ნეპტა 50მკგ 140დოზა სპრეი

134114
მარაგშია
40.00 
+
ჯენერიკიMometasonum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
40.00 

ნეპტა0.05% ცხვირის სპრეი

ნაზალური სუსპენზია დოზატორიანი გამფრქვევი მოწყობილობით

შემადგენლობა

მოქმედინივთიერება: ყოველი გაფრქვევა შეიცავს 50 მკგ მომეტაზონის ფუროატს (მონოჰიდრატის სახით).

სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცერინი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გაწმენდილი წყალი, პოლისორბატი 80.

გამოყენება

ნეპტა შეიცავს მომეტაზონის ფუროატს, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდს.

მომეტაზონის ფუროატის მცირე რაოდენობით შესხურება ცხვირის ღრუში ამცირებს ანთებით პროცესს, ცემინებას, ქავილს და ცხვირის გაჭედილობას ან სურდოს.

ნეპტა გამოიყენება მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში თივისმიერი ცხელების (სეზონური ალერგიული რინიტის) და წლიური ალერგიული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების) სიმპტომების სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება მთელი წლის განმავლობაში.

ნეპტა გამოიყენება თივისმიერი ცხელების საპროფილაქტიკოდ (საპრევენციოდ) მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.

ნეპტას გამოყენება შეიძლება 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ალერგიული რინიტის დიაგნოზით.

პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა დაიწყოს დამტვერვის სეზონის მოსალოდნელ დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე.

ნეპტა ასევე გამოიყენება ცხვირის პოლიპების (არასიმსივნური წარმონაქმნების) სამკურნალოდ 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში.

ინფორმაცია თივისმიერი ცხელებისა და წლიური რინიტის შესახებ

თივისმიერი ცხელება, რომელიც წელიწადის გარკვეულ დროს ვლინდება, წარმოადგენს ალერგიულ რეაქციას, რომელიც გამოწვეულია ხეების, ბალახების, სარეველა ბალახების მტვრის, ასევე ობის და სოკოს სპორების შესუნთქვით. წლიური რინიტი ვლინდება მთელი წლის განმავლობაში და სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ალერგენის მიმართ მგრძნობელობით, როგორიცაა ოთახის მტვრის ტკიპა, ცხოველის თმა/ქერტლი, ბუმბული და გარკვეული საკვები. ეს ალერგენები იწვევს სურდოს და ცემინებას, ასევე ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, რაც იწვევს ცხვირის დახშობის შეგრძნებას. ნეპტა ამცირებს შეშუპებას და გაღიზიანებას ცხვირში და ამგვარად ამსუბუქებს ცემინებას, ქავილს და ცხვირის გაჭედილობას ან სურდოს.

ინორმაცია ცხვირის პოლიპების შესახებ

ცხვირის პოლიპები პატარა წარმონაქმნებია ცხვირის ლორწოვან გარსზე და ჩვეულებრივ გავლენას ახდენს ორივე ნესტოზე. მთავარი სიმპტომია ცხვირის დახშობის შეგრძნება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ცხვირით სუნთქვაზე. ასევე შეიძლება აღინიშნოს სურდო გამონადენით,  ყელში  გადადინების შეგრძნება და გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვა. ნეპტა ამცირებს ანთებით პროცესს ცხვირის ღრუში, რაც იწვევს პოლიპების თანდათანობით შემცირებას.

უკუჩვენებები

ნეპტა არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • ალერგია (მომატებული მგრძნობელობა)  მომეტაზონის ფუროატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
  • ცხვირის ინფექცია. ცხვირის სპრეის გამოყენებამდე უნდა მოხდეს ინფექციისგან სრულად განკურნება;
  • მოკლე პერიოდში გაკეთებული ოპერაცია ცხვირზე ან   ცხვირის დაზიანების არსებობისას. ცხვირის სპრეი არ გამოიყენება მის შეხორცებამდე.

გაფრთხილება

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ნეპტას გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში:

  • მიმდინარე ან ოდესმე არსებული ტუბერკულოზი;
  • თვალის მარტივი ჰერპეს-ვირუსული ინფექცია;
  • რაიმე სხვა ინფექციის არსებობა;
  • კორტიკოსტეროიდული სხვა პრეპარატებით მკურნალობა პერორალურად ან ინექციის სახით;
  • კისტოზური ფიბროზი.

ნეპტას გამოყენებისას მოერიდეთ კონტაქტს ნებისმიერ პირთან, რომელსაც აქვს წითელა და ჩუტყვავილა.  ამ ინფექციებით დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს.

ნეპტას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ნეპტას გამოყენება შეიძლებასაკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, არ გამოიყენოთ ნეპტა ექიმის დანიშნულების გარეშე. ცხვირის სხვა კორტიკოსტეროიდული პრეპარატების მსგავსად, ორსულ ქალებში მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დედისთვის და ნაყოფისათვის პოტენციური ზიანი უნდა შეფასდეს პოტენციურ სარგებელთან მიმართებაში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ.

ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას, ნეპტას გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ცხვირის სხვა კორტიკოსტეროიდული პრეპარატების მსგავსად, მეძუძურ ქალებში მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, დედისთვის და ბავშვისთვის პოტენციური ზიანი უნდა შეფასდეს პოტენციურ სარგებელთან მიმართებაში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ნეპტას გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის  ან მექანიზმების გამოყენების უნარზე ინფორმაცია არ არის ცნობილი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნეპტაშემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ნეპტა შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გაღიზიანება.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ ექიმს ნებისმიერი რეცეპტით გაცემული და ურეცეპტო მედიკამენტის, მათ შორის მცენარეული მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნეპტას მოქმედებაზე ან ნეპტამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების ეფექტზე.

თუ იღებთ სხვა კორტიკოსტეროიდულ საშუალებებს ალერგიისთვის, პერორალურად ან ინექციის სახით, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ შეწყვიტოთ მათი მიღება ნეპტას  გამოყენების დაწყებისთანავე. ზოგიერთ ადამიანს პერორალური ან ინექციური კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება გამოუვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: სახსრების ან კუნთების ტკივილი, სისუსტე და დეპრესია. აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს, რომელიც მოგცემთ რჩევას ცხვირის სპრეის გამოყენების გაგრძელების შესახებ. ასევე შეიძლება გამოვლინდეს სხვა სახის ალერგიები, როგორიცაა: ქავილი, თვალების აწყლიანება ან წითელი ლაქები კანზე და კანისმიერი ქავილი. რომელიმე ჩამოთვლილი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში  მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებსაც.

გამოყენების წესი

ნეპტა ყოველთვის გამოიყენეთზუსტად  ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ უფრო დიდი დოზა და არ გამოიყენოთ სპრეი უფრო ხშირად ან უფრო დიდხანს, ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ.

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/გამოყენებისსიხშირე

თივისმიერი ცხელება და წლიური რინიტი

მოზრდილები, ხანდაზმული პირებიდა 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივი დოზაა 2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

როგორც კი სიმპტომები  კონტროლირებადი გახდება, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღეში ერთხელ შესხურება თითოეულ ნესტოში.

თუ თავს უკეთესად არ იგრძნობთ, მიმართეთ ექიმს, რომელმაც შეიძლება გაგიზარდოთ დოზა მაქსიმალურ დღიურ დოზამდე – 4 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ. როგორც კი სიმპტომები გახდება კონტროლირებადი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის შემცირება 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივი დოზაა 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზების გამოყენებისას კორტიკოსტეროიდის შემცველმა ცხვირის სპრეიმ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ბავშვებში ზრდის ტემპის შენელება. რეკომენდებულია იმ ბავშვების სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ცხვირის კორტიკოსტეროიდებით და თუ რაიმე ცვლილება შეინიშნება, უნდა ეცნობოს  ექიმს, რომელმაც შეიძლება შეცვალოს დოზა.

ძალიან შემაწუხებელი თივისმიერი ცხელების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ნეპტას გამოყენება დამტვერვის სეზონის დაწყებამდე 2-დან 4 კვირით ადრე, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თივისმიერი ცხელების სიმპტომების გამოვლენა. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება ნეპტასთან ერთად, განსაკუთრებით თუ აღგენიშნებათ თვალების ქავილი ან გაღიზიანება. დამტვერვის სეზონის ბოლოს თივისმიერი ცხელების სიმპტომები უნდა გაუმჯობესდეს და მკურნალობა აღარ უნდა იყოს საჭირო.

ცხვირის პოლიპები

გამოიყნება 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში

ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის ორი შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

თუ სიმპტომები კონტროლირებადი არ ხდება  5-6 კვირის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ. როგორც კი სიმპტომები გახდება კონტროლირებადი, ექიმი ამცირებს დოზას ყველაზე დაბალ ოდენობამდე, რომლითაც სიმპტომები ჯერ კიდევ კონტროლირებადია.

თუ 5-6 კვირის შემდეგ დღეში ორჯერ გამოყენებისას სიმპტომების გაუმჯობესება არ შეინიშნება, უნდა მიმართოთ ექიმს, რათა განიხილოთ სხვა მკურნალობა ნეპტას ჩასანაცვლებლად.

მიღების წესი და მეთოდი

ცხვირის სპრეის მომზადება გამოსაყენებლად

ნეპტას ცხვირის სპრეი აღჭურვულია მტვრისგან დამცავი თავსახურით, რომელიც იცავს საფრქვევს და ინარჩუნებს მის სისუფთავეს.

მოხსენით იგი სპრეის გამოყენებამდე და დაახურეთ გამოყენების შემდეგ.

არ გახვრეტოთ სპრეის ტუმბოს წვერი.

თუ პირველად იყენებთ სპრეის, საჭიროა ბოთლის სპრეის 10-ჯერ ამოტუმბვა, სანამ არ წარმოიქმნება თხელი ნისლი:

1. ბოთლი ნაზად შეანჯღრიეთ;

2. მოათავსეთ საჩვენებელი თითი და შუა თითი საფრქვევის ორივე მხარეს, ხოლო ცერა თითი ბოთლის ქვეშ;

3. დაიჭირეთ საფრქვევი თქვენგან მოშორებით და შემდეგ დააჭირეთ თითებით ქვევით სპრეის გამოსაფრქვად;

თუ სპრეი არ გამოგიყენებიათ 14 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა ბოთლის სპრეის 2-ჯერ გასხურება, სანამ არ წარმოიქმნება თხელი ნისლი.

გამოყენების ინსტრუქცია

1. ნაზად შეანჯღრიეთ ბოთლი და მოხსენით მტვრისგან დამცავი თავსახური. (სურათი

2. ნაზად მოიწმინდეთ ცხვირი.

3. დახურეთ ერთი ნესტო და მოათავსეთ საფრქვევი მეორე ნესტოში, როგორც ნაჩვენებია (სურათი 2). თავი ოდნავ დახარეთ წინ, ბოთლი გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.

4. დაიწყეთ ნაზად ან ნელა სუნთქვა ცხვირით და სანამ სუნთქავთ, შეისხურეთ თხელი ნისლისებური სპრეი ცხვირში თითების ერთხელ დაჭერით.

5. ამოისუნთქეთ პირით. გაიმეორეთ მე-4 ნაბიჯი მეორე შესხურების შესასუნთქად იმავე ნესტოში.

6. გამოიღეთ საფრქვევი ამ ნესტოდან და ამოისუნთქეთ პირით.

7. გაიმეორეთ  3-დან 6-მდე ნაბიჯები მეორე ნესტოსთვის (სურათი 3).

8. სპრეის გამოყენების შემდეგ, საფრქვევი ფრთხილად გაწმინდეთ სუფთა ხელსახოცით ან ნაჭრით და დაახურეთ მტვრისგან დამცავი თავსახური.

ცხვირის სპრეის გაწმენდა

მნიშვნელოვანია ცხვირის სპრეის რეგულარულად გაწმენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება არ იმუშაოს სწორად.

  • მოხსენით მტვრისგან დამცავი თავსახური და ფრთხილად ამოაძრეთ საფრქვევი;
  • გარეცხეთ საფრქვევი და მტვრისგან დამცავი თავსახური თბილ წყალში და შემდეგ გაავლეთ გამდინარე ონკანის ქვეშ;
  • ნუ ეცდებით ცხვირის აპლიკატორის განბლოკვას ქინძისთავის ან სხვა ბასრი საგნის შერჭობით, რადგან ეს დააზიანებს აპლიკატორს და ვერ მიიღებთ წამლის სწორ დოზას;
  • აცადეთ თბილ ადგილას გაშრობა;
  • ჩასვით საფრქვევი ისევ ბოთლში და დაახურეთ მტვრისგან დამცავი თავსახური;
  • გაწმენდის შემდეგ პირველად გამოყენებისას საჭიროა სპრეის „ხელახლა მომზადება გამოსაყენებლად“ 2-ჯერ გაფრქვევით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებ

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოყენება ხანდაზმულებში

გამოყენების განსაკუთრებული პირობა არ არსებობს.

განსაკუთრებული შემთხვევები გამოყენებისთვის

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის არ არსებობს მონაცემები.

თუ ფიქრობთ, რომ ნეპტასმოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება

თუ შემთხვევით გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ნეპტა, აცნობეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

სტეროიდებს დიდი ხნის განმავლობაში ან დიდი რაოდენობით გამოყენება იშვიათად გავლენას ახდენს   ჰორმონულ ცვლაზე.

ბავშვებში  შეიძლება გავლენა იქონიოს ზრდასა და განვითარებაზე.

დოზის გამოტოვება

წამალი გამოყენებული უნდა იყოს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

თუ დაგავიწყდათ ცხვირის სპრეის გამოყენება საჭირო დროს, გამოიყენეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი გააგრძელეთ ძველებურად.

არ გამოიყენოთორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

მკურნალობის შეწყვეტა

ზოგიერთ პაციენტში ნეპტაიწყებს სიმპტომების შემსუბუქებას პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ; თუმცა, მკურნალობის სრული სარგებელი შეიძლება არ გამოვლინდეს 2 დღის განმავლობაში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად გამოიყენოთ ცხვირის სპრეი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, სანამ ექიმი არ გეტყვით.

ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტის მსგავსად, ნეპტამშეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ნეპტას გამოყენება და აცნობეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ეს მოვლენებია:

იშვიათი: დაუყოვნებელი მომატებული მგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები (როგორიცაა ბრონქოსპაზმი (ბრონქებში სპაზმი), დისპნოე (ქოშინი)), შეიძლება განვითარდეს ნესტოებში მისი შესხურების შემდეგ (ინტრანაზალური).

ალიან იშვიათი: აღინიშნა ანაფილაქსია (მომატებული მგრძნობელობის რეაქცია) და ანგიონევროზული შეშუპება (კანისმიერი ქავილი).

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა.

რომელიმე ჩამოთვლილი მოვლენის განვითარება ნიშნავს, რომ  სერიოზული ალერგია გაქვთ ნეპტაზე. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კონვენციის გამოყენებით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან.

მოზრდილ და მოზარდ პაციენტებში ალერგიული რინიტის კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ხშირი: ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა), ფარინგიტი (ყელის ანთება), ცხვირის წვა, ცხვირის გაღიზიანება, ცხვირის წყლული, ცემინება, თავის ტკივილი.

უცნობი: ბავშვებში ზრდის შენელებული ტემპი ხანგრძლივი გამოყენებისას, მხედველობის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია თვალის კაკალში მომატებულ წნევასთან (გლაუკომა).

რეკომენდებულია ბავშვების სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი ცხვირის კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას.

ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა) ზოგადად იყო თვითშეზღუდული და მსუბუქი სიმძიმის, და ვლინდებოდა უფრო მაღალი (5%) სიხშირით (გამოვლენის სიხშირე) პლაცებოსთან შედარებით (მედიკამენტი, რომელიც არ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას), მაგრამ უფრო დაბალი სიხშირით, შესწავლილ აქტიური კონტროლის ნაზალურ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით (15%-მდე). ყველა სხვა ეფექტის სიხშირე შედარებადი იყო პლაცებოსთან.

პედიატრიულ პოპულაციაში გვერდითი მოვლენების სიხშირე, მაგ., თავის ტკივილი (3%), ეპისტაქსისი (6%), ცხვირის გაღიზიანება (2%) და ცემინება (2%) შედარებადი იყო პლაცებოსთან.

ცხვირის პოლიპები (არასიმსივნური წარმონაქმნები)

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ცხვირის პოლიპოზს, გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე შედარებადი იყო პლაცებოსთან და მსგავსი იყო ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენებისა. პოლიპების კლინიკურ კვლევებში, მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები აღინიშნა პაციენტების ≥1%-ში, რომელიც ნაჩვენებია ქვემოთ:

ძალიან ხშირი: ეპისტაქსისი 200 µგ-ის ორჯერ დღეში გამოყენებისას.

ხშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია 200 µგ-ის დღეში ერთხელ გამოყენებისას, ეპისტაქსისი 200 µგ-ის დღეში ერთხელ გამოყენებისას, ყელის გაღიზიანება 200 µგ-ის ორჯერ დღეში გამოყენებისას, თავის ტკივილი 200 µგ-ის დღეში ერთხელ და 200 µგ-ის ორჯერ დღეში გამოყენებისას.

არახშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია 200 µგ-ის ორჯერ დღეში გამოყენებისას.

ძალიან იშვიათად აღინიშნა გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევები.

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ცხვირის ძგიდის პერფორაციის (ცხვირის ხრტილის რღვევა) ან თვალშიდა წნევის მომატების და/ან კატარაქტის იშვიათი შემთხვევები.

ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები შეიძლება აღინიშოს, განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი მოვლენის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული  შეფუთვის ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შესახებ  ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს  (TÜFAM), ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ღილაკზე „შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ“ დაწკაპუნებით  ან დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც წარმოადგენს გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით  მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფას.

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ზემოთ არ არის მოცემული, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი

შეინახეთნეპტა ბავშვებისთვისმიუწვდომელ ადგილასდა ორიგინალი შეფუთვით.

ინახება არაუმეტეს 25°C.

მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. არ გაყინოთ.

ვარგისობის ვადა

პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ნეპტა ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ნეპტა,თუ შეამჩნევთ რაიმე წუნს პროდუქტსა და/ან შეფუთვაზე.

არც ერთი პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი                   

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

Deva Holding A.Ş. (დევა ჰოლდინგ ა.შ.)

Küçükçekmece (კუჩუკჩეკმეჯე)/სტამბოლი/თურქეთი

ტელ: +90 212 692 92 92

ფაქსი: +90 212 697 00 24.

მწარმოებელი

Deva Holding A.Ş. (დევა ჰოლდინგ ა.შ.)

Kapaklı /TEKİRDA (კაპაკლი/თეკირდაღი)/თურქეთი.

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა 1
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
ჩუმლაყი
გურჯაანის რ-ნი,სოფ.ჩუმლაყი
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
თელავი 6
სეხნიაშვის ქ.#10
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 92
ლილოს დას.მე-3კვრტ.8კორპ.(24)
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 171
კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
სენაკი 6
რუსთავალის ქ.#170
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
თერჯოლა 1
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო 1
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა 2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი 1
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები