ნატაი ვიტრო 10მლ თვ/წვ

140206
-29%
მარაგშია
49.50 
35.39 
დანაზოგი: 14.11 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიNatrii hyaluronatum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
49.50 
35.39 
დანაზოგი: 14.11 ₾ (29%)

ნატაი ვიტრო

10 მლ თვალის წვეთი

კონსერვანტების გარეშე 

გამოყენება

ნატაი ვიტრო სტერილური, იზოტონური, ოფთალმოლოგიური ხსნარია, რომელსაც გააჩნია დამატენიანებელი, ლუბრიკაციული, დამცავი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. პრეპარატი რეკომენდებულია მშრალი, მგრძნობიარე, გაღიზიანებული და დაღლილი თვალებისთვის.

თავსებადია ყველა ტიპის კონტაქტურ ლინზასთან. გამოყენება შესაძლებელია ჩასმულ ლინზაზეც.

შემადგენლობა

ჰიალურონის მჟავა 0,1% მაღალი მოლეკულური წონის,

ჰიალურონის მჟავა 0,1% საშუალო მოლეკულური წონის,

ჰიალურონის მჟავა 0,1% დაბალი მოლეკულური წონის,

ჰიალურონის მჟავა 0,1% ჯვარედინ ბმებიანი.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის N-ჰიდროქსიმეთილგლიცინატი, იზოტონური ბუფერული ხსნარი pH-7,2.

ჩვენებები

  • ნებისმიერი ხარისხის მშრალი თვალის დაავადება;
  • ატენიანებს, პოხავს და იცავს მშრალ, დაღლილ, გაღიზიანებულ და გაუწყლოებულ თვალს;
  • უცხო სხეულის, წვის და ქავილის დროს ამსუბუქებს დისკომფორტს;
  • იდეალურია საცრემლე გარსის არატრავმული და არაპათოლოგიური ცვლილებების დროს;
  • რეკომენდებულია გარემოს სტრესული ფაქტორების დროს, როგორიცაა ულტრაიისფერი გამოსხივება, მტვერი, კონდიცირებული გარემო, მშრალი, დაბინძურებული ჰაერი, აუზის ქლორიანი წყალი და სხვა;
  • კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ტარება;
  • გამოყენება შესაძლებელია უშუალოდ ჩასმულ ლინზაზეც.

დოზირება და მიღების წესი

თითოეულ თვალში ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი, დღეში 1-ჯერ ან რამდენიმეჯერ, საჭიროებისამებრ.

კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში –  2-3 წვეთი თითოეულ თვალში, საჭიროებისამებრ.

სიფრთხილის ზომები

  • თვალის გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ სპეციალისტს;
  • არ გამოიყენოთ პროდუქტში შემავალ კომპონენტებზე მომატებული მგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში;
  • ჩაწვეთების დროს საწვეთური არ შეახოთ თვალის ზედაპირს და ქუთუთოს;
  • ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონს მჭიდროთ დაახურეთ თავსახური;
  • თუ იყენებთ სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებასაც, ჩაიწვეთეთ 5 წუთით ადრე ან შემდეგ;
  • პროდუქტი სტერილურია ფლაკონის პირველ გახსნამდე. პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 6 თვის განმავლობაში.

პრეპარატი არ შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, ქლორჰექსიდინს, პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, თიმეროლს და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს.

შენახვის წესი

  • შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან დაცულ ადგილზე 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 24  თვე

  • არ გამოიყენოთ პროდუქტი ვადის გასვლის შემდეგ.
  • პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ფლაკონის პირველი გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

მწარმოებელი

Omisan Farmaceutici Srl.

Via Galileo Galilei, 00012 Guidonia Montecelio (RM),

იტალია.