ბიოფლუ ბეიბი 120მგ/5მლ100მლ სიროფი

141808
მარაგშია
15.75 
+
ჯენერიკიParacetamolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
15.75 

ბიოფლუ® ბეიბი

პარაცეტამოლი 120 მგ/5 მლსიროფი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: პარაცეტამოლი. 5 მლ სიროფი შეიცავს 120 მგ პარაცეტამოლს.

სხვა ინგრედიენტები: შაქარი, გლიცეროლი, მაკროგოლი 400, პოვიდონი K30, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, აცესულფამის კალიუმი, ნატრიუმის ბენზოატი (E 211), ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ფორთოხლის არომატი, ალუბლის არომატი, ამიაკის კარამელის საღებავი (E 150c), გაწმენდილი წყალი.

გამოყენება

პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს და გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის ეფექტური მკურნალობისთვის, მაგალითად კბილის, თავის ტკივილის, ყელის ტკივილის, კუნთების, სახსრებისა და ძვლების ტკივილის დროს. ასევე გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობებთან დაკავშირებით, როგორიცაა გაციება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ბავშვთა ინფექციურ-გადამდები დაავადებები (წითელა, ყივანახველა, ყბაყურა და ჩუტყვავილა), ყელ-ყურ-ცხვირის დარღვევები, ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული ცხელებისას მაღალი ტემპერატურის დასაწევად.

პრეპარატი აჩვენებია 0 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

თუ გამოყენებისას 3 დღის შემდეგ უკეთესობა არ აღინიშნება ან ადგილი აქვს მდგომარეობის გაუარესებას, უნდა მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები

ბიოფლუ ბეიბი არ მისცეთ ბავშვს  შემდეგ შემთხვევებში:

–         ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პარაცეტამოლის ან ბიოფლუ ბეიბის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება იყოს: გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება ან სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება;

–          ღვიძლის მწვავე პრობლემა (ჰეპატოცელულარული უკმარისობა);

–          გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

–          თუ ბავშვს აძლევთ  პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს, არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტები ბიოფლუ ბეიბისთან ერთად, რათა არ გადააჭარბოთ ორგანიზმის მიერ ასატან პარაცეტამოლის დოზას;

–          თუ ბავშვს აქვს თირკმლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის დაზიანება;

–          არ გამოიყენოთ ბიოფლუ ბეიბი დიდი ხნის განმავლობაში.

თუ პარაცეტამოლით მკურნალობის დროს ცხელება გაგრძელდა 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან სიმპტომები გაუარესდა,მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტები და ბიოფლუ ბეიბი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვი იღებს ან ცოტა ხნის წინ იღებდა სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს.

კერძოდ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვს აძლევთ ბიოფლუ ბეიბის სხვა მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა:

– რიფამპიცინი;

–  იზონიაზიდი;

–  ქლორამფენიკოლი;

– ორალური ანტიკოაგულანტები: ვარფარინი ან სისხლის გამათხელებელი სხვა პრეპარატები; პერორალური კუმარინის ანტიკოაგულანტების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს პარაცეტამოლის ხანგრძლივი, ყოველდღიური მიღებით, სისხლდენის გაზრდილი რისკით. პარაცეტამოლის დროდადრო მიღება მნიშვნელოვნად არ ცვლის ანტიკოაგულანტების ეფექტს.

–  ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები – კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი, ნატრიუმის ვალპროატი;

– ანტივირუსული საშუალებები – ინტერფერონი, ზიდოვუდინი;

– ტრიციკლური ანტიდეპრესანტები – ამიტრიპტილინი, იმიპრამინი;

– პრობენეციდი;

– ქოლესტირამინი (სისხლში ცხიმის რაოდენობის შესამცირებლად);

– ეთილის სპირტის შემცველი მედიკამენტები;

– მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი (გულისრევის დროს);

– ანტიქოლინერგიული საშუალებები (როგორიცაა ბუტილსკოპოლამინი, პროპანთელინი, პირენზეპინი).

სალიცილატებთან ან  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად პარაცეტამოლის ხანგრძლივად და მაღალი დოზებით მიღება ზრდის თირკმლის დაზიანების რისკს.

თუ ბავშვს უნდა ჩაუტარდეს ანალიზები, სისხლის ანალიზის ჩატარებამდე აცნობეთ ექიმს, რომ ის მკურნალობს პარაცეტამოლით, რადგან შეიძლება აღინიშნოს შედეგების ცვლილება (გლიკემიის ან ურიკემიის შემთხვევაში).

პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთდროული მიღება ზრდის დოზის გადაჭარბების რისკს.

ბიოფლუ ბეიბი საკვებთან და სასმელთან ერთად

ბიოფლუ ბეიბით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლური სასმელები ან ეთილის სპირტის შემცველი სხვა პრეპარატები.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბიოფლუ ბეიბი ნაჩვენებია 0 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ბიოფლუ ბეიბი  გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიოფლუ ბეიბის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

1მლ სიროფი შეიცავს 0.35 გ შაქარს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ ბავშვს აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც  ექიმმა გითხრათ. მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზა ერთჯერადად დამოკიდებულია სხეულის წონაზე: 10-15მგ პარაცეტამოლი/კგ-ზე.

ბავშვის ასაკისა და წონის მიხედვით რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

0-დან 3 თვემდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ (60 მგ პარაცეტამოლი) საჭიროების მიხედვით (ცხელება ვაქცინაციის შემდეგ, ცხელების ან/და ტკივილის სხვა მიზეზები), მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით (10 მგ/კგ და დოზა; თუ პაციენტს აქვს სიყვითლე, დოზა შემცირდება 5 მგ/კგ-მდე და დოზა).

აუცილებლობის შემთხვევაში, შემდგომი დოზის მიცემა შესაძლებელია 6 საათის შემდეგ.

ეს ორი დოზა შეიძლება მიეცეს 4 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებს და რომლებიც არ არიან დღენაკლულები (ორსულობის 37-ე კვირამდე).

3-12 თვის ბავშვები: 2.5-5 მლ (60-120 მგ პარაცეტამოლი) 1-4-ჯერ დღეში.

1-6 წლის ბავშვები: 5-10 მლ (120-240 მგ პარაცეტამოლი) 1-4-ჯერ დღეში.

6-12 წლის ბავშვები: 10-20 მლ (240-480 მგ პარაცეტამოლი) 1-4-ჯერ დღეში.

37 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში პარაცეტამოლის საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ/კგ დღეში.

38 კგ-დან 50 კგ-მდე წონის ბავშვებში პარაცეტამოლის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს დღეში.

50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში პარაცეტამოლის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ-ს დღეში.

არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ ბავშვი არის დღენაკლული ან არის  3 თვეზე ნაკლები ასაკის, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

მიღების სიხშირე

საჭიროების შემთხვევაში, დოზის განმეორებით მიღება შეიძლება ყოველ 4 საათში. მიღებებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები.

24 საათის განმავლობაში არ უნდა იქნას მიღებული 4 დოზაზე მეტი.

ბავშვებში, როგორც დღის განმავლობაში, ასევე ღამით, მიღებებს შორის ინტერვალი სასურველია იყოს 6 საათი.

თირკმლის უკმარისობის  მქონე ბავშვები

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, დოზირების ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი.

თუ ტკივილი და/ან ცხელება გრძელდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან თუ ბიოფლუ ბეიბის მიღება ზემოთ აღწერილი დოზებით არ ამსუბუქებს სიმპტომებს, პაციენტი ხელახლა უნდა შეფასდეს ექიმის მიერ. არ მისცეთ ბავშვს ბიოფლუ ბეიბი ზედიზედ 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.

თუ იყენებთ იმაზე მეტ ბიოფლუ ბეიბის, ვიდრე საჭიროა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, მაშინაც კი, თუ ინტოქსიკაციის სიმპტომები არ არის გამოვლენილი. აჩვენეთ ექიმს ინსტრუქციის ფურცელი ან/და პრეპარატის შეფუთვა.

თუ ბავშვმა მიიღო ბიოფლუ ბეიბის რეკომენდებულზე მეტი რაოდენობა, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, მაშინაც კი, თუ ბავშვი თავს კარგად გრძნობს (ღვიძლის მძიმე დაზიანების რისკის გამო, თუნდაც დაგვიანებული).

პარაცეტამოლის მაღალი დოზების მიღებისას ღვიძლის დაზიანების რისკი იზრდება შემდეგ სიტუაციებში:

– ქრონიკული მკურნალობა ფენიტოინით, ფენობარბიტალით, კარბამაზეპინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, კრაზანას ექსტრაქტით (Hypericum perforatum), ან ფერმენტის მაინდუცირებელი ეფექტის მქონე სხვა პრეპარატებით, ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება;

–         კვების დარღვევები, შიმშილი, კახექსია, კისტოზური ფიბროზი, ადამიანის პაპილომა ვირუსის ინფექცია.

სიმპტომები, რომლებიც ვლინდება პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პირველი 24 საათის განმავლობაში, შემდეგია: კანის სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, მუცლის ტკივილი. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება და ფატალური განვითარება.

აუცილებელია, რომ მკურნალობა სწრაფად დაიწყოს. მაშინაც კი, თუ პაციენტს მხოლოდ მინიმალური სიმპტომები (გულისრევა, ღებინება) აქვს. ბიოფლუ ბეიბის ჭარბი დოზის მიღების შემდეგ აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია საჭირო სამედიცინო დახმარების მისაღებად.

თუ დაგავიწყდათ ბიოფლუ ბეიბის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.   ბიოფლუ ბეიბის შემდეგი დოზა ბავშვს მიეცით დანიშნულ დროს.

თუ შეწყვეტთ ბიოფლუ ბეიბის გამოყენებას

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი რეაქციების შესაფასებლად გამოყენებულია შემდეგი სიხშირეები: ძალიან ხშირი (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ხშირი (ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); არახშირი (ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); იშვიათი (ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); ძალიან იშვიათი (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); უცნობი სიხშირით (როდესაც შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

არახშირი გვერდითი ეფექტები

–          ღვიძლის მწვავე უკმარისობა;

–          კანისა და ლორწოვანი გარსების გაყვითლება;

–          წელის ტკივილი, შარდში სისხლი, შარდის შემცირებული რაოდენობა.

იშვიათი გვერდითი ეფექტები

–          სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი);

–          ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენა;

–         კანის გარდამავალი სიწითლე, სახის, ტუჩების, ყელის შეშუპება, ჭინჭრის ციება, გარდამავალი გამონაყარი, შოკი.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავდეს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ მოვლენებსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირი შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომლის მონაცემები გამოქვეყნებულია მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე http:/www.anm.ro/. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ბიოფლუ ბეიბი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვადის გასვლის თარიღის“ შემდეგ.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.

გამოიყენეთ ბოთლის პირველი გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.

არ გადაყაროთ პრეპარატები წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ბიოფლუ ბეიბის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ბიოფლუ ბეიბი არის გამჭვირვალე, ყავისფერი სითხე, ფორთოხლისა და ალუბლის არომატისთვის დამახასიათებელი სუნით და მწარე-ტკბილი გემოთი.

მუყაოს კოლოფში ყავისფერი შუშის ბოთლი 100 მლ სიროფით, დახურული ხრახნიანი თავსახურით და დამცავი რგოლით, აღჭურვილი საზომი მოწყობილობით (საზომი თავსახურით), 2,5-20 მლ გრადუირებით.

მუყაო კოლოფში ყავისფერი PET ბოთლი 100 მლ სიროფით, დახურული ხრახნიანი თავსახურით და დამცავი რგოლით, აღჭურვილია საზომი მოწყობილობით (საზომი თავსახურით), 2,5-20 მლ გრადუირებით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

Biofarm S.A.

99 Logofătul Tăutu Street, სექტორი 3, ბუქარესტი, რუმინეთი

ტელეფონი: 021 30.10.600.

ფაქსი: 021 30.10.605

ელ.ფოსტა:[email protected]

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტებისა და სამედიცინო  მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს  ვებ გვერდზე http://www.anm.ro/

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 92
ლილოს დას.მე-3კვრტ.8კორპ.(24)
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 171
კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
კახეთი
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
ქვემო ქართლი
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები