სალინი 30მლ ცხ/სპრეი

25193
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიNatrii chloridum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • უფასო მიწოდება 80 ლარიდან
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — მიკითხვა
სალინი
(SALIN)
ნაზალური სპრეი


საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
ნატრიუმის ქლორიდი (Sodium Chloride).

შემადგენლობა:

ნატრიუმის ქლორიდი 0,65 % (0,65%).
არააქტიური ინგრედიენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი,
ბენზოლის სპირტი, დინატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდრო ფოსფატ დიჰიდრატი, გამოხდილი წყალი.

წამლის ფორმა:

ნაზალური სპრეი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

მარილხსნარი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეფექტურად ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს, ათხელებს სქელ ლორწოს, არბილებს მშრალ ფუფხებს ცხვირის ღრუში და ხელს უწყობს მათ ადვილად მოცილებას.

ჩვენება:

ჩვილების, ბავშვების და მოზრდილების  ცხვირის ღრუს ჰიგიენური მოვლა. ცხვირის ღრუსა და წიაღების რინიტები და სხვა დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე ან ლორწოს გამოყოფა.

გამოყენების წესი და დოზირება:

იფრქვევა ცხვირში ფლაკონის მკვრივ კორპუსზე სწრაფი მოჭერით. შესხურებისას არ არის საჭირო თავის უკან გადაწევა და ფლაკონის გადატრიალება.
ჩვილებში და ბავშვებში თითო შესხურება, მოზრდილთათვის ორ-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში.
ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოჭერისას ხსნარი გამოიყოფა სპრეის სახით; ჰორიზონტალურ მდგომარეობაში – სითხის ნაკადის სახით; გადმოტრიალებულ მდგომარეობაში – წვეთების სახით.
გამოყენების შემდეგ გააშრეთ ფლაკონის შესასხურებელი.

გვერდითი მოვლენები:

ამ დროისათვის დადგენილი არ არის.

უკუჩვენება:

მომატებული  ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია ფლაკონის ინდივიდუალური გამოყენება.

სხვა  პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

მონაცემები პრეპარატის ზეგავლენის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებების  მოქმედებაზე არ არსებობს.

შენახვის ვადა
– 3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება 15ºC-დან  30ºC-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

30 მლ ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქებიდან გაიცემა
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმის დასახელება,
მწარმოებელი ქვეყანა, მისამართი

საგმელი, ინკ.,
1580 S. Milwaukee Ave.,
Suite 415, Libertyville, IL 60048


საგმელი, ინკ.,
IDA ( Instituto de Angeli), 50066 Reggello ( Florence),
Loc. Prulli n. 103/c, Italy

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო, ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის N69
ტელ:  +995 32 30 80 87
+995 32 30 97 57

მსგავსი პროდუქტები