ბერიმანი #14ტ
ბერიმანი
BerryMan
საკვები დანამატი
გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, აუცილებლად გაეცანით შეფუთვის მარკირებაზე, ბლისტერზე და ინსტრუქციაში მოცემულ სრულ ინფორმაციას.
შემადგენლობა
მოდიფიცირებული გამოთავისუფლების და ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: D-მანოზა 500მგ, მოცვის კენკრის ექსტრაქტი სტანდარტიზებული (20% PAC) 300მგ, მეწამული ექინაცეა 10მგ.
დამხმარე ნივთიერებები: შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტაბლეტის ჟელატინის გარსი: ჟელატინი, ნაწლავშიხსნადი გარსი: instanute DR (ნატრიუმის ალგინატი, სტეარინის მჟავა, პოლიეთილენ გლიკოლი, გლიცერინი), ტენიანობის შემანარჩუნებელი აგენტი: გლიცერინი, შემავსებლები: კროსპოვიდონი, შემკვრელი ნივთიერება: პოვიდონი K-30, შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალებები: მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტექსტურიზატორი: სორბიტოლი 70%, საღებავები: რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ბრილიანტის ლურჯი, გრანულიზაციის აგენტი: იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
# |
1 ტაბლეტის შემცველობა |
რაოდ-ბა |
# |
1 ტაბლეტის შემცველობა |
რაოდ-ბა |
1. 2.
3.
4. 5. 6. 7. 8. |
D-მანოზა მოცვის კენკრის ექსტრაქტი სტანდარტიზებული (20% РАС) მიკროკრისტალური ცელულოზა ჟელატინი instanute DR (A100R00372) გლიცერინი კროსპოვიდონი პოვიდონი K-30 |
500მგ
300,0მგ
272,0მგ
170,263მგ 170,0მგ 51,079მგ 40,0მგ 13,0მგ |
9. 10. 11.
12. 13. 14. 15. 16. 17. |
მეწამული ექინაცეა მაგნიუმის სტეარატი კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი
სორბიტოლი 70% რკინის ოქსიდი წითელი ბრილიანტის ლურჯი იზოპროპილის სპირტი გასუფთავებული წყალი |
10.0მგ 10,0მგ
5,0მგ
2,027მგ 0,811მგ 0,811მგ 0,010მგ q.s. q.s. |
პროდუქტის ფუნქციური თვისებები
ბერიმანის მოდიფიცირებული გამოთავისულების, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების თვისებები განპირობებულია D-მანოზის, მოცვის ექსტრაქტის და მეწამული ექინაცეას კომპლექსური ეფექტით.
D-მანოზა არის მცენარეული მონოსაქარიდი ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებებით. D-მანოზა ორგანიზმში ნელა მეტაბოლიზდება და უცვლელი სახით ხვდება შარდის ბუშტში. შარდის ბუშტში იგი თხელი ფენით ფარავს ლორწოვან გარსს და ამით ხელს უშლის Esherichia coli ბაქტერიის მიმაგრებას შარდის ბუშტის კედლებზე და ხელს უწყობს ბაქტერიების გამოდევნას შარდიდან.
არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს ალფა-D-მანოზას ეფექტურობას მწვავე მარტივი ცისტიტის დროს და მორეციდივე ცისტიტის პროფილაქტიკაში.
ანტიბიოტიკოთერაპიასთან შედარებით D-მანოზის თვისებებია:
– არ მოქმედებს პირობითად სასარგებლო ფლორაზე და არ იწვევს დისბაქტერიოზს³;
– არ იწვევს სოკოვანი ინფექციების გაჩენას და განვითარებას³;
– არ იწვევს სიმძიმეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში³;
– არ იწვევს პათოგენური მიკროორგანიზმების მიჩვევის ეფექტს³.
ბერიმანი შეიცავს მოცვის ექსტრაქტს პროანთოციანიდინების გარანტირებული რაოდენობით - 60მგ RAS (The quantitation of cranberry proanthocyanidins).
მოცვის ბიოფლავონოიდები - პროანტოციანიდინები, არ აძლევს საშუალებას პათოგენური ბაქტერიების² (ძირითადად E.coli, რომელიც 90% შემთხვევაში საშარდე გზების ინფექციების გამომწვევია) მიმაგრდეს და გამრავლდეს შარდის ბუშტის ლორწოვან გარსზე და გამოიწვიოს ანთება. მოცვის კენკრის ექსტრაქტის ავლენს ანტიოქსიდანტურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ, ჭრილობების სამკურნალო თვისებებს და აძლიერებს ანტიბიოტიკების და ანტისეპტიკური საშუალებების ეფექტს.
მოცვი შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომელთა მოქმედება ხელს უწყობს შარდის pH-ის (მჟავიანობის) შენარჩუნებას ფიზიოლოგიურ საზღვრებში და ხელს უშლის თირკმლის კენჭების წარმოქმნას, კერძოდ
– ურსოლის მჟავას აქვს შარდმდენი მოქმედება,
– ქინის მჟავა ამჟავებს შარდს, არ გარდაიქმნება ორგანიზმში და გამოიყოფა უცვლელი სახით.
შარდის ბუშტის ბაქტერიული დაავადებების დროს დიურეზის გაზრდა ხელს უწყობს საშარდე გზების დამატებით გაწმენდას, პათოგენური ბაქტერიების გამორეცხვას.
მეწამული ექინაცეას ექსტრაქტს აქვს იმუნომოდულატორული თვისებები, ხსნის ინფექციური დაავადებების და ანთებითი პროცესების სიმპტომებს და ხელს უშლის რეციდივებს.
ასევე, კვლევის შედეგების მიხედვით, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ასეთი კომბინაცია შესაძლებელია ორსულ ქალებში ცისტიტისა და საშარდე გზების ინფექციების დროს გამოსაყენებლად 4.
ბერიმანის მოდიფიცირებული გამოთავისულების, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები, დამზადებულია ჟელატინით და ნაწლავშიხსნადი გარსით, ამიტომ აქტიურ ნივთიერებებს გააჩნია მოდიფიცირებული გამოთავისუფლების უნარი, რაც უზრუნველყოფს მათი ბიოშეღწევადობის გაზრდას და არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.
გამოყენების რეკომენდაციები
ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს კვების რაციონში, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტის პროანთოციანიდინის, მცენარეული მონოსაქარიდების და ორგანული მჟავების დამატებით წყაროს, რომელიც ხელს უწყობს შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზებას, მათ შორის ორსულ ქალებში. პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის გამო, ბერიმანის გამოყენება შესაძლებელია ცისტიტის, უსიმპტომო ბაქტერიურიის, საშარდე სისტემის ინფექციების და უროლითიაზის მიმდინარეობის შესამსუბუქებლად. ბერიმანის ინგრედიენტები გამოირჩევა ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და შარდმდენი მოქმედებით. მათი გავლენით იზრდება შარდის მჟავიანობა, უმობესდება ორგანიზმის დეტოქსიკაცია და ხელი ეშლება თირკმელში კენჭების წარმოქმნას.
პროდუქტი არ გამოიყენოთ დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
უკუჩვენება
- კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა;
- 10 წლამდე ბავშვები.
ბავშვები
10 წლამდე ასაკის ბავშვებში ბერიმანის გამოყენების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
ორსულებმა, მეძუძურმა ქალებმა და პირებმა, რომლებიც იღებენ რაიმე მედიკამენტს დიდი ხნის განმავლობაში, გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მიზანშეწონილია არ გადააჭარბოთ ყოველდღიური რეკომენდებულ დოზას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ არის განკუთვნილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
არ გამოიყენოთ დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
აღნიშნული პროდუქტი არ არის მედიკამენტი. იგი წარმოადგენს საკვებ დანამატს სპეციალური სამედიცინო დანიშნულებით.
გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მიღება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, ჭიქა წყალთან ერთად.
მიღების რეკომენდებული პერიოდია 2-4 კვირა, შემდგომი გამოყენება და კურსის განმეორების შესაძლებლობა უნდა შეთანხმდეს ექიმთან.
დიურეზის გასაზრდელად, ბერიმანის გამოყენებისას, რეკომენდებულია დღეში წყლის რაოდენობის მიღების გაზრდა.
ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი!
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისა და ტენიანობისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა
მოდიფიცირებული გამოთავისულების, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემოგარსული ტაბლეტის საერთო წონა: 1570,0მგ ± 10%.
შეფუთვა
გარსით დაფარული 14 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
მწარმოებლის სახელწოდება და ადგილმდებარეობა
გალტეკ პრივატე ლიმიდეტ/ჯელტეკ პრაივეტ ლიმიტედ
სუპრეი #24, 26/3, 27/2, იადავანხალი, ატტიბელე, ბანგალორ - ხოსურ როად.
ბანგალორ - 562107, ინდოეთი.
იმპორტიორის დასახელება და ადგილმდებარეობა
(მომხმარებლებისგან პრეტენზიების მიმღები)
შპს "ვინარა", 03035, უკრაინა, ქ. კიევი,
სოლომიანსკის მოედანი, კორპუსი 2, ოფისი 602.
ტელ.: +38 (067) 591-45-22.
დოკუმენტაციის მფლობელი
ZANDRA LIFE SCIENCES PVT. LTD/
ზანდრა ლაიფ საიენსიზ პვტ.შპს., ინდოეთი.
ZandrA Zeal Life
0229938