ბუტამირი 7.5მლ/5მგ 100მლ სიროფ

25003
-10%
მარაგშია
15.75 
14.25 
დანაზოგი: 1.50 ₾ (10%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიხველებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიButamirate გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი
15.75 
14.25 
დანაზოგი: 1.50 ₾ (10%)

ბუტამირ სიროფი
ცენტრალური მოქმედების ხველების საწინააღმდეგო პრეპარატი


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი 100მლ. 
5 მლ ბუტამირ-ის სიროფი შეიცავს: 7,5 მგრ ბუტამირატ ციტრატს და დამხმარე ნივთიერების სახით ნატრიუმის საქარინს, სორბიტოლს, ბენზოის მჟავას და გარგარის არომატიზატორს. 

ხველების საწინააღმდეგო ეფექტი

ცენტრალური ზემოქმედება: ხველების ცენტრზე ზემოქმედება.
პერიფერიული ზემოქმედება: სპაზმის საწინააღმდეგო ეფექტით რეცეპტორების მგრძნობელობის შემცირება.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ბრონქოდილატაციური ეფექტი.
თრგუნავს ცენტრალური გენეზის ხველებას, იგი აქვეითებს მშრალ და პროდუქტიულ ხველას. ამცირებს ბრონქების კუნთების სპაზმს, ერთდროულად ამსუბუქებს სუნთქვას, აადვილებს ნახველის ევაკუაციას. აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, ხელს უწყობს სისხლის აიროვანი შემადგენლობის ნორმალიზაციას. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ ბუტამირატ ციტრატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 1 – 1,5 სთ-ში. იგი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში და წარმოიქმნება ხველების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მეტაბოლიტები. 

ჩვენება
ნებისმიერი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ხველება, ყივანახველა. ასევე ხველება, რომელიც აღინიშნება ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში, ქირურგიული ჩარევისას და ბრონქოსკოპიის დროს. 

მიღების წესი და დოზირება:
• 3-დან 6 წლამდე – 1 ს/კ 3-ჯერ დღეში. 
• 6-დან 12 წლამდე – 2 ს/კ 3-ჯერ დღეში. 
• 12 წლის ზემოთ – 3 ს/კ 3-ჯერ დღეში. 

1 საზომი კოვზი = 5 მლ.

მწარმოებელი: დრ.ფ.ფრიკი (თურქეთი)

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები