ბუტორი 10მგ #30ტ

141981
მარაგშია
12.70 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები ჯენერიკიRosuvastatinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
12.70 

ბუტორი®

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: როზუვასტატინი.

ბუტორის აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს კალციუმის როზუვასტატინს, 10 და 20 მგ როზუვასტატინის ექვივალენტურს.

სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა PH-101, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, კროსპოვიდონი ტიპი A, მიკროკრისტალური ცელულოზა PH-102, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი CI77891 E171, ჰიპროლოზა.

გამოყენება

ბუტორი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც ეწოდება სტატინები.

ბუტორის გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ქოლესტერინის მაღალი დონე, რომელიც ინფარქტის ან ინსულტის რისკი შეიძლება იყოს. ბუტორი გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და 6 წლის ან მეტი ასაკის ბავშვებში მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ;
  •  როცა  კვების რეჟიმის შეცვლა და ვარჯიში არ არის საკმარისი ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად. ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი დიეტა და ვარჯიში  უნდა გაგრძელდეს ბუტორის მიღების პერიოდშიც;
  • სხვა ფაქტორების არსებობა, რომელიც ზრდის ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემების განვითარების რისკს. ინფარქტი, ინსულტი და სხვა პრობლემები შესაძლებელია გამოწვეული იყოს  ათეროსკლეროზით. ათეროსკლეროზის მიზეზია არტერიებში ცხიმის ნალექების დაგროვება.

ბუტორი გამოიყენება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების ე.წ. ლიპიდების (რომელთაგან  ყველაზე გავრცელებულია  ქოლესტერინი) დონის დასარეგულირებლად.

სისხლში გვხვდება სხვადასხვა ტიპის ქოლესტერინი. „ცუდი“ ქოლესტერინი (LDL) და „კარგი“ ქოლესტერინი (HDL).

  • ბუტორის მოქმედებით შესაძლებელია   „ცუდი“ ქოლესტერინის დონის დაქვეითება და  „კარგი“ ქოლესტერინის დონის გაზრდა.
  • იგი ხელს უწყობს ორგანიზმში „ცუდი“ ქოლესტერინის გამომუშავების დაბლოკვას. ასევე ის ზრდის  ორგანიზმის უნარს, გამოდევნოს „ცუდი“ ქოლესტერინი სისხლიდან.

ქოლესტერინის მაღალი დონე ადამიანების უმეტესობის მდგომარეობაზე არ მოქმედებს, ვინაიდან ის არ იწვევს რაიმე სიმპტომებს. თუმცა მკურნალობის გარეშე ცხიმის ნალექები შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებზე, რაც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას. შევიწროებული სისხლძარღვები ზოგჯერ შეიძლება დაიხშოს, რაც აფერხებს  გულში ან თავის ტვინში სისხლის მიწოდებას და  იწვევს ინფარქტის ან ინსულტის  განვითარებას. ქოლესტერინის დონის დაქვეითებით შესაძლებელია ინფარქტის, ინსულტის ან  ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემების რისკის შემცირება.

ბუტორის მიღება უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მისი გავლენით სასურველ დონემდე დაქვეითდა ქოლესტერინი, რადგან ის ხელს უშლის ქოლესტერინის დონის ხელახლა მომატებას და სისხლძარღვებში ცხიმის ნალექების დაგროვებას. ამის მიუხედავად, ბუტორის მიღება უნდა შეწყდეს თუ  ექიმი ამას მიუთითებს ან ორსულობისას.

უკუჩვენებები

ბუტორის მიღება არ უნდა მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • ბუტორის ან მის ნებისმიერი ინგრედიენტის (ჩამოთვლილია შემადგენლობაში) მიმართ ალერგია;
  • ორსულობა ან ძუძუთი კვება. თუ პაციენტი დაორსულდა ბუტორის მიღების პერიოდში,  დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და შეატყობინოს

ექიმს. ქალებმა, რომლებიც იღებენ ბუტორს, თავიდან უნდა აიცილონ ორსულობა  სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით;

  • ღვიძლის დაავადება;
  • თირკმლების სერიოზული პრობლემები;
  • განმეორებითი ან დაუდგენელი კუნთების ტკივილი;
  • პრეპარატებთან სოფოსბუვირი/ ველპატასვირი/ვოქსილაპრევირი  (გამოიყენება ღვიძლის ვირუსული ინფექციისას, რომელსაც ეწოდება ჰეპატიტი C) კომბინაციასთან  მიღება;
  • პრეპარატ ციკლოსპორინით (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდგომ) მკურნალობა;

რომელიმე ზემოაღნიშნულ (ან ეჭვის) შემთხვევაში  მიმართეთ  ექიმს.

როზუვასტატინი 40 მგ (ყველაზე მაღალი დოზა) უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • საშუალო ხარისხის თირკმლის პრობლემა (ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს);
  • ფარისებრი ჯირკვალი ფუნქციის დარღვევა;
  • განმეორებითი ან დაუდგენელი კუნთების ტკივილი, როცა ინდივიდუალურ ან ოჯახურ ანამნეზში აღინიშნება კუნთების პრობლემები ან კუნთების პრობლემების წინა ისტორია ქოლესტერინის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატების მიღების შემდეგ;
  • დიდი რაოდენობით ალკოჰოლის რეგულარულად მიღება;
  • აზიური წარმომავლობა(იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი);
    • ქოლესტერინის დასაქვეითებლად ფიბრატებით მკურნალობა.

რომელიმე ზემოაღნიშნულ (ან ეჭვის) შემთხვევაში, ხელახლა მიმართეთ  ექიმს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბუტორის მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგ მდგომარეობების შემთხვევაში:

  • თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემა;
  • ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემა;
  • განმეორებითი ან დაუდგენელი კუნთების ტკივილი, ინდივიდუალურ ან ოჯახურ ანამნეზში  კუნთების პრობლემები ან კუნთების პრობლემების წინა ისტორია ქოლესტერინის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატების მიღების შემდეგ. დაუყოვნებლივ აცნობეთ  ექიმს თუ გამოგივლინდათ დაუდგენელი კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით, თუ თავს ცუდად გრძნობთ და გაქვთ ცხელება. გარდა ამისა, აცნობეთ  ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ კუნთების მუდმივი სისუსტე;
  • ბუტორის ან სხვა მსგავსი პრეპარატების მიღების შემდეგ თუ როდესმე გქონიათ კანზე ძლიერი გამონაყარი, კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან წყლულები პირის ღრუში;
  • დიდი რაოდენობით ალკოჰოლის რეგულარულად მიღება;
  • ფარისებრი ჯირკვლის   ფუნქციის დარღვევა;
  • ქოლესტერინის დასაქვეითებლად ფიბრატებით მკურნალობა;  
  • აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატებით, როგორიცაა რიტონავირი ლოპინავირთან და/ ან ატაზანავირთან კომბინირებული მკურნალობა. იხილეთ თავი „სხვა პრეპარატები და ბუტორი“;
  • ბოლო 7 დღის განმავლობაში პერორალურად ან ინექციის სახით სამკურნალო საშუალება ფუზიდის მჟავათი მკურნალობა. ფუზიდის მჟავის და ბუტორის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები კუნთების მხრივ (რაბდომიოლიზი), იხ. თავი „სხვა პრეპარატები და ბუტორი“;
  •  70 წელს ზემოთ ასაკი (ექიმმა უნდა შეარჩიოს ბუტორის შესაფერისი სწორი საწყისი დოზა);
  • სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
  • აზიური წარმომავლობა - იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი. ექიმმა უნდა შეარჩიოს ბუტორის პაციენტისთვის შესაფერისი სწორი საწყისი დოზა.

რაიმე ზემოაღნიშნულის (ან ეჭვის) გამოვლენის შემთხვევაში:

  • არ მიიღოთ როზუვასტატინი 40 მგ (ყველაზე მაღალი დოზა) და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ბუტორის ნებისმიერი დოზის მიღების დაიწყებამდე.

დაფიქსირებული იყო ბუტორით მკურნალობასთან დაკავშირებული კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან (DRESS) ერთად. 

ადამიანთა მცირე რაოდენობაში სტატინებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ღვიძლზე. ამის იდენტიფიცირება შესაძლებელია მარტივი ტესტით, რომელიც გამოავლენს  ღვიძლის ფერმენტების მომატებულ დონეს სისხლში.  ამის გათვალისწინებით, ბუტორით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში, საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება ექიმის მოთხოვნით (ღვიძლის ფუნქციის ტესტი).

ამ მედიკამენტით მკურნალობისას  სამედიცინო მეთვალყურეობა ასევე საჭიროა, თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან  დიაბეტის განვითარების რისკი. სავარაუდოდ, პაციენტი არის დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ, თუ სისხლში აქვს შაქრის და ცხიმების მაღალი დონე, ჭარბი წონა და მაღალი წნევა.

ბავშვები და მოზარდები

6 წლამდე  ასაკი: ბუტორის მიცემა არ შეიძლება 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის.

18 წლამდე ასაკი: როზუვასტატინის 40 მგ დოზა არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის და 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებისთვის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ბუტორი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი

აცნობეთ  ექიმს თუ თქვენ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

  • ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ);
  • ვარფარინი ან კლოპიდოგრელი (ან რომელიმე სხვა პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად);
  • ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ან ან რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის დასაქვეითებლად (მათ შორის, ეზეტიმიბი);
  • საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მოქმედი საშუალებები  ( კუჭში მჟავას გამანეიტრალებელი საშუალებები);
  • ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი), ფუზიდის მჟავა (იხილეთ ქვემოთ "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები");
  • ორალური კონტრაცეპტივი;
  • რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
  • დაროლუტამიდი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
  • ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია;
  • ნებისმიერი შემდეგი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, აივ-ის ან C ჰეპატიტის ჩათვლით, ცალკე ან კომბინაციაში (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები): რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი.

ბუტორმა შეიძლება შეცვალოს ამ პრეპარატების ეფექტი ან მათი გავლენით შეიცვალოს ბუტორის ეფექტი.

ბაქტერიული ინფექციის  სამკურნალოდ პერორალური ფუზიდის მჟავის მიღების საჭიროებისას, დროებით უნდა შეწყდეს ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება. ექიმი განსაზღვრავს თუ როდის იქნება უსაფრთხო ბუტორის თავიდან გამოყენება. ფუზიდის მჟავასთან ერთად  ბუტორის  მიღებამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მტკივნეულობა შეხებისას ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ ბუტორი  ორსულობისას ან ძუძუთი კვებისას. თუ  ბუტორის მიღების პერიოდში დაორსულდით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მიღება და აცნობეთ ექიმს. ბუტორით მკურნალობისას ქალებმა თავი უნდა აარიდონ ორსულობას შესაფერისი კონტრაცეფციის გამოყენებით.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ადამიანთა უმეტესობას ბუტორის მიღებისას შეუძლია  ავტომობილის მართვა და  მექანიზმებთან მუშაობა, რადგან გავლენას არ ახდენს ამ უნარებზე. თუმცა ბუტორის მიღებისას ზოგიერთი ადამიანი გრძნობს თავბრუსხვევას. თუ გრძნობთ  თავბრუსხვევას,  სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმების გამოყენების, მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ბუტორი შეიცავს ლაქტოზას

ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობისას, ბუტორის მიღებამდე დაუკავშირდით  ექიმს.

მიღების წესი

ეს სამკურნალო საშუალება მიიღება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ჩვეულებრივი დოზები მოზრდილთათვის მაღალი ქოლესტერინის გამო გამოყენებისას:

საწყისი დოზა

როზუვასტატინით მკურნალობა უნდა დაიწყოთ 5 მგ ან 10 მგ დოზით, მაშინაც კი, თუ ადრე გამოყენებული იყო სხვა სტატინის მაღალი დოზა. საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია შემდეგზე:

  • ქოლესტერინის დონე;
  • ინფარქტის ან ინსულტის რისკის დონე;
  • სხვა ფაქტორების არსებობა, რომლებმაც შესაძლებელია უფრო მგრძნობიარე გახადოს პაციენტი მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების მიმართ.

გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან რომელი საწყისი დოზაა თქვენთვის შესაფერისი.

ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს მინიმალურ (5 მგ) დოზას შემდეგ შემთხვევებში:

-         აზიური წარმოშობა (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი);

-          70 წლის ზემოთ ასაკი;

-         თირკმლის საშუალო ხარისხის პრობლემები;

-         კუნთების ტკივილის განვითარების რისკი (მიოპათია).

დოზის გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა

ექიმმა შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება დოზის გაზრდის შესახებ. ამგვარად შესაძლებელი გახდებაპაციენტისთვის  ბუტორის შესაფერისი დოზის მიღება. თუ მკურნალობა დაიწყება 5 მგ დოზის მიღებით,  ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს მისი გაორმაგება 10 მგ-მდე, შემდეგ 20 მგ და 40 მგ საჭიროების მიხედვით. თუ მკურნალობა დაიწყება 10 მგ-ის მიღებით, ექიმმა შესაძლოა გადაწყვეტოს მისი გაორმაგება 20 მგ-მდე და შემდეგ 40 მგ საჭიროების შემთხვევაში. დოზის ყოველი კორექტირების შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 4 კვირას.

როზუვასტატინის მაქსიმალური დღიური დოზაა 40 მგ. ეს დოზა განკუთვნილია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, და რომელთა ქოლესტერინის დონე 20 მგ დოზის მიღების შემდეგ საკმარისად არ ქვეითდება.

ბუტორის მიღება  ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემების შემცირების მიზნით:

რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში ერთხელ. თუმცა, რომელიმე ზემოთ აღნიშნული ფაქტორის არსებობისას,  ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს უფრო დაბალი დოზის გამოყენება.

ბავშვებში და 6-17 წლის მოზარდებში გამოყენება

ბავშვებში და 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებშიდღიური დოზის დიაპაზონი შეადგენს 5-20 მგ-ს დღეში ერთხელ. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 5 მგ და ექიმი თანდათანობით გაზრდის ბუტორის  დოზას პაციენტისთვის შესაფერისი საჭირო რაოდენობის შესარჩევად.

6 წლიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ბუტორის მაქსიმალური დღიური დოზაა 10 ან 20 მგ, რაც დამოკიდებულია იმ ძირითად მდგომარეობაზე, რომელიც საჭიროებს მკურნალობას.  რეკომენდებული დოზა მიიღება დღეში ერთხელ.

ბავშვებში არ შეიძლება როზუვასტატინის 40 მგ დოზის გამოყენება. 

ტაბლტების მიღება

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით.

ბუტორი მიიღება ერთხელ დღეში.   მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს, საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. სასურველია ტაბლეტების მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

ქოლესტერინის რეგულარული შემოწმება

მნიშვნელოვანია ექიმის მეთვალყურეობით ქოლესტერინის რეგულარული კონტროლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს  ქოლესტერინის  სასურველი დონის მიღწევა და შენარჩუნება.

ექიმი იღებს გადაწყვეტილებას დოზის გაზრდასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს პრეპარატის შესაფერისი დოზა.

დოზის გადაჭარბება

მედიკამენტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ  ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ მოხვდით საავადმყოფოში ან იღებთ მკურნალობას სხვა მდგომარეობასთან დაკავშირებით, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს რომ იღებთ  ბუტორს.

დოზის გამოტოვება

დოზის გამოტოვების შემთხვევაშიშემდეგი დოზა  მიიღეთ გეგმის მიხედვით, სწორ დროს. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

მკურნალობის შეწყვეტა

ბუტორის მიღების შეწყვეტამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. თუ შეწყვეტთ ბუტორის მიღებას, ქოლესტერინის დონე შესაძლოა ისევ ამაღლდეს.

ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები

სხვა სამკურნალო საშუალებების ანალოგიურად, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა იმ პირში, ვინც მას იღებს.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ როგორი სახის შეიძლება იყოს ეს გვერდითი ეფექტები. ისინი, ჩვეულებრივ, სუსტადაა გამოხატული და მათი გაქრობა ხდება მოკლე დროში.

ბუტორის მიღება  და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი ალერგიული რეაქცია:

  • სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებით ან მის გარეშე;
  • სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება;
  • კანის ძლიერი ქავილი (კანის ზედაპირიდან ამოწეული ელემენტებით);
  • მოწითალო, სამიზნეს მსგავსი ან მრგვალი ლაქები სხეულზე, ბუშტუკებით ცენტრში, რომლებიც არ არის ამოწეული კანის ზედაპირიდან, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, გენიტალიების და თვალების წყლულები. კანზე ამ სერიოზულ გამონაყარს  შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპისმაგვარი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
  • გავრცობილი გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან სამკურნალო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის სინდრომი).

ბუტორის მიღება ასევე შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ აცნობეთ  ექიმს:

  • თუ გაქვთ კუნთების უჩვეულო სისუსტე ან ტკივილი, რაც გრძელდება მოსალოდნელზე მეტ ხანს. კუნთების მხრივ სიმპტომები უფრო ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში. სხვა სტატინების მსგავსად, ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობას აღმოაჩნდა  უსიამოვნო ეფექტები კუნთების მხრივ და, იშვიათად, ეს გადაიზარდა სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში კუნთების დაზიანებაში, რომელიც ცნობილია როგორც რაბდომიოლიზი;
  • თუ გაქვთ კუნთების გაწყვეტა;
  • თუ გაქვთ მგლურასმაგვარი სინდრომი (მათ შორის გამონაყარი, სახსრების მხრივ დარღვევები და ზეგავლენა სისხლის უჯრედებზე).

ხშირი შესაძლო გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს დიაპაზონში 10-დან 1 და 100-დან 1 პაციენტში):

  • თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, შეუძლოდ ყოფნა, კუნთების ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა;
  • შარდში ცილების რაოდენობის მომატება – ჩვეულებრივ თავისთავად უბრუნდება ნორმას ბუტორის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ 40მგ როზუვასტატინი);
  • დიაბეტი, რომლის განვითარებას ხელს უწყობს შაქრის ან ცხიმების მაღალი დონე სისხლში,  ჭარბი წონა, მაღალი არტერიული წნევა.  ამ პრეპარატის მიღებისას ექიმი აწარმოებს შესაბამის მონიტორინგს.

არახშირი შესაძლო გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს დიაპაზონში 100-დან 1 და 1000-დან 1 პაციენტში):

  • გამონაყარი, ქავილი და სხვა რეაქციები კანის მხრივ;
  • შარდში ცილების რაოდენობის მომატება – ჩვეულებრივ თავისთავად უბრუნდება ნორმას ბუტორის მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ 5 მგ, 10 მგ, 20 მგ როზუვასტატინი).

იშვიათი შესაძლო გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს დიაპაზონში 1000-დან 1 და 10000-დან 1 პაციენტში):

  • მძიმე ალერგიული რეაქციები –  ნიშნები მოიცავს სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი (კანის ზედაპირიდან ამოწეული ელემენტებით).

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ ბუტორის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას;

  • კუნთების დაზიანება მოზრდილებში – სიფრთხილის მიზნით შეწვიტეთ ბუტორის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე მეტხანს;
  • კუჭის ძლიერი ტკივილი (პანკრეასეის ანთება);
  • სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება;
  • სისხლდენის ან სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე იოლად განვითარება თრომბოციტების დაბალი დონის გამო;
  • მგლურასმაგვარი სინდრომი (მათ შორის გამონაყარი, დარღვევები კუნთების მხრივ და გავლენა სისხლის უჯრედებზე).

ძალიან იშვიათი შესაძლო გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1 პაციენთში ნაკლებად):

  • სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება), ჰეპატიტი, ედემა (შეშუპება), სისხლის კვალი შარდში, ფეხების და ხელების ნერვების დაზიანება (დაბუჟება), სახსრების ტკივილი, მეხსიერების დაკარგვა და მკერდის გაზრდა მამაკაცებში (გინეკომასტია).

 გვერდითი ეფექტები უცნობი სიხშირით შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • დიარეა (თხიერი განავალი), ხველა, ქოშინი, ედემა (შეშუპება), ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და კოშმარები, სექსუალური დისფუნქცია, დეპრესია, სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინიან ცხელება, მყესების დაზიანება და კუნთების სისუსტე.

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი. ეს მოიცავს   ნებისმიერ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი. გვერდით ეფექტებზე  შეტყობინება ასევე შეგიძლიათ უშუალოდ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით. გვერდით ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიშლიათ დახმარების გაწევა ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

შენახვის წესი

ბლისტერები: შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე/ ბლისტერზე/ეტიკეტზე EXP-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი ეხება იმ თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

ბუტორი წარმოდგენილია OPA/Alu/PVC-ალუმინის ფოლგის ბლისტერებში, თითო ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს, კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი.

ბუტორი წარმოდგენილია ორი დოზით:10 მგ და 20 მგ.

ბუტორის ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Medicair Bioscience Laboratories CY Ltd

Anexartisias 3,

3036 Limassol, კვიპროსი

მწარმოებელი

Medicair Bioscience Laboratories S.A.

Athinon-Lamias National Road 61st km,

Schimatari, 32009, საბერძნეთი.

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა 1
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 92
ლილოს დას.მე-3კვრტ.8კორპ.(24)
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 171
კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
სენაკი 6
რუსთავალის ქ.#170
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები