ნეოქოლდი ქიდსი ჟოლოს არომ#10პაკ

139832
-29%
მარაგშია
20.00 
14.30 
დანაზოგი: 5.70 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიხველებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიExtr.Salix,Filipendula,Althae,Aloe,Vit.C გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
20.00 
14.30 
დანაზოგი: 5.70 ₾ (29%)

ნეოქოლდი საბავშვო
ჟოლოს არომატით
NEOCOLD KIDS

ერთი პაკეტის შემადგენლობა
ტირიფის მშრალი ექსტრაქტი - 125მგ,

ქაფურას მშრალი ექსტრაქტი-125მგ,

ასკორბინის მჟავა - 25მგ,

მუკალტინი - 25მგ,

ალოეს მშრალი ექსტრაქტი - 5მგ.
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, სახარინ ნატრიუმი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ჟოლოს ემულსია, ჟოლოს არომატიზატორი, პეგი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება 

ნეოქოლდი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელსაც გააჩნია სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; ამსუბუქებს გრიპისა და გაციების სიმპტომებს.

ტირიფის ქერქის მშრალი ექსტრაქტი შეიცავს გლიკოზიდ სალიცინს, რომელიც უზრუნველყოფს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ქაფურასექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს, რომელიც განაპირობებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ასევე ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება,
ასკორბინისმჟავა ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს, ავსებს ორგანიზმის მოთხოვნილებას C ვიტამინზე.
მუკალტინი აწყნარებს ხველას,  დაზიანებულ ლორწოვან გარსს ფარავს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან.
ალოესმშრალიექსტრაქტი ხასიათდება ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედებით, შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს.

ჩვენება 

როგორც დამხმარე საშუალება, გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში გრიპის, გაციების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომლის დროსაც დამახასიათებელია ტემპერატურის მატება, ცემინება, მწვავე რინიტი, თავის, ყელის, კუნთების ტკივილი.

უკუჩვენება

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
– შაქრიანი დიაბეტი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ნეოქოლდი საბავშვო ზრდის სალიცილატების და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების გვერდითი მოვლენების რისკს, შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების მოქმედება.

დოზისგადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს გვერდითი მოვლენები.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტის დანიშვნა, სიმპტომური თერაპია.


გვერდითიმოვლენები
რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს კანზე გამონაყარის ან ქავილის სახით.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.


გაფრთხილება
– შეიცავს საქაროზას, სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების დროს.
– ნეოქოლდით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშნა.

მიღებისწესიდადოზირება
პაკეტის შიგთავსი მორევით უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა ცხელ წყალში.
6-8 წლამდე ბავშვებში მიიღება 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში;
8-12 წლამდე - 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში;
12-15 წლამდე - 1 პაკეტი 3-4-ჯერ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება შესაძლებელია 6-15 წლამდე ბავშვებისთვის ყოველ 4 სთ-ში ერთჯერ, მაგრამ, არაუმეტეს 4 პაკეტისა დღე-ღამეში.
მკურნალობის გაგრძელება არ არის რეკომენდირებული 5-ზე მეტი დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელეია ექიმის კონსულტაციით.
პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია გრიპისა და გაციების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიღებისას.

წამლისფორმა და შეფუთვა
პერორალური გზით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში - 7გ;

7 გ ფხვნილი ერთ პაკეტში. 10 პაკეტი მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (გაიცემა ურეცეპტოდ).

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები

ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

მწარმოებელი

შ.პ.ს. ,,ნეოფარმი''.

საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.

მსგავსი პროდუქტები