ორნაბიოტიკი #20კაფს
ორნაბიოტიკი
ORNABIOTIC
(სიმბიოტიკი)
შემადგენლობა
რძემჟავა და ბიფიდო ბაქტერიების კომპლექსი - 40 მგ (4,0 E + 9 CFU*)
(Lactobacillus acidophilus, Lactobacillus casei, Lactobacillus plantarum, Lactobacillus rhamnosus,
Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium breve, Bifidobacterium longum, Streptococcus thermophilus);
Saccharomyces boulardii – 100 მგ (2,0 E + 9 CFU*);
ინულინი 80 მგ;
ვიტამინი C – 50 მგ.
* მიკრობის კოლონის ფორმირების ერთეული.
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
ფუნქციური დანიშნულება და მოქმედება
პროდუქტი წარმოადგენს სიმბიოტიკს, ბიოლოგიური აქტივობის მქონე საკვებ დანამატს, რომელიც რეკომენდებულია ნაწლავის მიკროფლორის დასარეგულირებლად.
ლაქტობაქტერიები და ბიფიდო ბაქტერიები ნაწლავის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოქმნიან დამცავ ბიოლოგიურ შრეს, რითაც ეწინააღმდეგებიან მასზე პათოლოგიური მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას და იცავენ ტოქსინების ზემოქმედებისაგან.
ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ ანტიბიოტიკების მსგავს ნივთიერებებს, ინტერფერონს, ინტერლეიკინ-1-ს; ახასიათებთ ბაქტერიოციდული აქტივობა პათოგენური მიკროფლორის მიმართ. განაპირობებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფერმენტაციულ დაშლას. ლაქტობაცილები და რძემჟავა ბაქტერიები იცავენ ორგანიზმს ალერგიული რეაქციების განვითარებისაგან, ფაღარათისა და ყაბზობისაგან, აკონტროლებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას, მრავალფეროვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში.
ბიფიდობაქტერიები ამუხრუჭებენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას; მონაწილეობენ ჰორმონების, K და B-ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმისა და პანთოტენის მჟავას სინთეზში; ხელს უწყობენ კალციუმის, რკინის, ვიტამინების შეწოვას; არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას.
Saccharomyces boulardii წარმოადგენს არაპათოგენურ საფუარის სოკოს. იგი ავლენს ანტიტოქსიურ და ანტისეკრეტორულ მოქმედებას; წვრილ ნაწლავებში ზრდის დისაქარიდაზების აქტივობას და აუმჯობესებს შეწოვის პროცესებს. სამედიცინო საფუარი ახდენს პარაზიტების და პათოგენური ბაქტერიების ზრდის დათრგუნვას.
ინულინი წარმოადგენს საკვებ ბოჭკოს. იგი ნახშირწყალია, კერძოდ- ოლიგოსაქარიდია პრებიოტიკული აქტივობით. ინულინი არ შეიწოვება კუჭში, არამედ ხვდება უშუალოდ ნაწლავებში, სადაც ხელს უწყობს მეგობარი ბაქტერიების ზრდას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას; არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავში. ბაქტერიები, რომლებიც იკვებებიან ინულინით, განაპირობებენ ნაწლავის გამართულ ფუნქციას.
C ვიტამინის – ასკორბინის მჟავის მოქმედება მოიცავს ანტიოქსიდანტურ აქტივობას, არაჰემური რკინის შეწოვის გაადვილებას. იგი მონაწილეობს კარნიტინის ბიოსინთეზში. წარმოადგენს წამლის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტული სისტემების მნიშვნელოვან კომპონენტს. განსაკუთრებით, დიდია მისი როლი შერეული ფუნქციის მქონე ოქსიდაციური სისტემებისთვის. იგი აძლიერებს იმუნიტეტს. ა
ჩვენებები
– დისბაქტერიოზი;
– მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა;
– ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზი;
– საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, ბოყინი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი (მათ შორის დაკავშირებული საკვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობებთან და სხვა მიზეზებთან);
– ლაქტოზას აუტანლობა (რძის ლაქტოზას მიმართ ტოლერანტობის ამაღლების მიზნით);
– გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
– ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები;
– დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით.
მიღების წესი და დოზირება
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გაფრთხილება
აღნიშნული პროდუქტი არ არის წამალი, გამოიყენება დამხმარე საშუალებად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ბიოლოგიური აქტივობის მქონე საკვები დანამატი არ ცვლის ნორმალურ კვებას.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ავადმყოფობის ან მედიკამენტების გამოყენებისას მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა:თეთრი ფერისკაფსულა
შეფუთვის ფორმა
N20 კაფსულა მოთავსებულია მაღალი ხარისხის პოლიეთილენის ბოთლში.ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში
ვარგისობის ვადა: გამოშვებიდან 30 თვე
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, მზისგან და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
მწარმოებელი
SIA "Primea", Ventspils iela 48, Riga, LV-1002,
ლატვია.
პროდუქტის და სავაჭრო ნიშნის მფლობელი
„ORNADO MEDICINE” LLP,
Office 11, 43 Bedford Street, London, WC2E 9HA,
გაერთიანებული სამეფო.