დაგვიკავშირდით (032)2 900 800   ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტრანესტატი 100მგ/მლ 5მლ ი/ვ#6ა

37423
-26%
მარაგშია
25.87 
19.14 
დანაზოგი: 6.73 ₾ (26%)
შეგვეკითხეთ!
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიჰემორაგიული და ჰემოსტაზური საშუალებები ჯენერიკიAcidum Tranexamicum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ნაძალადევი
ავერსი 29
თემქის დას.მე-10კვ.28კორპ
218-17-62
მარაგშია
ავერსი 88
თემქა,მე-3მ/რ,3კვრ.კორ43
264-15-35
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
2-506-506 (3161)
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
(+995 368) 24-61-92
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
0322 506-506 (3313)
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
(+995 422) 22–61–13
მარაგშია
იმერეთი
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
2-506-506 (3215)
მარაგშია
გლდანი
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
2-506-506 (3174)
მარაგშია
ტრანესტატი
Tranestat


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიფიბრინოლიზური საშუალება

შემადგენლობა:

ყოველი ტაბლეტი ან 5 მლ-ანი ამპულა შეიცავს
500 მგ ტრანექსამის მჟავას

კლინიკური ფარმოკოლოგია:

ტრანესტატი (ტრანექსამის მჟავა) არის ანტიფიბრინოლიზური პრეპარატი, რომელიც თრგუნავს პლაზმინოგენის პლაზმინად აქტივაციას.
ტრანესტატი ასტაბილიზებს ფიბრინულ სტრუქტურებს, ვინაიდან ფიბრინის დეფექტური ფორმაციის ან ფიბრინის ძალიან სწრაფი დაშლის შედეგად ვითარდება ძლიერი ან რეციდივული სისხლდენა და ეს ხდება პლაზმინით ჰემოსტაზური ფიბრინის საბოლოო დაშლის პრევენციით.
გარდა ამისა, ტრანესტატი ზრდის კოლაგენის სინთეზს და გრანულაციის ქსოვილებს, სავარაუდოდ ფიბრინული მატრიცის შენარჩუნების გზით.

ფარმაკოკინეტიკა:

ტრანესტატი (ტრანექსამის მჟავა) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია  მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ.
ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 30-50% -ს
ტრანესტატი ფართოდ ნაწილდება მთელ ორგანიზმში. მისი შეკავშირება ცილებთან ძალიან დაბალია. ის აღწევს პლაცენტაში  და ნაწილდება დედის რძეში.
ტრანესტატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. ის ექსკრეტირდება უმეტესად შარდში უცვლელი პრეპარატის სახით.

ჩვენებები:
სისხლდენის პრევენცია ქირურგიული ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ:
-კბილის ამოღება ჰემოფილიის მქონე პაციენტებში;
-საშვილოსნოს ყელის კონიზაცია;
-ტონზილექტომია და ადენოდექტომია;
-პროსტატის ქირურგიული ოპერაცია;
-თვალის ტრავმა;
-სტომატოლოგიური ოპერაცია იმ პაციენტებში რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.
სუბარაქნოიდული სისხლდენის რეციდივის თავიდან აცილება.
პირველადი ან საშვილოსნოს შიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებით ინდუცირებული  მენორაგია -  მკურნალობა.
რქოვანის სპონტანური ან პოსტოპერაციული შეშუპების პრევენცია.
მემკვიდრული და არამემკვიდრული ანგიოშეშუპების  მკურნალობა.
სისხლდენის პრევენცია მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დროს.
გულის შუნტირების შემდეგ სისხლდენის პრევენცია.

სიფრთხილის ზომები:
ტრანესტატის გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, აკუმულაციის რისკის გამო.  აგრეთვე შარდსაწვეთური ობსტრუქციის რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნა ფართო ჰემატურია ზემო საშარდე ტრექტიდან. ანამნეზში თრობოემბოლური დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში ტრანესტატი გამოიყენება მხოლოდ ანტიკოაგულანტებთან ერთად.

გვერდითი ეფექტები:
ტრანექსამის მჟავა ხასიათდება კარგი ამტანობით. მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავური დარღვევები (როგორიცაა გულისრევა, პირღებინება, დიარეა) და ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ვენებში სწრაფი შეყვანის შემდეგ.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შესაძლებელია ტრანესტატის (ტრანექსამის მჟავას) შერევა უმეტეს ხსნარებთან, როგორიცაა; ელექტროლიტები, ნახშირწყლები, ამინომჟავისა და დექსტრანის ხსნარი. ის ასევე შეთავსებადია ჰეპარინთან. დაუშვებელია პრეპარატის შერევა სატრანსფუზიო სისხლთან ან პენიცილინის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან.

დოზირება:
ტრანესტატი მიიღება პერორალურად და ნელი ინტრავენული ინექციის ან უწყვეტი ინფუზიის სახით.
რამდენიმე დღის შემდეგ ინექცია ჩვეულებრივ იცვლება პერორალური მიღებით.
დოზა მოზრდილებში:
პერორალური დოზა- 1-15 გ (ან 15-25 მგ/კგ) დღეში 2-4 ჯერ
ნელი ინტრავენული ინექცია-0.5-1გ (ან 10-15 მგ/კგ) დღეში 3 ჯერ
უწყვეტი ინტრავენული  ინფუზია სიჩქარით 25-50 მგ/კგ-ზე დღეში.
დოზა ბავშვებში:
15-25 მგ/კგ-ზე პერორალურად ან 10 მგ/კგ-ზე ინტრავენურად ჩვეულებრივ დღეში ორჯერ.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები 500მგ ბლისტერზე 10 ტაბლეტი. შეფუთვაში 2 ბლისტერი.
ამულები 500 მგ. შეფუთვაში 6 ამპულა.
პრეპარატები ინახება  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
ტაბლეტი 4 წელი.
ამპულა 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
II ჯგუფი (გაცემის რეჯიმი: რეცეპტით).

მწარმოებელი:

Amoun Pharmaceutical Co. SAL
ელ-უბურ სიტი, კაირო, ეგვიპტე.