სინუ დრენი 15მლ ნაზ/სპრ

138543
-29%
მარაგშია
44.95 
32.13 
დანაზოგი: 12.82 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები ჯენერიკიAloe,Matricaria,Tea tree oil,Basilic,Euc გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
44.95 
32.13 
დანაზოგი: 12.82 ₾ (29%)

სინუ დრენი

შემადგენლობა:

  • ალოე ვერას ექსტრაქტი 150მგ
  • გვირილას ექსტრაქტი 70მგ
  • ჩაის ხის ზეთი 40მგ
  • ბაზილიკის ექსტრაქტი 40მგ
  • შავი კვლიავის ექსტრაქტი-5მგ
  • ევკალიპტის ექსტრაქტი-20მგ
  • დ პანთენოლი 150მგ
  • ალპური იის ექსტრაქტი -180მგ

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, კალიუმის სორბატი , ნატრიუმის ბენზოატი .

არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და კონსერვანტებს .

ფარმაკოლოგიურითვისებები
პრეპარატი მოქმედებს ადგილობრივად ცხვირის ლორწოვან გარსზე და რეფლექსურად აძლიერებს სეკრეციას ცხვირისა და პარანაზალური სინუსების ამომფენი ლორწოვანი გარსებიდან. ცილოვან-ლორწოვანი სითხის ძლიერი რეფლექსური სეკრეცია იწყება პრეპარატის შეყვანიდან რამოდენიმე წუთში, რაც შეიძლება ორი საათის განმავლობაში გაგრძელდეს. ამგვარი გაძლიერებული სეკრეციის შედეგია პარანაზალური სინუსების ინტენსიური ბუნებრივი დრენაჟი (გამორეცხვა), რითაც პრეპარატის მაღალი სამკურნალო ეფექტურობაა განპირობებული. პრეპარატი არ იწვევს გაღიზიანების მნიშვნელოვან ნარჩენ მოვლენებს ცხვირის ლორწოვანში, ადვილად გამოიდევნება ცხვირის ღრუდან, არ შეიწოვება და ზოგადი სისტემური მოქმედება არ ახასიათებს.

ჩვენებები
ა) პარანაზალური სინუსების მწვავე ან რეციდივული ანთება - კატარალური ან ჩირქოვანი ჰაიმორიტები, ფრონტიტები, ეთმოიდიტები, სფენოიდიტები ან კომბინირებული სინუსიტები; მწვავე ჩირქოვანი სინუსიტები გენერალიზებული ინფექციის ან ორბიტალურ გართულებათა გამოვლინებებით ( უკანასკნელ შემთხვევაში სინუდრენს  იყენებენ ანტიბიოტიკოთერა-პიასთან კომბინაციაში);
ბ) შუაყურის მწვავე ექსუდატიური ანთება (ოტიტი) და ქრონიკული ექსუდატიური ოტიტები ( უკანასკნელ შემთხვევაში სინუდრენით  მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს მირინგოტომიის შემდეგაც);
გ) მწვავე ან გამწვავებული რინიტები და ალერგიული რინიტები, მათ შორის პოლინოზები. ალერგიული რინიტების შემთხვევაში, სისტემური ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება დასაშვებია სინუდრენის  ინტრანაზალური შეყვანიდან, არანაკლებ ორი საათის შემდეგ. ამავე დროს, სინუდრენის  შეყვანამდე 8 -10 საათით ადრე, ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს ანტიალერგიული საშუალებები;
დ) პოსტოპერაციული რეაბილიტაცია ენდოსკოპური ქირურგიული ჩარევების შემდეგ, როგორიცაა ეთმოიდოტომია, ჰაიმოროეთმოიდოტომია, ფრონტოეთმოიდოჰაიმოროტომია. აღნიშნულ შემთხვევებში, სინუდრენის  ინტრანაზალურ შეყვანას იწყებენ ოპერაციიდან მეორე დღეს, საჰაერო გზების დრენაჟისა და ლორწოვანი გარსების შეშუპების შესამცირებლად. სინუდრენის  გამოყენების შემთხვევაში, საჭირო აღარ არის ტრადიციული პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ზომები, როგორიცაა: ანემიზაცია, წიაღების გამორეცხვა და ცხვირის ღრუს ტუალეტი.
ალოე ვერა  აქტიურ გავლენას ახდენს პათოგენურ მიკროორგანიზმებზე - მრავალი დაავადების გამომწვევ აგენტებზე. ალოეს ბაქტერიციდული თვისებები გამოიყენება სტაფილოკოკის, ბაცილის, სტრეპტოკოკის და სოკოების წინააღმდეგ ბრძოლისას. რეგენერაციული თვისებების გამო, ის   ყველაზე სასარგებლოა ახალი ჭრილობების, კანის ანთების დროს.

გვირილას ექსტრაქტი ცნობილია გვირილის ისეთი თვისებები, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი.  გვირილას იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს: ბაქტერიული და ანთებითი წარმოშობის ეპითელური ქსოვილების დაავადებები,

ჩაისხის  ზეთი ცნობილია თავისი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი თვისებებით

ბაზილიკის ექსტრაქტი ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია. მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ბაზილიკი აძლიერებს იმუნურ სისტემას. აქვს ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები, ამდენად, ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისას. ბაზილიკის ექსტრაქტი  დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ B6  და Mg -ს

ევკალიპტის ეთერზეთი  ნატურალურიეთერზეთი რომელსაც გააჩნია ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და რეგენერაციული  თვისებები .

D- პანთენოლი, კანში მოხვედრისას იჟანგება და გარდაიქმნება პანტოთენიურ მჟავად,. პანთენოლი ატენიანებს კანს, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს დერმაში, ხელს უწყობს მიკროტრავმების განკურნებას, გამორიცხავს გაღიზიანებას და სიმშრალეს.

შავი კვლიავი : შეიცავს ვიტამინებს C, E, D, A, B1, B2, B3. B5, B6. ასევე მიკრო  Fe, Zn, Mn.და მაკრო ელემენტებს Mg, K, Na, Ca, P. გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ 

უკუჩვენება
კისტოზურ-პოლიპოზური პარანაზალური სინუსიტები; ჰიპერტონული დაავადების დამძიმებული შემთხვევები.

ორსულობა და ლაქტაცია
ამ პერიოდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება საკმარისად არ არის შესწავლილი.

განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების თავისებურებანი:
გამოყენების დროს მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას!
პრეპარატის შესხურებისას არ ჩაისუნთქოთ!
გამოყენება ბავშვებში
პრეპარატის გამოყენება 5 წლისა და მეტი ასაკის ბავშვებში ხორციელდება იგივე სქემით, რაც უფროსებში. 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში კლინიკური მონაცემები პრეპარატის ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე არასაკმარისია.

ჭარბი დოზირება
რეკომენდირებული დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ცხვირ-ხახაში წვის გაძლიერებული შეგრძნება და ტკივილი; პრეპარატის დოზის გაზრდით სამკურნალო ეფექტი არ გაიზრდება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დაუშვებელია ცხვირის ღრუში ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებათა ( მათ შორის ანტიჰისტამინური პრეპარატების) და სინუდრენის  ერთდროული შეყვანა ან საანესთეზიო საშუალებათა წინასწარი შეყვანა; საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია ლორწოვანი გარსის ადგილობრივი შეშუპების საწინააღმდეგო ხსნარების (ადრენალინი, ეფედრინი) ჩაწვეთება; ჩირქოვანი ინფექციით გართულებულ შემთხვევებში დასაშვებია სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია.

მწარმოებელი : FITOLAB . polsha. პოლონეთი

მსგავსი პროდუქტები