ნებეტა 5მგ #28ტ

30547
მარაგშია
8.46 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიბეტა-ადრენობლოკატორები ჯენერიკიNebivololum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
8.46 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდი. . . . . . 5 მგ
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი. 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სელექტიური β1-ადრენობლოკატორი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნებივოლოლი წარმოადგენს ორი ენანტიომერის რაცემატს, SRRR-ნებივოლოლი (ან D-ნებივოლოლი) და SRRR-ნებივოლოლი (ან L-ნებივოლოლი). პრეპარატი ხასიათდება ორი სახის ფარმაკოლოგიური მოქმედებით:
- ნებივოლოლი წარმოადგენს β1-რეცეპტორის კონკურენტულ და მაღალსელექტიურ ბლოკატორს. აღნიშნულ ეფექტს განაპირობებს შღღღ-ენანტიომერი (D-ენანტიომერი);
- პრეპარატს გააჩნია ზომიერი ვაზოდილატაციური თვისებები, რომლიც განპირობებულია რელაქსაციური ფაქტორის, აზოტის ოქსიდის (NO), სისხლძარღვთა ენდოთელიუმიდან გამოთავისუფლების მოდულაციით L-არგინინის მონაწილეობით.ნებივოლოლის ერთჯერადი და განმეორებითი გამოყენება ნორმალური არტერიული წნევისა და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირესა და არტერიულ წნევას, როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში, აგრეთვე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შენარჩუნებულია მისი ჰიპოტენზიური ეფექტი. თერაპიული დოზებში ნებივოლოლს არ გააჩნია ალფა–ადრენომაბლოკირებელი ეფექტი. ჯანმრთელ მოხალისეებში ნებივოლოლი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას მაქსიმალური ფიზიკური დატვირთვის უნარსა და ამტანობაზე. 

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ნებივოლოლის ორივე ენანტიომერი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის აბსორბციაზე. ნებივოლოლის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად და მის გარეშეც. ნებივოლოლის ორივე ენანტიომერი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 98.1%-ს SRRR-ნებივოლოლისთვის და 97.9%-ს SRRR-ნებივოლოლისთვის.
ნებივოლოლი ორგანიზმში მეტაბოლიზდება აქტიური ჰიდროქსიმეტაბოლიტების წარმოქმნით. ნებივოლოლის მეტაბოლიზმის პროცესი მიმდინარეობს ალიციკლური და არომატული ჰიდროქსილირებით, N-დეალკილირების და გლუკორონირების გზით. გარდა ამისა, წარმოიქმნება ჰიდროქსიმეტაბოლიტების გლუკორონიდები. სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ნებივოლოლის ორალური ბიოშეღწევადობა  საშუალოდ 12%-ს შეადგენს. და თითქმის სრულია ნელი მეტაბოლიზმის მქონე ინდივიდებში. წონასწორული მდგომარეობის მიღწევისა და თანაბარი დოზირების შემთხვევაში შეუცვლელი ნებივოლოლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში დაახლოებით 23-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე ინდივიდებში. პრეპარატის შეუცვლელი სუბსტანციისა და აქტიური მეტაბოლიტების შემცველი ჯამური ანალიზის დროს, მაქსიმალურ კონცენტრაციებს შორის სხვაობა შეადგენს 1.3-1.4-ჯერად მაჩვენებელს. მეტაბოლიზმის მაჩვენებლების ცვლილებების გამო, ნებეტას დოზა ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს: ამის გამო ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებს ენიშნებათ პრეპარატის შედარებით დაბალი დოზები. 
სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე ინდივიდებში ნებივოლოლის ენანტიომერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 10 საათს. ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში აღნიშნული მაჩვენებელი 3-5-ჯერ მატულობს. სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ორივე ენანტიომერის ჰიდროქსიმეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 24 საათს. ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალია. 
პლაზმაში ნებივოლოლის წონასწორული კონცენტრაცია უმრავლეს პაციენტებში (სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში) აღინიშნება 24 საათის განმავლობაში, ჰიდროქსიმეტაბოლიტებისთვის - რამოდენიმე დღე-ღამის შემდეგ.
ნებივოლოლის 1 მგ-დან 30 მგ-მდე დოზების გამოყენებისას პლაზმაში მისი კონცენტრაცია დოზის პროპორციულია. ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე ასაკი გავლენას არ ახდენს. 
პრეპარატის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, დოზის 38% გამოიყოფა თირკმლების და 48% - ნაწლავების მიერ. შეუცვლელი ნებივოლოლის თირკმლებით ექსკრეცია არის დოზის 0.5%-ზე ნაკლები. 

ჩვენებები
ჰიპერტენზია
- ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა: გულის იშემიური დაავადება; გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ);
- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის (კომპენსაციის სტადიაში) მკურნალობა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად ხანდაზმულ პაციენტებში (≥70 წელი). 

დოზირების რეჟიმი
ჰიპერტენზია
მოზრდილები: ერთი ტაბლეტი (5 მგ) დღეში, სასურველია ერთი და იგივე დროს. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად. ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება მკურნალობიდან 1-2 კვირის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში ოპტიმალური მოქმედება მიიღწევა მხოლოდ 4 კვირის შემდეგ. 
კომბინაცია სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის სახით, აგრეთვე სხვა ანტიჰიპერტენზიულ ნივთიერებებთან ერთად (შარდმდნები, დიჰიდროპირიდინული კალციუმის ანტაგონისტები). 
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: თირკმლის უკმარისობისას, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეასაძლებელია დღიური დოზის 5 მგ-მდე გაზრდა. 
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ცნობები იმ პაციენტების შესახებ, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის დარღვეული ფუნქცია, საკმაოდ შეზღუდულია. ამის გამო ნებივოლოლის გამოყენება ამ ტიპის პაციენტებში უკუნაჩვენებია. 
ხანდაზმული პაციენტები: 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დღიური დოზის გაზრდა 5 მგ-მდე. 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და მათი რეგულარული მონიტორინგი. 
ბავშვები და მოზარდები: არ არის განხორციელებული რაიმე სახის კვლევა ბავშვებსა და მოზარდებში. პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ კატეგორიაში არ არის რეკომენდებული. 
გულის იშემიური დაავადება
მოზრდილები: ნახევარი ტაბლეტი ან ერთი ტაბლეტი (2.5 მგ – 5 მგ) დღეში, სასურველია ერთი და იგივე დროს. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად.
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა (კომპენსაციის სტადიაში) უნდა დაიწყოს დოზის თანდათანობითი ტიტრაციით, ოპტიმალური ინდივიდუალური შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს პაციენტს არ უნდა აღენიშნებოდეს მწვავე უკმარისობის ეპიზოდი ბოლო 6 კვირის განმავლობაში. რეკომენდებულია, რომ მკურნალი ექიმი იყოს გამოცდილი ამ პათოლოგიის მკურნალობაში. 
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ კარდიოვასკულარულ პრეპარატებს, მათ შორის შარდმდენებს და/ან დიგოქსინს და/ან ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებს და/ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტებს, ნებივოლოლით მკურნალობის დაწყებამდე  2 კვირით ადრე უნდა მოხდეს მოცემული პრეპარატების საბოლოო დოზების შერჩევა. 
დოზის ტიტრაცია უნდა განხორციელდეს საფეხურებრივად, 1-2 კვირიანი ინტერვალებით პაციენტის ტოლერანტობაზე დამოკიდებულების მიხედვით:
საწყისი დოზა – 1.25 მგ ნებივოლოლი, შემდეგ შეიძლება გაიზარდოს 2.5 მგ-მდე დღეში ერთხელ, შემდეგ 5 მგ დღეში ერთხელ და შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ. 
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ნებივოლოლს დღეში ერთხელ. 
მკურნალობის დაწყება და დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სულ მცირე 2 საათის განმავლობაში მდგომარეობის სტაბილურობაში დასარწმუნებლად (განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არტერიულ წნევას, გულისცემის სიხშირეს, გამტარებლობის დარღვევას, გულის უკამარისობის გაუარესების ნიშნებს). 
მაქსიმალური რეკომენდებული დოზებით მკურნალობა შესაძლებელია ვერ მოხერხდეს გვერდითი მოვლეების განვითარების გამო. საჭიროების შემთხვევაში მიღწეული დოზა შეიძლება შემცირდეს საფეხურებრივად და დაინიშნოს ხელახლა. 
ტიტრაციის ფაზის განმავლობაში, გულის უკმარისობის გაუარესების ან აუტანლობის შემთხვევაში რეკომენდებულია თავდაპირველად ნებივოლოლის დოზის შემცირება ან მისი სასწრაფოდ შეწყვეტა თუ ეს აუცილებელია (მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში, გულის უკმარისობის გაუარესება მწვავე ფილტვისმიერი შეშუპებით, კარდიოგენული შოკი, სიმპტომური ბრადიკარდია ან ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა). 
ნებეტათი გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა (კომპენსაციის სტადიაში) წარმოადგენს ხანგრძლივ პროცესს. 
ნებივოლოლით მკურნალობის სწრაფი შეწყვეტა არ არის რეკომენდებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის გარდამავალი გაუარესება. პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით, ყოველკვირეულად დოზის განახევრებით. 
ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად. 

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი სხვადასხვაა ჰიპერტენზია/გულის იშემიური დაავადებისა და გულის ქრონიკული უკმარისობისათვის. 
ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადება
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ქოშინი, ყაბზობა, გულისრევა, დიარეა, დაღლილობა, შეშუპება. 
სხვა ნაკლებად ხშირ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: კოშმარული სიზმრები, დეპრესია, მხედველობის დარღვევა, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, შენელებული AV გამტარებლობა /AV-ბლოკადა, ჰიპოტენზია, ხანგამოშვებითი კოჭლობა, ბრონქოსპაზმი, დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი. 
ზოგიერთი ბეტა-ადრენობლოკატორების მიღებისას აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: ჰალუცინაციები, ფსიქოზები, დაბნეულობა, ცივი/ციანოზური კიდურები, რეინოს ფენომენი, თვალის სიმშრალე
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენეტების გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები მიღებულია ერთი პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევიდან. 1067 პაციენტი იღებდა ნებივოლოლს და 1061 პაციენტი - პლაცებოს. მოცემულ კვლევაში 449 პაციენტმა (42.1%) აღნიშნა ნებივოლოლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა, 334 პაციენტთან შედარებით (31.5%), რომლებიც პლაცებოს იღებდნენ. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა ნებივოლოლის პაციენტებში იყო ბრადიკარდია და თავბრუსხვევა, ორივე აღენიშნებოდა დაახლოებით პაციენტთა 11%-ს. შესაბამისად, აღნიშნული მოვლენების სიხშირე პლაცებოს ჯგუფის პაციენტებს შორის იყო დახლოებით 2% და 7%.  
გვერდითი მოვლენები (სავარაუდოდ პრეპარატთან დაკავშირებული), რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობაში:
- გულის უკმარისობის გაუარესება, რომელიც გამოვლინდა ნებივოლოლის ჯგუფში პაციენტთა 5.8%-ში, პლაცებოს ჯგუფში კი-პაციენტების 5.2%-თან შედარებით. 
- ორთოსტატიული ჰიპოტენზია: ნებივოლოლი - 2.1%, პლაცებო - 1.0%.
- პრეპარატის აუტანლობა: ნებივოლოლი - 1.6%, პლაცებო - 0.8%. 
- პირველი ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა: ნებივოლოლი - 1.4%, პლაცებო - 0.9%. 
-  ქვედა კიდურების შეშუპება: ნებივოლოლი - 1.05%, პლაცებო - 0.2%. 
არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. 
პაციენტები თირკმლის უკმარისობით: არ არის საჭირო დოზის განსაკუთრებული რეგულირება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკამარისობის დროს. არ არსებობს რაიმე სახის მონაცემები იმ პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მძიმე უკმარისობა (შრატის კრეატინინი ≥250  µmol/l). ამიტომ ასეთ შემთხვევაში ნებივოლოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული. 
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით: მცირეა მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ. ამის გამო ნებივოლოლის გამოყენება ამ ტიპის პაციენტებში უკუნაჩვენებია. 
ხანდაზმულები: არ არის საჭირო დოზის რაიმე სახის რეგულირება, რადგან მაქსიმალურად ასატანი დოზის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება.
ბავშვები და მოზარდები: არ განხორციელებულა რაიმე სახის კვლევა ბავშვებში და მოზარდებში. ამის გამო ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზრდებში არ არის რეკომენდებული. 

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.;
- ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- გულის მწვავე უკმარისობა, კარდიოგენური შოკი ან გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, რომლებიც საჭიროებენ ინტრავენურ ინოტროპულ მკურნალობას;

- ორსულობა და ლაქტაცია.
გარდა ამისა, ისევე როგორც სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების შემთხვევაში, ნებივოლოლი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მათ შორის სინოატრიალური ბლოკადა;
- მეორე და მესამე ხარისხის AV ბლოკადა (პეისმეკერის გარეშე);
- ანამნეზში ბრონქოსპაზმი ან ბრონქული ასთმა;
- არანამკურნალები ფეოქრომოციტომა;
- მეტაბოლური აციდოზი;
- ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე - ჰიპოტენზია (სისხლის სისტოლური წნევა < 90 mm Hg);
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებივოლოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები ორსულობის მიმდინარეობაზე ან/და ნაყოფზე/ახალშობილებზე. ზოგადად, ბეტა-ადრენობლოკატორები ამცირებენ პლაცენტის სისხლით მომარაგებას, რაც იწვევს ნაყოფის ზრდის შეფერხებას, აბორტს ან ნაადრევ მშობიარობას. გარდა ამისა, ნაყოფში და ახალშობილებში შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი მოვლენები, მაგალითად ჰიპოგლიკემია ან ბრადიკარდია. ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში აუცილებლობის შემთხვევაში ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობისას უპირატესობა ენიჭება ბეტა1-სელექტიურ ადრენობლოკატორებს. 

ნებივოლოლის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში. ამ დროს საჭიროა უტეროპლაცენტური სისხლის მიმოქცევისა და ნაყოფის ზრდა-განვითარების მუდმივი მონიტორინგი. თუ დედა იღებდა ბეტა-ბლოკერებს საჭიროა ახალშობილის დეტალური მონიტორინგი. ჩვეულებრივ, ჰიპოგლიკემიისა და ბრადიკარდიის სიმპტომები მოსალოდნელია პირველი 3 დღის განმავლობაში. 

ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ნებივოლოლი გამოიყოფა დედის რძით. ბეტა-ადრენობლოკატორების უმრავლესობა, განსაკუთრებით ლიპოფილური სუბსტანციები, როგორიცაა ნებივოლოლი და მისი აქტიური მეტაბოლიტები, სხვადასხვა რაოდენობით გადადიან დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
ქვემოთ ჩამოთვლილი სიფრთხილის ზომები უნდა გამოვიჩინოთ ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებისას:

ზოგადი ანესთეზია
ბეტა-ბლოკადის გაგრძელება ამცირებს არითმიების რისკს ინდუქციის და ინტუბაციის დროს. ოპერაციის დაწყებამდე საჭიროა ბეტა-ადრენობლოკატორით მკურნალობის შეწყვეტა 24 სთ-ით ადრე. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო განსაზღვრული ტიპის ანესთეტიკებთან, რაც იწვევს კარდიოდეპრესიული ზემოქმედების გაზრდას. ვაგუსური რეაქციების აღმოცენების პროფილაქტიკისათვის შესაძლებელია პრემედიკაციისას ატროპინის გამოყენება. 

გული და სისხლძარღვები
როგორც წესი, არ არის რეკომენდებული ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენება გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. 

გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათან 1-2 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიწყოს ბეტა-ადრენობლოკატორების შემცვლელებით ერთდროული თერაპია სტენოკარდიის პრევენციის მიზნით.
ბეტა-ადრენობლოკატორები იწვევენ ბრადიკარდიას: თუ პულსის სიხშირე მოსვენების მდგომარეობაში ქვეითდება 50-55 დარტყმამდე წუთში და/ან პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დოზა უნდა შემცირდეს.
ბეტა-ადრენობლოკატორები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:
- პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევები (რეინოს დაავადება ან სინდრომი, ხანგამოშვებითი კოჭლობა), რადგან შესაძლებელია დაავადების გართულება;
- პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, აგზნების გატარების დროზე ბეტა-ადრენობლოკატორების უარყოფითი ეფექტის გამო;
- პრინცმეტალის სტენოკარდია კორონალური არტერიების სპაზმის საშიშროების გამო: ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ გაზარდონ სტენოკარდიული შეტევების რაოდენობა და ხანგრძლივობა.
არ არის რეკომენდებული ნებივოლოლის კომბინაცია კალციუმის ანტაგონისტებთან (ვერაპამილი და დიალთიაზემი), I კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან და ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან.
ნივთიერებათა ცვლა და ენდოკრინული სისტემა
ნებეტა არ ახდენს ზეგავლენას გლუკოზის დონეზე დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რადგან ნებივოლოლს შეუძლია შენიღბოს ჰიპოგლიკემიის განსაზღვრული სიმპტომები (ტაქიკარდია, ტრემორი, ოფლიანობა).
ბეტა-ადრენობლოკატორები ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის დროს იწვევენ ტაქიკარდიის სიმპტომების შენიღბვას. პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტისას შეიძლება გაძლიერდეს აღნიშნული სიმპტომები. 

სასუნთქი სისტემა
ბეტა-ადრენობლოკატორები სიფრთიხილით ინიშნება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ბრონქული ასთმის დროს, რადგან შეიძლება გაძლიერდეს ბრონქოკონსტრიქცია. 

სხვადასხვა
სიფრთხილეა საჭირო ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნის დროს ფსორიაზით დაავადებულ პირებში.
ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ ალერგენების მიმართ მგრძნობელობა და ანაფილაქსიური რეაქციების სიმძიმის ხარისხი.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დაწყება ნებივოლოლით საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს.
მოცემული სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პათოლოგია - გალაქატოზის აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზური უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ მოცემული სამკურნალო პრეპარატი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ განხორციელებულა რაიმე სახის კვლევა ნებეტას ეფექტების შესახებ ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე. ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ 5 მგ ნებეტა არ არღვევს ფსიქომოტორულ ფუნქციას. ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვისას უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატის მიღება ზოგჯერ იწვევს თავბრუსხვევასა და გადაღლის შეგრძნებას. 

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი და გულის მწვავე უკმარისობა.
მკურნალობა: დოზის გადაჭარბების ან მომატებული მგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის რეგულარული მეთვალყურეობა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა. უნდა გაკონტროლდეს სისხლში გლუკოზის დონე. ჯერ კიდევ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული აქტიური ნივთიერების შეწოვის პროცესის შეჩერება შესაძლებელია კუჭის ამორეცხვით და აქტივირებული ნახშირის და საფაღარათო საშუალების მიღებით. შესაძლებელია საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ბრადიკარდიის ან მომატებული ვაგოტონიის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ატროპინის ან მეთილატროპინის შეყვანა. ჰიპოტენზიის და შოკის მკურნალობა უნდა მოხდეს პლაზმისა და პლაზმისშემცვლელების და თუ საჭიროა კატექოლამინების საშუალებით. ბეტა-მაბლოლოკირებელი მოქმედების კუპირება შესაძლებელია იზოპრენალინ ჰიდროქლორიდის ნელი ინტარავენური შეყვანით, საწყისი დოზით 5 მკგ/წუთში ან დობუტამინის შეყვანით საწყისი დოზით 2.5 მკგ/წუთში, საჭირო ეფექტის მიღწევამდე. შეუთავსებლობის შემთხვევაში შესაძლებლია იზოპრენალინის კომბინირება დოპამინთან. არასასურველი ეფექტის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იქნას 50-100 მკგ/კგ ინტრავენური გლუკაგონი. აუცილებლობის დროს შეიძლება ინექციის განმეორება ერთი საათის განმავლობაში, და შემდგომში, თუ საჭიროა 70 მკგ/კგ/საათი გლუკაგონის ინტარავენური ინფუზიით. ექსტრემალურ შემთხვევებში, მკურნალობისადმი რეზისტენტული ბრადიკარდიის დროს, შესაძლებელია ჩართული იქნას პეისმეიკერი (გულის რითმის მმართველი).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
ქვემოთ ჩამოთვლილი ურთიერთქმედების ფორმები საერთოა ბეტა-ადრენობლოკატორებისათვის.
არ არის რეკომენდებული შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციები:
- I კლასის ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, სიბენზოლინი, ფლეკაინიდი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, მექსილეტინი, პროპაფენონი): შესაძლოა გაძლიერდეს ატრიო-ვენტრიკულურ გამტარებლობაზე ზეგავლენა და გაიზარდოს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი.
- კალციუმის არხების ბლოკატორები: ვერაპამილი, დილთიაზემი: ძლიერდება უარყოფითი ზეგავლენა კუმშვადობაზე და ატრიო-ვენტრიკულურ გამტარებლობაზე. ნებივოლოლის მკურნალობის პერიოდში ვერაპამილის ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ღრმა ჰიპოტენზია და ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა
- ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (კლონიდინი, გუანფაცინი, მოქსონიდინი, მეთილდოფა, რილმენიდინი): ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებებთან ერთად ნებივოლოლის გამოყენებამ შეიძლება გააღრმავოს გულის უკმარისობა ცენტრალური სიმპათიკური ტონუსის შემცირებით (გულისცემის სიხშირის და გულის წუთმოცულობის შემცირება, ვაზოდილატაცია). მკურნალობის სწრაფი შეწყვეტა, განსაკუთრებით თუ ეს ხორციელდება ბეტა-ადრენობლოკატორის მოხსნამდე, იწვევს `რიკოშეტული ჰიპერტენზიის” განვითარების რისკის ზრდას.
კომბინაციები, რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით:
- III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარონი): შეიძლება გაძლიერდეს ზეგავლენა ატრიო-ვენტრიკულურ გამტარებლობაზე.
- ზოგადი საანესთეზიო საშუალებები: ბეტა-ადრენობლოკატორებისა და ინჰალაციური ზოგადი ანესთეზიის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტების ერთობლივმა ხმარებამ შეიძლება დათრგუნოს რეფლექსური ტაქიკარდია და გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. როგორც წესი, არ შეიძლება ბეტა-ადრენობლოკატორით მკურნალობის სწრაფი შეწყვეტა. საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება, რომ პაციენტი იღებს ნებეტას.
- ინსულინი და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები: მიუხედავად იმისა, რომ ნებივოლოლი არ ახდენს ზეგავლენას გლუკოზის დონეზე, ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს განვითარებული ჰიპოგლიკემიის ზოგიერთი სიმპტომები (გულის ფრიალი, ტაქიკარდია).

კომბინაციები, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული
სათითურას პრეპარატები: ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ატრიო-ვენტრიკულური გამატარებლობის დრო. კლინიკურმა ცდებმა არ გამოავლინა ნებივოლოლისა და ამ ჯგუფის პრეპარატებს შორის რაიმე ურთიერთქმედება. ნებივოლოლი არ ახდენს ზეგავლენას დიგოქსინის კინეტიკაზე.
დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები (ამლოდიპინი, ფელოდიპინი, ლაციდიპინი, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, მინოდიპინი, ნიტრენდიპინი): ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზრადოს ჰიპოტენზიის რისკი, გულის უკმარისობის მქონე  პაციენტებში კი პარკუჭის განდევნის ფუნქციის შემდგომი გაუარესების რისკი.
ანტიფსიქოზური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური პრეპარატები, ბარბიტურატები და ფენოთიაზინები): ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ბეტა-ბლოკერების ჰიპოტენზიური ეფექტი (დამატებითი ეფექტი).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: ამცირებს ნებივოლოლის ჰიპოტენზიურ ეფექტს.
სიმპატომიმეტიური ნივთიერებები: ერთობლივად გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს ბეტა-ადრენობლოკატორული აქტივობა. ბეტა-ადრენერგულმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიონ სიმპატომიმეტიური ნივთიერებების ალფა-ადრენერგული აქტივობის გაზრდა, ორივე ალფა- და ბეტა-ადრენერგული ეფექტის გაძლიერებით (ჰიპერტენზიის, მძიმე ბრადიკარდია და AV ბლოკადის განვითარების საშიშროება). 

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ნებივოლოლის მეტაბოლიზმი ხორციელდება CYP2D6 იზოფერმენტს და ამ ფერმენტის დამთრგუნველ ნივთიერებებთან, განსაკუთრებით პაროქსეტინთან, ფლუოქსეტინთან, თიორიდაზინთან და ქინიდინთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნებივოლოლის პლაზმური დონის მატება და ბრადიკარდიისა და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გაზრდა.
ციმეტიდინის ერთდროული მიღებით იზრდება ნებივოლოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში კლინიკური ეფექტის შეუცვლელად. რანიტიდინთან კომბინაცია არ ახდენს რაიმე გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე და შესაძლებელია მათი ერთდროული დანიშვნა.
ნებივოლოლის ნიკარდიპინთან კომბინაციისას კლინიკური აქტივობის შეუცვლელად აღინიშნება ორივე პრეპარატის კონცენტრაციების მცირე რაოდენობით მომატება პლაზმაში. ალკოჰოლთან, ფუროსემიდთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად მიღება არ ახდენს რაიმე გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე. პრეპარატი არ მოქმედებს ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე და ფარმაკოდინამიკაზე. 

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
ქვემო ქართლი
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები