ატორვასტატინი 10მგ #30ტ

144815
მარაგშია
4.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მარეგულირებელი საშუალებები ჯენერიკიAtorvastatinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
4.50 

ატორვასტატინი

ATORVASTATIN

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

ატორვასტატინ კალციუმი USP, 10 მგ ატორვასტატინის ეკვივალენტური.          

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა უწყლო, მიკროკრისტალური ცელულოზა, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი,  ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი,  სიმინდის სახამებელი, პოვიდონი,  მეთილ პარაბენ ნატრიუმი, პროპილ პარაბენ ნატრიუმი.

შემომგარსავი ნივთიერებები: ტიტანიუმის დიოქსიდი, პოვიდონი, გასუფთავებული ტალკი, პოლიეთილენ გლიკოლი-6000, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, ალკოჰოლის იზოპროპილი, მეთილენის დიქლორიდი. 

ფარმაცევტული  ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 მგ.

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ორივე მხარეს გლუვი ზედაპირით.

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი

ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: C10AA05.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ატორვასტატინი არის HMG-CoA რედუქტაზას სელექციური კონკურენტული ინჰიბიტორი, სიჩქარის შემზღუდველი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია

3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ A-ს მევალონატად გარდაქმნაზე, სტეროლების წინამორბედი, მათ შორის ქოლესტერინის. ღვიძლში ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი ინკორპორირებულია ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებში (VLDL) და გამოიყოფა სისხლის პლაზმაში პერიფერიულ ქსოვილებში მიწოდებისთვის. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) წარმოიქმნება VLDL-დან და კატაბოლიზდება ძირითადად მაღალი აფინურობის LDL რეცეპტორის (LDL რეცეპტორის) მეშვეობით.

ატორვასტატინი ამცირებს LDL გამომუშავებას და LDL ნაწილაკების რაოდენობას. ატორვასტატინი აწარმოებს LDL რეცეპტორების აქტივობის ღრმა და მდგრად ზრდას, რასაც თან ახლავს მოცირკულირე LDL ნაწილაკების ხარისხის უკეთესობისკენ ცვლილება. ატორვასტატინი ეფექტურად აქვეითებს LDL-ქოლესტერინის დონეს ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, პოპულაციაში, რომელიც, როგორც წესი, არ რეაგირებს ლიპიდების დამწევ საშუალებებზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ; მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1-დან 2 საათამდე. აბსორბციის ხარისხი იზრდება ატორვასტატინის დოზის პროპორციულად. პერორალური მიღების შემდეგ, ატორვასტატინის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები პერორალურ ხსნართან შედარებით ბიოშეღწევადია 95%-დან 99%-მდე. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 12%, ხოლო HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორული აქტივობის სისტემური ხელმისაწვდომობა არის დაახლოებით 30%. დაბალი სისტემური ხელმისაწვდომობა მიეკუთვნება პრესისტემურ კლირენსს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში და/ან ღვიძლის პირველი გავლის მეტაბოლიზმს.

განაწილება

ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 381 ლ. ატორვასტატინი ≥ 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P4503A4-ით ორთო- და პარაჰიდროქსილირებულ წარმოებულებად და სხვადასხვა ბეტა-ჟანგვის პროდუქტებად. გარდა სხვა გზებისა, ეს პროდუქტები შემდგომში მეტაბოლიზდება გლუკურონიდაციის გზით. ინ ვიტრო, HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბირება ორთო- და პარაჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების მიერ ატორვასტატინის ტოლფასია. HMG-CoA რედუქტაზას მოცირკულირე ინჰიბიტორული აქტივობის დაახლოებით 70% მიეკუთვნება აქტიურ მეტაბოლიტებს.

გამოყოფა

ატორვასტატინი გამოიყოფა ძირითადად ნაღველში ღვიძლის და/ან ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შემდეგ. თუმცა, როგორც ჩანს, ატორვასტატინი არ განიცდის მნიშვნელოვან ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას. ადამიანებში ატორვასტატინის საშუალო პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 14 საათს. HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორული აქტივობის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20-30 საათს.

განსაკუთრებული პოპულაცია

ხანდაზმულები

ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები უფრო მაღალია ჯანმრთელ ხანდაზმულებში, ვიდრე ახალგაზრდებში, ამასთან ლიპიდური ეფექტები იყო ახალგაზრდა პაციენტების პოპულაციის მსგავსი.

პედიატრიული პოპულაცია

სხეულის წონა იყო ერთადერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ატორვასტატინის პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ მოდელში. ატორვასტატინის აშკარა პერორალური კლირენსი პედიატრიულ სუბიექტებში იყო მოზრდილების მსგავსი.

სქესი

ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაცია ქალებში განსხვავდება კაცებისგან (ქალები: Cmax დაახლოებით 20%-ით მაღალი და AUC-ისთვის დაახლოებით 10%-ით დაბალი). ამ განსხვავებებს არ ჰქონდა კლინიკური მნიშვნელობა, რის შედეგადაც არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ლიპიდურ ეფექტებში მამაკაცებსა და ქალებში.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლების დაავადება არ ახდენს გავლენას ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმურ კონცენტრაციაზე ან ლიპიდურ ეფექტზე.

ღვიძლის უკმარისობა

ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები საგრძნობლად მაღალია (დაახლოებით 16-ჯერ Cmax-ში და დაახლოებით 11-ჯერ AUC-ში) პაციენტებში ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადებით (Child-Pugh B).

თერაპიული ჩვენებები

ჰიპერქოლესტერინემია

ატორვასტატინის ტაბლეტი ნაჩვენებია როგორც დიეტის დანამატი მომატებული საერთო ქოლესტერინის (TC), LDL-ქოლესტერინის (LDL-C), აპოლიპოპროტეინი B-ს და ტრიგლიცერიდების შესამცირებლად ზრდასრულებში,  მოზარდებში და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით, მათ შორის ჰიპერქოლესტერინემია (ჰეტეროზიგოტური ტიპი) ან კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია (შეესაბამება ფრედრიქსონის კლასიფიკაციით IIa და IIb ტიპებს), როდესაც რეაქცია დიეტაზე და სხვა არაფარმაკოლოგიურ ღონისძიებებზე არადამაკმაყოფილებელია. ატორვასტატინის ტაბლეტი ასევე ნაჩვენებია საერთო ქოლესტერინის და LDL-ქოლესტერინის შესამცირებლად მოზრდილებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, სხვა, ლიპიდების შესამცირებელი მკურნალობის მეთოდზე დამატებითი მკურნალობის სახით (მაგ. LDL აფერეზი), ან იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სახის მკურნალობის მეთოდი მიუწვდომელია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პრევენცია ზრდასრულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ, სავარაუდო, პირველადი გულ-სისხლძარღვთა მოვლენის მაღალი რისკი, როგორც დამატებითი რისკ-ფაქტორების კორექცია.

დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება

ატორვასტატინის ტაბლეტების მიღებამდე, პაციენტი უნდა დაექვემდებაროს სტანდარტულ დიეტას, რათა შემცირდეს ქოლესტერინის დონე; დიეტა უნდა გაგრძელდეს ატორვასტატინით მკურნალობის პერიოდშიც.

დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის საწყისი დონის, თერაპიის მიზნისა და პაციენტის რეაქციის მიხედვით.

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. დოზის კორექცია უნდა განხორციელდეს 4 კვირის ან მეტი ინტერვალით. მაქსიმალური დოზაა 80 მგ დღეში ერთხელ.

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია

პაციენტების უმრავლესობაში მდგომარეობა კონტროლდება ატორვასტატინის ტაბლეტით 10 მგ დღეში ერთხელ.  თერაპიული რეაქცია აშკარაა 2 კვირაში, ხოლო მაქსიმალური თერაპიული რეაქცია მიიღწევა 4 კვირაში. რეაქცია შენარჩუნებულია ქრონიკული თერაპიის განმავლობაში.

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

პაციენტებმა უნდა დაიწყონ ატორვასტატინის მიღება დოზით 10 მგ  დღეში. დოზები უნდა იყოს ინდივიდუალურად დანიშნული და დაკორექტირებული ყოველ 4 კვირაში 40 მგ-მდე დღეში. ამის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 80 მგ-მდე დღეში, ან ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტი შეიძლება იყოს კომბინირებული 40 მგ ატორვასტატინთან დღეში ერთხელ.

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე  პაციენტებში ატორვასტატინის დოზა შეადგენს 10 მგ-დან 80 მგ- დე დღეში. ატორვასტატინი უნდა იქნას გამოყენებული ამ პაციენტებში, როგორც  დანამატი ლიპიდების შემამცირებელ სხვა საშუალებებთან ერთად (მაგ.LDL აფერეზი) ან  თუ ასეთი მკურნალობა მიუწვდომელია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია

პირველადი პრევენციის კვლევებში დოზა იყო 10 მგ/დღეში. უფრო მაღალი დოზები შეიძლება საჭირო გახდეს LDL-ქოლესტერინის დონის მისაღწევად მიმდინარე გაიდლაინების მიხედვით.

ირკმლის უკმარისობა

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

ატორვასტატინის ტაბლეტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ატორვასტატინის ტაბლეტი უკუნაჩვენებია ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

პაციენტებში, რომლებიც იღებენ C ჰეპატიტის სამკურნალო ანტივირუსულ საშუალებებს ელბასვირი/გრაზოპრევირი ან ლეტერმოვირი ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის ატორვასტატინთან ერთად, ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ/დღეში.

ატორვასტატინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლეტერმოვირს ციკლოსპორინთან ერთად.

ხანდაზმულები

ეფექტურობა და უსაფრთხოება 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც იყენებენ რეკომენდებულ დოზებს, მსგავსია საერთო პოპულაციაში.

პედიატრიული პოპულაცია

ჰიპერქოლესტერინემია

პედიატრიული გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ პედიატრიული ჰიპერლიპიდემიის მკურნალობაში გამოცდილი ექიმების მიერ და პროგრესის შესაფასებლად პაციენტები რეგულარულად უნდა მოწმდებოდნენ.

10 წელზე უფროსი ასაკის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებისთვის ატორვასტატინის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ-მდე დღეში, რეაქციის და ტოლერანტობის მიხედვით. დოზები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს თერაპიის რეკომენდებული მიზნის მიხედვით. კორექტირება უნდა განხორციელდეს 4 კვირის ან მეტი ინტერვალით. დოზის ტიტრაცია 80 მგ-მდე დღეში მხარდაჭერილია კვლევის მონაცემებით მოზრდილებში და შეზღუდულია კლინიკური მონაცემებით ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით.

შეზღუდული უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, მიღებული 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ღია კვლევებიდან. ატორვასტატინი არ ინიშნება 10 წლამდე ასაკის პაციენტების სამკურნალოდ.

სხვა ფარმაცევტული ფორმები/ძლიერი საშუალებები შეიძლება  უფრო შესაფერისი იყოს ამ პოპულაციისთვის.

მიღების წესი

ატორვასტატინის ტაბლეტი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. ატორვასტატინის ყოველი დღიური დოზა მიიღება ერთდროულად და შეიძლება მიღებულ იქნას დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

არასასურველი ეფექტები

კლინიკური კვლევებისა და ვრცელი პოსტმარკეტინგული გამოცდილების საფუძველზე, ქვემოთ მოცემულია ატორვასტატინის ტაბლეტის გვერდითი რეაქციების პროფილი.

რეაქციების სავარაუდო სიხშირეები დალაგებულია შემდეგი კონვენციის მიხედვით: ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10,000, < 1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი: ნაზოფარინგიტი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

იშვიათი: თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის დარღვევები

ხშირი: ალერგიული რეაქციები.

ძალიან იშვიათად: ანაფილაქსია.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ხშირი: ჰიპერგლიკემია.

არახშირი: ჰიპოგლიკემია, წონის მომატება, ანორექსია.

ფსიქიატრიული დარღვევები

არახშირი: კოშმარი, უძილობა.

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი

არახშირი: თავბრუსხვევა, პარესთეზია, ჰიპოესთეზია, დისგევზია, ამნეზია.

იშვიათი: პერიფერიული ნეიროპათია.

უცნობია: მიასთენია გრავისი.

თვალის დარღვევები

არახშირი: ბუნდოვანი მხედველობა.

იშვიათი: მხედველობის დარღვევა.

უცნობია: თვალის მიასთენია.

ყურის და ლაბირინტის დარღვევები

არახშირი: ტინიტუსი.

ძალიან იშვიათი: სმენის დაქვეითება.

სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

ხშირი: ფარინგოლარინგეალური ტკივილი, ეპისტაქსია.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეპსია, გულისრევა, დიარეა.

არახშირი: ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა და ქვედა ნაწილში, ბოყინი, პანკრეატიტი.

ჰეპატობილიარული დარღვევები

არახშირი: ჰეპატიტი,

იშვიათი: ქოლესტაზი

ძალიან იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა.

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

არახშირი: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ალოპეცია.

იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური დერმატიტი მულტიფორმული  ერითემის ჩათვლით, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირი: მიალგია, არტრალგია, ტკივილი კიდურებში, კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი.

არახშირი: კისრის ტკივილი, კუნთების სისუსტე.

იშვიათი:მიოპათია, მიოზიტი, რაბდომიოლიზი, კუნთების რღვევა, ტენდონოპათია.

ძალიან იშვიათი: ლუპუსის მსგავსი სინდრომი.

უცნობია: იმუნური ნეკროზული მიოპათია.

რეპროდუქციული სისტემის და მკერდის დარღვევები

ძალიან იშვიათი: გინეკომასტია.

ზოგადი დარღვევები

იშვიათი: სისუსტე, ასთენია, გულმკერდის ტკივილი, პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, პირექსია.

ლევები

ხშირი: ღვიძლის ფუნქციური ტესტის დარღვევა, სისხლში კრეატინკინაზას მომატება.

იშვიათი: შარდში დადებითი სისხლის თეთრი უჯრედები.

პედიატრიული პოპულაცია

10-დან 17 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ატორვასტატინით, როგორც წესი ჰქონდათ პლაცებოთი ნამკურნალევი პაციენტების მსგავსი გვერდითი მოვლენების პროფილი, ორივე ჯგუფში დაფიქსირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, მიზეზობრიობის შეფასების მიუხედავად, იყო ინფექციები. არ დაფიქსირდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე 3-წლიან კვლევაში, რომელიც დაფუძნებულია საერთო მომწიფების და განვითარების შეფასებაზე, ტანერის სტადიის შეფასებაზე და სიმაღლისა და წონის გაზომვაზე. უსაფრთხოების და ტოლერანტობის პროფილი პედიატრიულ პაციენტებში მსგავსი იყო ზრდასრულ პაციენტებში ატორვასტატინის ცნობილი უსაფრთხოების პროფილის.

ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი მოვლენები:

  • სექსუალური დისფუნქცია.
  • დეპრესია.
  • ფილტვების ინტერსტიციული დაავადების გამონაკლისი შემთხვევები, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს.
  • შაქრიანი დიაბეტი: სიხშირე დამოკიდებული იქნება რისკის ფაქტორების არსებობაზე ან არარსებობაზე (უზმოზე, სისხლში გლუკოზის დონე ≥ 5.6 mmol/L, BMI>30კგ/მ2, მომატებული ტრიგლიცერიდები, ჰიპერტენზია ანამნეზში).

უკუჩვენებები

ატორვასტატინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში:

  • ჰიპერმგრძნობელობით აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • ღვიძლის აქტიური დაავადებით ან შრატში ტრანსამინაზების აუხსნელი მუდმივი მატებით, რომელიც 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.
  • ორსულობის დროს, ძუძუთი კვების პერიოდში და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ შესაბამის კონტრაცეპტივებს.
  • C ჰეპატიტის ანტივირუსული საშუალებებით გლეკაპრევირი/პიბრენტასვირი ნამკურნალევი პაციენტები.
  • 10 წლამდე ბავშვები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმებ

ერთობლივი მიღების სამკურნალო საშუალებების ეფექტი ატორვასტატინზე

CYP3A4-ის ან სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორების სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მომატება და მიოპათიის განვითარების რისკი. რისკი შეიძლება ასევე გაიზარდოს ატორვასტატინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებისას, რომლებსაც აქვთ მიოპათიის გამოწვევის პოტენციალი, როგორიცაა ფიბრომჟავას წარმოებულები და ეზეტიმიბი.

CYP3A4 ინჰიბიტორები

ნაჩვენებია, რომ CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორები იწვევს ატორვასტატინის კონცენტრაციის მკვეთრად გაზრდას. CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ.: ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომლებიც გამოიყენება HCV-ს სამკურნალოდ (მაგ. ელბასვირი/გრაზოპრევირი), და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მათ შორის რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი და ა.შ.) თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ ეს შესაძლებელია. იმ შემთხვევებში, როდესაც ამ მედიკამენტების ატორვასტატინთან ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა იქნას გათვალისწინებული ატორვასტატინის დაბალი საწყისი და მაქსიმალური დოზები და რეკომენდებულია პაციენტის შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი.

CYP3A4 ინდუქტორები

ატორვასტატინის ერთდროულმა გამოყენებამ ციტოქრომ P450 3A-ს ინდუქტორებთან (მაგ.: ეფავირენცი, რიფამპინი, წმინდა იოანეს ვორტი) შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციების ცვლადი შემცირება. რიფამპინის ორმაგი ურთიერთქმედების მექანიზმის გამო (ციტოქრომ P450 3A ინდუქცია და ჰეპატოციტების შეწოვის გადამყვანის OATP1B1 ინჰიბირება), რეკომენდებულია ატორვასტატინის ერთდროული გამოყენება რიფამპინთან, რადგან ატორვასტატინის დაგვიანებული მიღება რიფამპინის შემდეგ დაკავშირებულია ატორვასტატინის პლაზმის კონცენტრაციებში მნიშვნელოვან შემცირებასთან. თუმცა, რიფამპინის ეფექტი ჰეპატოციტებში ატორვასტატინის კონცენტრაციაზე უცნობია და თუ მათი ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, პაციენტები უნდა იყვნენ მჭიდრო დაკვირვების ქვეშ ეფექტურობისთვის.

ეზეტიმიბი

მარტო ეზეტიმიბის გამოყენება დაკავშირებულია კუნთებთან დაკავშირებულ მოვლენებთან, მათ შორის რაბდომიოლიზთან. ამრიგად, ამ მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს ეზეტიმიბისა და ატორვასტატინის ერთდროული გამოყენებისას. რეკომენდებულია ამ პაციენტების შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი.

კოლესტიპოლი

ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები იყო უფრო დაბალი (ატორვასტატინის კონცენტრაციის თანაფარდობა: 0,74) კოლესტიპოლის ტაბლეტებთან ერთად მიღებისას. თუმცა, ლიპიდური ეფექტები უფრო დიდი იყო ატორვასტატინის ტაბლეტისა და კოლესტიპოლის ერთდროული გამოყენებისას, ვიდრე რომელიმე სამკურნალო პროდუქტის ცალკე მიღებისას.

ფუზიდისმჟავა

მიოპათიის რისკი რაბდომიოლიზის ჩათვლით შეიძლება გაიზარდოს  სისტემური ფუზიდის მჟავას  სტატინებთან ერთდროული მიღებით. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი (იქნება ეს ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური მექანიზმი ან ორივე ერთად) ჯერ უცნობია.

იყო შეტყობინებები  რაბდომიოლიზის  შესახებ (ზოგიერთი  ფატალური შემთხვევების ჩათვლით) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ კომბინაციას. თუ სისტემური ფუზიდის მჟავით  მკურნალობა აუცილებელია, ატორვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს  ფუზიდის მჟავით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

კოლხიცინი

მიუხედავად იმისა, რომ ატორვასტატინთან და კოლხიცინთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, დაფიქსირდა მიოპათიის  შემთხვევები ატორვასტატინის კოლხიცინთან ერთდროულად მიღებისას და სიფრთხილეა საჭირო  ატორვასტატინის კოლხოცინთან ერთდროულად დანიშვნისას.

ატორვასტატინის მოქმედება ერთდროულად მიღებულ სამკურნალო საშუალებებზე

დიგოქსინი

დიგოქსინის და 10 მგ ატორვასტატინის მრავალჯერადი დოზების ერთდროული მიღება იწვევს დიგოქსინის კონცენტრაციის წონასწორული მდგომარეობის ოდნავ გაზრდას. პაციენტები, რომლებიც იღებენ დიგოქსინს, უნდა იყვნენ სათანადო დაკვირვების ქვეშ.

ორალური კონტრაცეპტივები

ატორვასტატინის ტაბლეტის ერთდროული მიღება ორალურ კონტრაცეპტივთან იწვევს ნორეთინდრონისა და ეთინილ ესტრადიოლის პლაზმური კონცენტრაციების ზრდას.

ვარფარინი

კლინიკურ კვლევაში პაციენტებში რომლებიც იღებდნენ  ქრონიკულ ვარფარინით  თერაპიას, ატორვასტატინის 80 მგ დღეში გამოყენებამ ვარფარინთან ერთად გამოიწვია  პროთრომბინის დროის  მცირე დაქვეითება. მიუხედავად იმისა, რომ  აღწერილია კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიკოაგულანტების ურთიერთქმედების მხოლოდ ძალიან იშვიათი  შემთხვევები, პროთრომბინის დრო უნდა განისაზღვროს ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებში, რომლებიც იღებენ  კუმარინულ ანტიკოაგულანტებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას  პროთრომბინის დროის  მნიშვნელოვანი ცვლილება.

პედიატრიული პოპულაცია

წამლისა და წამლის ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში. პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების ხარისხი ცნობილი არ არის. ზემოაღნიშნული ურთიერთქმედება მოზრდილებში და გაფრთხილებები

 გასათვალისწინებელია პედიატრიული პოპულაციისთვისაც.

ჭარბი დოზირება

ატორვასტატინის დოზის გადაჭარბებისთვის სპეციფიური მკურნალობა მიუწვდომელია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომური მკურნალობა და საჭიროებისამებრ დაინიშნოს დამხმარე ზომები. უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის ტესტები და შრატში კრეატინკინაზას დონის მონიტორინგი. პლაზმის  ცილებთან ატორვასტატინის  ფართო შეკავშირების  გამო, მოსალოდნელია, რომ ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად არ გაზრდის ატორვასტატინის კლირენსს.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, მკურნალობის დროს, უნდა გამოიყენონ შესაბამისი კონტრაცეპტული მკურნალობა.

ორსულობა

ატორვასტატინის ტაბლეტი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ორსულ ქალებში უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ორსულ ქალებში ატორვასტატინის კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. მიღებულია იშვიათი შეტყობინებები თანდაყოლილი ანომალიების შესახებ HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების ინტრაუტერული ზემოქმედების შემდეგ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ტოქსიკურობა რეპროდუქციისთვის.

ატორვასტატინით დედის მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ნაყოფის მევალონატის დონე, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის წინამორბედს.  ათეროსკლეროზი ქრონიკული პროცესია და ორსულობის დროს ლიპიდების დამაქვეითებელი მედიკამენტების ჩვეულებრივ შეწყვეტამ მცირე გავლენა უნდა მოახდინოს პირველადი ჰიპერქოლესტერინემიასთან დაკავშირებულ გრძელვადიან რისკზე.

ამ მიზეზების გამო, ატორვასტატინის ტაბლეტი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში, რომლებიც ორსულად არიან, რომლებიც ცდილობენ დაორსულდნენ ან ეჭვობენ, რომ ორსულად არიან. ატორვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ორსულობის ხანგრძლივობით ან სანამ არ დადგინდება, რომ ქალი ორსულად არ არის.

ძუძუთიკვება

ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ატორვასტატინი არ ახდენს გავლენას მამაკაცის და ქალის ნაყოფიერებაზე.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის ტესტები უნდა ჩატარდეს მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ პერიოდულად. პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდებათ რაიმე ნიშანი ან სიმპტომი, რომელიც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე, უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის ფუნქციური ტესტები. პაციენტები, რომლებსაც განუვითარდათ ტრანსამინაზების დონის მომატება, უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ, სანამ ანომალი(ები) არ მოგვარდება. თუ ტრანსამინაზების მატება 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN), რეკომენდებულია დოზის შემცირება ან ატორვასტატინის ტაბლეტის მიღების შეწყვეტა.

ატორვასტატინის ტაბლეტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლის მნიშვნელოვან რაოდენობას და/ან აქვთ ღვიძლის დაავადება ანამნეზში.

ინსულტის პრევენცია ქოლესტერინის დონის აგრესიული შემცირებით (SPARCL)

ინსულტის ქვეტიპების პოსტ-ჰოკ ანალიზში პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ გულის კორონარული დაავადება (CHD), რომლებსაც ჰქონდათ ახლო წარსულში ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA), პაციენტებში, რომლებიც იწყებდნენ მკურნალობას ატორვასტატინით 80 მგ იყო ჰემორაგიული ინსულტის უფრო მაღალი სიხშირე, ვიდრე პლაცებოს პაციენტებში. გაზრდილი რისკი განსაკუთრებით აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ადრე ჰემორაგიული ინსულტი ან ლაკუნარული ინფარქტი კვლევის დასაწყისში. პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰემორაგიული ინსულტი ან ლაკუნარული ინფარქტი, ატორვასტატინის 80 მგ რისკებისა და სარგებლობის ბალანსი გაურკვეველია და ჰემორაგიული ინსულტის პოტენციური რისკი ყურადღებით უნდა იქნას განხილული მკურნალობის დაწყებამდე.

ჩონჩხისკუნთებზე ზემოქმედება

ატორვასტატინმა, ისევე როგორც სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებმა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გავლენა იქონიოს ჩონჩხის კუნთზე და გამოიწვიოს მიალგია, მიოზიტი და მიოპათია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს რაბდომიოლიზში, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მკვეთრად მომატებული კრეატინკინაზას (CK) დონეებით (>10-ჯერ ULN), მიოგლობინემია და მიოგლობინურია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.

კრეატინკინაზას გაზომვა

კრეატინკინაზა(CK) არ უნდა გაიზომოს დაძაბული ვარჯიშის შემდეგ ან CK მომატების რაიმე სავარაუდო ალტერნატიული მიზეზის არსებობისას, რადგან ეს ართულებს მნიშვნელობის ინტერპრეტაციას. თუ CK დონე საწყის ეტაპზე საგრძნობლად არის მომატებული (> 5-ჯერ ULN), კრეატინკინაზას დონე ხელახლა უნდა გაიზომოს 5-7 დღის შემდეგ შედეგების დასადასტურებლად.

პედიატრიული მოსახლეობა

არ დაფიქსირდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე 3-წლიან კვლევაში, რომელიც დაფუძნებულია საერთო მომწიფების და განვითარების შეფასებაზე, ტანერის სტადიის შეფასებაზე და სიმაღლისა და წონის გაზომვაზე.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება

ფილტვების ინტერსტიციული დაავადების გამონაკლისი შემთხვევები დაფიქსირდა ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს.  დამახასიათებელი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ქოშინს, არაპროდუქტიული ხველას და ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესებას (დაღლილობა, წონის დაკლება და ცხელება). თუ არსებობს ეჭვი, რომ პაციენტს განუვითარდა ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, სტატინებით თერაპია უნდა შეწყდეს.

შაქრიანი დიაბეტი

ზოგიერთი მტკიცებულება  ვარაუდობს, რომ სტატინები, როგორც კლასი, ზოგიერთ პაციენტებში იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მომატებას

მიასთენიაგრავისი

ზოგიერთ შემთხვევაში ცნობილი ხდება, რომ სტატინები იწვევევს ხელახალ ან აძლიერებს ადრე არსებულ მიასთენიას ან თვალის მიასთენიას. ატორვასტატინი  შეწყვეტილი უნდა იქნეს, სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში.

იგივე ან განსხვავებული სტატინის (ხელახალი) შეყვანისას დაფიქსირდა რეციდივები. ატორვასტატინი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

გავლენა მანქანის მართვისადა დანადგარების გამოყენებისუნარზე

ატორვასტატინი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი Alu-Alu ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ და ბნელ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3  რეცეპტით.

მწარმოებელი

MAXTAR BIO-GENICS.

K.NO.705, ნალაგარ როუდი,

Malku Majra, ბადი, (H.P.)-173205, ინდოეთი.

ექსპორტირებულია:

არავის ფარმასიუტიკალსი

35, პირველი სართული, ბჰარატ ნაგარ როუდი,

შრინაგარის კოლონია, დელი-110052 (ინდოეთი).

 

 

 

 

 

 

 

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
მთაწმინდა
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 173
დაბა კოჯორი,იუნკერთა ქ.31
მარაგშია
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#98ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
ტყვიავი
გორი, სოფ.ტყვიავი
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 179
წყნეთი, რუსთაველის#50
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#6
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა 1
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
თელავი 7
შოთა რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის 1 შესახვევიN12
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N20
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
სენაკი 1
რუსთაველის ქ.N172(24)
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
თერჯოლა 1
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო 1
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
თერჯოლა 2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი 1
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 3
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები