ვეგაგერდი 10მლ #20პაკ

130834
მარაგშია
34.90 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები ჯენერიკიUndaria pinnatifida,Fucus vesiculosus გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
34.90 

ვეგაგერდი

გასტროეზოფაგური რეფლუქსის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ

შემადგენლობა

ვეგაგერდის სუსპენზიის შემცველ თითოეულ საშეს შემადგენლობაში შედის:

აქტიური ნივთიერებები: ზღვის წყალმცენარეების Undaria pinnatifida და  Fucus vesiculosus-ის ექსტრაქტები (შეიცავს პოლისაქარიდებს - ფუკოიდანებს და პოლიფენოლებს), ალოეს ექსტრაქტი (შეიცავს მუკოპოლისაქარიდებს), მაგნიუმის კარბონატი და კალიუმის ციტრატი.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ქსანტანის ფისი, სუკრალოზა, ფორთოხლის ეთერზეთი, ვანილის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ბიოლოგიური თავისებურებები

ვეგაგერდის სუსპენზია გამოიყენება გასტროეზოფაგური რეფლუქსის (გერ) საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. სუსპენზიის მოქმედების საფუძველია მისი შემადგენელი ნივთიერებების კომბინირებული ფიზიკურ-ქიმიური მოქმედება. ვეგაგერდის  პერორალური მიღებიდან მალევე წარმოქმნება მდგრადი დამცავი ფენა კუჭში, რომელიც იცავს ლორწოვან გარსს გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან და ხელს უშლის კუჭის მჟავა შიგთავსის საყლაპავში გადანაცვლებას. ამრიგად, ვეგაგერდის სუსპენზია ამცირებს გასტრო-ეზოფაგურ რეფლუქსთან (გერ) ასოცირებულ სიმპტომებს, როგორიცაა გულძმარვა, ეპიგასტრალური ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ბოყინი სიმჟავით, გამაღიზიანებელი ხველა, დისფონია.

გარდა ამისა, ვეგაგერდის სუსპენზია იცავს კუჭისა და საყლაპავის ლორწოვან გარსს კუჭის მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში. ვეგაგერდის ბარიერული მოქმედება ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის რეეპითელიზაციას (აღდგენას) მიკროეროზიების შემთხვევაში.

ჩვენებები

- გასტროეზოფაგური რეფლუქსის (გერ) მკურნალობა და პროფილაქტიკა,

- კუჭის მომატებული მჟავიანობა.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (გამოყენება რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობით).

დოზის გადაჭარბების ან სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები

ვეგაგერდი არ შეიცავს  გლუტენს და ლაქტოზას.

საშეს გახსნის შემდეგ შიგთავსი მთლიანად უნდა იქნას გამოყენებული. არ გამოიყენოთ თუ საშეს მთლიანობა დარღვეულია. არ გამოიყენოთ მოხმარების ვადის გასვლის შემდეგ.

მიღების წესი

მიიღება 1 პაკეტი ძირითადი კვების შემდეგ და ძილის წინ, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა

ვეგაგერდი, 10 მლ სუსპენზია საშეში. 20 საშე შეფუთვაში  გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი

Labomar SpA Via N. Sauro 35 I Istrana (TV), Italy.

მსგავსი პროდუქტები