ნო-პეინი 1მლ Aა+3მლ Bა #3ა

54740
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგლუკოკორტიკოსტეროიდები ჯენერიკიDexamethasone+Lidocaine+Vit.B1+B6+B12* გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ნო-პეინი

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დექსამეტაზონი, თიამინი, პირიდოქსინი, ლიდოკაინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:   გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ინექციებისათვის

მწარმოებელი კომპანია: ევრომედიკალი

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

გამოშვების ფორმა: წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ N3 და ამპულა „B” 3 მლ N3

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

 

შემადგენლობა:

„A” ამპულა შეიცავს: დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი, 4 მგ დექსამეტაზონის ექვივალენტი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 30მგ.

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი 1 მლ-მდე.

„B” ამპულა შეიცავს: თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 100მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 100 მგ, ციანკობალამინი (ვიტამინი B12) 5მგ (5000 მკგ).

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი 3 მლ-მდე.

ფარმაკოლოგირი მოქმედება:

ვიტამინები B1, B6 და B12 მონაწილეობენ ორგანიზმის ყველა უჯრედის მეტაბოლიზმში, თუმცა მათი ძირითადი აქტივობა გავლენას ახდენს ნერვულ უჯრედებზე, ამიტომ მათ უწოდეს ნეიროტროპული ვიტამინები.

თიამინი (ვიტამინი B1): თიამინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება სისხლში აქტიური სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით, დიდი დოზებით მიღებისას აბსორბცია ხდება პასიური დიფუზიის საშუალებით. აბსორბციის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 8-დან 15 მგ-მდე დღეში. თუმცა ეს შემცველობა შეიძლება  გადაჭარბებული იყოს, როდესაც საკვებთან ერთად ხდება მისი დამატებითი მიღება. თიამინის ფუნქციურად აქტიურ ფორმას წარმოადგენს პიროფოსფატი, რომელიც ჩართულია კარბოჰიდრაზას მეტაბოლიზმში, როგორც დეჰიდროგენაზას კოფაქტორი (დეჰიდროგენაზას კეტომჟავის ჯაჭვი, კომპლექსი დეჰიდროგენაზა და ალფა-კეტოგლუტარატდეჰიდროგენაზა) და ტრანსკეტოლაზები.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6): პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი ადვილად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მას შემდეგ, რაც ჰიდროლიზდება ფოსფორილირებულ პროდუქტებად. ცირკულირებადი B6-ის  თითქმის 60% მოდის პირიდოქსალის ფოსფატზე. პირიდოქსალი განიხილება როგორც პირველადი ფორმა, რომელიც გადის უჯრედის მემბრანაში.

ვიტამინი B6 ჩართულია შემდეგი ნეიროტრანსმიტერების სინთეზში: გამა-ბუთილირინებული მჟავა, დოფამინი, სეროტონინი, ისევე როგორც სფინგოლიპიდის სინთეზში, რომელიც ახდენს მიელინური გარსის ფორმირებას.

ციანკობალამინი (ვიტამინი B12) სისხლში უერთდება შინაგან ფაქტორს (გლიკოპროტეინი მოლეკულური მასით 59,000 DA (დალტონი) კუჭის მჟავის და პანკრეასული პროტეინის არსებობისას. ვიტამინი B12 აბსორბციისას უკავშირდება პლაზმის ბეტაგლობულინს, რომელსაც ტრანსკობალამინ II ეწოდება. იგი საჭიროა ქსოვილებთან ტრანსპორტის განსახორციელებლად.

ვიტამინ B12-ის  მეტაბოლურად აქტიურ ფორმებს წარმოადგენს მეთილკობალამინი და 5-

დეზოქსიდენოზილკობალამინი, რომლებიც აუცილებელია ზრდისა და უჯრედული რეპლიკაციისათვის.

ვიტამინ B1, B6 და B12 კომბინაციებს, მიმდინარე კლინიკური კვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი ანალგეზიური ეფექტი გააჩნია.

დექსამეტაზონი მიეკუთვნება გლუკოკორტიკოიდებს. გააჩნია ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო, იმუნოსუპრესიული მოქმედება. ამცირებს ანთების კერაში  მაკროფაგებისა და ლიმფოციტების მიგრაციას, ხელს უშლის ანთების მედიატორების გამოთავისუფლებას ეოზინოფილებიდან, ამცირებს კაპილარების განვლადობას და ექსუდაციას,  თრგუნავს ციტოკინების (1- და 2-ინტერლეიკინების, γ-ინტერფერონის) გამოთავისუფლებას ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან, იწვევს ლიმფოიდური ქსოვილის ინვოლუციას. ხელს უშლის კომპლემენტის სისტემის აქტივაციას, თრგუნავს ჰიალურონიდაზას, კოლაგენაზას და პროტეაზების აქტივობას, აწესრიგებს ხრტილისა და ძვლის ქსოვილის უჯრედშორისი მატრიქსის ფუნქციას. აღადგენს კატექოლამინების მიმართ ადრენორეცეპტორების მგრძნობელობას. აჩქარებს ცილების კატაბოლიზმს, ამცირებს პერიფერიული ქსოვილების მიერ გლუკოზის უტილიზაციას და ღვიძლში ზრდის გლუკონეოგენეზს. ამცირებს შეწოვას და ზრდის კალციუმის გამოყოფას, ორგანიზმში აკავებს ნატრიუმის იონებსა და წყალს. კორტიკოსტეროიდები უპირატესად უკავშირდებიან სისხლის პლაზმის პროტეინებს, ძირითადად გლობულინებს, ნაკლებად ალბუმინებს.

პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 190 წთ. კორტიკოსტეროიდების უმრავლესობასთან შედარებით,  დექსამეტაზონის შეკავშირება პლაზმის პროტეინებთან უფრო დაბალია. კორტიკოსტეროიდები უმთავრესად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნაკლებად თირკმლებში. ექსკრეტირდება შარდში. სინთეზური კორტიკოსტეროიდების დაბალი მეტაბოლიზმითა და პლაზმის პროტეინების დაბალი კავშირით შეიძლება აიხსნას მათი მაღალი შესაძლებლობები ბუნებრივ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით.

ჩვენებები:

ნევროლოგია: ნევრიტი, ნევრალგია, პოლინევრიტი, ნეკნთაშუა ნევრალგია, იშიაზი, პროზოპლეგია, რადიკულონევრიტი, ცერვიკალური სინდრომი, მალთაშუა დისკის თიაქარი, მიალგია, დორსალგია (ზურგის ტკივილის სინდრომი), ტენდინიტის, მხრის სინდრომი.

ორთოპედია და ტრავმატოლოგია: ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი ტრავმები, უშუალოდ ინიშნება მწვავე ნევრიტის და რევმატიზმის, სახსრის და სახსარშიდა ინტენსიური მკურნალობის დაწყებისას, როდესაც საჭიროა ანთების და ტკივილის სწრაფი კუპირება.

მიღების წესი და დოზები:

შეურიეთ „A”  და „B”  ამპულების შიგთავსები. შეიყვანეთ ღრმად კუნთებში. პრეპარატი ინიშნება: – 1 ინექცია დღე-ღამეში, ან დღეგამოშვებით, არა უმეტეს 3 ინექციისა კვირაში. მკურნალობის განმეორებითი კურსების ჩატარებისას, ინტერვალი მათ შორის უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 2 კვირას. ინექციას აკეთებენ კუნთებში ღრმად, ნელა. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შპრიცში ჯერ იღებენ „A”  ხსნარს, შემდეგ– „B”  ხსნარს. ხსნარის ტემპერატურა მიახლოებული უნდა იყოს სხეულის ტემპერატურასთან. 

გვერდითი მოვლენები:

კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარება, უძილობა, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, ეიფორია, გამონაყარი, ღებინება და ზოგჯერ ანაფილაქსიური შოკი მგრძნობიარე პირებში.

უკუჩვენება:

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გავრცელებული სოკოვანი ინფექციები, ვირუსული ინფექციები (ჩუტყვავილა, სარტყლისებური ლიქენი), გლაუკომა, ტუბერკულოზი, ჰიპერტონია, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, მძიმე ფსიქოზი, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ოსტეოპოროზი და მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ციანკობალამინის მიღება არ შეიძლება მხედველობის ნერვის მემკვიდრული ატროფიისას, დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შეზღუდვა:

ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

კორტიკოსტეროიდების პარალელურმა გამოყენებამ დიურეტიკებთან და/ან კარდიოტონურ გლიკოზიდებთან, ჰიპოგლიკემიურ აგენტებთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სამკურნალო საშუალებებთან, ორალურ ანტიკოაგულანტებთან და ცოცხალ ვაქცინებთან, შესაძლოა გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.  

გლუკოკორტიკოიდები შესაძლოა  ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს იმ პრეპარატებთან პარალელურად გამოყენებისას, რომლებიც  ღვიძლის ენზიმების ინდუცირებას ახდენენ, როგორიცაა რიფამპიცინი, ეფედრინი, ბარბიტურატები, ფენიდონი და პრიმიდონი. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი იწვევს ლევოდოპის თერაპიულ ეფექტს.

დოზის გადაჭარბება:

მიუხედავად იმისა, რომ პირიდოქსინი განიხილებოდა როგორც არატოქსიური საშუალება, რომელსაც აქვს ხანგრძლივი მოქმედება (მაგ. ორი თვე და მეტი), დიდი დოზებით მიღებამ (კერძოდ ჩვეულებრივ 2 გრ და მეტი დღეში),  შეიძლება გამოიწვიოს სენსორული ნეიროპათია, ან ნეიროპათიული სინდრომები. პირიდოქსინის მიღების შეწყვეტის შემდეგ ნევროლოგიური დისფუნქცია მნიშვნელოვნად უმჯობესდება პაციენტების წარმატებული გამოჯანმრთელებისას.

აფთიაქში გაცემის წესი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მსგავსი პროდუქტები