პროგუსი #30კაფს

89381
-29%
მარაგშია
50.46 
36.07 
დანაზოგი: 14.39 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიOmega-3, Vitamins, Minerals გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი
50.46 
36.07 
დანაზოგი: 14.39 ₾ (29%)

პროგუსი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული პრეპარატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები, მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება. პოლივიტამინო-მინერალური კომპლექსი.

 

შემადგენლობა

თევზის ქონი 18 EPA 12 DHA 260 მგ;

ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი 86,29 %) 1,62 მგ;

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 1,6 მგ; 

ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) 18 მგ;

ვიტამინი B5 (კალციუმის D-პანტოთენატი 92%) 6,92 მგ;

ვიტამინი B6 (პიროდიქსინის ჰიდროქლორიდი 81.9%) 4,88 მგ;

ვიტამინი B8 (ბიოტინი) 0,15 მგ;

ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) 0,5 მგ;

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი 0,1% მალტოდექსტრინი) 2,5 მგ;

ვიტამინი C (ასკორბინის ჟავა) 60 მგ;

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 0,2 მგ;

ვიტამინი E (D - ალფა-ტოკოფეროლი 67%) 22,38მგ;

რკინის ფუმარატი 87,5 მგ;

მაგნიუმის ოქსიდი 167 მგ;

ორთოფოსფორმჟავას კალციუმის მარილები 406,78 მგ;

მზესუმზირის ზეთი (helianthus annuus) 350 მგ;

თუთიის სულფატი 10,3 მგ;

მანგანუმის სულფატი 3,07 მგ;

სპილენძის სულფატი 1,25 მგ;

კალიუმის იოდატი 0,334 მგ;

ნატრიუმის სელენიტი 0,123 მგ.

ბოსტნეული ცხიმები (პალმის ზეთი და ქოქოსის ზეთი) 36 მგ;

გარსი (ჟელატინი);

გარსი (ტიტანიუმის დიოქსიდი E – 171);

დამატენიანებელი (გლიცერინი);

ემულგატორი (მზესუმზირის ლეციტინი);

ემულგატორი (ფუტკრის ცვილი);

საღებავი ( ტარტაზინი E -102);

საღებავი (წითელი ალური E-129)

 

შემადგენელი ნაწილები და მათი მნიშვნელობა:

პროგუსი სპეციალურად შექმნილი საკვები დანამატია, რომელიც ითვალისწინებს ქალისთვის  საჭირო ყველა ნივთიერებას ორსულობამდე, ორსულობისას და მის შემდგომ. მისი საკმაოდ სრულფასოვანი შემადგენლობა, რომელიც   გაუმჯობესებულია ომეგა 3-ით, რკინით, თუთიით, ფოლის მჟავით და სხვა კომპონენტებით,  ქალის საკვები მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა ორსულობამდე, ორსულობისას და შემდგომ პერიოდში.

მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, სპილენძი, იოდი, ვიტამინი C, ნიაცინი, ვიტამინი B6 და B12, ბიოტინი, რიბოფლავინი და თიამინი ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებისათვის ნორმალურ მეტაბოლიზმს.

რკინა, ვიტამინი B6, C და B12, ნიაცინი, რიბოფლავინი და ფოლის მჟავა ხელს უწყობს დაღლილობისა და დაქანცულობის შეგრძნების შემცირებას/შემსუბუქებას.

სპილენძი, იოდი, ვიტამინი C, B6 და B12, ნიაცინი, რიბოფლავინი, ბიოტინი და თიამინი მონაწილეობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

თუთია, იოდი, ვიტამინი C, B6 და B12, ნიაცინი, ბიოტინი, თიამინი და ფოლის მჟავა ხელს უწყობს ნორმალურ ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას.

თუთია, სპილენძი, სელენი, ვიტამინი C, B6, B12, D და ფოლის მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირებაში.

თუთია, სპილენძი, სელენი, რიბოფლავინი, ვიტამინი C და E ხელს უწყობს  უჯრედების დაცვას არასასურველი ოქსიდანტებისგან.

კალციუმი და ვიტამინი B12 ხელს უწყობს უჯრედის მემბრანის სინთეზსა და დაცვას.

მაგნიუმი და თუთია ხელს უწყობს ცილების ნორმალურ სინთეზს.

მაგნიუმი, რკინა და თუთია მონაწილეობენ უჯრედების დაყოფის პროცესში.

რკინა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედებისა და ჰემოგლობინის ფორმირებას,  ამასთან სხეულში ჟანგბადის ნორმალურ მიტანას.

თუთია  ხელს უწყობს დნმ-ის ნორმალურ სინთეზს, ნაყოფიერებასა და ნორმალურ  რეპროდუქციას, ასევე მონაწილეობს ვიტამინ A-ს მეტაბოლიზში.

იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

ვიტამინი C ზრდის რკინის შეთვისებას.

თიამინი ხელს უწყობს გულის ნორმალურ მუშაობას.

რიბოფლავინი ხელს უწყობს სისხლის  წითელი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას  და რკინის ნორმალურ მეტაბოლიზმს.

ფოლის მჟავა ხელს უწყობს მკერდის ქსოვილის ზრდას ორსულობის პერიოდში და უჯრედების დაყოფის პროცესს.

 

მიღების წესი

მიიღება ყოველდღიურად. 1  კაფსულა დღეში ერთ ჭიქა წყალთან ერთად ჭამის დროს ან შემდეგ.

 

გამოყენება

პროგუსი- იმუნომოდულატორი, ვიტამინებისა და მინერალების ბალანსირებული უნიკალური კომბინაციაა.

აძლიერებს იმუნიტეტს, ეფექტურია როგორც პროფილაქტიკისთვის,  ასევე პოსტინფექციური გართულებებისას.

 

ჩვენებები

ქალები – ორსულობამდე (დაგეგმვისას ერთი თვით ადრე ჩასახვამდე), ორსულობის პერიოდში, მშობიარობის შემდეგ და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებულია 1 კაფსულის  მიღება  ჭიქა წყლის მიყოლებით (200 მლ).

  • მოზრდილებში ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური დაავადებების დროს;
  •  არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების რაციონისას (ძირითადად სწრაფი კვება, საკვების არარეგულარულად მიღება, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის სეზონური უკმარისობა, წონის დასაკლები დიეტა, დიაბეტი და ა.შ.);
  • ენდოკრინოლოგიაში-დიაბეტური ნეიროპათიების დროს;
  • მდგომარეობებისას, რომლებსაც თან ახლავს ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნილების გაზრდა: მაღალი ფიზიკური (სპორტში აქტიური ვარჯიში) და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა;

კარდიოლოგიაში – გულ-სისხლძარღთა სისტემის დაავადებების დროს.

 

ბავშვები და მოზარდები:

მოზარდი გოგონები –  12-18 წლამდე ასაკის, რომლებიც ორსულად არიან, გეგმავენ ორსულობას ან ძუძუთი კვებავენ: 1 კაფსულა დღე-ღამეში ერთხელ.

ლაქტაციის პერიოდში მიღებული ვიტამინები და მინერალები გამოიყოფა ლაქტატში, რაც გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ღებულობს ვიტამინურ-მინერალურ სხვა კომპლექსებს.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

 

პრეპარატი შეიცავს რკინას, ამიტომ აფერხებს ნაწლავში ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შეწოვას, რაც იწვევს ანტიბიოტიკის და რკინის შრატისმიერი კონცენტრაციის შემცირებას. თუ ამ პრეპარატების ერთდროული მიღება აუცილებელია, პაციენტებმა ტეტრაციკლინი უნდა მიიღონ პრეპარატის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ანტაციდების და რკინის შემცველი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება   რკინის შეწოვა შეამციროს, ამიტომ ამ პრეპარატების მიღებებს შორის აუცილებელია სამ საათიანი შუალედის დაცვა.

კალციუმის, მაგნიუმის, სპილენძის ან თუთიის შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გააუარესოს ანტიბიოტიკების და ანტივირუსული პრეპარატების შეწოვა და შედეგად შეამციროს მათი სისტემური კონცენტრაცია. იღებენ ორივე პრეპარატით ერთდროულად მკურნალობის შემთხვევაში პრეპარატების მიღებათა შორის შუალედი 1-2 საათიანი უნდა იყოს.

ვიტამინი E-ს შემცველი პრეპარატების გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულაციურ პრეპარატებს ან თრომბოციტების აგრეგაციაზე მოქმედ საშუალებებს.

ფოლიუმის მჟავას მაღალმა დოზებმა შეიძლება ანტიეპილეპსიური / კრუნჩხვსაწინააღმდეგო საშუალებების (როგორიცაა კარბამაზეპინის, ფენიტოინის, პრიმიდონის და ბარბიტურატები) ეფექტის შემცირება გამოიწვიოს.

თიაზიდებთან და დიურეტიკებთან ერთობლივმა მიღებამ შეიძლება ჰიპერკალციემია გამოიწვიოს, ვინაიდან, თიაზიდური დიურეტიკები შარდთან ერთად კალციუმის გამოყოფას ამცირებს.

ზოგიერთ სამკურნალო საშუალებასთან ერთდროული მიღების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს მათი თერაპიული მოქმედების შემცირებას. ასეთია: ლევოდოპა, ბიფოსფონატები, ფტორქინოლონები, პენიცილამინები, თიროქსინი, სათითურას პრეპარატები.

ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის 2 საათის განმავლობაში ისეთი საკვების მიღების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ მჟაუნმჟავას (ისპანახი და რევანდი) და ფიტინის მჟავას (დაუფქვავი მარცვლეული) მაღალ კონცენტრაციას, რამაც შეიძლება დათრგუნოს კალციუმის შეწოვა. 

 

ტრანსპორტის ან მექანიზმის ტარებაზე მოქმედების ზეგავლენა

არ მოქმედებს.

 

გაფრთხილება!

პროგუსი ® არ უნდა მიიღოთ მასში შემავალი რომელიმე ნივთიერებისადმი მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ყურადღება!

აღნიშნული პროდუქტი არ უნდა მიიღოთ როგორც მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი. მნიშვნელოვანია გქონდეთ დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების სტილი. ექიმის რჩევის გარეშე არ გადაამეტოთ რეკომენდებულ დოზირებას.

შენახვის წესი

შეინახეთ მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გაცემის რეჟიმი

III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

გამოშვების ფორმა და  შეფუთვა

კაფსულა #30 რბილი კაფსულა.

ჯამური რაოდენობა: 30 რბილი კაფსულა = 58,03 გ.

 

მწარმოებელი

ATISAV PHARMA UNIPESSOAL LDA, პორტუგალია

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები