ბეტროპილი #30კაფს
ბეტროპილი
შემადგენლობა: |
1 კაფს. შეიცავს/მგ |
სადღეღამისო დოზა-2კაფს./მგ |
ბაკოპას (Bacopa Monnieri ) ფოთლების ექსტრაქტი |
100
|
200 |
გამა-ამინო-ერბოს მჟავა (GABA) |
125 |
250 |
გინკგოს (Ginkgo Biloba L.) ფოთლების ექსტრაქტი (ფლავანოიდური გლიკოზიდები ≥ 24%, ტერპენული ნაერთები ≥ 6%) |
60 |
120 |
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) |
0,6 |
1,2 |
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) |
0,7 |
1,4 |
ვიტამინი B5 (კალციუმის D-პანტოთენატი) |
6 |
12 |
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) |
0,7 |
1,4 |
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) |
0,2 |
0,4 |
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) |
0,00125 |
0.0025 |
თუთიის გლუკონატი |
5 |
10 |
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 56.485მგ, მაგნიუმის სტეარატი 6 მგ, სილიკონის დიოქსიდი 2.4 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბეტროპილი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას. ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას თავის ტვინში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის უტილიზაციას. ახასიათებს ანტიჰიპოქსიური მოქმედება, იცავს ნერვულ უჯრედებს იშემიური დაზიანებისგან. აუმჯობესებს აზროვნების პროცესებს, მეხსიერებას, ყურადღების, კონცენტრაციის უნარს, ააქტიურებს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას.
ბაკოპა მონიერა - წარმოადგენს უძველეს ინდურ სამკურნალო მცენარეს, რომელიც გამოიყენება მეხსიერების გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის ინტელექტუალურ და მენტალურ შესაძლებლობებს. აუმჯობესებს სწავლის პროცესს, ზრდის გონებრივი მუშაობის უნარს. გააჩნია ანქსიოლიზური და ანტიოქსიდანტური თვისებები.
გინგკო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას პერიფერიულ და თავის ტვინის სისხლძარღვებში, ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობის ზრდას. ზრდის თავის ტვინში დოფამინისა და ნეირო-მედიატორების სინთეზს, ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემას, უზრუნველყოფს მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
გამა-ამინო-ერბოს მჟავა (GABA) - გაემ წარმოადგენს ძირითად მედიატორს, რომელიც მონაწილეობს ცენტრალური შეკავების პროცესებში. გაემ ახდენს ტვინის ენერგეტიკული პროცესების აქტივაციას, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას, აუმჯობესებს თავის ტვინის მიერ გლუკოზის უტილიზაციას და სისხლის მიმოქცევას. გაემ-ს გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი, თრგუნავს აგზნების პროცესებს თავის ტვინში და ამცირებს გაღიზიანებადობას.
B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფენ ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციობას; მონაწილეობენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში.
ვიტამინი B1 (თიამინი) - წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნეირომედიატორების სინთეზში. მონაწილეობს სინაფსებში ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს; ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ანთებითი პროცესების დროს ორგანიზმის დაცვით რეაქციაში.
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა ) - მონაწილეობს ცილების მეტაბოლიზმში, ქოლესტერინის სინთეზში, ენერგეტიკულ ცვლაში, კორტიკოსტეროიდების სინთეზში. იცავს ორგანიზმს სტრესისგან.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, რის გამოც მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციობაში.
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) - აუცილებელია სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციობისათვის. აუმჯობესებს კოგნიტურ შესაძლებლობებს, ამაღლებს გუნება-განწყობას.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - მნიშვნელოვანია უჯრედის ზრდისა და დაყოფისათვის, მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, უზრუნველყოფს ჰემოპოეზის ფორმირებას, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას.
თუთია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის ნერვული და ენდოკრინული სისტემების ნორმალურ ფუნქციობას; მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში; აუმჯობესებს მეხსიერებასა და კოორდინაციის უნარს.
ჩვენებები
რეკომენდებულია სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და კომპლექსურ თერაპიაში:
- თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული დაავადებებით გამოწვეული კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევა
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი
- ქრონიკული ცერებრო-ვასკულური პათოლოგია
- სხვადასხვა გენეზის დემენცია
- ქალა-ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება
- ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუ, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია)
- ფსიქო-ემოციური სტრესი და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები.მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან მიიღება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. დოზის კორექცია და კურსის ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
შენახვისპ ირობები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სიფრთხილის ზომები: არ გადააჭარბოთ დღიურად მისაღებ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.
გამოშვების ფორმა: კაფსულა N30, საკვები დანამატი.
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ,,Aconitum,’’ ლიტვა.