რევმატოლი 200მლ ორალ/ხს

79552
მარაგშია
5.45 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიEquisetum,Origanum,Thymi,Melissa * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
5.45 

რევმატოლი

რით გამოირჩევა პარასამკურნალო მცენარული პრეპარატი რევმატოლი სხვა ანალოგიური საშუალებებისგან, ანუ რატომ გირჩევთ მის გამოყენება ⁉
რევმატოლი წარმოადგენს ორგანიზმის გამაჯანსაღებელ 100%-იან ნატურალურ, სამკურნალო მცენარეთა ნაყენს,
რომელიც მოწოდებულია რევმატიზმის, რადიკულიტის, ართრიტის, ოსტეოქონდროზის (ხერხემალზე მარილოვანი წანაზარდების), პადაგრის სამკურნალოდ და ორგანიზმიდან ჭარბი,ტოქსიური მარილებისა და შლაკების გამოსადევნად.
დღეს სააფთიაქო ქსელში ანალოგიური დანიშნულების უამრავი იმპორტული მედიკამენტია, რომელთა უმეტესობა დაბალი თერაპიული მოქმედებითა და მრავალი არასასურველი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.
სინთეზური ქიმიის მედიკამენტებისაგან განსხვავებით მცენარეულ რევმატოლს ახასიათებს შემდეგი თვისებები:
სამკურნალო მცენარეთა წვენები დადებით ზემოქმედებას ახდენენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ორგანოებზე : ღვიძლი, თირკმელები, ნაღვლის ბუშტი; ორგანიზმიდან გამოყავთ მავნე ტოქსინები და შლაკები; უმჯობესდება კუჭნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკა, ხდება შარდგამომყოფი გზების დეზინფექცია.
რევმატოლს გააჩნია მნიშვნელოვანი თვისება : მასში შემავალი სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეთა წვენები მოქმედებს ანტისეპტიკურად, ეფექტურად აქრობს სახსრებში და ქსოვილებში მიმდინარე ანთებას, ტკივილებს , გამოჰყავს ორგანიზმიდან პურინები და სხვა მავნე ტოქსინები , არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას , აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, მის ფორმულას და აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
რევმატოლს ახასიათებს მსუბუქი შარდმდენი, ნაღველმდენი მოქმედება . რევმატოლი თანდათანობით შლის მარილებს და გამოჰყავს ისინი ორგანიზმიდან. მისი სისტემატიური მიღებით იწვება სხეულში დაგროვებული ჭარბი ცხიმები, უმჯობესდება ძილი. 
რევმატოლის მიღება განსაკუთრებით კარგია ოსტეოქონდროზის დროს,როცა ხერხემალში ხდება მუდმივად მარილების ჩალაგება და მარილების წანაზარდების წარმოქმნა.მას არამარტო მარილების დაშლა შეუძლია არამედ აღადგენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და ბიო-ქიმიურ პროცესებს.
რევმატოლში შედის ისეთი მაღალი თერაპიული მოქმედების სამკურნალო მცენარეთა წვენები როგორიცაა: შვიტა, თავშავა, ბეგქონდარა, ბარამბო და სხვა. იგი მეტად ადვილი და პრაქტიკული მისაღებია: 
რევმატოლი არ ინიშნება ბავშვებისა და მოზარდებისთვის .
მოზრდილებისთვის:
ნაყენის 2 სუფრის კოვზი (30 მლ.) გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში (150 მლ.) და მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3–ჯერ.
რევმატოლის მიღება არის მომხმარებლისთვის ორმაგად ეფექტური, რადგან სახსრების სანაციასთან ერთად, ხდება ორგანიზმის გაჯანსაღება და შრომის ნაყოფიერების მნიშვნელოვნად ამაღლება.
გირჩევთ ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში რევმატოლის მიღებას, რომელიც დაგეხმარებათ ჯამრთელობის დაბრუნებაში.
როგორც მკურნალობის პროცესში, ისე საზოგადოდ პაციენტისთვის სასარგებლოა თუკი საკუთარი კვების რაციონიდან ამოიღებს ზედმეტად დაშაქრულ, მწუთხე (მარილიანი ყველი, მწნილი) და მწარე საჭმელებს; მოერიდება ყავის ხშირ მიღებას, სიგარეტს, ალკოჰოლს, რადგანაც ისინი ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და მრავალ ქრონიკულ დაავადებათა გამომწვევნი არიან.
უკუჩვენება:
რევმატოლის მიღება არ შეიძლება,როდესაც გახასიათებთ დაბალი წნევა, ალერგიულობა, კენჭოვანი დაავადებები,ასევე ორსულობის,ძუძუთი კვების და მენსტრუაციის დროს.
ასევე რევმატოლი არ შეიძლება რომ მიიღოს იმ პაციენტებმა, რომლებსაც გადატანილი აქვთ: ინფაქტი, ინსულტი დამბლითა და კრიზისული გაჟონვებით, ოპერაციები თავის ტვინზე და გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე,აქვთ ეპილეფსია,კრუნჩხვები,ყოფილან კომაში.....რადგანაც ამგვარი მძიმე კატეგორიის ავადმყოფები საჭიროებენ ექიმის მუდმივ მკაცრ ზედამხედველობას.

მსგავსი პროდუქტები