რინოდუო137მკგ+50მკგ/დ120დ ნ/სპ

141957
მარაგშია
71.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი ანტიმიკრობული პრეპარატები ჯენერიკიFluticasone+Azelastine გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
71.00 

რინოდუო

შესასხურებელი ხსნარი, ნაზალური სპრეი

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: აზელასტინის ჰიდროქლორიდი და ფლუტიკაზონის პროპიონატი. ყოველი შესხურება (0.137 გ) შეიცავს 137 მიკროგრამ აზელასტინის ჰიდროქლორიდს (=125 მიკროგრამი აზელასტინი) და 50 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.

სხვა დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ფენილეთილის სპირტი, გლიცეროლი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა და გამოხდილი წყალი.

გამოყენება

რინოდუო შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: აზელასტინის ჰიდროქლორიდს და ფლუტიკაზონის პროპიონატს.

  • აზელასტინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება ანტიჰისტამინური საშუალებების ჯგუფს. ანტიჰისტამინური საშუალებები მოქმედებს ისეთი ნივთიერებების ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ჰისტამინი, რომელიც  ორგანიზმის მიერ წარმოიქმნება ალერგიული რეაქციის სახით; ამ გზით ის ამცირებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს.
  • ფლუტიკაზონის პროპიონატი მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ჯგუფს და  ამცირებს ანთებით პროცესს.

რინოდუო გამოიყენება ზომიერი და მძიმე სეზონური ალერგიული რინიტის და ხანგრძლივი ალერგიული რინიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად, იმ შემთხვევაში თუ ცალკეული ინტრანაზალური ანტიჰისტამინური ან კორტიკოსტეროიდული მკურნალობა საკმარისი არ აღმოჩნდება.

სეზონური ან ხანგრძლივი ალერგიული რინიტი წარმოადგენს ალერგიულ რეაქციას ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა პოლინოზი (თივის ცხელება), სახლის ტკიპა, ობი, მტვერი ან შინაური ცხოველები.

მედიკამენტი ხსნის ალერგიის სიმპტომებს, მაგალითად: გამონადენი ცხვირიდან, რინორეა, ცემინება, ქავილი ან ცხვირის გაჭედვა.

უკუჩვენებები

რინოდუოს მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

- ალერგია აზელასტინის ჰიდროქლორიდის ან ფლუტიკაზონის პროპიონატის ან მედიკამენტის  რომელიმე სხვა კომპონენტის  მიმართ (ჩამოთვლილი შემადგენლობაში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგ შემთხვევებში:

  • ახლახან ჩატარებული ცხვირის ოპერაცია;
  • ცხვირის ინფექცია. ცხვირის ინფექციების მკურნალობა უნდა მოხდეს ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით. თუ დანიშნული გაქვთ მედიკამენტი ცხვირის ინფექციის სამკურნალოდ, მაშინ შეგიძლიათ განაგრძოთ ამ მედიკამენტის მიღება ალერგიის სამკურნალოდ;
  • ტუბერკულოზი ან არანამკურნალევი ინფექცია;
  • მხედველობის დარღვევები ან ანამნეზში მომატებული თვალშიდა წნევა, გლაუკომა და/ან კატარაქტა. თუ გაწუხებთ რომელიმე  ეს დაავადება, ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ;
  •  თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. სიფრთხილეა საჭირო სისტემური სტეროიდული თერაპიიდან ამ მედიკამენტზე გადასვლისას;
  • ღვიძლის მძიმე დაავადება. გაიზრდება სისტემური გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა. ასეთ შემთხვევაში, ექიმი გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა ამ მედიკამენტის გამოყენება.

მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ  რეკომენდებული დოზა ან  ექიმის მიერ დანიშნული დოზა. ნაზალური კორტიკოსტეროიდების რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, რასაც შესაძლებელია მოყვეს  წონის კლება, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, მარილის საჭიროება, სახსრების ტკივილი, დეპრესია და კანის გამუქება.   

თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვის თავიდან ასაცილებლად, ექიმი ნიშნავს რაც შეიძლება  დაბალ  დოზას, რაც საჭიროა  რინიტის სიმპტომების ეფექტური კონტროლისთვის.

ნაზალური კორტიკოსტეროიდების (მათ შორის, ამ მედიკამენტის)  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ზრდის  შენელება ბავშვებში და მოზარდებში.  ექიმმა მუდმივად უნდა აკონტროლოს  ბავშვების ზრდის პროცესი და დარწმუნდეს, რომ ისინიყველაზე დაბალ დოზას იღებენ.

მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა სახის დარღვევები.

თუ დარწმუნებული არ ხართ გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები

ამ მედიკამენტის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

რინოდუოს გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ  ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა გაზარდოს ამ მედიკამენტის მოქმედება, ამიტომ ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ  თუ იღებთ ამ მედიკამენტებს (მათ შორის, ზოგიერთი აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტი: რიტონავირი, კობიცისტატი; სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტი: კეტოკონაზოლი).

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას,  მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ  თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილების და მექანიზმების მართვა

მედიკამენტს ძალიან მინიმალური გავლენა აქვს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან დაღლილობა, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ან თავად დაავადების ან ამ მედიკამენტის მიღების გამო. ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები. გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს ეს გვერდითი მოვლენები.

რინოდუო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას, რადგანაც შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.

ასეთ რეაქციაზე (ცხვირის მუდმივი დახშობა) ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გამოყენებული ისეთი  ნაზალური მედიკამენტი, რომელიც არ შეიცავს ამ დამხმარე ნივთიერებას.

მიღების წესი

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით ზედმიწევნით დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული მითითებები. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში ხელახლა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სრული ეფექტისათვის საჭიროა მედიკამენტის რეგულარულად მიღება.

მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.

მოზრდილები და მოზარდები (12 წელზე მეტი ასაკის)

  • რეკომენდებული დოზაა თითო შესხურება თითოეულ ნესტოში, დილით და საღამოს.

გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში

  • ამ მედიკამენტის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენება

არ არსებობს მონაცემები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

გამოყენების მეთოდი

გამოიყენება ნაზალური გზით.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ ინსტრუქცია და  მედიკამენტი გამოიყენეთ  მხოლოდ მითითებების შესაბამისად.

გამოყენების ინსტრუქცია

სპრეის მომზადება

1. ნაზად შეანჯღრიეთ ბოთლი 5 წამის განმავლობაში ზევით და ქვევით მოძრაობით, შემდეგ მოხსენით დამცავი თავსახური (იხ. სურათი 1).

2. ნაზალური სპრეის პირველად გამოყენებისას ტუმბო უნდა გააქტიუროთ ჰაერში შესხურებით.

3. გაააქტიურეთ ტუმბო ტუმბოს თითოეულ მხარეს ორი თითის და ფლაკონის ძირზე ცერა თითის დაჭერით.

4. დააჭირეთ და გამოასხით ტუმბოდან 6-ჯერ, სანამ არ გამოჩნდება გლუვი სპრეი (იხ. სურათი 2).

5. ტუმბო ახლა გააქტიურებულია და მზად არის გამოსაყენებლად.

6. თუ ნაზალური სპრეი არ გამოგიყენებიათ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში,  დაგჭირდებათ ტუმბოს ხელახლა გააქტიურება ტუმბოს დაჭერით და სითხის გამოშვებით.

შესხურების მეთოდი

1. ნაზად შეანჯღრიეთ ბოთლი 5 წამის განმავლობაში ზევით და ქვევით მოძრაობით, შემდეგ მოხსენით დამცავი თავსახური. (იხ. სურათი 1).

2. გაითავისუფლეთ ცხვირის ნესტოები.

3. თავი ფეხების მიმართულებით დახარეთ. არ გადახაროთ თავი უკან.

4. ფლაკონი დაიკავეთ ვერტიკალურ პოზიციაში და ფრთხილად მოათავსეთ პულვიზატორი ერთ ნესტოში.

5.  აიფარეთ თითი მეორე ნესტოზე, სწრაფად შეისხურეთ ერთხელ და, ამავე დროს, მსუბუქად ჩაისუნთქეთ. (იხ. სურათი 3).

6. ისუნთქეთ პირით.

7. გაიმეორეთ ოპერაცია მეორე ნესტოში.

8. მსუბუქად ჩაისუნთქეთ და შესხურების  შემდეგ თავი უკან არ გადახაროთ. რითაც  ხელს შეუშლით  მედიკამენტის ყელში გადასვლას, რაც იწვევს უსიამოვნო გემოს (იხ. სურათი 4).

9. თითოეული გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ შესასხურებელი მოწყობილობა სუფთა ხელსახოცით ან ქსოვილით და შეცვალეთ დამცავი თავსახური.

10. არ დაჭეჭყოთ ფილტრი თუ სპრეი არ გადმოდის. სარქველი გაწმინდეთ წყლით.

მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ ექიმის მიერ დანიშნული დოზა.

გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობა.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მედიკამენტი გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.  მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გრძელდება ალერგიის სიმპტომები.

ჭარბი დოზირება

ამ მედიკამენტის საჭიროზე  მეტი რაოდენობით  ცხვირში შესხურების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სახის პრობლემა შეიქმნას. რაიმე სახით დაეჭვებისას  ან იმ შემთხვევაში თუ რეკომენდებულზე მეტ დოზას  დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

თუ ვინმე, განსაკუთრებით ბავშვი, შემთხვევით დალევს მედიკამენტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო ცენტრს, ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში, ტელეფონის ნომერზე (91) 562 04 20 მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.  

დოზის გამოტოვება

მიიღეთ ნაზალური სპრეი, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

მკურნალობის შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგანაც ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მკურნალობის შედეგებს. მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე სახის დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტს, შესაძლებელია ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

  • სისხლდენა ცხვირიდან.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):

  • თავის ტკივილი;
  • მწარე გემო პირში, განსაკუთრებით მაშინ  თუ ნაზალური სპრეის გამოყენებისას თავი უკან არის  გადახრილი. ეს გემო გაქრება, თუ მედიკამენტის მიღებიდან რამდენიმე წუთში დალევთ გაზიან სასმელს;
  • უსიამოვნო სუნი.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):

  • ცხვირის შიდა ნაწილის მსუბუქი გაღიზიანება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი ჩხვლეტა, ქავილი ან ცემინება;
  • ცხვირის სიმშრალე, ხველა, ყელის სიმშრალე ან ყელის გაღიზიანება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 1.000-დან 1 ადამიანში):

  • ყელის სიმშრალე.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლებელია გამოვლინდეს 10.000-დან 1 ადამიანში):

  • მოდუნება ან ძილიანობა;
  • კატარაქტა, გლაუკომა ან თვალის წნევის მომატება, მხედველობის შესაძლო დაკარგვით და/ან სიწითლე და ტკივილი თვალებში. ეს გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ფლუტიკაზონის პროპიონატის ნაზალური სპრეით ხანგრძლივი მკურნალობისას;
  • კანისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანებები;
  • შეუძლოდ ყოფნის, დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება;
  • კანის გამონაყარი, სიწითლე ან ქავილი, ჭინჭრის ციება;
  • ბრონქოსპაზმი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

  • სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ყლაპვის/სუნთქვის გართულება, და კანზე გამონაყარის უეცარი გამოჩენა. ეს შესაძლოა იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები. გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება.

გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევა სიხშირის დადგენის შესაძლებლობას).

  • მხედველობის დაბინდვა;
  • წყლულები ცხვირში.

ამ მედიკამენტის დიდი დოზებით მიღებისას შესაძლოა განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები (გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს მთელს ორგანიზმზე). ამ გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა ნაკლებია, თუ ორალური კორტიკოსტეროიდების ნაცვლად გამოიყენება კორტიკოსტეროიდი ნაზალური სპრეი. ეს გვერდითი მოვლენები შესაძლოა განსხვავებული  იყოს ცალკეული პაციენტების და სხვადასხვა კორტიკოსტეროიდული მედიკამენტების შემთხვევაში.

ნაზალური კორტიკოსტეროიდებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ორგანიზმში ჰორმონების ნორმალურ გამომუშავებაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მაღალი დოზები გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში. ბავშვებსა და მოზარდებში ამ გვერდითმა მოვლენამ  შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შენელება.

იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა გამოვლინდეს ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი), როდესაც კორტიკოსტეროიდები გამოიყენება  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ნებისმიერი  სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთი გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც ზემოთ არ არის მოცემული.  გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ განაცხადოთ ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემაში: https://www.notificaram.es/. 

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებას.

შენახვის წესი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, ვარგისობის ვადა გულისხმობს  მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადის გასვლა გახსნის შემდეგ: გადააგდეთ ნებისმიერი გამოუყენებელი ნაზალური სპრეი  პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.

მედიკამენტები არ უნდა იქნას გადაგდებული კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.

კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ, მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში, დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას. 

გაცემის წესი                   

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქციის ვიზუალური მხარე  და შეფუთვის შიგთავსი

რინოდუო არის თეთრი, ერთგვაროვანი ხსნარი.

რინოდუო წარმოდგენილია ქარვისფერი შუშის ფლაკონში, აღჭურვილია სპრეის ტუმბოთი, აპლიკატორით და დამცავი თავსახურით.

25 მლ ფლაკონი შეიცავს 23 გ ნაზალური სპრეის  (მინიმუმ 120 შესხურება).

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ლაბორატორია შპს ALDO-UNIÓN

ბარონესა დე მალდას ქუჩა № 73

08950 ესპურგეს-დე-ლობრეგატი,

ბარსელონა - ესპანეთი.

მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის სამედიცინო პროდუქციის და წამლის სააგენტოს (AEMPS) ვებ. გვერდზე: http://www.aemps.gob.es

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 92
ლილოს დას.მე-3კვრტ.8კორპ.(24)
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 171
კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია