ცეფიქსი 100მგ/5მლ 100მლ სუსპ

95976
მარაგშია
14.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიIII გენერაციის ცეფალოსპორინები ჯენერიკიCefiximum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
14.50 

ცეფიქსი/Cefixs

ცეფიქსიმი USP პერორალური სუსპენზიისათვის 

საერთაშორისო დასახელება (აქტიურინივთიერება): ცეფიქსიმი (cefixime).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები, ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები, ცეფალოსპორინები მესამე თაობის ცეფალოსპორინები.

გამოყენება

ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის შეიცავს ცეფიქსიმს. მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები.

ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის სპეციალურად მზადდება ბავშვებისთვის. ბოთლი შეიცავს ფხვნილს, რომელსაც უნდა შეერიოს წყალი. მიღებული სუსპენზია არის მარწყვის არომატით და მზადაა გამოსაყენებლად.

ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს შემდეგ  ინფექციებს:

• ყურის

• ცხვირის, სინუსის (სინუსიტი)

• ყელის (ტონზილიტი, ფარინგიტი)

• ბრონქები და ფილტვები (მაგალითად, ბრონქიტი და პნევმონია)

• საშარდე გზების (როგორიც არის ცისტიტი და თირკმელების ინფექციები),

უკუჩვენება

ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ცეფიქსიმის, სხვა ცეფალოსპორინების ან ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის, მათ შორის პენიცილინის  ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა).

ალერგიული რეაქციის ნიშნებია:

გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის და ენის შეშუპება.

არ მისცეთ ეს წამალი ბავშვს, თუ ეს ნიშნები გამოვლინდება. თუ არ ხართ დარწმუნებული, ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე გაესაუბრეთ ბავშვის ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე და გადაამოწმეთ ბავშვის ექიმთან ან თქვენს ფარმაცევტთან  ამ მედიკამენტის მიცემამდე:

თუ ოდესმე ჰქონია კოლიტი

აქვს თირკმელების მძიმე პრობლემები

ბავშვი არის 6 თვემდე ასაკის

სხვა მედიკამენტების მიღება

გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვი იღებს ან  ახლახანს მიიღო ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტო და მცენარეული მედიკამენტები. რადგანაც  ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე და ასევე სხვა მედიკამენტებმა იქონიონ გავლენა ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიაზე.

კერძოდ, აცნობეთ ბავშვის ექიმს თუ ბავშვი იღებს სისხლის გამათხელებელ საშუალებას, როგორიცაა ვარფარინი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

 ეს წამალი  მზადდება სპეციალურად ბავშვებისთვის. თუ ამ მედიკამენტს იღებთ ზრდასრულ ასაკში, უნდა გაესაუბროთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე, თუ:

• ორსულად ხართ, შესაძლოა დაორსულდეთ, ან ფიქრობთ, რომ  შეიძლება ორსულად იყოთ

• ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევებისათვის.

ტესტები

თუ ამ პრეპარატის მიღების დროს ბავშვი საჭიროებს რაიმე ტესტირებას (მაგალითად: სისხლის ან შარდის ტესტები), უნდა დარწმუნდეთ, რომ   ბავშვის ექიმმა იცის, რომ პაციენტი იღებს ცეფიქსიმი პერორალურ სუსპენზიას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზია შეიცავს:

საქაროზა: ეს არის შაქრის ტიპი. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ არ ხართ ტოლერანტული  შაქრის მიმართ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის მიღებისწესი

ყოველთვის გამოიყენეთ ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზია ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული უნდა გადაამოწმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მოცემული მედიკამენტის რაოდენობა დამოკიდებული იქნება  ბავშვის წონასა და ასაკზე

•  ეს წამალი მიიღება პირის ღრუს საშუალებით

• ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიისათვის  გამოდის გამზომი კოვზით, რომელსაც შეუძლია გაზომოს 3.75 მლ-დან 5 მლ-მდე. ბავშვს მედიკამენტიუნდა მისცეთ კოვზის  გამოყენებით.

• დოზა შეიძლება მიღებული იქნას ერთ მიღებად ან გაყოთ ორად და მიიღოთ სხვადასხვა დროს.

• თუ ფიქრობთ, რომ მედკამენტის ეფექტი ძალიან სუსტია ან ძალიან ძლიერია, არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, არამედ მიმართეთ  ბავშვის ექიმს.

ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ მისცეთ დოზა.

მედიკამენტი უნდა იქნას მიღებული დღის განმავლობაში.

დოზირება

ჩვეულებრივი დოზაა:

მოზრდილები, ხანდაზმულები და 10 წელზე უფროსი ასაკის ან წონაში 50 კგ-ზე მეტი ბავშვები

• 10 მლ-დან 20 მლ ყოველდღე, ინფექციის მიხედვით

5-დან 10 წლამდე ბავშვები: 10 მლ ყოველდღე

1-დან 4 წლამდე ბავშვები: 5 მლ ყოველდღე

ბავშვები 6 თვიდან 1 წლამდე: 3.7 მლ ყოველდღე

ჭარბი დოზირება

თუ ბავშვმა მიიღო მეტი პრეპარატი ვიდრე უნდა მიეღო, დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ ბავშვთა ექიმს.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ ბავშვისთვის დოზის მიცემა, მიეცით როგორც კი გაგახსენდებათ. თუ შემდეგი მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.

არ მისცეთ ორმაგი დოზა, დავიწყებული დოზის  სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ  ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიცემას

არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიცემა  ექიმთან გასაუბრების გარეშე. ბავშვმა არ უნდა შეწყვიტოს ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიღება,  მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თავს უკეთესად გრძნობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს  ინფექციის რეციდივი და მდგომარეობის გაუარესება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ცეფიქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ  უახლოეს საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტების ნიშნებს - შეიძლება ბავშვს დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

თუ ბავშვს აქვს ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს: გამონაყარს, სახსრების ტკივილს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას;

ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირის და სასქესო ორგანოების გარშემო კანზე ბუშტუკები ან სისხლდენა. ასევე გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შეიძლება იყოს სტივენ-ჯონსონის სინდრომი;

ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი, სადაც შეიძლება განვითარდეს კანის განშრევება, კანის ღია უბნები;

ასევე არასასურველი შეგრძნებები, ცხელება, გაციების ნიშნები და კუნთების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს  ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნები;

• თუ ბავშვს აქვს კანზე გამონაყარი ან კანის დაზიანება, ვარდისფერი/წითელი რკალით და ფერმკრთალი ცენტრით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ქავილი ან იყოს სითხით სავსე. გამონაყარი შეიძლება განსაკუთრებით განვითარდეს ხელის გულებზე ან ტერფებზე. ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგია, რომელსაც ეწოდება მულტიფორმული ერითემა;

• თუ ბავშვს ინფექცია უვითარდება უფრო ადვილად, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს შეიძლება იყოს სისხლის დარღვევის გამო. ეს სიმპტომი უმჯობესდება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ;

• თუ ბავშვს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა აქვს უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს შეიძლება იყოს სისხლის დარღვევის გამო. მდგომარეობა გაუმჯობესდება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ;

. თუ ბავშვს აქვს ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა ღრძილებში, შემცივნება, დაღლილობა, ფერმკრთალი კანი (ხშირად ყვითელი შეფერილობით), ჰაერის უკმარისობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჰემოლიზური ანემიით;

. თუ  ბავშვს აღნიშნება თირკმლის მუშაობის, შარდში  ან სისხლში ცვლილებები.

შეწყვიტეთ ბავშვისთვის მედიკამენტის მიცემა  და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ბავშვის ექიმს, თუ მას აღენიშნება: ძლერი წყლიანი დიარეა, რომელიც არ წყდება და გამოხატულია სისუსტე და ცხელება. ეს შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშნები.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე სერიოზულად მიმდინარეობს ან ხანგრძლივდება რამდენიმე დღეს განმავლობაში:

• გულისრევის ან  ღებინების შეგრძნება

. მუცლის და კუჭის ტკივილი ან  თავის ტკივილი

• თავბრუსსხვევა

• ქავილის შეგრძნება გენიტალიის ან საშოს არეში

სისხლის ანალიზი

ცეფექსიმმა  ორალური სუსპენზიისთვის შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება ან მცირე ცვლილებები ღვიძლსა და თირკმლის ფუნქციონირებაში. ეს შესაძლოა  გამოვლინდეს სისხლის ანალიზში. ეს არ არის ჩვეურივი მოვლენა და ბრუნდება საწყის მდგომარეობაში პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის შენახვისპირობები

მომზადებული სუსპენზია შეინახეთ მაცივარში. არ გაყინოთ.

წყლის შერევის შემდეგ, ცეფიქსიმი ორალური სუსპენზიის გამოყენება შეიძლება 14 დღის განმავლობაში. 14 დღის შემდეგ დარჩენილი ნებისმიერი სითხე უნდა დაუბრუნდეს თქვენს ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია ფლაკონზე.

არ უნდა მოხდეს მედიკამენტების  უტილიზაცია საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ მოახდინოთ იმ მედიკამენტის უტილიზაცია, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

რას შეიცავს ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის

5 მლ მომზადებული სუსპენზია შეიცავს:

ცეფიქსიმი USP ტრიჰიდრატის სახით, რომელიც ექვივალენტურია 100 მგ. უწყლო ცეფიქსიმის. დამხმარე ნივთიერებები საჭირო რაოდენობით.

შენახვა

შეინახეთ  არაუმეტეს 30°C  ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ტენისგან დაცულ ადგილას.

გამოშვებისფორმა და  შეფუთვა

100მგ/5მლ 100მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი პოლიეთილენის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით.

1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემისრეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით

მწარმოებელი

Innova Captab. ინდოეთი.

მწარმოებელი: შპს ინნოვა კაპტაბ  (INNOVA CAPTAB)

1281/1, ჰილტოპ ინდუტრიალ ესთეით, ეპიპ ფაზა-1-ის მახლობლად, ჯარმაჯრი, ბადდი (H.P.) ინდოეთი.

მსგავსი პროდუქტები