ლორობენი 30მლ ორალ.სპრეი

29765
-35%
მარაგშია
28.40 
18.34 
დანაზოგი: 10.06 ₾ (35%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიBenzydamine hydrochloride+Chlorhexidine გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • უფასო მიწოდება 80 ლარიდან
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — მიკითხვა
28.40 
18.34 
დანაზოგი: 10.06 ₾ (35%)

ლორობენი – ორალური სპრეი

LOROBEN

შემადგენლობა:

30მლ სპრეი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი-45მგ,

ქლორჰექსიდინის გლუკონატი-36მგ.

დამხმარე ნივთიერებები:პოლისორბატი 20, სორბიტოლი 70%, პროპილენგლიკოლი, ყვითელიქინოლინი, პიტნისესენცია, საქაროზა, Ecocool MP, პატენტ V ლურჯი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი,ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატი, გასუფთავებული წყალი

თითოეულიშესხურება (~ 0.13მლ) შეიცავს 0.156 მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 0.195 მგ ბენზიდამინის იდროქლორიდს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:პრეპარატები ადგილობრივი პერორალური გამოყენებისთვის.

ათქ კოდი: A01A

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბენზიდამინი- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. რომელიც განსხვავდება სხვა აასპ-გან. ლოკალური მოხმარების დროს, გამოყენებულ კონცენტრაციას გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება. ექსპერიმენტალურად დადგენილია, რომ ბენზიდამინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება უფრო გამოხატულია ანთებითი პროცესის შედეგად განვითარებული ტკივილისას, ვიდრე არაანთებითი ხასიათის ტკივილის დროს. ქლორჰექსიდინი ეფექტურია გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებთან, ზოგიერთ პათოგენურ სოკოებთან, საფუარებთან და უმეტეს ვირუსებთან მიმართებაში. ქლორჰექსიდინის გლუკონატი არის ბისბიგუანიდი ფართო ანტიმიკრობული აქტივობით.ქლორჰექსიდინის გლუკონატი ადგილობრივი გამოყენებისას აბსორბირდება კბილების ზედაპირზე, პირის ღრუს ლორწოვანზე და ნადებზე, ნელ-ნელა გამონთავისუფლდება ნერწყვში 24სთ – ის განმავლობაში. რადგან ქლორჰექსიდინის კონცენტრაცია ნერწყვში მცირდება.

ფარმაკოდინამიკა:ბენზიდამინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება არ არის დაკავშირებული ჰიპოფიზო -ადრენალური სისტემის სტიმულაციასთან. ბენზიდამინი ისევე აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ადგილობრივი გამოყენებისას ქლორჰექსიდინს ახასიათებს სწრაფი ბაქტერიციდული

ეფექტი, შემდგომი პროლონგირებული ბაქტერიოსტატური მოქმედებით.

ქლორჰექსიდინი აბსორბირდება რა მიკრობის უჯრედის კედელზე, აქვს პროლონგირებული

ზედაპირული მოქმედება, რაც განაპირობებს ბაქტერიების ზრდის შეჩერებას, შემდგომში კი

ციტოპლაზმის პრეციპიტაციით იწვევს უჯრედის სიკვდილს.

ფარმაკოკინეტიკა:ბენზიდამინი კარგად აბსორბირდება ანთებითი ლორწოვანის გზით და გამოხატული აქვს ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრი საანესთეზიო მოქმედება.

გამოვლების შემდეგ, ქლორჰექსიდინის დაახლოებით 30% რჩება პირის ღრუში და 24 სთ – ის განმავლობაში ნელ – ნელა გამოიყოფა ნერწყვში. ქლორჰექსიდინის გლუკონატი ცუდად

შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; სისხლში შეუძლებელია საგრძნობი კონცენტრაციის

განსაზღვრა.

ჩვენებები: პირის ღრუში და ყელში ტკივილის დროებითი მოხსნისთვის (ანგინა, ფარინგიტი, ტონზილიტი, აფთოზური სტომატიტი, გლოსიტი). ოპერაციული ჩარევები ყელსა და პირის ღრუში; პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ქიმიოთერაპიის,

რადიოთერაპიის და სხვა ჩარევების (მაგ; ტრაქეის ინტუბაცია) და ტრამვების შედეგად.

პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, გართულებები, პარადონტოზი;  გინგივიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;

კბილებზე ნადების შესამცირებლად; პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად;

უკუჩვენება:მომატებული მგრძნობელობა ბენზიდამინის, ქლორჰექსიდინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ

განსაკუთრებული მითითებები:მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

მხოლოდს პირის ღრუში გამოყენებისათვის;არ გადაყლაპოთ.

შეიძლება დატოვოს შექცევადი შეფერადება პირის ღრუში, განსაკუთრებით ენაზე, კბილებზე. თუ ყელის ტკივილი დაკავშირებულია ბაქტერიულ ინფექციასთან,შესაძლებელია პრეპარატ ლორობენთან ერთად დანიშნული იქნას ანტიბაქტერიული თერაპია.

სისტემური მოქმედების შესაძლებლობა, გასათვალისწინებელია იმ პირებისათვის, რომლებსაც დაზიანებული აქვთ თირკმელი, რადგან ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით. სისტემური მოქმედების შესაძლებლობა, გასათვალისწინებელია იმ პირებისათვის, რომლებსაც დაზიანებული აქვთ ღვიძლი, რადგან ბენზიდამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. არ არის რეკომენდებული ლორობენის სპრეის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოყენების გამოცდილება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ქლორჰექსიდინი:

ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან;

ქლორჰექსიდინის მარილები შეთავსებადია კათიონურ და არაიონურ ზედაპირულ სუბსტანციებთან;

მათი ერთობლივი გამოყენება დიდი კონცენტრაციით აქვეითებს პრეპარატის მოქმედებას

პრეპარატის მიცელიუმთან შეკავშირების შედეგად.

ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს ცეტრიმიდს და ლისაპოლს NX შეუძლიათ გამოიწვიონ მისი  ხსნადობის გაზრდა.  შეუთავსებელია ანიონურ პოლიელექტროლიტებთან, ისეთები როგორიცაა: ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის კარბოქსილმეთილცელულოზა,გუმიარაბიკი, სახამებელი. ერთდროული გამოყენება აქვეითებს ეფექტურობას. შეუთავსებელია ბრილიანტის მწვანესთან, ქლორამფენიკოლთან, ნატრიუმის ფლუორესცინთან,

ფორმალდეჰიდთან, ვერცხლის ნიტრატთან, ცინკის და სპილენძის სულფატთან;

ხისტ წყალში გახსნისას შეიძლება კალციუმის კათიონთან და მაგნიუმთან ურთიერთობის

შედეგად, დაილექოს არახსნადი მარილების სახით;თუ ქლორჰექსიდინის მარილები წარმოქმნილია ბენზოატებით, ბიკარბონატებით, კარბონატებით,ბორატებით, ნიტრატებით, ფოსფატებით, სულფატებით 0.05% კონცენტრაციაზე მეტად, მაშინ ფორმირდებიან და გამოიყოფიან ნალექში დაბალი ხსნადობის მარილები;ცეტრიმიდი ზრდის ამ მარილების ხსნადობას. კომბინაციაში ასეთი პრეციპიტატები არ გვხვდება.ქლორჰექსიდინის გლუკონატის ცეტრიმიდინთან და ბენზალკილის ქლორიდის შეთავსებადობა გამოიხატება მათ სინერგიულ ბაქტერიციდულ აქტივობაში. ცეტრიმიდი აქვეითებს ქლორჰექსიდინის დალექვას ხისტ წყალში.

ქლორჰექსიდინის გლუკონატის გარდა ქლორჰექსიდინი და მისი მარილები უკეთ იხსნება სპირტში, ვიდრე წყალში. ქლორჰექსიდინის გლუკონატის ხსნარი შეიძლება დაილექოს სპირტის დამატებით. 7%-იანი სპირტის დამატების შემთხვევაში ხსნარი ხდება უფრო ეფექტური გრამ უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, აძლიერებს აბსორბციას, რადგანაც ხსნარი ფილტრაციას გადის ცელულოზურ ფილტრებში. შეისაძლებელია შეწოვაც. არ არის ცნობილი წამლისმიერი ურთიერთქმედება ბენზიდამინთან.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პეროიდში:არ არსებობს ორსულ ქალებზე ქლორჰექსიდინის გლუკონატის მოქმედების შესახებ კონტროლირებადი კვლევები და არ არის ადექვატურად შესწავლილი ბენზიდამინის ზეგავლენა ცხოველებზე და ორსულ ქალებზე.პრეპარატის შემადგენლობაში მყოფი აქტიური ნივთიერებების კომბინაციის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი ცხოველებში და ორსულ ქალებში. მგვარად პრეპარატების გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია. ადექვატური კველევების არ არსებობის გამო პრეპარატის გამოყენება ქალებისათვის ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია

მიღების წესი და დოზირება: დააჭირეთ თითი სპრეის აპლიკატორს მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული რეგულარული დინება, აწიეთ აპლიკატორის ბოლო, სანამ იგი კარგად არ მოთავსდება პირის ღრუში, რის შემდეგაც დააჭირეთ აპლიკატორს. მოასხურეთ 4 –ჯერ სხვადასხვა უბანზე ქლორჰექსიდინი, პრეპარატ ლორობენ™-ის შემადგენლობაში, ხელს უწყობს მკურნალობის პროცესში, კბილზე ნალექის და გინგივიტის შემცირებას.

ლორობენ™-ის შემადგენლობაში არსებული ქლორჰექსიდინით გამოწვეული ლაქების შემცირების მიზნით საჭიროა კბილების წინასწარი გახეხვა კბილის ჯაგრისით.    ფლაკონი სპრეთ უნდა გეჭიროთ ვერტიკალურად ხსნარი არ გადაყლაპოთ! გამოყენების შემდეგ საჭიროა ხსნარის გადმოფურთხება. დოზირება მოზრდილებისთვის:

ჩვეულებრივი დოზა : 5-10 შესხურება ყელის ანთებით კერაზე. გაიმეორეთ ყოველ 1.5-3 საათში.

ბავშვები (6-12 წელი):

5–ჯერ შესხურება ყელის ანთებით კერაზე. ყოველ 1.5-3 სთ-ში.

გამოყენების წესი:

დააჭირეთ ხელი სპრეის აპლიკატორზე მანამ, სანამ არ იქნება მიღებულლი რეგულარული ნაკადი; აწიეთ სპრეის ბოლო მანამ, სანამ იგი კარგად არ მოთავსდება პირის ღრუში და დააჭირეთ

აპლიკატორს. იგივე გაიმეორეთ 4 – ჯერ სხვადასხვა უბანზე.

დაიჭირეთ სპრეის ფლაკონი ვერტიკალურად.

გვერდითი მოვლენები :

ლორობენის ორალური სპრეი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება და აქვს მცირე გვერდითი

ეფექტები. გვერდითი ეფექტები, გამოწვეული ბენზიდამინის ჰიდროქლორიდით, სპრეის ფორმით:

ადგილობრივი:

არასასურველი რეაქციები რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება მკურნალობის დროს:

პირის ღრუს დაბუჟება (2.6%), იშვიათად- წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (1.4 %).

ძალიან იშვიათად აღინიშნება სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება (0.2%), ჩხვლეტა (0.2%),

სიმხურვალის შეგრძნება პირის ღრუში და გემოვნების შეცვლა (0.1%).

ზოგადი:

გვხვდება იშვიათად და არ ატარებს სერიოზულ ხასიათს: გულისრევა, ღებინება, სლოკინი,

დისპეფსიური მოვლენები (0.4%), თავბრუსხვევა (0.1%), თავის ტკივილი და ძილიანობა (0.1%)

გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია ქლორჰექსიდინის გლუკონატის ორალური სპრეის

გამოყენებით :

კბილებზე და პირის ღრუში უსაფრთხო შეფერილობის გაჩენა, რომელიც შეიძლება ავიცილოთ თავიდან კბილების წინასწარი გაწმენდით; კბილების ქვების წარმოქმნა, გემოვნების შეცვლა;

ექსპერიმენტული კვლევისას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა.

დოზის გადაჭარბება:  პრეპარატის გამოყენების მეთოდის გათვალისწინებით დოზის გადაჭარბება შეუძლებელია. შემთხვევით, დიდი დოზის გადაყლაპვისას ინიშნება სიმპტომური მკურნალობა.სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს;

გამოშვების ფორმა :ლორობენი ორალური სპრეი მუქ ფლაკონში. 1 ფლაკონი (30 მლ) აპლიკატორთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები : ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C. ორიგინალურ შეფუთვაში, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.                       

შენახვის ვადა : 2 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.               

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 მწარმოებელი                                                                                 

დროგსან ილაჩლარი სან.ვე თიჯ. ა.შ. 06760 ჩუბუკი, ანკარა, თურქეთი.