრილი – დიარეის სამკურნალო პრეპარატი;

ტრანსპლანტაციის შემდგომი და სიმსივნის სამკურნალო იმუნოდეპრესანტები (მაგ.  ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი);

ვილდაგლიპტინი – დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი;

მოცემული პრეპარატების გავლენით იზრდება ანგიონევროზული შეშუპების რისკი.

–         სისხლძარღვთა კოლაგენოზი, მაგ. სკლეროდერმია, ან სისტემური წითელი მგლურა;

–         დაქვეითებული მხედველობა და ტკივილი თვალებში, შესაძლოა ეს იყოს თვალის ვასკულარულ ფენაში სითხის დაგროვების ნიშანი  (ქოროიდული ეფუზია) - განსაკუთრებით თუ არის გლაუკომის განვითარების  რისკი ან  ალერგია პენიცილინის და სულფანილამიდების შემცველ პრეპარატებზე.

–         ფოტომგრძნობელობის რეაქციის გამოვლენისას უნდა შეწყდეს პოლიზინის მიღება;

–         დიაბეტი, შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის ცვლილება;

– ნებისმიერი ქვემოთ მითითებული, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატით მკურნალობა, როგორიცაა

 ანგიოტენზინი II რეცეპტორების ბლოკატორები, ე.წ. სარტანები, მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი, განსაკუთრებით თირკმლის დაავადებისას, რაც უკავშირდება დიაბეტს; ალისკირენი;

–         კანის კიბო ან მკურნალობის პერიოდში განვითარებული  კანის მოულოდნელი დაზიანებები.

ჰიდროქლორთიაზიდით, განსაკუთრებულად ხანგრძლივი დროით და მაღალი დოზებით მკურნალობის დროს, პოლიტენზა შესაძლოა  კანისა და ტუჩების ზოგიერთი ტიპის  სიმსივნის  (არამელანომური კანის კიბო) განვითარების რისკის გაზრდის მიზეზი გახდეს.  პრეპარატ პოლიტენზას მიღების პერიოდში მოერიდეთ მზის სხივებსა და ულტრაიისფერ გამოსხივებას.

 მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციური მაჩვენებლების, არტერიული წნევისა და სისხლში ელექტროლიტების დონის რეგულარული მონიტირინგი ( მაგ. კალიუმი) სისხლში.

 მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ქვეთავში “არ გამოიყენოთ პრეპარატი პოლიტენზა შემდეგ სიტუაციებში”.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ორსულობის პირველ ტრიმესტრში რეკომენდებული არ არის პოლიტენზას მიღება. ორსულობის 3 თვის შემდეგ პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. “ორსულობა და ძუძუთი კვება“).

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ პოლიტენზას გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან პაციენტთა ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პოლიტენზა

აცნობეთ  მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ, პერიოდულად იღებდით, ან გეგმავთ მიღებას. ეს შეეხება როგორც ურეცეპტოდ გასაცემ, ისე მცენარეული წარმოშობის პრეპარატებს.  

პოლიტენზამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თვით პრეპარატ პოლიტენზას მოქმედებაზე.

მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს პრეპარატის დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები.

პოლიტენზას ეფექტურობა შესაძლოა დაქვეითდეს შემდეგი პრეპარატების გავლენით:

–                    სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად (მაგ., ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ), როგორიცაა იბუპროფენი, ან ინდომეტაცინი, ასევე ასპირინი);

–                    სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაქვეითებული არტერიული წნევის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ასევე შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის დროს, მაგალითად როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი და ადრენალინი. მკურნალმა ექიმმა უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა;

–                    რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის  სამკურნალოდ);

–                    კრაზანას ბალახი (Hypericum perforatum) (დეპრესიის მკურნალობა მცენარეული საშულებებით);

გვერდითიმოვლენებისგანვითარებისრისკიშესაძლებელიაგაზარდოპოლიტენზასგამოყენებისას, ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:

–                    სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად (მაგ.ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ), როგორიცაა იბუპროფენი, ან ინდომეტაცინი, ასევე ასპირინი);

–                    სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ინიშნება ონკოლოგიური დაავადებებისას (ქიმიოთერაპიის კურსის გავლისას);

–                    სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებს ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს მოცილების რექციას, როგორიცაა ციკლოსპორინი;

–                    სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიძლება სისხლში კალიუმის დონეს აქვეითებდეს. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდი, ამფოტერიცინი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ACTH) (პაციენტის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად).

–                    დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები) მაგალითად, როგორიც არის ფუროსემიდი;

–                    დესმოპრესინი;

–                    სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი;

–                    კალიუმის პრეპარატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი დიურეტიკები და სხვა პრეპარატები, რომლებიც შესაძლოა იწვევდეს სისხლში კალიუმის დონის მომატებას (მაგ., ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი – ბექტერიული ინფექციის სამკურნალოდ)

–                    ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტები, რომლებიც გამოიყენება გადანარეგილი ორგანოების იმუნური მოცილების რეაქციის შესამცირებლად); ასევე ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას;

–                    საგულე და ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები;

–                    კალციუმის შემცველი საკვები დანამატები;

–                    ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას შემცველობის შესამცირებლად);

–                    პროკაინამიდი (პრეპარატი გულის ნორმალური რითმის შესანარჩუნებლად);

–                    ქოლესტირამინი (სისხლში ლიპიდების დონის დასაქვეითებელი საშუალება);

–                    კარბამაზეპინი, ოქსაკარბაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები);

–                    კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს ინფექციების სამკურნალო საშუალებები);

–                    ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები);

–                    რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში);

–                    ვერაპამილი, დილთაიზემი (გულის ზოგიერთი დაავადების და მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატები);

–                    დანტროლინი (სხეულის ტემპერატურის მძიმე დარღვევების სამკურნალო საინფუზიო საშუალება);

–                    ტემსიროლიმუსი (ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ);

–                    სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გადანერგილი ორგანოების უარყოფის თავიდან ასაცილებელი პრეპარატები);

–                    ვილდაგლიპტინი (მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ);

–                    რაცეკადოტრილი (დიარეის საწინააღმდეგო საშუალება);

–                    ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის საკონტროლო პრეპარატი ორგანოების გადანერგვისას);

–                    სხვა პრეპარატები რომლებიც ამცირებს სისხლის წნევას, მაგალითად ტიპი 5-ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები (ერექციული დისფუნციისთვის), ნიტრატები, ალფა-ბლოკატორები (გამოიყენება ურულოგიაში გლუვი კუნთების  მოსადუნებლად პროსტატასა და ურეთრაში), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ნეიროლეპტიკები;

–                    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკაზე მოქმედი პრეპარატები, მაგ. ანტიქოლინერგული საშუალებები.

პოლიტენზამშესაძლოაგავლენამოახდინოსდაშეცვალოსშემდეგი პრეპარატების მოქმედება:

–                    დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ინსულინი და ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები. პოლიტენზას გავლენით შესაძლოა შეამცირდეს სისხლში შაქრის დონე. პრეპარატ პოლიტენზას მიღებისას, საჭიროა სისხლში შაქრის დონის მუდმივიკონტროლი.

–                    ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატი). პოლიტენზას მოქმედებით შეიძლება გაიზარდოს ლითიუმის დონე სისხლში. მკურნალმა ექიმმა მუდმივად უნდა აკონტროლოს სისხლში ლითიუმის დონე.

–                    სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) ამლოდიპინი ზრდის სიმვასტატინის დონეს.  ექიმმა უნდა შეამციროს სიმვასტატინის დოზა, თუ პაციენტი იღებს პოლიტენზას.

–                    ქინინი (მალარიის საწინააღმდეგო საშუალება);

–                    პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იოდს, ამ ტიპის პრეპარატების საჭიროება იქმნება ჰოსპიტალში რენტგენის და სხვა ტიპის აპარატურული გამოკვლევების დროს;

–                    პენიცილინი (ინფექციის სამკურნალო საშუალება);

–                    სისხლის გამათხელებელი ორალური საშუალებები (ორალური ანტიკოაგულანტები), მაგალითად როგორიც არის ვარფარინი;

 

პრეპარატ პოლიტენზას მიღების დაწყებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

პრეპარატის მიღებამდე  რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

-          თუ პაციენტს უწევს პარათირეოიდული ფუნქციის შემოწმება. რამიპრილ/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციამ შეიძლება შეცვალოს ტესტის შედეგი.

-          სპორტსმენების შემთხვევაში, დოპინგის ტესტის ჩატარების საჭიროებისას, რამიპრილ/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციამ შეიძლება ცრუ დადებითი შედეგი აჩვენოს.

პოლიტენზა საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან

პრეპარატ პოლიტენზას მიღება შეიძლება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ პოლიტენზას, რადგან მათი გავლენით შეიძლება მოხდეს პრეპარატის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერების - ამლოდიპინის დონის ზრდა სისხლში, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის არაპროგნოზირებადი დაცემა.

პოლიტენზათი მკურნალობის პერიოდში სპირტიანი სასმელების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სუსტი თავის ტკივილი.

პრეპარატ პოლიტენზათი მკურნალობის დროს, სპირტიანი სასმელის დასაშვები რაოდენობით მიღების  საკითხი პაციენტმა უნდა განიხილოს მკურნალ ექიმთან, ვინაიდან ალკოჰოლის გამოყენება სისხლის წნევის დამწევ საშუალებებთან ერთად აძლიერებს სედაციურ ეფექტს.

ორსულობა, ძუძუთიკვებადაფერტილობა

თუ პაციენტი ორსული ან მეძუძურია, ან სავარაუდოდ ორსულადაა, ან გეგმავს ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე  რეკომენდებულია კონსულტაცია  მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს თუ არის ორსულად ან ვარაუდობს, რომ არის ორსულად.

პოლიტენზა მიღება დაუშვებელია ორსულობის პირველი 12 კვირის მანძილზე.

ორსულობის მე-13 კვირიდან პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების სერიოზული დარღვევები.

თუ პრეპარატ პოლიტენზათი მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, საწიროა დაუყოვნებლივი კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

შესაბამის ალტერნატიულ მკურნალობაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაგეგმილ ორსულობამდე.

ძუძუთიკვება

პრეპარატი პოლიტენზა არ მიიღება ძუძუთი კვების დროს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ფერტილობა

ამ ეტაპზე, არ არის საკმარისი მონაცემები ფერტილობაზე პრეპარატის  პოტენციური ზეგავლენის შესახებ.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატ პოლიტენზამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პოლიტენზას მიღების დროს პაციენტი გრძნობს სისუსტეს, თავბრუსხვევას, და დაღლილობას, ან თავის ტკივილს, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან, და აცნობოს ექიმს.

ნატრიუმის შემცველობა

პრეპარატის თითოეულ კაფსულაში არის 1 მმოლზე  (23 მგ) ნაკლები ნატრიუმი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

მიღებისწესი

პრეპარატი პოლიტენზა მიიღება მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად.  შეკითხვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა არის ექიმის მიერ შერჩეული შემცველობის 1 კაფსულა, დღეში ერთხელ.

პრეპარატის ეფექტის შესაბამისად ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.

პრეპარატის მაქსიმალურ დოზას წარმოადგენს 1 კაფსულა 10 მგ/10მგ/ 25 მგ კომბინაცია, დღეში ერთხელ.

პრეპარატი მიიღება პერორალურად, დროის ერთი და იგივე მონაკვეთში, ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

კაფსულა მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად.

არ უნდა მოხდეს კაფსულის გასრისა ან დაღეჭვა.

პოლიტენზას მიღება არ შეიძლება  გრეიფრუტის წვენთან ერთად.

გამოყენება ღვიძლის და თირკმლის დაავადებებისას

ღვიძლის და თირკმლების დაავადებებისას, პრეპარატის დოზირება შეიძლება შეიცვალოს. 

გამოყენება ხანდაზმულ აციენტებში

მკურნალი ექიმის მიერ ხდებათ საწყისი დოზის შემცირება და მკურნალობის რეჟიმის უფრო ნელა დაკორექტირება.

ძალიან ხანდაზმულ და დაუძლურებულ პაციენტებში პრეპარატ პოლიტენზას დანიშვნა არ არის რეკომენდებული.

პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატ პოლიტენზას დანიშვნა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

დოზის გადაჭარბება

კაფსულების დანიშნულზე მეტი რაოდენობის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი, ან საშიში დაცემა. შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ან სისუსტე. ძალიან მძიმე შემთხვევებში არტერიული წნევის დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. ამ დროს ადამიანი კარგავს გონებას, ხოლო კანი ხდება ცივი და წებოვანი. პრეპარატ პოლიტენზას დანიშულზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. საავადმყოფოში მისასვლელად პაციენტი თავად არ უნდა დაჯდეს  მანქანის საჭესთან, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სხვა პირს უნდა სთხოვოს ან ტელეფონით გამოიძახოს სასწრაფო დახმარების მანქანა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს წამალი შეფუთვით, რათა ექიმმა ზუსტად გაიგოს რა მიიღო.

დოზის გამოტოვება

თუ პაციენტს დააავიწყდა კაფსულის დროულად მიღება, უნდა გამოტოვოს დავიწყებული დოზა მთლიანად; პრეპარატის შემდეგი დოზა კი მიიღოს ჩვეულ დროს. დაუშვებელია გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება.

პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ამ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობას. პაციენტის ინიციატივით პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს დაავადების სიპტომების პროვოცირება.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ პოლიტენზას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს –  შესაძლ საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება შემდეგი სიმპტომების შემთხვევებში:

-          სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რასაც თან ახლავს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს პრეპარატ პოლიტენზას ალერგიული რეაქციის მძიმე ნიშნები.

-          კანის მწვავე რეაქციები, გამონაყარის, პირის ღრუს წყლულების, მანამდე  არსებული კანის დაავადების გამწვავების, შეწითლების, ბუშტუკების წარმოქმნის ან კანის აშრევების (მაგ.,  სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ან მულტიფორმული ერითემა) ჩათვლით.

 

დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, შემდეგი სიმპტომების შემთხვევებში:

-          გულის რითმის გახშირება, არათანაბარი, ან გაძლიერებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), ტკივილი გულ-მკერდში, შებოჭილობა გულმკერდში ან უფრო სერიოზული დარღვევები, მათ შორის, ინფარქტი და ინსულტი;

-          ქოშინი ან ხველა. ეს შეიძლება იყოს სუნთქვის ფუნქციის დარღვევა;

-          კანზე სისხლჩაქცევების ხშირი განვითარება, ჩვეულებრივთან შედარებით გახანგრძლივებული სისხლდენების, ასევე სისხლდენების ნებისმიერი სხვა ნიშნების (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან) განვითარება, კანზე იისფერი ლაქების წარმოქმნა, ან ჩვეულებრივზე უფრო ხშირი ავადობა ინფექციური დაავადებებით, ყელის ტკივილი და ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, გულის წასვლა, თავბრუსხვევა, ან კანის სიფერმკრთალე. ეს შესაძლოა იყოს სისხლის მიმოქცევის სისტემის ან ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევის ნიშანი;

-          ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც შეიძლება ვრცელდებოდეს წელის არეზე. ეს სიმპტომი შეიძლება იყოს პანკრეატიტის მიზეზი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება);

-          ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს ღვიძლის დაავადების შედეგი, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ან ღვიძლის ქსოვილის დაზიანება.

სხვა გვერდითი ეფექტები:

მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან ნებისმიერი ძლიერდება, ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში:

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (რეგისტრირდება ³1პაციენტში10 -დან)

-          შეშუპება;

-          ჰიპოკალიემია;

-          ჰიპერლიპიპდემია.

ხშირი გვერდითი ეფექტები (რეგისტრირდება £1პაციენტში10 -დან)

- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში), დაღლილობის შეგრძნება;

- გაძლიერებული გულისცემა (თქვენს მიერ თქვენი გულისცემის შეგრძნება);

-  ტერფების შეშუპება;

-  ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), განსაკუთრებით, უეცარი ადგომისას ან მწოლიარე მდგომარეობიდან წამოჯდომისას (ორთოსტატიკული დაბალი წნევა); წამოწითლება სახეზე;

-   არაპროდუქტიული გაძნელებული ხველა, ცხვირის სინუსების ანთება (სინუსიტი), ბრონქიტი, ქოშინი;

-  მუცლის ტკივილი, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ანთება, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსიის ჩათვლით), გულისრევა ან ღებინება;  ნაწლავური ფუნქციის შეცვლა (მათ შორის დიარეა და ყაბზობა), მადის დაკარგვა (ანორექსია), სპაზმი.

-   კანზე გამონაყარი ბუშტუკების წარმოქმნით, ან მათ გარეშე; ჭინჭრის ციება.

-   ტკივილი გულ-მკერდის არეში;

-   კრუნჩხვები, ან კუნთების ტკივილი (მიალგია);

- სისხლში მაგნიუმისა და ნატრიუმის დონის შემცირება;

- სისუსტე და უძლურად ყოფნა (ასთენია);

- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);

- სისხლში შარდმჟავას და კალიუმის დონის მომატება;

- იმპოტენცია;

- მხედველობის დარღვევა (მათ შორის  გაორება მხედველობა).

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფეტები: (რეგისტრირდება £1 პაციენტში 100-დან)

- კანის, ლორწოვანი გარსის და მიმდებარე ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება/კვინკეს შეშუპება; ძალიან იშვიათ, გამონაკლის შემთხვევაში ანგიონევროზუ­ლი შეშუპების შედეგად სასუნთქი გზების ობსტრუქციას შეიძლება ჰქონდეს ფატალუ­რი გამოსავალი);

- შეშუპებული კიდურები (პერიფერიული შეშუპება; ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ორგანიზმში ჩვეულებრივზე ჭარბად ხდება წყალის რაოდენობის შეკავება);

- ნაწლავის შეშუპება (წვრილი ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება);

- გუნება-განწყობის ცვლილება, დეპრესია, შფოთვა, ნერვიულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა (უძილობა);

- ყურებში ხმაური (ტინიტუსი);

- ცემინება/ცხვირის გამონადენი (რინიტი), ცხვირის გაჭედვა

- სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი) ასთმის გაუარესების ჩათვლით;;

- პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, გასტრიტის ჩათვლით

- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი; ძალიან იშვიათი, გამონაკლისი ფატალური შედეგის შემთხვევები აღინიშნა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას);

- თირკმლის დაზიანება, მათ შორის თირკმელების უკმარისობა, შარდვის დარღვევა, ჩვეულებრივზე მეტი შარდის გამოყოფა დღის განმავლობაში, ღამით შარდვის გაზრდილი მოთხოვნილება (ნოქტურია);

- არსებული პროტეინურიის გაუარესება (შარდში ჩვეულებრივზე მეტი ცილის როდენობა);

- უსიამოვნო შეგრძნება (ავადმყოფობის შეგრძნება);

- წონის მატება ან წონაში კლება;

- თავბრუსხვევა, კანკალი (ტრემორი);

- თმის ცვენა (ალოპეცია);

- ქავილი, მცირე სისხლდენის ლაქები ან სისხლმდენი ადგილები კანზე (პურპურა), კანის ფერის შეცვლა, ეგზანთემა;

- კანის უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა, პწკენის ან ცოცვის შეგრძნება კანზე (პარესთეზია), კანის მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);

- გემოს დაკარგვა (აგევზია) ან საგნების გემოს შეცვლა (დისგევზია);

- ჩვეულებრივზე მეტი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);

- გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის სისხლძარღვების დაავადება (მიოკარდიუმის იშემია), გულ-მკერდის შებოჭილობა და ტკივილი (სტენოკარდია), გახშირებული (ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა (არითმია);

- სახსრების ტკივილი (ართრალგია), ზურგის ტკივილი, ზოგადი ტკივილი;

- სხეულის ტემპერატურის მომატება/ცხელება (პირექსია);

- მამაკაცებში ან ქალებში სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, მამაკაცის მკერდის გადიდება (გინეკოამასტია);

- სისხლში ზოგიერთი ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია);

- სისხლის ანალიზმა შიძლება აჩვენოს  ღვიძლის (ღვიძლის ფერმენტების და/ან ბილირუბინის კონიუგატის მომატება), პანკრეასის (პანკრეასის ფერმენტების მომატება) ან თირკმელების (კრეატინინის მომატება) ფუნქციების ცვლილებები;

- ხველა;

- მანეკროზებელი ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი).

იშვიათი: რეგისტრირდება £1 პაციენტში 1000-დან

- დაბნეულობა ან დაბნეულობის შეგრძნება, წონასწორობის დარღვევა;

- წითელი და შეშუპებული ენა (გლოსიტი);

- კანის ანთება და აქერცვლა (ექსფოლიაციური დერმატიტი);

- ფრჩხილების დაზიანება მაგ., ფრჩხილის მორყევა ან მოცილება თითების ბალიშებიდან (ონიქოლიზი);

- წითელი, შეშუპებული ან წყლიანი თვალები, ქავილის შეგრძნებით (კონიუნქტივიტი);

- სმენის დაქვეითება;

 - კანის სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე), ჰეპატოცელულარული დაზიანება;

- სისხლძარღვების შევიწროება (სისხლძარღვთა სტენოზი);

- სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ჰიპოპერფუზია);

- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);

- სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტების (ნეიტროპენიის ან აგრანულოციტოზის, ლეიკოპენიის ჩათვლით) და ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება;

- ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით, სისხლის შაქრის დონის მატება. არსებული დიაბეტის შემთხვევაში, შესაძლოა გაუარესდეს მდგომარეობა;

- მგრძნობელობა სინათლის ან მზის მიმართ (ფოტომგრძნობელობა);

- ჰიპერკალციემია;

- მომატებული მგრძნობელობა.

იშვიათი: რეგისტრირდება £1 პაციენტში 10000-დან

- დიდ არეალზე ბუშტუკებიანი გამონაყარი და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი, ხშირად ქოლესტაზით);

- კანზე გამონაყარი, შეიძლება წარმოქმნას ბუშტუკები და გამოიყურებოდეს, როგორც პატარა სამიზნე (ცენტრში მუქი წერტილი, გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა);

- წითელი მგლურას მსგავსი რექციები, წითელი მგლურას გააქტიურება, მანეკროზებელი ვასკულიტი  და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;

- ღრძილების ქსოვილის გაფართოება (ღრძილის ჰიპერპლაზია);

- კუნთების ტონუსის მომატება (ჰიპერტონია);

- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადება (პერიფერიული ნეიროპათია);

- ძვლის ტვინის უკმარისობა;

- დაზიანებული ერითროციტების დიდი რაოდენობა (ჰემოლიზური ანემია);

- ალერგიული რეაქციები;

- ჰიპოქლორული ალკალოზი;

- რესპირატორული დისტრესი (პნევმონიის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით);

უცნობი სიხშირის, არსებული მონაცემების მიხედვით

პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ ქვემოთ ჩამოთვლილმა რომელიმე გვერდითმა ეფექტმა მიიღო სერიოზული სახე ან პროცესი გაგრძელდა რამდენიმე დღეზე უფრო მეტ ხანს. ეს მდგომარეობებია:

- სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (პანციტოპენია);

- ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები;

- ბუშტუკებიანი კანი (პემფიგუსი);

-  ანტინუკლეარული ანტისხეულები ზრდა;

- უყურადღებობა;

- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება მცირე წყლულებით (აფტოზური სტომატიტი);

- აპლასტიკური ანემია;

- თუ ხელისა და ფეხის თითები იცვლის ფერს კიდურების შეციებისას და შემდეგ პაციენტი იგრძნობს ჩხვლეტას ან ტკივილს, გათბობის შემდეგ (რეინოს ფენომენი);

- ცერებრალური იშემია, იშემიური ინსულტის და გარდამავალი იშემიური შეტევის ჩათვლით;

- დაქვეითებული ფსიქომოტორული უნარები;

- წვის შეგრძნება;

- მდგომარეობა, როცა საგნები იცვლის სუნს (პაროსმია);

- ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ქოლესტაზური და ციტოლიზური ჰეპატიტი (ძალიან იშვით შემთხვევაში დაფიქსირდა ფატალური შემთხვევები);

- კანის ანთება (ფსორიაზიფორმული დერმატიტი),  მწვავე გამონაყარი კანზე (პემფიგოიდური ან ლიქენოიდური ეგზანთემა), კანის სიმშრალე ან აქერცვლა (გამწვავებული ფსორიაზი), ლორწოვანი გარსის გამონაყარი (ენანთემა);

- კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), შეუძლოდ  ყოფნის შეგრძნება, კრუნჩხვები კუნთებში, დაბნეულობა და სპაზმები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH-ის) არასათანადო სეკრეციით. ამ სიმპტომების შემთხვევაში, პაციენტი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ექიმს რაც შეიძლება მალე.

- კანკალი, ხისტი პოზა, ნიღბის მსგავსი სახე, ნელი მოძრაობები და არეული, გაუწონასწორებელი სიარული;

- მაღალი წნევის გამო, მხედველობის დაქვეითება ან ტკივილი თვალებში (თვალის სისხლძარღვებში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხივანი  გლაუკომა);

- კანისა და ტუჩის კიბო (კანის არამელანომური კიბო).

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ან ფარმაცევტს, ან ექთანს. მათ შორის, ისეთი გვერდითი ეფექტების შესახებ, რომელიც ზემოთ არ არის აღწერილი.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმირება შესაძლებელია ასევე ნაციონალურ მარეგულირებელთან.  შეტყობინება ხელს უწყობს მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ სამკურნალო საშუალების შესახებ.

შენახვისპირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ გადაყაროთ  საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის განადგურება, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან.

ვარგისობის ვადა

5მგ/5 მგ/25 მგ, 5 მგ /10 მგ/25 მგ, 2.5 მგ/5 მგ/12.5 მგ: 30 თვე

10მგ/10 მგ/25 მგ, 10 მგ/5 მგ/25 მგ, 5 მგ/5 მგ/12.5 მგ: 36 თვე

შეფუთვა

პოლიტენზა 2.5 მგ/5 მგ/12.5 მგ მყარი კაფსულა:

სპილოსძვლისფერი გაუმჭვირვალო კორპუსი ღია ვარდისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით.

პოლიტენზა 5 მგ/5 მგ/12.5 მგ მყარი კაფსულა:

ღია ნაცრისფერი გაუმჭვირვალო კორპუსი ვარდისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით.

პოლიტენზა 5 მგ/5 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:

სპილოსძვლისფერი გაუმჭვირვალო კორპუსი ვარდისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით.

პოლიტენზა 5 მგ/10 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:

ნაცრისფერი გაუმჭვირვალო კორპუსი მოწითალო-მოყავისფრო გაუმჭვირვალო თავსახურით.

პოლიტენზა 10 მგ/5 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:

ყვითელი გაუმჭვირვალო კორპუსი მუქი ვარდისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით.

პოლიტენზა 10 მგ/10 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:

კარამელისფერი გაუმჭვირვალო კორპუსი ყავისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით.

შეფუთვაში შესაძლებელია იყოს 10, 28, 30, 60 ან 100 მყარი კაფსულა ბლისტერში, რომელიც თავის მხრივ მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვაში ყველა რაოდენობა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში აფთიაქში.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD, საქართველო

მწარმოებელი

Adamed Pharma S.A., Poland

ადამედ ფარმა ს.ა., პოლონეთი.                   

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
იმერეთი
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
კახეთი
ჩუმლაყი
გურჯაანის რ-ნი,სოფ.ჩუმლაყი
მარაგშია
ვაკე
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
სენაკი 6
რუსთავალის ქ.#170
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები