ბიქსტონიმი ქსილო0,5მგ/მლ10მლ ცხ/წვ
ბიქსტონიმი ქსილო 0.5 მგ/მლ
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. ცხვირის წვეთების ხსნარის ერთი მილილიტრი შეიცავს 0,5 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
სხვა კომპონენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, სორბიტოლი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, გაწმენდილი წყალი.
გამოყენება
ბიქსტონიმი ქსილო არის ცხვირის დეკონგესტანტი, რომელიც სწრაფად ხსნის ცხვირის გაჭედვას და აადვილებს სუნთქვას. ბიქსტონიმი ქსილო გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეგუბების და შეშუპების მოსახსნელად გაციების, ვაზომოტორული რინიტისა და ალერგიული რინიტის დროს.
ბიქსტონიმი ქსილო ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ყურის ინფექციების სამკურნალოდ ნაზოფარინქსის ლორწოვანი გარსის შეშუპების და შეგუბების მოსახსნელად. მისი გამოყენება ასევე შეიძლება ექიმის დანიშნულების შესაბამისად ცხვირის გამოკვლევის ჩასატარებლად.
ბიქსტონიმი ქსილო 0.5 მგ/მლ განკუთვნილია 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
უკუჩვენებები
ბიქსტონიმი ქსილო არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– თუ ბავშვი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ქსილომეტაზოლინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);
– თუ ბავშვს აქვს ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ქრონიკული ანთება, რომელსაც არ ახლავს სეკრეცია (rhinitis sicca);
– თუ ბავშვს აქვს მომატებული თვალშიდა წნევა (გლაუკომა), განსაკუთრებით ვიწროკუთხოვანი გლაუკომა;
– თუ ბავშვს ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა ნეიროქირურგია (ტრანსფენოიდული ჰიპოფიზეექტომია ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ტვინის მყარ გარსზე ზემოქმედებით);
– 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვს აქვს:
– გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დაავადებები (მაგალითად: QT-ის გახანგრძლივების სინდრომი, კორონარული არტერიის სერიოზული დაავადებები, ჰიპერტენზია);
– ფეოქრომოციტომა, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, რომელიც იწვევს არტერიული წნევის მატებას;
– მეტაბოლური დარღვევები, როგორიცაა ჰიპერთირეოზი, დიაბეტი.
პრეპარატის ხანგრძლივმა ან გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის შეშუპების განმეორება ან გაუარესება.
სხვა მედიკამენტები და ბიქსტონიმი ქსილო
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვი იღებს მედიკამენტს დეპრესიისთვის, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა (ქსილომეტაზოლინის მიერ გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა ეფექტების გამო).
პრეპარატთან ერთდროულად არ გამოიყენოთ ცხვირის წვეთები, რომლებიც შეიცავს ქსილომეტაზოლინის კლასის აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორისაა ოქსიმეტაზოლინი, ნაფაზოლინი.
ბიქსტონიმი ქსილო საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის აუცილებელი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ პრეპარატის შემთხვევაში, ეს პუნქტი არ გამოიყენება იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატი გამოიყენება 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ქსილომეტაზოლინის ხანგრძლივად ან მაღალი დოზით მკურნალობა წარმოადგენს გვერდითი რეაქციების რისკს ცენტრალურ ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემების დონეზე. ასეთი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს უარყოფითი ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ბიქსტონიმი ქსილო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან შეშუპება ცხვირის შიგნით, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში.
გამოყენების წესი
პრეპარატი გამოიყენება ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზაა 1-2 წვეთი 1-2-ჯერ დღეში (8-10 საათის ინტერვალით), თითოეულ ნესტოში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
პრეპარატი არ გამოიყენება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ 5 დღის განმავლობაში გამოყენების შემდეგ ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ბიქსტონიმი ქსილოს ხელახლა გამოყენებამდე აუცილებელია რამდენიმედღიანი შესვენება.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ბიქსტონიმი ქსილოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების ინსტრუქციები
• გამოყენების წინ საჭიროა ცხვირის ნესტოების მსუბუქად გაწმენდა;
• შემდეგ ბავშვმა თავი უკან, კომფორტულ მდგომარეობაში უნდა გადასწიოს, თუ საწოლში იმყოფება, თავი დადოს საწოლის კიდესთან;
• ამ მდგომარეობაში უნდა მოხდეს პრეპარატის ჩაწვეთება თითოეულ ნესტოში, თავი უკან გადაწეული ჰქონდეს, რომ წვეთები ცხვირის ლორწოვანზე გავრცელდეს;
• გამოყენების შემდეგ ფლაკონს დაახურეთ თავსახური.
ბოთლი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ინდივიდუალურად ერთი ბავშვისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული საწვეთურის საშუალებით მიკრობების და ვირუსების გავრცელება.
თუ იყენებთ იმაზე მეტ ბიქსტონიმი ქსილოს, ვიდრე საჭიროა
თუ ბავშვმა შემთხვევით მიიღო ბიქსტონიმი ქსილოს რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზა, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:
არარეგულარული პულსი, პალპიტაცია, ტაქიკარდია, მაღალი არტერიული წნევა და ზოგჯერ ცნობიერების მდგომარეობის დარღვევა.
ასეთ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
თუ დაგავიწყდათ ბიქსტონიმი ქსილოს გამოყენება
ბიქსტონიმი ქსილო გამოიყენება საჭიროებისამებრ. თუ დაგავიწყდათ ბავშვისთვის ცხვირის წვეთების გამოყენება და ეს აუცილებელია, ჩააწვეთეთ როგორც კი გაგახსენდებათ. არ მისცეთ მას ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
გულის დარღვევები
ადგილობრივი ინტრასინუსური გამოყენებისას შესაძლოა ძალიან იშვიათად ან ზოგჯერ განვითარდეს სიმპათომიმეტური ტიპის სისტემური ეფექტები, როგორიცაა გულისცემის შეგრძნება, სწრაფი გულისცემა ან არტერიული წნევის მომატება.
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
განსაკუთრებით ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში, ქსილომეტაზოლინმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი, ზომიერი და გარდამავალი გაღიზიანება (წვის შეგრძნება ან ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე). დაფიქსირდა შეგუბებითი სინდრომის განმეორებით განვითარების ცალკეული შემთხვევები (რეაქტიული ჰიპერემია) პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ქსილომეტაზოლინის ხანგრძლივმა, ხშირმა და/ან მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (წვის შეგრძნება ან ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე), ასევე რეაქტიული შეშუპება გამოწვეული წამლისმიერი რინიტით. ეს ეფექტი შეიძლება განვითარდეს მკურნალობიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ და, თუ მიღება გაგრძელდა, შეიძლება განვითარდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული დაზიანებები ქერქის წარმოქმნით.
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათად აღინიშნა თავის ტკივილი, უძილობა, ასთენია და მხედველობის დარღვევა.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
რაიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთი გვერდით ეფექტის შემთხვევაშიც, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომლის მონაცემები გამოქვეყნებულია ეროვნული მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს ვებგვერდზე http://www.anm.ro/.
მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტო
Str. aviator Sanatescu no. 48, სექტორი 1
ბუქარესტი 011478- RO
ტელეფონი: + 4 0757 117 259
ფაქსი: +4 0213 163 497
ელ.ფოსტა: [email protected]
შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, „ვადის გასვლის თარიღის“ შემდეგ.
გამოიყენეთ ბოთლის პირველი გახსნიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომელბსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ბიქსტონიმი ქსილოს გარეგნული აღწერა
ბიქსტონიმი ქსილო არის გამჭვირვალე, უფერო და უსუნო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
შეფუთვა
მუყაოს კოლოფში თეთრი ფერის, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ბოთლი 15 მლ ტევადობით, აღჭურვილი თეთრი ფერის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) საწვეთურით და თეთრი ფერის პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით დამცავი ლუქით; ბოთლი შეიცავს 10 მლ ცხვირის წვეთებს, ხსნარს.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
BIOFARM S.A.
99 Logofătul Tăutu Street, მე-3 რაიონი, ბუქარესტი, რუმინეთი
ინფორმაციის სხვა წყაროები
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობებს ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდზე http://www.anm.ro/