ადეპრენალი 40მგ/მლ 15მლ წვეთები

143793
მარაგშია
68.37 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიდეპრესანტები ჯენერიკიCitalopramum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
68.37 

ადეპრენალი

წვეთები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ციტალოპრამი (ჰიდროქლორიდის სახით).

ადეპრენალის პერორალური წვეთების ყოველი მლ შეიცავს 40 მგ ციტალოპრამს (ციტალოპრამის ჰიდროქლორიდის სახით).

1 წვეთი = 2 მგ ციტალოპრამი.

სხვა ინგრედიენტები: მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარჰიდროქსიბენზოატი, ეთანოლი 96%, ჰიდროქსიეთილის ცელულოზა, გასუფთავებული წყალი.

 

გამოყენება

ადეპრენალი არის სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორი (SSRI) და მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს. ამ ჯგუფის მედიკამენტების მოქმედებას წარმოადგენს ტვინში არსებული იმ სპეციფიკური ქიმიური დარღვევების კორექცია, რომლებიც დაავადების სიმპტომებს განაპირობებს.

 

ჩვენებები

ადეპრენალი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ და სიმპტომების ხელახლა განვითარების (რეციდივების) პრევენციის მიზნით.

გარდა ამისა, ადეპრენალი გამოიყენება გრძელვადიანი მკურნალობისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი დეპრესიული ეპიზოდები პაციენტებში, რომლებშიც მოსალოდნელია განმეორებითი ეპიზოდები.

ადეპრენალი ასევე გამოიყენება პანიკური შეტევების მქონე პაციენტებში აგორაფობიით ან მის გარეშე და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე პაციენტებში სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ადეპრენალი შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვა მიზნითაც ექიმის დანიშნულებით.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

 

უკუჩვენებები

ადეპრანილის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

-         ციტალოპრამის ან ადეპრენალის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა);

-         მკურნალობა ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა მონოამინ ოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორები. მათ შორისაა ფენელზინი, იპროპიაზიდი, იზოკარბოქსაზიდი, ნიალამიდი, ტრანილციპრომინი, სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), ასევე  ლინზოლიდი (ანტიბიოტიკი);

-         გულის რითმის თანდაყოლილი პათოლოგია, ან გულის რითმის პათოლოგია ანამნზეში (გამოვლენილი ეკგ-ზე);

-         გულის რითმის პრობლემების სამკურნალო მედიკამენტებით მკურნალობა ან ისეთი მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა ახდენდეს გულისცემაზე (იხილეთ პუნქტი  „სხვა მედიკამენტების მიღება“);

მაშინაც კი, თუ პაციენტმა შეწყვიტა MAOI-ების მიღება, ადეპრენალით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გავიდეს 2 კვირა.

მოკლობემიდის მიღების შეწყვეტის შემდეგ, ადეპრენალინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გავიდეს ერთი დღე.

ადეპრენალის შეწყვეტის შემდეგ კი საჭიროა ერთკვირიანი ინტერვალის დაცვა მაო-ს ინჰიბიტორის მიღებამდე.

 

განსაკუთრებულისიფრთხილედეპრენალის გამოყენებისას

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სხვა პრობლემა ან დაავადება, რადგან ექიმს შეიძლება დასჭირდეს ამ ინფორმაციის გათვალისწინება.

კერძოდ, ექიმს აცნობეთ შემდეგი დაავადებების ან მდგომარეობის შემთხვეევაში:

-         მანიის ან პანიკური აშლილობის ეპიზოდები;

-         ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ექიმმა შესაძლოა მოახდინოს დოზის კორექცია;

-         დიაბეტი. ადეპრენალით მკურნალობამ შესაძლოა შეცვალოს გლიკემიური კონტროლი. შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური თერაპიის დოზის კორექცია;

-          ეპილეფსია. ადეპრენალით მკურნალობა უნდა შეწყდეს გულყრების ან გულყრების სიხშირის მატების შემთხვევაში (იხ. ასევე პუნქი "შესაძლო გვერდითი მოვლენები");

-          სისხლდენასთან დაკავშირებით რაიმე სახის დარღვევა;

-         სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე;

-         ელექტროკონვულსიური თერაპიის გამოყენება;

-         მიმდინარე ან ანამნეზში არსებული გულის პრობლემები, ან ახლახან გადატანილი გულის შეტევა;

-         ბრადიკარდია მოსვენების მდგომარეობაში და/ან თუ მოსალოდნელია ელექტროლიტების ხანგრძლივი დაკარგვა, მძიმე ფაღარათის და ღებინების (ავადმყოფობის გამო) ან შარდმდენების გამოყენების შედეგად;

-         ტაქიკარდია ან სხვა სახის გულის რითმის დარღვევა, სისუსტე, გონების დაკარგვა ან თავბრუსხვევა ვერტიკალურ მდგომარეობაში, სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გულის რითმის დარღვევაზე;

-         გუგის გაფართოების ან თვალის წნევის მომატების პრობლემა (გლაუკომა).

მიმართეთ ექიმს, ამ პრობლემების წარსულში არსებობის შემთხვევაშიც კი.

 

გაითვალისწინეთ

ბიპოლარული აშლილობის მქონე ზოგიერთი პაციენტი შესაძლოა გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში, რასაც ახასიათებს უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეები, გადაჭარბებული სიხარული და გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა ან გაძნელებული ჯდომა ან უძრავი დგომა (აკათიზია), ასევე შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სუიციდურიაზრებიდადეპრესიისანშფოთვითიაშლილობისგაუარესება

დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის არსებობისას, შეიძლება ზოგჯერ ადგილი ჰქონდეს საკუთარი თავის დაზიანების ან თუნდაც თავის მოკვლის ფიქრებს.  ეს შეიძლება გაიზარდოს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტების გააქტიურებას გარკვეული დრო სჭირდება, როგორც წესი, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს.

ეს მოსალოდნელიაშემდეგ შემთხვევებში:

-         წარსულში საკუთარი თავის მოკვლაზე ან ზიანის მიყენებაზე აზრების არსებობა;

-         ზრდასრულ ახალგაზრდებში. კლინიკური კვლევებით მიღებული ინფორმაცია აჩვენებს სუიციდური ქცევის მაღალ რისკს 25 წლამდე ასაკის ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.

საკუთარი თავის დაზიანებაზე ან თავის მოკვლაზე ნებისმიერ დროს აზრების გაჩენის შემთხვევაში, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

პაციენტის დროული დახმარებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს, თუკი ეტყვის ნათესავს ან ახლო მეგობარს, რომ აქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვს აღნიშნული ანოტაციის წაკითხვას. მათ შეუძლიათ,  შეამჩნიონ დეპრესიის ან შფოთვის გაუარესება, ან ქცევაში ცვლილებები.

 

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში

ადეპრენალის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში არ შეიძლება.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს ამ კლასის მედიკამენტების მიღებისას ახასიათებთ გვერდითი ეფექტების მაღალი რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრობა (ძირითადად აგრესია, რეაქტიული ქცევა და ბრაზი).

თუმცა, ექიმმა შესაძლოა ადეპრენალი დანიშნოს 18 წლამდე პაციენტებში, თუკი საჭიროდ ჩათვლის, რომ მკურნალობა პაციენტისთვის სასარგებლოა. თუ ექიმმა ადეპრენალი 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის დანიშნა და ეს გარკვეულ ეჭვს იწვევს, საკითხის განხილვისათვის მიმართეთ ექიმს. 18 წლამდე ასაკის პაციენტში ადეპრენალის მიღებისას, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის ან გაუარესების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს.

 

დაავადებასთან დაკავშირებული სპეციფიკური ინფორმაცია

ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, რომელიც გამოიყენება დეპრესიის ან მასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ, დაავადების გაუმჯობესება დაუყოვნებლივ არ აღინიშნება. ადეპრენალის მკურნალობის დაწყების შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე შესაძლოა გავიდეს რამდენიმე კვირა.

შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ, ჩვეულებრივ, 2-4 კვირა სჭირდება პროგრესის შესამჩნევად.

მკურნალობის დაწყებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს მომატებული მოუსვენრობა, რომელიც გაქრება მკურნალობის გაგრძელებით. ამ მიზეზით, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების დაცვა და მკურნალობა ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეუწყვეტლად და დოზის შეუცვლელად.

ზოგჯერ დეპრესიის ან პანიკური აშლილობის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თვითმკვლელობის აზრებს ან საკუთარი თავის დაზიანებას. შესაძლებელია, რომ ეს სიმპტომები გაგრძელდეს ან გაუარესდეს, სანამ არ გამოვლინდება პრეპარატის სრული ანტიდეპრესული ეფექტი. ეს უფრო სავარაუდოა, ახალგაზრდა ზრდასრულ, მაგ. 25 წლამდე და ანტიდეპრესანტებით არანამკურნალევ პაციენტებში.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ზოგიერთი პაციენტი შესაძლოა გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში. ეს ხასიათდება არანორმალური და სწრაფად ცვალებადი იდეებით, არანორმალური განწყობით და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. მსგავს შემთხვევებში, მიმართეთ ექიმს.

სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა ან გაძნელებული ჯდომა ან გაჩერება, ასევე შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომების გამოვლენისას.  

ზოგჯერ შეიძლება პაციენტმა არ იცოდეს ზემოაღნიშნული სიმპტომების შესახებ და, შესაბამისად, შეიძლება მისთვის სასარგებლო იყოს, თუ პაციენტი სთხოვს მეგობარს დაეხმაროს ქცევის ცვლილების შესაძლო ნიშნების დაფიქსირებაში.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს, თუ პაციენტს აქვს სუიციდური აზრები ან მკურნალობის დროს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა.

 

სხვამედიკამენტებისმიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს ან ახლახან იღებდა სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება ხელი შეუშალოს წამლის მოქმედებას და ამან შეიძლება სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

აცნობეთექიმს, თუპაციენტი იღებრომელიმექვემოთჩამოთვლილმედიკამენტს:

-         მონოამინ ოქსიდაზას არასელექტიური ინჰიბიტორები (MAO ინჰიბიტორები), რომელთა შორისაცაა, როგორც აქტიურ ინგრედიენტები, შემდეგი საშუაალებები: ფენელზინი, იპრონიაზიდი, იზოკარბოქსაზიდი, ნილამიდი და ტრანილციპრომინი. რომელიმე ამ მედიკამენტით მკურნალობის შემთხვევაში, უნდა გავიდეს 14 დღე, სანამ ადეპრენალით მკურნალობა დაიწყება. ადეპრენალის შეწყვეტის შემდეგ კი საჭიროა მინიმუმ 7 დღიანი ინტერვალი რომელიმე ამ მედიკამენტის მიღებამდე.

-         MAO-A-ს შექცევადი, შერჩევითი ინჰიბიტორები, როგორიცაა მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

-         ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი;

-         ლითიუმი (გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის პრევენციისა და სამკურნალოდ) და ტრიპტოფანი;

-         იმიპრამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);

-         MAO-B-ს შეუქცევადი ინჰიბიტორები, როგორიცაა სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს) ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს. სელეგილინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ დღეში;

-         მეტოპროლოლი (გამოიყენება შაკიკის, მაღალი წნევის და/ან გულის დაავადებების სამკურნალოდ). სისხლში მეტოპროლოლის დონე გაიზარდა, მაგრამ მეტოპროლოლის გაზრდილი მოქმედების ან გვერდითი ეფექტების ნიშნები არ დაფიქსირებულა;

-         სუმატრიპტანი (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება) ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს. ამ მედიკამენტების ადეპრენალთან ერთად გამოყენებისას რაიმე უჩვეულო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს;

-         ციმეტიდინი, მაღალი დოზებით გამოყენებისას (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ). სისხლში ადეპრენალის დონე შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ადეპრენალის გვერდითი ეფექტების ზრდა არ არის დაფიქსირებული;

-         მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენს თრომბოციტების ფუნქციაზე (მაგ. ანტიკოაგულანტები სისხლის შედედების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, აცეტილსალიცილის მჟავა (გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი), ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და დიკლოფენაკი (გამოიყენება ართრიტის დროს). სისხლდენის დარღვევების ოდნავ გაზრდილი რისკი;

-         კრაზანას  (hypericum perforatum) პრეპარატები  (მცენარეული საშუალებები, გამოიყენება დეპრესიის დროს) - ადეპრენალის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი;

-         მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ), გულყრის ზღურბლის შემცირების პოტენციური რისკის გამო;

-         ნეიროლეპტიკები (შიზოფრენიის, ფსიქოზის სამკურნალო საშუალებები), ეპილეფსიური ზღურბლის შემცირების პოტენციური რისკის გამო;

-         ადეპრენალი არ მიიღება, თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს გულისცემის პრობლემებისთვის ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გულისცემაზე, მაგ., როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ., სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, IV ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (ასთემიზოლი, მიზოლასტინი). ამ ინფორმაციის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს;

-         სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტები, რადგან ეს პირობები ზრდის სიცოცხლისთვის საშიში გულისცემის დარღვევის რისკს.

 

ადეპრენალის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ადეპრენალის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე (იხილეთ პუნქტი „ადეპრენალის მიღების წესი“).

ნაჩვენებია, რომ ადეპრენალი არ აძლიერებს ალკოჰოლის ეფექტს. თუმცა ადეპრენალით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

 

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულებას. ნებისმიერი წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ აცნობეთ ექიმს. არ მიიღოთ ადეპრენალი, თუ ორსულად ხართ, სანამ ექიმთან არ განიხილავთ რისკებსა და სარგებელს.

თუ ღებულობთ ადეპრენალს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში და მშობიარობის დღემდე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ახალშობილში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სახის პრობლემები: სუნთქვის დარღვევები, კანის სილურჯე, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვლილებები, კვების გაძნელება, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, დაძაბული ან სუსტი კუნთები, სწრაფი რეფლექსები, ტრემორი, ნერვიულობა, მოუსვენრობა, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის გაძნელება. თუ ახალშობილს რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი აღენიშნება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მიმართეთ ექიმს, თუ გსურთ ადეპრენალის მიღებისას ძუძუთი კვება, რადგან პრეპარატის მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.

დარწმუნდით, რომ ბებიაქალმა და ექიმმა იციან, რომ ადეპრენალს იღებთ. ორსულობის დროს და განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში მიღებისას, ამ კლასის მედიკამენტებმა (SSRIs) შეიძლება გაზარდოს ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის ფილტვის მუდმივი ჰიპერტენზია (PPHN), რომლის დროსაც ბავშვი უფრო სწრაფად სუნთქავს და აქვს ცისფერი შესახედაობა. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მშობიარობიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. ამ სიმპტომების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ბებიაქალს და/ან ექიმს.

ადეპრენალი, როგორც აღმოჩნდა, ამცირებს სპერმის ხარისხს ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, თუმცა ადამიანის ფერტილობაზე გავლენა დღემდე არ დაფიქსირებულა.

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

ადეპრენალი ზოგადად არ იწვევს ძილიანობას. თუმცა, თუ ადეპრენალის მიღებისას გრძნობთ ძილიანობას ან თავბრუსხვევას, რაც ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებისას, არ შეიძლება ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა, სანამ ეს ეფექტები არ გაქრება.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადეპრენალის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

პრეპარატი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (ალკოჰოლს), 100 მგ-ზე ნაკლებს ყოველ 8 წვეთში. ასევე შეიცავს მეთილპარაბენს E218 და პროპილპარაბენს E216-ს და შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული).

 

ადეპრენალის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ადეპრენალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული ან გჭირდებათ მეტი ინფორმაცია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

დეპრესია

ჩვეულებრივი დოზაა 16 მგ (8 წვეთი) დღეში. ეს შეიძლება ექიმმა გაზარდოს მაქსიმუმ 32 მგ-მდე (16 წვეთი) დღეში.

პანიკურიაშლილობა

საწყისი დოზაა 8 მგ (4 წვეთი) დღეში პირველი კვირის განმავლობაში დოზის გაზრდამდე 16-24 მგ (8-12 წვეთი) დღეში. დოზა შეიძლება გაზარდოს ექიმმა მაქსიმუმ 32 მგ-მდე (16 წვეთი) დღეში.

ობსესიურ-კომპულსიურიაშლილობა (OCD)

საწყისი დოზაა 16 მგ (8 წვეთი) დღეში. ის შეიძლება გაიზარდოს ექიმის მაქსიმუმ 32 მგ-მდე (16 წვეთი) დღეში.

ხანდაზმულიპაციენტები (65 წელზემეტი)

საწყისი დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებული დოზის ნახევარამდე 8-16 მგ დღეში.

ხანდაზმულმა პაციენტებმა არ უნდა მიიღონ 16 მგ-ზე მეტი (8 წვეთი) დღეში.

განსაკუთრებულირისკისმქონეპაციენტები

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ 16 მგ-ზე მეტი (8 წვეთი) დღეში.

ბავშვებიდამოზარდები (<18 წლამდე)

ადეპრენალი არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში.

როგორდაროდისმივიღოთადეპრენალი

ადეპრენალი მიიღება ყოველდღე, ერთჯერადად.

ადეპრენალის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

წვეთების მიღება შესაძლებელია წყალთან, ფორთოხლის წვენთან ან ვაშლის წვენთან ერთად.

გაზომეთ საჭირო რაოდენობის წვეთები სასმელში (წყალი, ფორთოხლის წვენი ან ვაშლის წვენი), ოდნავ აურიეთ და შემდეგ დალიეთ ერთიანად.

მკურნალობისხანგრძლივობა

როგორც დეპრესიის, პანიკური აშლილობისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, ადეპრენალის გამოყენებას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს, რომ პაციენტმა თავი უკეთ იგრძნოს. გააგრძელეთ ადეპრენალის მიღება უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ გარკვეული დრო დასჭირდება, ვიდრე პაციენტი სიმპტომების გაუმჯობესებას იგრძნობს.

არასოდეს შეცვალოთ წამლის დოზა ექიმთან შეთანხმების გარეშე.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ჩვეულებრივ მინიმუმ 6 თვე. გააგრძელეთ ადეპრენალის მიღება იმდენ ხანს, რამდენიც ექიმის მიერ არის რეკომენდებული. წამლის მიღება არ უნდა შეწყდეს მაშინაც კი, თუ პაციენტი თავს უკეთ იგრძნობს, თუკი ეს ექიმმა არ  ჩათვალა საჭიროდ. ძირითადი დაავადება შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში და თუ პაციენტი შეწყვეტს მკურნალობას, სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დეპრესიის განმეორებითი ეპიზოდები, შეიძლება დასჭირდეთ მუდმივი მკურნალობა, ზოგჯერ რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილონ დეპრესიის ახალი ეპიზოდები.

 

ადეპრენალ დოზის გადაჭარბება

თუ ფიქრობთ, რომ ნორმაზე მეტი ადეპრენალი მიიღეთ ან სხვამ მიიღო, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. ამგვარად მოიქეცით მაშინაც კი, თუ დისკომფორტის ან მოწამვლის ნიშნები არ ვლინდება. ექიმთან ან საავადმყოფოში წასვლის შემთხვევაში თან იქონიეთ ადეპრენალის კოლოფი.

დოზის გადაჭარბების ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს, მათ შორისაა, არარეგულარული გულისცემა, კრუნჩხვები, გულის რითმის ცვლილება/ არითმია/გულის უკმარისობა, ძილიანობა, კომა, ღებინება, ტრემორი, არტერიული წნევის დაქვეითება, არტერიული წნევის მომატება, გულისრევა (ღებინების სურვილის შეგრძნება), სეროტონინის სინდრომი, აგზნება, თავბრუსხვევა, გაფართოებული გუგები, ოფლიანობა, ცისფერი კანი, ჰიპერვენტილაცია.

 

ადეპრენალის დოზის გამოტოვება

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაგახსენდათ ძილის წინ, დაუყოვნებლივ მიიღეთ. მეორე დღეს გააგრძელეთ ნორმალური დოზით მიღება. თუ დოზის გამოტოვება მხოლოდ ღამით ან მეორე დღეს გაგახსენდათ, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში დღიური დოზა.

 

ადეპრენალიმიღებ შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ ადეპრენალის მიღება, სანამ ექიმი არ გეტყვით. მკურნალობის დასრულების შემდეგ, ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ადეპრენალის დოზა თანდათან შემცირდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი და შექცევადი მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა (კოშმარები, უძილობა), შფოთვის შეგრძნება, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), ღებინება, ოფლიანობა, მოუსვენრობა ან აგზნებადობა, ტრემორი, დაბნეულობის ან დეზორიენტაციის შეგრძნება, აგზნებადობის ან გაღიზიანების შეგრძნება, ფაღარათი, მხედველობის დარღვევა, გულის ფრიალი (პალპიტაცია). ეს სიმპტომები, როგორც წესი, არ არის სერიოზული და ქრება რამდენიმე დღეში.

მკურნალობის დასრულებისას, უმჯობესია ადეპრენალის დოზა თანდათან შეამციროთ ორი კვირის განმავლობაში, ვიდრე მოულოდნელად შეწყვიტოთ.

ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შესაძლოგვერდითიეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ადეპრენალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველა ადამიანში არ ვლინდება.

გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ბევრი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს დაავადების სიმპტომი და გაუმჯობესდება, როდესაც მკურნალობის გაგრძელებისას პაციენტი თავს უკეთ იგრძნობს.

სერიოზულიგვერდითიმოვლენები

ზოგიერთმა პაციენტმა აღნიშნა შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენები.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის შემთხვევაში, ადეპრენალის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. ეს სიმპტომებია:

-         მაღალი სიცხე, აგზნება, დაბნეულობა, ტრემორი და კუნთების უეცარი შეკუმშვა. ეს შეიძლება იყოს იშვიათი მდგომარეობის ნიშნები, როგორიცაა სეროტონინის სინდრომი;

-         სუნთქვის გაძნელება, ენის, ტუჩების, სახის ან ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას, ან კანის ძლიერი ქავილი (ალერგიული რეაქცია);

-         უჩვეულო სისხლდენა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.

იშვიათი, მაგრამსერიოზულიგვერდითიმოვლენები (10000 პაციენტიდან 1-ზემეტიდა 1000-დან 1-ზენაკლები)

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ ადეპრენალის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. ეს სიმპტომებია:

-         ჰიპონატრიემია: სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ცნობიერების დაბინდვა და კუნთების სპაზმები;

-          სწრაფი, არარეგულარული გულისცემა, სისუსტე, შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის, ე.წ. Torsade de Pointes-ის სიმპტომები.

 

შემდეგი გვერდითი მოვლენები ხშირად მსუბუქია და ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ზოგიერთი ქმედება ასევე შეიძლება იყოს ავადმყოფობის სიმპტომი და თანდათან მცირდება, როცა უკეთ იგრძნობთ თავს.

თუგვერდითიმოვლენებიშემაწუხებელიაანრამდენიმედღეზემეტხანსგრძელდება, აცნობეთექიმს.

პირის სიმშრალე ზრდის კბილების გაფუჭების რისკ. ამ მიზეზით, საჭიროა კბილების გახეხვა ჩვეულებრივზე ხშირად.

 

ძალიანხშირიგვერდითიმოვლენები (10 ანმეტპაციენტში 100-დან):

-         ძილიანობა;

-         ჩაძინების გაძნელება;

-         ჭარბი ოფლიანობა;

-         პირის სიმშრალე;

-         გულისრევა (ღებინების შეგრძნება);

-         თავის ტკივილი.

ხშირიგვერდითიმოვლენები (1-ზემეტი, მაგრამ 10-ზენაკლები 100 პაციენტში):

-         მადის დაქვეითება;

-         სტიმულაცია;

-         სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;

-         შფოთვა;

-         ნევროზი;

-         გონების დაბინდვა;

-         არანორმალური სიზმრები;

-         თრთოლვა;

-         ჩხვლეტა ან დაბუჟება ხელებსა და ფეხებში;

-         ყურადღების დარღვევები;

-         ყურებში შუილი (ტინიტუსი);

-         მთქნარება;

-         ფაღარათი;

-         ღებინება;

-         ყაბზობა;

-         ქავილი;

-         ტკივილი კუნთებსა და სახსრებში;

-         მამაკაცებში შესაძლოა ერექციისა და ეაკულაციის პრობლემები;

-         ქალებში ორგაზმის მიუღწევლობა;

-         დაღლილობა;

-         თავბრუსხვევა;

-         ცხელება;

-         კანში დაბუჟება (პარესთეზია);

-         წონის დაკლება.

იშვიათიგვერდითიმოვლენები (10000-დან 1-ზე მეტიდა 1000-დან 1-ზე ნაკლებპაციენტში):

-         პურპურა;

-         გაზრდილი მადა;

-         აგრესიულობა;

-         დეზორიენტაცია;

-         ჰალუცინაციები;

-         მანია;

-         გულის წასვლა;

-         გუგის გაფართოება;

-         ტაქიკარდია;

-         ბრადიარითმია;

-         გამაღიზიანებელი გამონაყარი;

-         თმის ცვენა (ალოპეცია);

-         კანზე გამონაყარი;

-         ფოტომგრძნობელობა;

-         შარდის შეუკავებლობა;

-         ვაგინალური სისხლდენა;

-         შეშუპება;

-         წონაში მატება.

იშვიათი (10000-დან 1-ზემეტპაციენტშიდა 1000-დან 1-ზენაკლებპაციენტში) შეიძლებამოიცავდეს:

-         ჰიპონატრიემია;

-         თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ქცევები;

-         გრანდ მალ კრუნჩხვები;

-         მოძრაობების სირთულე;

-         ჰეპატიტი;

-         გემოვნების დარღვევა;

-         სისხლდენა.

ზოგიერთმა პაციენტმა აღნიშნა (სიხშირე უცნობია):

-         საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების აზრები ან სუიციდური აზრები, იხილეთ ასევე პუნქტი „განსაკუთრებული სიფრთხილე ადეპრენალის მიღებისას“;

-         სისხლში თრომბოციტების შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს;

-         ჰიპერმგრძნობელობა (გამონაყარი);

-         ჰიპოკალიემია: სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი ან გულის რითმის დარღვევა;

-         ანაფილაქსიური რეაქცია;

-         პოლიურია (ADH არასათანადო სეკრეციის შედეგად);

-         პანიკური შეტევა;

-         კბილების კრაჭუნი;

-         შფოთვა;

-         კუნთების უჩვეულო მოძრაობები ან რიგიდულობა;

-         აკათიზია (კუნთების უნებლიე მოძრაობები);

-         კრუნჩხვები;

-         მხედველობის პრობლემები;

-         ჰიპოტენზია;

-         ცხვირიდან სისხლდენა;

-         სისხლდენის დარღვევები კანისა და ლორწოვანი გარსების სისხლდენის ჩათვლით (ექიმოზი);

-         ორთოსტატული ჰიპოტენზია;

-         ცხვირიდან სისხლდენა;

-         კუჭ-ნაწლავის სისხლდენა (მათ შორის რექტალური სისხლდენა);

-         კანის ან ლორწოვანი გარსების უეცარი შეშუპება;

-         მენორაგია;

-         პრიაპიზმი;

-         გალაქტორეა;

-         ღვიძლის პათოლოგიური ლაბორატორიული მაჩვენებლები;

-         ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში,  აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ზემოთ არ არის აღწერილი. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ  შეატყობინოთ უშუალოდ შემდეგ მისამართზე:

კვიპროსი

ფარმაცევტული მომსახურება

ჯანდაცვის სამინისტრო

CY-1475 ნიქოზია

ფაქსი: + 357 22608649

ვებგვერდი: www.moh.gov.cy/phs

 

საბერძნეთი

საბერძნეთის მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაცია,

284 მესოგეიონის გამზ.

GR-15562 ქოლარგოსი,

ათენი, საბერძნეთი

ტელ: + 30 21 32040380/337,

ფაქსი: + 30 21 06549585

საიტი: http://www.eof.gr

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

 

ადეპრენალის შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ადეპრენალის პერორალური წვეთები შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ადეპრენალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე ან მუყაოს კოლოფზე.

ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

პირველი გახსნის შემდეგ ადეპრენალის წვეთები ვარგისია 16 კვირის განმავლობაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას.

მედიკამენტები არ  გადაყაროთ ჩამდინარე წყალში ან ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

ადეპრენალის პერორალური წვეთების გარეგანი აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ადეპრენალის წვეთები გაყიდვაშია 40 მგ/მლ ხსნარის სახით და ხელმისაწვდომია 15 მლ ფლაკონში საწვეთური ხრახნიანი თავსახურით.

გამჭვირვალე, თითქმის უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარია.

 

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

ADELCO - CHROMATOURGIA ATHINON E. COLOCOTRONIS BROS S.A.

37, Pireos Str., 18346 მოსკატო -ათენი, საბერძნეთი ტელ: (0030) 210 4819311-4,

ფაქსი: (0030) 210 4816790

 

განსაკუთრებული მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი კვიპროსში

ADELCO - CHROMATOURGIA ATHINON E. COLOCOTRONIS BROS S.A.

37, პირეოს ქ., მოსჩატო-ათენი, საბერძნეთი ტელ: (0030) 210 4819311-4,

ფაქსი: (0030) 210 4816790

განსაკუთრებული მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი კვიპროსში: S00777

 

 

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 179
წყნეთი, რუსთაველის#50
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#6
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის 1 შესახვევიN12
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 171
კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N20
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
იმერეთი
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები