დილუტიქსი 75მგ #28ტ

74226
მარაგშია
18.38 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანგიოპროტექტორები და მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალებები ჯენერიკიClopidogrelum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
18.38 

დილუტიქსი™ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

Dilutix

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:  Clopidogrel

შემადგენლობა

ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: კლოპიდოგრელი 75 მგ (კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატის 97.875 მგ ფორმით)

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, (Avicel PH 102), ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, (Aეროსილ 200), ტალკი, მაგნიუმის სტეარატი,  Opadry II Pink 32K14834 (ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი, რკინის წითელი ოქსიდი)

აღწერილობა

გარსით დაფარული ვარდისფერი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით "75"

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიაგრეგანტი

ათქკოდი:B01AC04

ფარმაკოლოგიურ ითვისებები

ფარმაკოდინამიკა

კლოპიდოგრელი - წამლის წინა ფორმა, რომელიც სელექციურად ბლოკავს ადენოზინდიფოსფატას (ადფ) კავშირს ადფ რეცეპტორებთან,  რომლებიც განლაგებულნი არიან თრომბოციტების ზედაპირზე და იწვევენ GPIIb/IIIa კომპლექსის შემდგომ აქტივაციას, რომელიც მიმდინარეობს ადფ-ს მონაწილეობით,  რის გამოც ითრგუნება თრომბოციტების აგრეგაცია. კლოპიდოგრელის დღეში 75 მგ დოზით ხანგრძლივად მიღებისას, ადფ დამოკიდებული თრომბოციტების აგრეგაციის შესამჩნევი  შეფერხება იწყება მკურნალობის პირველი დღიდანვე, ეს მოქმედება თანდათან იზრდება და 3-7 დღის განმავლობაში აღწევს წონასწორულ მდგომარეობას. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო მკურნალობის შეწყვეტიდან 5 დღის განმავლობაში თანდათან აღდგება.

ფარმაკოკინეტიკა

კლოპიდოგრელი 75 მგ პერორალურად ერთჯერადად ან განმეორებით მიღებისას სწრაფად შეიწოვება. კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების შარდით გამოყოფის მონაცემების თანახმად კლოპიდოგრელის აბსორბცია შეადგენს 50%. In vitro  კლოპიდოგრელი და მისი მოცირკულირე მეტაბოლიტი უკავშირდება პლაზმის ცილებს (98% და 94% შესაბამისად). კლოპიდოგრელი აქტიურად განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში. ადამიანის მიერ პერორალურად მიღებიდან 120 საათის განმავლობაში 14С -დანიშნული  კლოპიდოგრელის 50% გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 46% განავლით.

გამოყენების ჩვენებები

ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა პაციენტებში:

-მიოკარდიუმის ინფარქტით, იშემიური ინსულტით, ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული ოკლუზიური დაავადებით;

-მწვავე კორონარული სინდრომით, ST სეგმენტის სიმაღლეში მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე), იმ პაციენტების ჩათვლით რომლებსაც გაუკეთდათ კანქვეშა კორონარული ჩარევა ან აორტა-კორონარული შუნტირება  (სტენტირებით ან სტენტირების გარეშე);

-მწვავე კორონარული სინდრომის ST სეგმენტის სიმაღლეში მომატებით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) მედიკამენტური მკურნალობისას და თრომბოლიზური თერაპიის აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციის დროს.

ათეროთრომბული და თრომბოემბოლიური გართულებების (ინსულტის ჩათვლით) პროფილაქტიკა წინაგულების ფიბრილაციის დროს;

-მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების ერთი რისკ ფაქტორიც კი არ შეუძლიათ К ვიტამინის ანტაგონისტების მიღება და აქვთ სისხლდენის განვითარების დაბალი რისკი (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში)

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა კლოპიდოგრელის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ღვიძლის მძიმე უკმარისობა. მწვავე პათოლოგიური სისხლდენა (მაგალითად,  სისხლდენა პეპტიური წყლულიდან ან ქალასშიდა სისხლდენა)

განსაკუთრებული მითითებები

კლოპიდოგრელით მკურნალობის დროს, რადგან არსებობს სისხლდენის და არასასურველი ჰემატოლოგიური რეაქციების განვითარების საშიშროება, შესაძლო სისხლდენის კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩატარება. ისევე როგორც სხვა ანტიაგრეგანტული საშუალებები, კლოპიდოგრელიც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლდენის რისკის მომატების შემთხვევაში, ტრავმების, ქირურგიული ჩარევის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, ჰეპარინს, IIბ/IIIა გლიკოპროტეინების ინჰიბიტორებს და თრომბოლიზურ საშუალებებს.

კლოპიდოგრელით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით პირველ დღეებში და/ან კარდიოლოგიური ინვაზიური პროცედურების ან ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტების მდგომარეობის მკაცრი კონტროლი, რათა გამოირიცხოს სისხლდენის ნიშნები (მათ შორის ფარული სისხლდენა). გეგმიური ქირურგიული ჩარევის დროს, როცა ანტითრომბოციტული ეფექტი არასასურველია, კლოპიდოგრელის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 7 დღით ადრე. რადგან კლოპიდოგრელი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს, სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენებისაკენ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა  და თვალშიგა სისხლჩაქცევები).  პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ კლოპიდოგრელის მკურნალობის ფონზე (მონოთერაპიით ან აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად) განვითარებული

სისხლდენა ხანგრძლივია, ამიტომ აუცილებელია აცნობონ ექიმს ყოველი სისხლდენის შესახებ. პაციენტი ასევე ვალდებულია,  აცნობოს ექიმს (მათ შორის სტომატოლოგს), თუ მას სჭირდება ქირურგიული ჩარევა, კლოპიდოგრელის მიღების შესახებ, აგრეთვე ახალი მედიკამენტით მკურნალობის  დაწყების წინ. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების არსებობის გამო პრეპარატი ენიშნებათ სიფრთხილით. არსებობს ჰემორაგიული დიათეზის განვითარების საშიშროება ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევის დროს. პრეპარატი დილუტიქსი შეიცავს ლაქტოზას. ამიტომ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული ფორმა, ლაქტოზას დეფიციტი, ლაპა ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია, პრეპარატი არ ენიშნებათ.

პრეპარატ დილუტიქსის თითო ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის არანაკლებ 0,000167 მმოლ-ს (0,0038 მგ-ზე ნაკლები); ნატრიუმის ასეთი რაოდენობის არსებობა არ მოითხოვს განსაკუთრებულ მითითებებს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა B კატეგორია

ორსულობისას კლოპიდოგრელის კლინიკური გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ლაქტაცია

ფარმაკოკინეტიკურ/ტოქსიკოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კლოპიდოგრელი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში კლოპიდროგრელით თერაპიისას ძუძუთი კვება უნდა იქნას შეწყვეტილი.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე

პრეპარატის მიღება არ ახდენს რაიმე სახის გავლენას სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პერორალური ანტიკოაგულანტები

კლოპიდოგრელისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული (შესაძლებელია სისხლდენის ინტენსივობის გაძლიერება)

II/IIIგლიკოპროტეინების ინჰიბიტორები

კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ IIბ/IIIა გლიკოპროტეინების ინჰიბიტორებს

აცეტილსალიცილის მჟავა

აცეტილსალიცილის მჟავა არ ცვლის კლოპიდოგრელის მაინჰიბირებელ მოქმედებას თრომბოციტების ადფ- ინდუცირებულ აგრეგაციაზე, თუმცა კლოპიდოგრელი პოტენციურად ზრდის აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებას თრომბოციტების კოლაგენ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე. აცეტილსალიცილის მჟავას 500 მგ-ის 1 დღეში 2 ჯერადი  და კლოპიდოგრელის ერთდროული მიღება არ იწვევდა სისხლდენის დროის მნიშვნელოვან გაზრდას. კლოპიდოგრელსა და აცეტილსალიცილის მჟავას შორის შესაძლებელია ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება, რომელიც იწვევს სისხლდენის განვითარების რისკის ზრდას, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე.

ჰეპარინი

ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული გამოკვლევების მონაცემებით, კლოპიდოგრელთან ერთად გამოყენების დროს, არ იყო საჭირო ჰეპარინის დოზის კორექცია და არ იცვლებოდა მისი ანტიკუაგულაციური მოქმედება. თრომბოციტების აგრეგაციაზე კლოპიდოგრელის დამთრგუნველი მოქმედება არ იცვლება ჰეპარინის და კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენების დროს. კლოპიდოგრელსა და ჰეპარინს შორის შესაძლებელია ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის განვითარების რისკის გაძლიერება, ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს.

თრომბოლიზურისაშუალებები                                    

კლოპიდოგრელის და ფიბრინოსპეციფიკური და არასპეციფიკური თრომბოლიზური საშუალებებისა და ჰეპარინის ერთდროული უსაფრთხო გამოყენების შესაძლებლობა გამოკვლეული იქნა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში. კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენების სიხშირე ისეთივე იყო, როგორიც თრომბოლიზური საშუალებებისა და ჰეპარინის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად გამოყენების დროს. ამიტომ კლოპიდოგრელისა და სხვა თრომბოლიზური საშუალებების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებისა

(ცოგ-2 ის ინჰიბიტორების ჩათვლით) და კლოპიდოგრელის ერთდორული თერაპია საჭიროა ჩატარდეს სიფრთხილით.

CYP2C19 იზოფერმენტისინჰიბიტორები

კლოპიდოგრელი და CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორები  ერთად არ უნდა დაინიშნოს, როგორიცაა: ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, მოკლობემიდი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ტიკლოპიდინი, ციპროფლოქსაცინი, ციმეტიდინი, კარბამაზეპინი, ოქსკარბამაზეპინი და ქლორამფენიკოლი.

პროტონულიტუმბოსინჰიბიტორები

შესაძლებელია კლოპიდოგრელისა და პანტოპრაზოლის ერთდროული გამოყენება.

სხვასამკურნალოსაშუალებები

კლოპიდოგრელისა და ატენოლოლის და/ან ნიფედიპინის ერთდროული გამოყენების დროს, რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება არ აღინიშნებოდა.

კლოპიდოგრელის ფარმაკოლოგიური აქტივობა მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა მისი ფენობარბიტალთან ან ესტროგენებთან ერთდროული გამოყენებისას.        დიგოქსინის და თეოფილინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება კლოპიდოგრელთან ერთდროული გამოყენებისას

ანტაციდური საშუალებები არ ცვლიან კლოპიდოგრელის აბსორბციას.

ფენიტოინისა და ტოლბუტამიდის კლოპიდოგრელთან კომბინირება უსაფრთხოა.

კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება დიურეზულ საშუალებებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, ჰიპოლიპიდემურ საშუალებებთან, კორონარულ ვაზოდილატატორებთან, ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან, ჰორმონჩამნაცვლებელ პრეპარატებთან.

მიღების წესები და დოზები                                                  

პრეპარატი ინიშნება დღეში 1- ჯერ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის ან დიაგნოსტირებული პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების დროს ინიშნება 75 მგ დღეში 1- ჯერ.

მწვავე კორონარული სინდრომის დროს:

-ST სეგმენტის სიმაღლეში მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე) კლოპიდოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი დატვირთვის დოზით 300 მგ, ხოლო შემდეგ გაგრძელდეს დღეში 1- ჯერ 75 მგ (დღეში 75-325მგ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში)

-ST სეგმენტის სიმაღლეში მომატებით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) კლოპიდოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი დატვირთვის დოზით 300 მგ, ხოლო შემდეგ გაგრძელდეს დღეში 1 -ჯერ 75 მგ, აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში  თრომბოლიზურ საშუალებებთან ერთად ან მათ გარეშე. 75 წლზე მეტი ასაკის პაციენტებს დატვირთვის დოზას არ უნიშნავენ. კომბინირებულ თერაპიას იწყებენ სიმპტომების გამოვლენისთანავე და აგრძელებენ 4 კვირის განმავლობაში მაინც.

წინაგულების ფიბრილაციის დროს კლოპიდოგრელი ინიშნება 75 მგ 1- ჯერ დღეში. კლოპიდოგრელთან კომბინაციაში უნდა დაინიშნოს აცეტილსალიცილის მჟავა და გაგრძელდეს მკურნალობა 75-100 მგ დოზით დღეში.

გვერდითი მოვლენები                                                      

გვერდითი მოვლენების სიხშირე:  ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად  ( ≥1/100 დან  <1/10მდე );  არცთუ ხშირად ( ≥1/1000დან   <1/100 მდე ); იშვიათად ( ≥1/10000 დან  <1/1000მდე );  ძალიან იშვიათად(<1/10000); უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება).

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ :

არცთუ ხშირად: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია

იშვიათად: ნეიტროპენია, მძიმე ნეიტროპენიის ჩათვლით

ძალიან იშვიათად: თრომბოზული თრომბოციტოპენური პურპურა, აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, მძიმე თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია;

უცნობი სიხშირით: შეძენილი ჰემოფილია A

იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ანაფილაქტოიდური რეაქციები, შრატისმიერი დაავადება,

უცნობი სიხშირით: ჯვარედინად რეაქტიული ჰიპერმგრძნობელობა თიენოპირიდინებთან (მაგ. ტიკლოპიდინთან , პრაზუგრელთან)

ფსიქიკის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ჰალუცინაცია, ცნობიერების მოშლა.

ნერვული სისტემის მხრივ :

არცთუ ხშირად: ქალასშიდა სისხლჩაქცევა (არის ინფორმაცია ცალკეული ლეტალური შემთხვევების შესახებ) თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზიები

ძალიან იშვიათად: გემოვნების მოშლა

მხედველობის ორგანოთა მხრივ არცთუ ხშირად: თვალშიგა სისხლჩაქცევები (კონიუქტიური, რეტინული)

სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ  

იშვიათად: ვერტიგო                                                                                                                                     

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ხშირად: ჰემატომა

ძალიან იშვიათად: სერიოზული სისხლჩაქცევები, ვასკულიტი, ჰიპოტენზია.

სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ

ხშირად: სისხლდენა ცხვირიდან

ძალიან იშვიათად: ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციური პნევმონია, ეოზინოფილური პნევმონია.

საჭმლის მომნელებელი ორგანოების მხრივ

ხშირად: სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, დისპეფსია, ეპიგასტრული ტკივილი, დიარეა.

არცთუ ხშირად: გულისრევა, გასტრიტი, მეტეორიზმი, შეკრულობა, ღებინება, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. იშვიათად:  მუცლის ღრუს სისხლჩაქცევები

ძალიან იშვიათად: მუცლის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ლეტალური გამოსავლით, პანკრეატიტი, კოლიტი (მათ შორის წყლულოვანი კოლიტი ან ლიმფოციტარული კოლიტი), სტომატიტი.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ჰეპატიტი, მწვავე ღვიძლისმიერი უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება.

კანისა და კანქვეშა უჯრედის მხრივ

ხშირად: ჰემატომები

არცთუ ხშირად: გამონაყარი, ქავილი, კანის სისხლჩაქცევები (პურპურა)

 ძალიან იშვიათად: ბულოზური დერმატიტი (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსის სინდრომი, მრავალფორმიანი ერითემა), ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობა, წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS- სინდრომი), ერითემატოზული და ექსფოლიატური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, წითელი ბრტყელი ლიქენი.

ძვალ -კუნთოვანისისტემისადაშემაერთებელიქსოვილებისმხრივ

ძალიან იშვიათად: სისხლჩაქცევები კუნთებში და სახსრებში (ჰემართროზები), ართრიტი, ართრალგია, მიალგია.

თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ 

არცთუ ხშირად: ჰემატურია

ძალიან იშვიათად: გლომერულონეფრიტი, სისხლში კრეატინინის დონის მომატება 

ზოგადი და ადგილობრივი რეაქციები

ხშირად: სისხლდენა სისხლძარღვების პუნქტირების ადგილიდან 

ძალიან იშვიათად: ციებ-ცხელება                                     

ლაბორატორიული მაჩვენებლები

არცთუ ხშირად: სისხლდენის დროის მომატება, ნეიტროფილების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

ჭარბი დოზირება 

კლოპიდოგრელის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის მომატება, ჰემორაგიული გართულებები. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. გახანგრძლივებული სისხლდენის დროის კორექციისთვის რეკომენდებულია თრომბოციტური მასის გადასხმა.

დილუტიქსი 75მგ 14 ტაბლეტი, გარსიანი აპკით დაფარული ტაბლეტები, ბლისტერში. 2 ბლისტერი (28 გარსიანი აპკით დაფარული ტაბლეტი) ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°С, ორგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე

ვარგისობის ვადა

2 წელი 

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობა     

ფარმაცევტული პროდუქტისჯგუფი II, გაიცემაფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი

ალი რაიფ ილაჩ სან. ა.შ.

იქითელი ოსბ მაჰალესი

10.ჯადდე #3/1 ა

ბაშაქშეჰირი /სტამბული/თურქეთი

მსგავსი პროდუქტები