მაგნიუმის სულფ25% 5მლ #10ა(დარ
მაგნიუმის სულფატი-დარნიცა
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: Magnesii sulfas;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ხსნარი;
შემცველობა: 1 ამპულა (5 მგ) შეიცავს 1 გ ან 1.25 გ მაგნიუმის სულფატს; 1 ამპულა (10 მლ) შეიცავს 2 გ ან 2.5 გ მაგნიუმის სულფატს;
დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავას ხსნარი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა. საინექციო ხსნარი 20% ან 25%..
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. დამატებითი ხსნარი ინტრავენური შეყვანისათვის. მაგნიუმის სულფატი. კოდი ATC B05X A05.
ფარმაკოლოგიური თვისებები. მაგნიუმის სულფატი-დარნიცა ორგანიზმზე ახდენს მრავამხრივ მოქმედებას. პარენტერალური შეყვანისას ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (დოზის მიხედვით შესაძლოა გამოვლინდეს სედატიური, ძილის ან ნარკოტიკული ეფექტი). თრგუნავს ნერვ-კუნთოვან გამტარობას, ამცირებს სასუნთქი ცენტრის აგზნებადობას, ამცირებს არტერიულ წნევას (განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე), გააჩნია სპაზმოლიტიკური ეფექტი შარდის შეკავებისას.
ფარმაკოკინეტიკა. მაგნიუმის სულფატი-დარნიცა გამოიყოფა თირკმელებით, დიურეზის გაძლიერებით.
გამოყენების ჩვენებები. პრეპარატი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, სპაზმოლიტიკური, ნაღველმდენი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება. ენიშნებათ პაციენტებს ჰიპერტონიული დაავადების ადრეულ სტადიაში, ჰიპერტონული კრიზის, ათეროსკლეროზის, ტყვიის კოლიკის და შარდის შეკავების დროს, მშობიარობის გაუტკივარების, ორსულების ტოქსიკოზის დროს; ჰიპომაგნეზემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
გამოყენების წესი და დოზები. I-II სტადიის ჰიპერტონიული დაავადების დროს შეიყვანება ყოველდღიურად ი/კ მკურნალობის კურსზე – 15-20 ინექცია. გარდა ამისა არტერიული წნევის დაწევისას შესაძლოა გამოვლინდეს სტენოკარდიის გამოხატულობის შემცირება.
ჰიპერტონული კრიზისას ი/კ და ი/ვ ნაკადად (ნელა) შეიყვანება 10-20 მლ 20%-25% ხსნარი.
მშობიარობის გაუტკივარებისათვის ი/კ შეიყვანება 5-10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხდება მაგნიუმის სულფატი-დარნიცას და ანალგეტიკების კომბინირება.
ორსულთა გვიანი ტოქსიკოზისას 1-2-ჯერ დღე-ღამეში ი/კ შეიყვანება 10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი (შეიძლება შეუთავსდეს ნეიროლეპტიკებს).
კრუნჩხვით მდგომარეობებში ი/კ შეიყვანება 5-10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი.
ტყვიის კოლიკისდა შარდის შეკავების დროს ი/კ შეიყვანება 5-10 მლ 10-20% ხსნარი, ხოლო ი/ვ – 5-10 მლ 5% ხსნარი (ასევე ინიშბევა ოყნის სახით).
როგორც ნაღველმდნი საშუალება ინიშნება შინაგანად 1 სუფრის კოვზი 20-25% ხსნარი 3-ჯერ დღე-რამეში.
ახალშობილის ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის ლიკვიდირებისათვის ინიშნება მაგნიუმის სულფატის 25% ხსნარი 0.5-0.8 მლ/ს.წ.კგ ერთხელ დღეში 5-8 დღის განმავლობაში; ბავშვებში მშობიარობისას მძიმე ჰიპოქსიით შეყვანა იწყება 0.2 მლ/კგ-ით, მე-3-4-ე დღისათვის დოზის მომატებით 0.8 მლ-კგ-მდე.
ბავშვებისათვის სითხეების შინაგანად შესხმისას აუცილებელია მაგნიუმის სულფატის 25% ხსნარის დამატება დღე-ღამის დოზით 0.5-0.75 მოლი/კგ, შესასხმელი ხსნარის მთელს მოცულობაში მისი გაზავებით.
გვერდითი მოქმედება. ღებინება, სუნთქვის გართულება.
უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. არტერიული ჰიპოტენზია, მდგომარეობები, განპირობებული კალციუმის დეფიციტით და სასუნთქი ცენტრის დატღგუნვით, კახექსია. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებულ;I არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. კალციუმის იონები ახდენს ანტაგონისტურ მოქმედებას მაგნიუმის იონების მიმართ.
პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტებთან ერთად გამოყენებისას ხდება ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დათრგუნვის გაძლიერება.
ჭარბი დოზა. სიმპტომები: სუნთქვის გართულება.
მკურნალობა: პრეპარატის ჭარბი დოზის დროს როგორც ანტიდოტი გამოიყენება კალციუმის პრეპარატები – კალციუმის ქლორიდი ან კალციუმის გლუკონატი. ასევე ტარდება ჟანგბადის ან კარბოგენის ინჰალაცია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ფხვ).
გამოყენების განსაკუთრებულობანი. მშობიარობის გაუტკივარების შემთხვევაში გათვალიწინებული უნდა იყოს საშვილოსნოს კუნთების კუმშვის უნარის დათრგუნვა, როც მოითხოვს მშობიარობის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყნებას.
შენახვის პირობები და ვადები. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25°C.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. საინექციო 20% და 25% ხსნარი 5 მლ და 10 მლ ამპულებში.
მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.