ნეოქოლდი ჟოლოს არომატით #10პაკ
ნეოქოლდი
NEOCOLD
პარასამკურნალო საშუალება
ფორთოხლის, ლიმონის, თაფლის, თაფლისა და ლიმონის, ან ჟოლოს არომატით
ერთი პაკეტის შემადგენლობა
ტირიფის მშრალი ექსტრაქტი - 250მგ,
ქაფურას მშრალი ექსტრაქტი-250მგ,
ასკორბინის მჟავა - 50მგ,
მუკალტინი - 50მგ,
ალოეს მშრალი ექსტრაქტი - 10მგ.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, სახარინ ნატრიუმი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ფორთოხლის, ლიმონის, თაფლის, თაფლისა და ლიმონის ან ჟოლოს ემულსია, ჟოლოს არომატიზატორი, პეგი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ნეოქოლდი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელსაც გააჩნია სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; ამსუბუქებს გრიპისა და გაციების სიმპტომებს.
ტირიფის ქერქის მშრალი ექსტრაქტი შეიცავს გლიკოზიდ სალიცინს, რომელიც უზრუნველყოფს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ქაფურას ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს, რომელიც განაპირობებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ასევე ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება,
ასკორბინის მჟავა ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, ავსებს ორგანიზმის მოთხოვნილებას C ვიტამინზე მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს.
მუკალტინი აწყნარებს ხველას, დაზიანებულ ლორწოვან გარსს ფარავს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან.
ალოეს მშრალი ექსტრაქტი ხასიათდება ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედებით, შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს.
ჩვენება
როგორც დამხმარე საშუალება, გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში გრიპის, გაციების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომლის დროსაც დამახასიათებელია ტემპერატურის მატება, ცემინება, მწვავე რინიტი, თავის, ყელის, კუნთების ტკივილი.
უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
– შაქრიანი დიაბეტი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ნეოქოლდი ზრდის სალიცილატების და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების გვერდითი მოვლენების რისკს, შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების მოქმედება.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მკუნალობის პერიოდში ბავშვს უნდა შეუწყდეს დედის რძით კვება.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს გვერდითი მოვლენები.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტის დანიშვნა, სიმპტომური თერაპია.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს კანზე გამონაყარის ან ქავილის სახით.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება
– პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
– შეიცავს საქაროზას, სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების დროს;
– ნეოქოლდით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშნა.
მიღების წესი და დოზირება
პაკეტის შიგთავსი მორევით უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა ცხელ წყალში.
მოზრდილებში: 1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში ერთჯერ, მაგრამ არა უმეტეს 4 მიღებისა 24 საათის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი 7-8 დღეა. მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელეია ექიმის კონსულტაციით.
პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია გრიპისა და გაციების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიღებისას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
პერორალური გზით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში - 7გ.
7 გ ფხვნილი ერთ პაკეტში. 10 პაკეტი მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (გაიცემა ურეცეპტოდ).
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები
ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი
შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.