აურექსი 15მლ ყურ/სპრეი
აურექსი
(AUREX)
ყურის სპრეი
სავაჭრო სახელწოდება
აურექსი (AUREX).
გამოყენება
აურექსისამედიცინო გამოყენების საქონელია სპრეის სახით, რომელიც უზრუნველყოფს გოგირდის საცობის გამოდევნას ყურიდან, ამცირებს ანთების რისკს.
აურექსი (AUREX) ყურის სპრეი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს გოგირდის საცობების დარბილებას. იგი შეიცავს კარბამიდის პეროქსიდს (აქტიური ნაერთი), რომელიც გამოყოფს აქტიურ ჟანგბადს ყურში, რაც იწვევს ყურიდან გოგირდის გადმოდევნას.
სამედიცინო გამოყენების საქონლის გამოყენება შეუძლიათ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დეფექტების მქონე პაციენტებს, ასევე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
ტექნიკური და ფუნქციური დახასიათება
პარამეტრის დასახელება |
აღწერილობა |
ნაწარმის აღწერა და მოწყობილობა |
სითხე ფლაკონში დოზატორით და ყურის აპლიკატორით. 1 ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. |
შევსების მოცულობა |
15 მლ |
შიგთავსის დახასიათება |
გამჭვირვალე, ერთგვაროვანი სითხე ხილული გაუხსნელი ნაწილაკების გარეშე |
შიგთავსის შემადგენლობა |
გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, კარბამიდის პეროქსიდი, გასუფთავებული წყალი, დინატრიუმის ედეტატი, ღვინის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ეთილის სპირტი |
გამოყენების უკუჩვენებები
• კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა;
• ალერგია ვერცხლის მიმართ;
• ყურის ტკივილი, შუა ყურის ან გარე სასმენი მილის გახანგრძლივებული ანთება, დაფის აპკის პერფორაცია.
სიფრთხილის ზომები
• შეწყვიტეთ გამოყენება, თუ გამოვლინდა რაიმე საგანგაშო სიმპტომი;
• თავიდან აიცილეთ შემთხვევითი კონტაქტი თვალებთან და პირთან;
• ორსულებს და 12 წლამდე ასაკის ბავშვებს სამედიცინო საქონლის გამოყენებას ურჩევენ მხოლოდ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი
აურექსი (AUREX) ყურის სპრეი გამოიყენება 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს) 4 დღის განმავლობაში.
უწყვეტად გამოყენება რეკომენდებულია მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში.
გამოყენების რეჟიმი
1. ფრთხილად გაათბეთ ბოთლი (სასურველია ხელისგულებში) (ნახ. 1).
2. აპლიკატორი მოათავსეთ გარეთა სასმენ მილში და ოდნავ დახარეთ თავი (ნახ. 2).
აპლიკატორი არ შეიყვანოთ გარეთა სასმენ მილში ძალიან ღრმად.
3. თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული სხვა დოზირების რეჟიმი, შეისხურეთ სპრეი დოზატორზე 1-2-ჯერ დაჭერით და ამ მდგომარეობაში გაჩერდით 3-5 წუთის განმავლობაში
გვერდითი მოვლენები
სამედიცინო დანბიშნულების საქონლის გამოყენებასთან, სხვა სამედიცინო მოწყობილობებთან ან ცალკეულ პრეპარატებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში არ არის გამორიცხული ალერგიის სიმპტომების გამოვლენა. თუ ალერგიის სიმპტომები გამოჩნდება, შეწყვიტეთ სამედიცინო მოწყობილობის გამოყენება.
გვერდითი მოვლენების განვითარების ნებისმიერი შემთხვევაში, მათ შორის ისეთი მოვლენის, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებელია გააცნოთ იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც პაციენტი იმყოფება. შეტყობინებისას მნიშვნელოვანია აღნიშნული იყოს გვერდითი რეაქციები, სამედიცინო გამოყენების მოწყობილობების ერთმანეთთან ურთიერთქმედების მახასიათებლები, ფაქტები და გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ამ სამედიცინო სქონლის გამოყენებისას.
შენახვისა და გამოყენების წესები
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფლაკონის გახსნიდან გამოყენება რეკომენდებულია 6 თვის განმავლობაში.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
ARKONA სტომატოლოგიური ფარმაკოლოგიის ლაბორატორია Grzegorz Kalbarczyk, Nasutów 99C, 21-025 Nemce, პოლონეთი.