რისპერიდონი 2მგ #30ტ (არპიმ)

64836
მარაგშია
10.23 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინეიროლეპტიკები ჯენერიკიRisperidonum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
10.23 

რისპერიდონი

2 მგ შემოგარსული ტაბლეტები, შიგნით მისაღები

 

შემადგენლობა:

რისპერიდონი APO-ს ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - რისპერიდონის 2 მგ-ს ან 4 მგ-ს. 

 

მოქმედების მექანიზმი:

რისპერიდონი ბენზიზოქსაზოლის წარმოებული ნეიროლეფსიური საშუალებაა. ახასიათებს ანტიფსიქოზური, ასევე სედატიური, ღებინების საწინააღმდეგო და ჰიპოთერმული თვისებები. 

რისპერიდონს, როგორც სელექციურ მონოამინერგულ ანტაგონისტს ახასიათებს მაღალი ტროპიზმი სეროტონინო 5-HT2 და დოფამინო D2-რეცეპტორების მიმართ. ასევე უერთდება a1-ადრენორეცეპტორებსა და ნაკლებად ჰისტამინურ H1- და a2-ადრენორეცეპტორებს. არ არის აქტიური ქოლინორეცეპტორების მიმართ.

პრეპარატის ანტიფსიქოზური მოქმედება განპირობებულია მეზოლიმბალური და მეზოკორტიკალური სისტემის დოფამინო D2-რეცეპტორების ბლოკადით; სედატიური მოქმედება - თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის ადრენორეცეპტორების ბლოკადით; ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება – ღებინების ცენტრის დოფამინო D2-რეცეპტორების ბლოკადით; ჰიპოთერმული მოქმედება – ჰიპოთალამუსის დოფამინორეცეპტორების ბლოკადით. 

მიუხედავად იმისა, რომ რისპერიდონი ძლიერი დოფამინომაბლოკირებელი საშუალებაა (ამცირებს შიშს, აგრესიულობას და შიზოფრენიის პროდუქტიულ სიმპტომატიკას - ბოდვას, ჰალუცინაციებს), კლასიკური ნეიროლეფსიური საშუალებებისგან განსხვავებით ნაკლებად თრგუნავს მოტორულ აქტივობას და ნაკლებად იწვევს კატალეფსიის მოვლენებს.

სეროტონინის და დოფამინის მიმართ დაბალანსებული ცენტრალური ანტაგონიზმის გამო, რისპერიდონს ნაკლებად ახასიათებს ექსტრაპირამიდული მოშლილობების გამოვლინება და ამავდროულად, ძლიერდება მისი ეფექტი შიზოფრენიის ნეგატიური და აფექტური სიმპტომატიკის სამკურნალოდ. 

რისპერიდონმა შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციის დოზადამოკიდებული ზრდა. 

რისპერიდონი პერორალური მიღების შემდეგ მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში ჩმახ მიიღწევა 1-2 საათში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე. რისპერიდონის T1/2 შეადგენს 3 საათს, ხოლო მისი აქტიური მეტაბოლიტების T1/2 - 24 საათს. 

ჩვენება

რისპერიდონი APO ინიშნება მწვავე შეტევების კუპირებისა და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის მიზნით:

- შიზოფრენიის მწვავე და ქრონიკული ფორმის ან პროდუქტიული და ნეგატიური სიმპტომატიკის გამოვლინებით მიმდინარე სხვა ფსიქოზური მოშლილობების დროს;

- სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული აფექტური მოშლილობების დროს;

- დემენციით დაავადებულ პაციენტებში ქცევითი მოშლილობების დროს აგრესიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (გაცხარება, ფიზიკური ძალადობა), ქცევითი დარღვევების (აგზნება, ბოდვა) ან ფსიქოზური სიმპტომების დროს;

- დაქვეითებული ინტელექტით ან გონებრივი განვითარების შეფერხებით 15 წელზე მეტი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილ პაციენტებში ქცევითი მოშლილობების დროს, როცა დესტრუქციული ქცევები (აგრესიულობა, იმპულსურობა, აუტოაგრესია) დაავადების კლინიკური სურათის წამყვანი სიმპტომებია;

- დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით - როგორც ხასიათის სტაბილიზატორი, მანიის სამკურნალოდ ბიპოლარული მოშლილობების დროს.

უკუჩვენება

- პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა; ლაქტაციის პერიოდი.

უსაფრთხოების ზომები

რისპერიდონის უსაფრთხოება ორსულებში შესწავლილი არ არის. ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.

სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების ჩანაცვლება:

შიზოფრენიის სამკურნალოდ რისპერიდონით მკურნალობის დასაწყისში, თუ კლინიკურად გამართლებულია, საჭიროა არსებული თერაპიის თანდათანობითი შეწყვეტა. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტები იტარებდნენ მკურნალობას ანტიფსიქოზური პრეპარატების დეპო ფორმებით, რისპერიდონით მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მათი შემდგომი დაგეგმილი ინიექციის ნაცვლად. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პერიოდულად ანტიპარკინსონული პრეპარატების გამოყენება. 

რისპერიდონი-APO მაბლოკირებელი მოქმედების გამო, განსაკუთრებით დოზის შერჩევის საწყის პერიოდში, არსებობს ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების შესაძლებლობა. 

რისპერიდონი-APO სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით (მაგ.: გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის გამტარობის დარღვევა), აგრეთვე დეჰიდრატაციის, ჰიპოვოლემიის ან ცერებროვასკულური მოშლილობების დროს. ამ დროს საჭიროა დოზის თანდათანობითი გაზრდა, ხოლო ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში - დოზის შემცირება.

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარება წარმოადგენს გვიანი დისკინეზიის განვითარების რისკ-ფაქტორს. რისპერიდონს, კლასიკურ ნეიროლეფსიურ საშუალებებთან შედარებით, ნაკლებად ახასიათებს ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლინება. გვიანი დისკინეზიის ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ყველა ანტიფსიქოზური საშუალებით მკურნალობის შეწყვეტა.

კლასიკური ნეიროლეფსიური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში აღწერილია ჰიპერთერმიით, კუნთოვანი რიგიდობით, ვეგეტატური ფუნქციების ლაბილობით, ცნობიერების დარღვევით და კრეატინფოსფოკინაზას მაჩვენებლების მომატებით მიმდინარე ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის განვითარების შემთხვევები. ამ დროს საჭიროა ყველა ანტიფსიქოზური საშუალების და მათ შორის რისპერიდონის მიღების შეწყვეტა.

რისპერიდონით მკურნალობის ფონზე, სხეულის წონის მატების თავიდან ასაცილებლად, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ზედმეტი საკვების მიღებისგან. 

რისპერიდონი იწვევს გონებრივი და ფიზიკური აქტივობის დაქვეითებას, ამიტომ პრეპარატის მიღება არ არის ნებადართული ავტოტრანსპორტის მართვის დროს და იმ პირთათვის, რომელთა სამუშაოც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. 

რისპერიდონი APO-ს  ცნს-ზე უშუალო ზემოქმედების გამო იგი სიფრთხილით ინიშნება ცენტრალური მოქმედების სხვა პრეპარატებთან ერთად. რისპერიდონი APO ამცირებს ლევოდოპას და დოფამინის სხვა აგონისტების ეფექტურობას. კლოზაპინი ამცირებს რისპერიდონის კლირენსს. 

კარბამაზეპინი და ღვიძლის ფერმენტების სხვა ინდუქტორები იწვევენ პლაზმაში რისპერიდონის აქტიური ანტიფსიქოზური ფრაქციის კონცენტრაციის შემცირებას. 

ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ზოგიერთი ბეტა-ადრენობლოკატორები იწვევენ პლაზმაში რისპერიდონის კონცენტრაციის მომატებას, თუმცა იგი გავლენას არ ახდენს აქტიური ანტიფსიქოზური ფრაქციის კონცენტრაციაზე.

ფლუოქსეტინი იწვევს პლაზმაში რისპერიდონის კონცენტრაციის ზრდას, შედარებით მცირე ხარისხით – მისი აქტიური ანტიფსოქოზური ფრაქციის კონცენტრაციის მატებას.

პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების უნარის მქონე პრეპარატებთან რისპერიდონის კომბინაციით, პლაზმის ფრაქციიდან რომელიმე მათგანის კლინიკურად გამოხატული გამოდევნის სიმპტომები არ აღინიშნება.

რისპერიდონის ფონზე იზრდება ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედების ეფექტურობა. 

 

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: ძილიანობა, სედაცია, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები. იშვიათ შემთხვევაში - PQ ინტერვალის გახანგრძლივება. აღწერილია შემთხვევა პრეპარატის 360 მგ-მდე დოზით მიღების შესახებ.

მკურნალობა: საჭიროა სასუნთქი გზების ადექვატური მომარაგება ჟანგბადით და მათი ნორმალური ვენტილაცია, კუჭის ამორეცხვა (იმ შემთხვევაში როდესაც ავადმყოფი უგონო მდგომარეობაშია, ინტუბაციის შემდეგ) და საფაღარათო საშუალებებთან ერთად გააქტივებული ნახშირის დანიშვნა. შესაძლო არითმიის გამოვლენის მიზნით საჭიროა დაუყოვნებლივ ეკგ მონიტორინგი.

რისპერიდონის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა შესაბამისი სიმპტომური თერაპია: ჰიპოტენზიისა და სისხლძარღვოვანი კოლაფსის სამკურნალოდ - ვენაში სითხის ინფუზია და/ან სიმპატომიმეტური პრეპარატების გამოყენება. მწვავე ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში ინიშნება ანტიქოლინერგული პრეპარატები. ყოველდღიური სამედიცინო დაკვირვება და მონიტორინგი წარმოებს ინტოქსიკაციის სიმპტომების სრულ გაქრობამდე.

დოზირება და მიღების წესი

შიზოფრენია:

მოზრდილებსა და 15 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში რისპერიდონი ინიშნება ერთხელ ან 2-ჯერ დღეში.

საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს დღეში. მეორე დღეს საჭიროა დოზის გაზრდა 4 მგ-მდე. შემდგომ შესაძლებელია აღნიშნული დოზის შენარჩუნება ან აუცილებლობის შემთხვევაში დოზის ინდივიდუალური კორექცია. ოპტიმალური დოზა შეადგენს 4-6 მგ-ს დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში გამართლებულია დოზის საფეხურებრივი ზრდა და შედარებით მცირე საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები.

პრეპარატის დღეში 10 მგ-ზე მეტი დოზით მიღება არ უზრუნველყოფს თერაპიული ეფექტის ზრდას და ამავე დროს იწვევს ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარებას.

პრეპარატის 16 მგ-ზე მეტი დოზით მკურნალობის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. დამატებითი სედატიური ეფექტის მისაღებად სედარექსთან ერთად შესაძლებელია ბენზოდიაზეპინების გამოყენება. 

მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ 15 წლამდე ასაკის ბავშვებში არ მოიპოვება.

ხანდაზმულ პაციენტებსა და პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებით პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.5 მგ დღეში 2-ჯერ. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 1-2 მგ-მდე დღეში 2-ჯერ. 

ქცევის მოშლა დემენციით დაავადებულ პაციენტებში:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.25 მგ 2-ჯერ დღეში. აუცილებლობისას შესაძლებელია დოზის გაზრდა - 0.25 მგ-ით 2-ჯერ დღეში, მაგრამ არანაკლებ ერთი დღის შემდეგ. პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა შეადგენს 0.5 მგ 2-ჯერ დღეში, თუმცა ზოგჯერ ნაჩვენებია 1 მგ-ის მიღება 2-ჯერ დღეში. ოპტიმალური დოზის მიღწევის შემდგომ რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღეში ერთხელ.

ბიპოლარული მოშლილობები:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს ერთ მიღებაზე დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული დოზის გაზრდა 2 მგ-ით დღეში. უმრავლესი პაციენტებისათვის ოპტიმალური დოზა შეადგენს 2-6 მგ-ს დღეში.

ქცევის მოშლა პაციენტებში გონებრივი განვითარების შეფერხებით ან დაავადების კლინიკურ სურათში დესტრუქციული ქცევების დომინირებით: 

50 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.5 მგ დღეში ერთხელ. საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა 0.5 მგ-ით, მაგრამ არანაკლებ 1 დღის შემდეგ. პაციენტთა უმრავლესობისთვის ოპტიმალური დოზაა 1 მგ დღეში, თუმცა ზოგ შემთხვევაში მისაღებია 0.5 მგ ან ზოგჯერ საჭიროა დოზის გაზრდა 1.5 მგ-მდე დღეში.

50 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.25 მგ დღეში ერთხელ. საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა 0.25 მგ-ით, მაგრამ არანაკლებ 1 დღის შემდეგ. პაციენტთა უმრავლესობისთვის ოპტიმალური დოზაა 0.5 მგ დღეში, თუმცა ზოგ შემთხვევაში მისაღებია 0.25 მგ ან ზოგჯერ საჭიროა დოზის გაზრდა 0.75 მგ-მდე დღეში.

მოზარდების მიერ რისპერიდონის ხანგრძლივი მიღება ექიმის მუდმივი კონტროლით უნდა ხდებოდეს.

15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისათვის რისპერიდონი არ არის რეკომენდებული. 

გვერდითი მოვლენები

ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, აჟიტირება, განგაშის შეგრძნება, თავის ტკივილი. ზოგჯერ: ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, კონცენტრირების დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. იშვიათად: ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ტრემორი, რიგიდობა, ჰიპერსალივაცია, ბრადიკინეზია, აკატიზია, მწვავე დისტონია).

შიზოფრენიით დაავადებულებში – ჰიპერვოლემია, გვიანი დისკინეზია (უნებლიე რიტმული მოძრაობები, განსაკუთრებით ენის და/ან სახის), ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდობა, ავტონომიური ფუნქციების არასტაბილურობა, გონების დაბინდვა, კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება), თერმორეგულაციის დარღვევა და ეპილეფსიური გულყრა. 

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, დისპეფსია, გულისრევა და ღებინება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, პირის სიმშრალე, ჰიპო- ან ჰიპერსალივაცია, ანორექსია, მადის გაძლიერება, წონის მატება ან კლება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, რეფლექტორული ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება. წინასწარგანწყობილ ხანდაზმულ პაციენტებში აღწერილია ინსულტის შემთხვევაც.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: გალაქტორეა, გინეკომასტია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ამენორეა. ძალიან იშვიათად – ჰიპერგლიკემია.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: პრიაპიზმი, ერექციისა და ეაკულაციის დარღვევა, ანორგაზმია, შარდის შეუკავებლობა.

ალერგიული რეაქციები: რინიტი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია.

კანის მხრივ: სიმშრალე, ჰიპერპიგმენტაცია, ქავილი, სებორეა.

სხვადასხვა: ართრალგია.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25 0C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

 

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი 2 მგ ან 4 მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერებში. 

 

ვარგისობის ვადა:

იხილეთ შეფუთვაზე.

 

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
გლდანი
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
შიდა ქართლი
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
გურია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები